Archive for the ‘პრესის მიმოხილვა’ Category

საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის ივლისი

პარასკევი, აგვისტო 13th, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

თერაპიული ეფექტი

როდესაც შფოთავს ერთი ადამიანი – მას ვალერიანის წვეთებს უნიშნავენ, როდესაც დამშვიდება მთელ ქვეყანას სჭირდება – იქ მაღალი რანგის დიპლომატს აგზავნიან. აღმოსავლეთ-ევროპასა და სამხრეთ-კავკასიაში სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის ვიზიტის შეფასებისას მედია და ექსპერტთა საზოგადოება, იმდენად ხშირად იყენებდა სიტყვებს ,,დამშვიდება” და ,,დარწმუნება”, რომ ბოლოს გაუგებარი შეიქმნა პოლიტიკაზე ვსაუბრობთ თუ თერაპიაზე და მაინც, რა მიზნებს ისახავდა სახელმწიფო მდივნის ვიზიტი? (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის ივნისი

ოთხშაბათი, ივლისი 14th, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

უკანასკნელი და მომდევნო არჩევნები

საქართველოს მუნიციპალური არჩევნები ის გამონაკლისი აღმოჩნდა, როცა პატარა ქვეყნის თვითმმართველობის არჩევნები მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა. თბილისის „პოლიტიკური ტემპერატურის გაზომვა“ საყოველთაო ინტერესის საგანს წარმოადგენდა. საქართველოში ჰაერის ტემპერატურა რომ ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე შიდა პოლიტიკური ციებ-ცხელების, ეს არჩევნების შემდგომმა პერიოდმა დაადასტურა. მსოფლიო პრესა ეხმიანება უკვე ჩავლილი პროცესს, თუმცა სენსაცია რომ არ შედგა ნათელია (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის აპრილი

კვირა, ივნისი 20th, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

ტიტები ვარდებზე ადრე დაჭკნა

ის რომ ყირგიზეთის რესპუბლიკაში რაღაც დალპა, თანაც გაცილებით მეტად, ვიდრე ჰამლეტის დროინდელ დანიის სამეფოში, ცხადია ჯერ კიდევ გადატრიალებამდე შეიქმნა, თუმცა ცოტა ვინმე თუ მოელოდა შიდა-პოლიტიკური დაპირისპირების ასეთ სწრაფ ესკალაციას, რომელიც ქვეყნიდან პრეზიდენტის გაძევებით დაგვირგვინდა (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2009 წლის დეკემბერი

ოთხშაბათი, ივნისი 16th, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

”მას დაღვინება არ აცალეს…”

2008 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილმა ოპოზიციას (მაშინ გაერთიანებულად წოდებულს) ასე მიმართა: თქვენ ამბობთ, რომ არ გეშინიათ, მე გეუბნებით – ნუ გეშინიათ… (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის მაისი

სამშაბათი, ივნისი 8th, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

ჩვენ მთელი თვე არჩევნებს ველოდით. გვინდოდა თუ არ გვინდოდა – ჰაერი სლოგანებით, დაპირებებით და კანდიდატების ღიმილიანი სახეებით იყო გაჟღენთილი. „მხიარული“ თვე აღმოჩნდა მაისი: ჯერ იყო და თბილისში პოლიციის და დამოუკიდებლობის დღეებისადმი მიძღვნილმა აღლუმებმა, მოსკოვში კი ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების ზეიმმა  გაგვართო. შემდეგ ვიხილეთ  დრამატული შეხლა-შემოხლა ფსევდო-რელიგიურ მოტივებზე აღმოცენებულ ჯგუფებს და გამოხატვის თავისუფლების დამცველებს შორის. ყველაფერი კი 30 მაისით – არჩევნების დღით დაგვირგვინდა. ამასობაში მსოფლიო გეოპოლიტიკური პრიორიტეტების განსაზღვრის ორომტრიალშია გადაშვებული. თუ მაისის პრესას გავეცნობით, ეს ყველაფერი ხელის გულზე გადაგვეშლება (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის მარტი

კვირა, მაისი 9th, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

პრისტონის ობსერვატორიის მეცნიერები მარსზე უჩვეულო აფეთქებას აფიქსირებენ, ცოტა ხანში მარსიდან დედამიწისკენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი იწყებს მოძრაობას და ნიუ ჯერსის ტერიტორიაზე უცხოპლანეტელთა არმია ეშვება. მანჰეტენს ცეცხლის ალი შთანთქავს (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის თებერვალი

ხუთშაბათი, აპრილი 22nd, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

მოდელირებული ოლიმპიადა

”ჩვენ თამაშებში არ მივიღებთ მონაწილეობას, ვიდრე საორგანიზაციო კომიტეტი საჯაროდ ოფიციალურ ბოდიშს არ მოიხდის იმისთვის, რომ მათ ჩვენი კოლეგა სპორტსმენის ხსოვნა შეურაცხყვეს. არც ერთი ჩვენგანი, სპორტის არც ერთ სახეობაში არ იასპარეზებს და სპორტულ მოედნებზე არ გამოჩნდება. თქვენ ეტყვით მის ოჯახს, რომ ბოდიშს უხდით… თამაშები მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება. ვიდრე ამას არ გააკეთებთ, ტელევიზიების ეთერში ყინულის ცარიელი მოედნები, ცარიელი სათხილამურო ტრასები და ცარიელი ციგები გამოჩნდება. თქვენ შეიძლება ოლიმპიური თამაშები გეკუთვნოდეთ, მაგრამ ოლიმპიელები - ჩვენ ვართ” (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2010 წლის იანვარი

ორშაბათი, მარტი 1st, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

იმედგაცრუებულთა
და ექსპერიმენტის გაგრძელების მომხრეთა შესახებ

ორ წელიწადზე მეტი იქნება გასული და სტატია ნამდვილად მას  შემდეგ იყო მომზადებული, რაც ცოლად მეთიუ ბრაიზას გაჰყვა. როცა იანვრის მედიას გავეცანი, ზეინო ბარანთან ინტერვიუ  გამახსენდა. პოსტ-საბჭოთა სივრცესა და ქართულ პოლიტიკურ რეალიებში განსწავლული ეთნიკურად თურქი ქალბატონი მაშინ უკრაინით იმედგაცრუებაზე ჩიოდა (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2009 წლის ნოემბერი

ოთხშაბათი, თებერვალი 3rd, 2010

sp_image-370103571-1236156014.pjpeg

”ძალიან გთხოვთ, ნუ დაგვცინებთ”

”ეს დასასრულია”

1989 წლის ოქტომბერში უკვე განწირული სოც-ბანაკელი ლიდერები გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის მე-40 წლისთავს აღნიშნავდნენ. ტრიბუნაზე წინა პლანზე ერიჰ ჰონეკერი და მიხაილ გორბაჩოვი მოჩანდნენ, მათ უკან კი პოლონეთის პრემიერ-მინისტრი, მიროსლავ რაკოვსკი და გენერალი იარუზელსკი, პოლონეთის მაშინდელი მმართველი იდგნენ. ბერლინში უკვე სტუდენტური მანიფესტაციები მიმდინარეობდა. უცებ, იარუზელსკი გორბაჩოვს მიუახლოვდა და ყურში ჩასჩურჩულა – ”მიხაილ სერგეევიჩ, თქვენ გერმანული გესმით?” ”საკმარისად, რომ მანიფესტანტების სკანდირების შინაარსი გავიგო” – უპასუხია გორბაჩოვს. ”გესმით, რომ ეს დასასრულია?” ”დიახ, ეს ასეა”. (Le Monde) (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

საქართველო უცხოურ პრესაში – 2009 წლის ოქტომბერი

ორშაბათი, დეკემბერი 14th, 2009

f-pressbaneri(2)

 

 

დასკვნის შემდეგ

”ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა საბოლოოდ“

 

შვება

მთელი წლის მანძილზე მსოფლიოში იმდენი ისაუბრეს რუსეთისა და საქართველოს ერთობლივ დანაშაულზე, რომ ბევრმა გამოთქმამ  უკვე რიტორიკის სფეროშიც გადაინაცვლა. ორმხრივმა დატუქსვებმა და ათასგზის გამეორებულმა დაზეპირებულმა საყვედურებმა ალბათ სამუდამოდ მოგვამაგრა  სტიკერები: ჩვენ შეტევას გვაბრალებენ (attack), იმათ კი დავდასხმას (invade), ჩვენ სამხედრო მოქმედებები დავიწყეთ, იმათ კი თავისი ჩარევებით ჯერ კონფლიქტის პროვოცირება მოახდინეს და შემდეგ კი ქვეყნის ანექსია. კიდევ, გვეუბნებიან, რომ არც ჩვენ და არც იმათ  არაფერი გვეტყობა, თითქოს რამის სწავლა გვსურდეს და არც ჩვენ და არც ისინი, ყურადღებას არ ვაქცევთ მთავარ გზავნილს (რაც ტალიავინის დასკვნიდან იკითხება), რომ ორივე მხარე დავმარცხდით. (სრულად…)

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!