შავი ზღვა სახიფათო რეგიონად არ უნდა გადაიქცეს
დენის ქორბოი, უილიამ ქორთნი, კენეტ იალოვიცი

შავი ზღვა ცივილიზაციის, ვაჭრობისა და კულტურის აკვანია, მაგრამ დღეს ის ამავე დროს გადაუჭრელი კონფლიქტების, მყიფე საზღვრებისა და შუღლის რეგიონად იქცა

ტერორიზმი და ამბოხი, ახლო და სამხრეთ-აზიიდან წაქეზებული  ჩრდილო-კავკასიას მოედო. ყველაფერი დაწყებული ავღანური ნარკოტიკებით და ირანის ბირთვული პროგრამისთვის საჭირო მარაგებით დამთავრებული, რეგიონის გავლით კონტრაბანდით  ვრცელდება. ქართველები რუსეთთან 2008 წლის ომის შემდეგ ისევ დაძაბულები არიან, სეპარატისტები მთიან-ყარაბახსა და დნესტრისპირეთში სამხედრო მოქმედებებით იმუქრებიან.

დაუცველობა შავი ზღვის რეგიონალური თანამშრომლობის ეფექტური ინსტიტუტების არ არსებობის შედეგიცაა.

ევროპის კავშირის შავი ზღვის ერთობლივი ინიციატივა, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია და შავ ზღვაში ჰარმონიულად ოპერირების ორგანიზაცია, რომელსაც თურქეთის სანაოსნო კოალიცია უდგას სათავეში – ყველა ეს სტრუქტურა მოიკოჭლებს.

ნატო-ს სამი წევრი ქვეყანა – ბულგარეთი, რუმინეთი და თურქეთი  – შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობენ, მაგრამ ალიანსი რეგიონს მწირ ყურადღებას უთმობს. რუსეთი და თურქეთი ზღვაზე დომინირებას და სხვა ფლოტების თავიდან მოცილებას ცდილობენ, მაგრამ ისინიც კი რომ არ მოქცეულიყვნენ ასე, 1963 წლის მონტროს კონვენცია სხვა ქვეყნების საომარ გემებს აქ სამ კვირაზე მეტ ხანს გაჩერებას უკრძალავს.

მაგრამ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივებისთვის შეიძლება პირობები მომწიფდეს.

რუსეთი შფოთავს სოჭის 2014 წლის ოლიმპიური თამაშების მომენტისთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გამო, რადგან ქალაქი ჩრდილო-კავკასიის მიჯნაზე მდებარეობს. უკრაინა ცდილობს ჩაამშვიდოს ძირითადად რუსებით დასახლებული ყირიმის შფოთი, ხოლო რუსეთს იქ სტაბილური სანაოსნო ბაზა სჭირდება.

თურქეთი, სადაც დიდი ჩრდილო-კავკასიური დიასპორაა, აზერბაიჯანი და საქართველო იმედოვნებენ, რომ ბრძოლა ჩრდილო-კავკასიაში ჩაცხრება. თურქეთიც ღელავს ნავთობით დატვირთულ ტანკერებზე, რომლებიც ბოსფორის ყურეს კვეთენ და რეგიონის ყველა ქვეყანას სურს აღკვეთოს თრეფიქინგისა და ტერორიზმის ნაკადები.

ერთის შეხედვით, რუსეთი ერთდროულად პრობლემაცაა და პრობლემის გადაწყვეტაც. ის ამაგრებს თავის საჰაერო და სახმელეთო ბაზებს აფხაზეთსა და სამხრეთ-ოსეთში ქართულ ტერიტორიებზე, რომელთა ანექსირებაც მან 2008 წელს, საქართველოსთან შეტაკების შემდეგ მოახდინა. რუსეთი  ბაზებს ამაგრებს აგრეთვე გიუმრიში, სომხეთში. ეს ძალები შეშფოთების მიზეზი ხდება რადგან მათ შეუძლიათ ადვილად შეაფერხონ კასპიის ზღვის ნავთობისა და აირის ტრანსპორტირება. რუსეთი იმასაც ამბობს, რომ შავ ზღვაში კიდევ უფრო მეტ სამხედრო ხომალდს განათავსებს და აფხაზეთში სამხედრო სანაოსნო ბაზას აღჭურვავს და მიუხედავად გარკვეულ მინიშნებებზე ცვლილებაზე, მოსკოვი დღემდე ამბობს უარს საქართველოს მთავრობასთან საქმის დაჭერაზე.

მაგრამ ზედმეტად ფრთაგაშლილ რუსეთს შეიძლება ახლა პოტენციური კონფრონტაციის განმუხტვა სურდეს.  ვლადიმერ პუტინის ავტორიტარულ მმართველობას ახალი პრობლემა გაუჩნდა, რადგან ამ ზაფხულს მთავრობამ ვერ შესძლო ხანძრების ჩაქრობა. რუსი ლიდერები ახლა ეკონომიკურ მოდერნიზაციას და საგარეო ინვესტიციებს უწევენ რეკლამირებას. რუსეთი აუმჯობესებს ურთიერთობებს თურქეთთან და უკრაინასათან და საქართველოსთან ომის ორი წლისთავზე რუსეთმა თავი შეიკავა შარშანდელი პატრიოტული გზნებისგან.

რუსეთმა, თურქეთმა და უკრაინამ, ყველაზე დიდმა ქვეყნებმა შავი ზღვაზე, უნდა ითაონ თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხებში, რათა შეამცირონ არსებული საფრთხეები. შავი ზღვის ყველა სახელმწიფო ნატო-ს ევრო-ატლანტიკური პარტნიორობის საბჭოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან. ორივე ეს ორგანიზაცია შეიძლება რეგიონული ინიციატივების განვითარების ფორუმად გამოდგეს.

კოოპერაციამ, რომლის მიზანიც ტრანს-ნაციონალური საფრთხეების შემცირება იქნება, უნდა გააუმჯობესოს სასაზღვრო კონტროლი,   კავშირები სამართალდამცავ  და სამხედრო  სტრუქტურებს შორის და ხელი უნდა შეუწყონ ერთობლივ ოპერაციებს უკანონო თრეფიქინგის წინააღმდეგ.

თანამშრომლობამ უნდა  განამტკიცოს ბიოლოგიური და ბირთვული საფრთხეების გადაწყვეტის სიმძლავრეები, მათ შორის აქტიური თანამშრომლობით გლობალური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის და  გავრცელების უსაფრთხოების ინიციატივებთან. რუსეთი შეერთებულ შტატებთან ერთად ამ ორგანიზაციების თანათავმჯდომარეა.  ახალი რეგიონული დიალოგი უსაფრთხოების საკითხებში ხელს შეუწყობდა ერთობლივი ზომების მიღებას ტვირთების ტრანსპორტირებისას,  დაეხმარებოდა საფრთხეების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას და   ერთობლივი პოლიციური ოპერაციების  ჩატარებას.

ნატო-ს შეუძლია გააუმჯობესოს საზღვაო დაზვერვის უნიკალური სიმძლავრეები, ხოლო ევროკავშირს შეუძლია დახმარება გაუწიოს სამართალდამცავ ძალებს, საზღვრის დაცვასა და ინფორმაციის გაზიარებაში.

გასულ გაზაფხულს შავი ზღვის დამოუკიდებელი კომისია სამართლიანად მოსთქვამდა, რომ „შავ ზღვას ჯერ კიდევ არ ექცევა სათანადო ყურადღება“.  შეხვედრებმა უმაღლეს დონეზე, რომელიც ამ წლის ბოლოს ჩატარდება, შეიძლება ცვლილების შესაძლებლობა გააჩინოს.

ამ შეხვედრებზე, რომლებიც  ნატო-ს, ევროკავშირსა  და ევროპის თანამშრომლობისა და უსაფრთხოების ორგანიზაციას (ეუთო) შორის ჩატარდება,  შავი ზღვა მთავარ საკითხად უნდა იქცეს. სოჭის მოახლოებული თამაშების გამო რუსეთი შეიძლება ძალიან საინტერესო პარტნიორი გახდეს.

ორიგინალი

ევროპარლამენტი ეშტონზე ზეწოლას ახდენს
ენდრიუ რატმანი

ბრიუსელი -  ორმა წამყვანმა პარლამენტარმა განაცხადა, რომ ევროპარლამენტი გამოიყენებს მის უფლებამოსილებას, რათა კეტრინ ეშტონის მიერ დიპლომატიური კორპუსის წამყვანი ფიგურებით დაკომპლექტებისას „სწორი ბალანსი“ უზრუნველყოს

ეშტონი წამყვან დიპლომატიურ თანამდებობებზე კანდიდატების წარსადგენად ემზადება. ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა ხელმძღვანელმა შემდეგი პოზიციები უნდა დააკომპლექტოს: უცხოეთში ევროკავშირის საელჩოებში მისიის 31 ხელმძღვანელი და მათი მოადგილეები, ასევე საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურისთვის (EEAS) 80-ზე მეტი მაღალი თანამდებობის დიპლომატი და 20-მდე ტოპ-ადმინისტრატორი.

სავარაუდოდ, ჩინეთში 5 სექტემბერს დაგეგმილი ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ, ეშტონი ჯერ იმ 31 ადამიანის ვინაობას  დაასახელებს, რომლებმაც ისეთ მნიშვნელოვან მისიებს უნდა უხელმძღვანელონ, როგორებიცაა წარმომადგენლობები ბრაზილიაში, ჩინეთში, საქართველოში, იაპონიასა და სამხრეთ-აფრიკაში.

რაც შეეხება დანაჩენ 80 კანდიდატურას, მათ შორის ბელორუსის მისიის ხელმძღვანელის, ასევე ეთიოპიის, ინდონეზიის და პალესტინის ტერიტორიებზე მისიის ხელმძღვანელთა მოადგილეებს, მათი წარდგენა ნოემბრამდე არ მოხდება. ასევე გაურკვეველია როდის მოხდება იმ კანდიდატურების წარდგენა, რომლებიც 20-მდე მაღალ ადმინისტრაციულ პოსტებს დაიკავებენ, თუმცა ქალბატონმა ეშტონმა ბოლო ვადად საკუთარ თავს 1 დეკემბერი დაუდგინა,  სიმბოლური თარიღი – ლისაბონის ხელშეკრულების ამოქმედების ერთი წლის თავი.

ევროპარლამენტმა ეშტონზე ზეწოლისთვის ლისაბონის ხელშეკრულებით მიღებული ძალაუფლება უკვე გამოიყენა, როდესაც მისგან უამრავი პრივილეგიის მიღება მოითხოვა, ისეთების მაგალითად როგორებიცაა შესაძლო ელჩებთან გასაუბრების და EEAS-ს წლიური ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო სიტყვის თქმის უფლება.

ლისაბონის შეთანხმებით, დეპუტატებმა იურიდიულად უნდა მოიწონონ ევროკავშირის ინსტიტუტებში საკადრო ცვლილებები და საბიუჯეტო ნორმები მანამ, ვიდრე ეშტონი ახალ გუნდს დააკომპლექტებს.

EEAS-ის საკითხებზე პარლამენტის მომხსენებელმა, პოლონელმა მემარჯვენე-ცენტრისტმა დეპუტატმა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ სამშაბათს (31 აგვისტო) Euobserver-ს განუცხადა, რომ ასამბლეის საბოლოო თანხმობა არ ნიშნავს საბოლოო გადაწყვეტილებას. მისი თქმით, წინ თამაშის მეორე, მოლაპარაკებების ნაწილია.

სარიუშ-ვოლსკის თქმით, დეპუტატები საკადრო და საბიუჯეტო წინადადებების საკუთარი პროექტის წარდგენას ოქტომბრის ბოლოს გეგმავენ, ნოემბერში ქალბატონ ეშტონთან, წევრ სახელმწიფოებთან და ევროკომისიასთან დაგეგმილი მოლაპარაკებების მოახლოებასთან ერთად.

ის ვარაუდობს, რომ ქალბატონი ეშტონი აჭიანურებს წარდგენის  პროცესს, რადგან თავდაპირველად დეპუტატების გარანტირებული თანხმობის მიღება სურს. „მჯერა, რომ ის სწორედ ამას უცდის“ – განაცხადა მან, მაგრამ მისი თქმით,  იმისთვის რომ პარლამენტმა წამყვან პოსტებთან დაკავშირებით საკუთარი სიტყვა სთქვას, სიჩქარე საჭირო არ არის „მას სურს პირველი დეკემბრისთვის ყველაფერი მზად ჰქონდეს მაგრამ ჩვენ მოცდა შეგვიძლია“.

წარსულში სარიუშ-ვოლსკი ამტკიცებდა, რომ EEAS-ში წამყვანი თანამდებობების მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის პოსტ-კომუნისტური ქვეყნების წარმომადგენლებმა უნდა დაიკავონ.

პარლამენტის შუამავალმა EEAS-ის ნორმებთან დაკავშირებულ საკითხებზე, გერმანელმა მემარჯვენე-ცენტრისტმა ელმარ ბროკმა Euobserver-ს განუცხადა, რომ თანამდებობების მეორე სერიოზული ნაწილი ევროკომისიის კანდიდატებით უნდა დაკომპლექტდეს, რომ EEAS არა სახელმწიფოთაშორის ინსტიტუტად, არამედ ევროკავშირის ნამდვილ ორგანოდ იქცეს. „არსებობს ინსტიტუციური ბალანსის საჭიროება. თუკი ყველა თანამდებობა წევრი ქვეყნების და საბჭოს კანდიდატებით დაკომპლექტდება, ეს პრობლემას შექმნის“ – სთქვა მან.

მან დასძინა, რომ პარლამენტი მოსმენებზე წამყვანი დიპლომატიური პოსტებისთვის დაახლოებით 10 კანდიდატურას დააყენებს – „თუკი ვინმე ამას ევროპარლამენტამდე გადაწყვეტს და ეს კატასტროფა იქნება, მაშინ ქალბატონ ეშტონს მათი გაყვანა გაუჭირდება“.

ვინ სად მიდის?

წყაროები რომლებიც ქალბატონი ეშტონის სამსახურს კარგად იცნობენ, ამბობენ რომ საქართველოში სამუშაოდ სერიოზულად განიხილავენ ხუთ კანდიდატურას. ესენი არიან: ბულგარეთის ყოფილი პრემიერი ფილიპ დიმიტროვი; ევროკომისიის მოქმედი ჩინოვნიკი, წარმოშობით დანიელი ჯონ კაერი, რომელიც ბლოკში პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მიმართულებით მუშაობს; საფრანგეთის დღევანდელი ელჩი საქართველოში ერიკ ფურნიე; ლატვიის ელჩი ევროკავშირში ნორმუნდს პოპენსი და პოლონეთის ელჩი რუმინეთში ვოიცეხ ზაიაცკოვსკი.

ორი წყარო იუწყება, რომ ბატონი ფურნიე კანდიდატებს შორის ფავორიტია, რადგან მან შთამბეჭდავი როლი ითამაშა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით მიღწეული სამშვიდობო გეგმის პროცესში დახმარების თვალსაზრისით, მაგრამ თბილისში საფრანგეთი პოპულარული არ არის, რადგან სამშვიდობო გეგმამ რუსეთს საქართველოს ტერიტორიაზე მისი არმიის გაურკვეველი დროით დატოვების მანდატი მისცა.

ლატვიელი და პოლონელი კანდიდატები პრობლემატურია, რადგან რიგამ და ვარშავამ ომში მკვეთრად პრო-ქართული პოზიცია დაიკავეს და ასეთმა დანიშვნამ შეიძლება ავნოს ევროკავშირის დიპლომატიას რუსეთთან მიმართებაში.

იმავდროულად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დღემდე წარმოდგენა არა აქვთ ეშტონის გეგმებზე.

თბილისი ევროკავშირის ისეთ ელჩს მიანიჭებდა უპირატესობას, რომელსაც გავლენა აქვს თავად ევროკავშირის ინსტიტუტებში და რომელიც ხელს შეუწყობდა პროგრესს ისეთ ტექნიკურ საკითხებში, როგორიცაა საქართველო-ევროკავშირის ასოციაციის შეთანხმება და თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებული გეგმები.

თბილისში არც ის იციან, როგორ გაანაწილებს მისიის ხელმძღვანელი გავლენის სფეროებს, ევროკავშირის დღეს მოქმედ ორ სპეციალურ წარმომადგენელს შორის საქართველოში – შვედ დიპლომატ პიტერ სემნების (რომელიც საქართველო-ევროკავშირის ინტეგრაციას ხელმძღვანელობს) და ფრანგ დიპლომატს პიერ მორელს შორის, რომელიც საქართველო–რუსეთის მერყევ სამშვიდობო მოლაპარაკებებზეა პასუხისმგებელი.

ორიგინალი

მედვედევი ბაქოში იმ დროს მიემგზავრება, როდესაც სამხრეთ-კავკასიაში დაძაბულობა მატულობს
ფერადი ფეიერვერკის ფონზე აზერბაიჯანმა 1 სექტემბერს თავისი ეროვნული დროშის ყველაზე მასშტაბური ვერსია აღმართა. ის ამტკიცებს, რომ ეს დროშა მსოფლიოში უდიდესია – 70 მეტრი 35-ზე და არნახულად მძიმე – 350 კილოგრამი

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში $32 მილიონის ღირებულების ეროვნული დროშის სკვერის გახსნას უხელმძღვანელა და განაცხადა, რომ მოესწრება იმ დღეს როდესაც აზერბაიჯანის ეროვნული დროშა, რომელიც ცისფერი, მწვანე და წითელი ფერებისგან შედგება მთელი აზერბაიჯანის, მათ შორის სადაო ანკლავის მთიანი-ყარაბახის თავზეც იფრიალებს.

”ჩვენი დროშა ჩვენი სიამაყე და სულია” – უთხრა ალიევმა შეკრებილ ხალხს. ”ის იფრიალებს ყარაბახის, ხანქენდისა და შუშას თავზე. ჩვენ ყველამ ბევრი უნდა ვიმუშავოთ იმისთვის, რომ ეს დღე დავაჩქაროთ და ასეც ვიქცევით. გაუმარჯოს აზერბაიჯანს”.

აი ამ ატმოსფეროში ჩადის რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დღეს იმ ქვეყანაში, რომელიც სამხრეთ-კავკასიის  სამ ქვეყანას შორის, ყველაზე ძლიერ ქვეყნად განიხილება.

მისი ორდღიანი ვიზიტი ნავთობით მდიდარ აზერბაიჯანში მხოლოდ ხელის ჩამორთმევებითა და ღიმილით აღსავსე როდი იქნება. იმ დროს, როდესაც მედვედევის ვიზიტი, ფორმალურად სასაზღვრო შეთანხმებისა და წყლის რესურსების განაწილების პროექტების გარშემო ტრიალებს, მოსალოდნელია რომ მოლაპარაკებათა მაგიდასთან საუბარი ისეთ უხერხულ საკითხებზეც წარიმართება, როგორიც არის ენერგეტიკული სტრატეგია და რეგიონში ფავორიტიზმად აღქმული რუსეთის პოზიციაც.

თავდაპირველად  შეხვედრა სექტემბრის ბოლოს იყო დანიშნული. შეხვედრა კრემლმა დააჩქარა და ახლა ის შეერთებულ შტატებში და გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ალიევის ვიზიტის წინ ჩატარდება. იქ ის აშშ-ს ოფიციალურ პირებსაც უნდა შეხვდეს.

”მედვედევის ვიზიტი ერთგავარად პრევენციული ნაბიჯია, რათა აზერბაიჯანი დასავლეთთან უფრო ახლო გეოპოლიტიკური კავშირებისგან შეაკავოს” – ”რადიო თავისუფლების” აზერბაიჯანულ სამსახურს განუცხადა რასიმ მუსაბეკოვმა, ბაქოელმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა  – ”რუსეთი შეეცდება აზერბაიჯანი დაპირებებითა და გარკვეული პრობლემების გადაჭრით დაარწმუნოს, მაგრამ მე მჯერა რომ ბაქო არასდროს მოექცევა მხოლოდ რუსეთის გავლენის ქვეშ”.

ღია ჭრილობა

ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც ბაქოს სურს რომ მოსკოვმა გადაწყვიტოს, მეზობელ სომხეთთან ქრონიკული დავაა. ორი ქვეყანა მთიანი-ყარაბახის გამო ისტორიულ ჩიხშია გამომწყვდეული. ეს ანკლავი, რომელიც აზერბაიჯანის საზღვრებში მდებარეობს,  ძირითადად სომხებითაა დასახლებული.

სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ ტერიტორიის გამო სასტიკი ომი ჰქონდათ და ის საზავო შეთანხმებით მხოლოდ 1994 წელს დასრულდა, მაგრამ მთიანი-ყარაბახის საბოლოო სტატუსი გაურკვეველია და სიტუაცია ანკლავსა და მის გარშემო სივრცეში არასტაბილური რჩება.

მედვედევის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, აზერბაიჯანმა განაცხადა რომ გაიმართა ორმხრივი სროლები და ანკლავის კარგად დაცულ საზღვარზე სამი სომეხი და ორი აზერბაიჯანელი ჯარისკაცის სიცოცხლე შეიწირა. ასეთივე შეტაკება მოხდა ივნისშიც, ზუსტად რამდენიმე დღეში მას შემდეგ, რაც მედვედევმა სანქტ-პეტერბურგში ალიევსა და მის სომეხ კოლეგას, სერჟ სარქისიანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლა.

კონსპიროლოგიური თეორიებისადმი მიდრეკილ რეგიონში, ცოტაა ისეთი ექსპერტი, ვინც შეტაკებებს უბრალო დამთხვევად მიიჩნევს. (მედვედევის ვიზიტის გარდა, დღეს აღინიშნება მთიანი-ყარაბახის დამოუკიდებლობის დღეც და რამდენიმე უმაღლესი რანგის სომეხი პოლიტიკოსი ანკლავის დედაქალაქ სტეპანაკერტში გაემგზავრა.)

ვაფა გულუზადე, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის საკითხებში ამბობს, რომ მისი რწმენით, შეტევა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული იყო, რათა მედვედევის ვიზიტის დროს დაესუსტებინათ აზერბაიჯანის პოზიცია.

”მათ ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ბრძოლის ინსპირირება მოახდინეს. შესაძლოა (ეს ბოლო შეტაკება) იმიტომ მოხდა აზერბაიჯანში მედვედევის ვიზიტის წინ, რომ ქვეყანაზე პოლიტიკური ან სამხედრო ზეწოლა განხორციელდეს და ის უფრო დამყოლი გახდეს. შესაძლოა ეს მინიშნებაა. რუსეთს ერთი რამის თქმა უნდა ”ჩვენ შეგვიძლია განვაგრძოთ ჩვენი აგრესია. ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ აზერბაიჯანის ტერიტორიის ოკუპაცია” – ამბობს გულუზადე – ”რუსები არიან ყველა სომეხი მეთაურის უფროსები. ამიტომაცაა, რომ ყველაფერზე რაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე ხდება, პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაცია და მისი ხელისუფლებაა”.

რუსეთის როლი

რუსეთს სომხეთთან დიდი ხნის რეგიონული მეგობრობა აკავშირებს და მედვედევის ვიზიტამდე ბაქოში, ზუსტად ორი კვირით ადრე მან და სარქისიანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელმაც რუს სამხედროებს სომხეთში დისლოკაციის ვადა გაუგრძელა და ერევანს უსაფრთხოების გარანტიები მისცა.

ამ შეთანხმებამ ძალიან გააბრაზა აზერბაიჯანი, რომელიც დრო და დრო იმუქრება, რომ   მთიანი-ყარაბახის ჩიხს ძალის გამოყენებით გადაჭრის. ბაქოში ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა შეთანხმებით სომხეთს კონფლიქტში უსამართლო უპირატესობა მიანიჭა, რომელშიც კრემლი თავს მიუკერძოებელ შუამავლად ასაღებს.

რუსეთმა არად ჩააგდო იდეა იმის თაობაზე, რომ განახლებული ხელშეკრულება რამენაირად შეცვლის ბალანსს მთიან- ყარაბახთან დაკავშირებით. (მან ასევე უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანს მძლავრი ანტი-საზენიტო დანადგარი მიჰყიდა).

რეალურად მოსკოვი, ალიევის და მედვედევის მოლაპარაკებების წინ ყველა კოზირს ვერ ფლობს. რუსეთის ლიცენზია აზერბაიჯანის ქაბალას სარადარო სადგურზე, რომელიც ფარავს მთელს ირანს და ახლო-აღმოსავლეთის უდიდეს ნაწილს, 2012 წელს იწურება.

ილხან შაჰინოღლუს, Atlas Research-ის კვლევითი ცენტრის დირექტორი არ ფიქრობს, რომ ლიცენზია აუცილებლად განახლდება.

”რუსმა პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სამხედრო შეთანხმებას სომხეთთან და რეგიონში სიტუაცია შეცვალა” – ამბობს შაჰინოღლუ – ”ამიტომ ჩვენ ორჯერ დავფიქრდებით, სანამ ქაბალას სარადარო სადგურის ლიცენზიის ვადის გაგრძელებაზე თანხმობას ვიტყვით – უნდა გავაკეთოთ ეს ანტი-აზერბაიჯანული პაქტის დადების შემდეგ, თუ არა?”

დარტყმა ნახშირწყალბადით

აირისა და ნავთობის დიდი მარაგი აზერბაიჯანს რუსეთზე ზემოქმედების სერიოზულ ბერკეტს აძლევს. მოსკოვს ძალიან სურს, რომ დასავლეთის ენერგეტიკულ მომარაგებაზე თავისი მონოპოლია განიმტკიცოს და ცდილობს ისეთ პროექტებს, რომლებსაც ევროპა უჭერს მხარს, მაგალითად ”ნაბუქოს” ხელი შეუშალოს, რადგან ის გვერდს უვლის რუსეთის ტერიტორიას და არა-რუს მიმწოდებლებზეა გათვლილი, მათ შორის აზერბაიჯანზეც.

მედვედევმა ბაქოში გასული წლის ვიზიტის დროს ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც რუსეთის ენერგეტიკულ გიგანტ „გაზპრომს“ აზერბაიჯანულ გაზზე თავდაპირველ უფლებას ანიჭებს და კრემლი აცხადებს, რომ ამ შეთანხმების დამატებით პროტოკოლს რუსეთის ლიდერის ამჟამინდელი ვიზიტის დროს მოეწრება ხელი.

შაჰინოღლუ აღიარებს, რომ გარკვეულ პოლიტიკურ და ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით აზერბაიჯანს სურს კრემლის სასარგებლოდ ითამაშოს. ბაქოს, მეორე სამხრეთ-კავკასიური ქვეყნისგან, საქართველოსგან განსხვავებით, არასდროს მიუცია მოსკოვისთვის განგაშის საბაბი იმით, რომ დასავლეთში ინტეგრაციის სერიოზული სურვილი გამოუთქვამს.

მაგრამ იმავდროულად, აზერბაიჯანს ნავთობის მდიდარი მარაგები ანიჭებს დამოუკიდებლობის ისეთ ხარიხსს, რომელსაც ვერც საქართველო და ვერც სომხეთი ვერ შეედრება. დღეისთვის ბაქო ოსტატურად ინარჩუნებს ბალანსს რუსეთს, მის ტრადიციულ მოკავშირეს თურქეთსა და ახალ დასავლელ მეგობრებს შორის.

მაგრამ შაჰინოღლუს აზრით, აზერბაიჯანი ძალიან ხშირად აძლევს მოსკოვს იმას, რაც მას სურს – ეს კი უნდა შეიცვალოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი სამხრეთ-კავკასიაში თავის ურთიერთობებში უპირატესობას სომხეთს მიანიჭებს.

”აზერბაიჯანს არასდროს მიუნიჭებია უპირატესობა ”ნაბუქოს” პროექტისთვის რუსეთის გამო. აზერბაიჯანს არასდროს გამოუთქვამს ღიად ნატო-ში გაწევრიანების სურვილი, რუსეთის გამო. ოფიციალური პირები ყოველთვის აცხადებენ, რომ ქვეყანა არ ისწრაფვის ევროკავშირში ან ნატო-ში” – ამბობს შაჰინოღლუ – ”ვფიქრობ ეს პოლიტიკა უნდა შეიცვალოს და რადგან რუსეთი აშკარად უჭერს მხარს სომხეთს, როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენც ჩვენს არჩევანს უნდა გადავხედოთ”.

ორიგინალი

პუტინის მედია-დაბრუნება
ალექსანდრ ბილეტი

2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად,  როგორც სჩანს პრემიერ-მინისტრს და დიმიტრი მედვედევს შორის ბრძოლა დაიწყო

პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინს, რომლისთვისაც საჯარო წარმატებები უცხო არ არის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ტელევიზიითა და პრესით უამრავი შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა. ხმაურიანი პოლიტიკური დაბრუნება, როგორც სჩანს იმ კამპანიის დაწყებას ადასტურებს, რომლის მიზანიც 2012 წლის გაზაფხულის არჩევნების დროს კრემლის გასაღების დაბრუნებაა.

საშინელი სიცხის და ხანძრების პიკია. პრეზიდენტი მედვედევი კრემლის კაბინეტიდან ან სოჭის საზაფხულო რეზიდენციიდან გონივრულად ერევა სიტუაციაში, პრემიერ-მინისტრი კი კამერების წინ განადგურებულ სოფელს სტუმრობს და ხანძრით მოცულ ტერიტორიებზე თვითმფრინავით დაფრინავს.

ხანგრძლივი ინტერვიუ

შემდეგ ჩვენ ის კამჩატკაზე, რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ვნახეთ, სადაც ვეშაპს არბალეტს უმიზნებდა, რათა კვლევებისთვის სინჯი აეღოთ. გარდა ამისა, ჩვენ პრემიერი ციმბირის ტყეში, კვლავ კამერების გარემოცვაში ვნახეთ, სადაც მეცნიერებთან ერთად რუხ დათვებს აკვირდებოდა.

ამ კვირაში პოლიტიკური დაბრუნებისთვის პუტინმა ყვითელი ფერის ლადა აარჩია. რუსული წარმოების (საავტომობილო პატრიოტიზმი გავალდებულებს) პატარა ავტომობილის საჭესთან პრემიერ-მინისტრი მონაკვეთის ინაუგურირებას ახდენდა. ამ მონაკვეთმა ციმბირი და ვლადივოსტოკი, იაპონიის ზღვის სანაპიროზე მდებარე დიდ რუსულ პორტს უნდა დააკავშიროს.

სწორედ გზაში ავტომობილის მართვისას, ყოფილმა პრეზიდენტმა გადაწყვიტა ხანგრძლივი ინტერვიუ მიეცა გაზეთ „კომერსანტისთვის“.  პრემიერ-მინისტრმა, რომელიც კრემლში ყოფნის პერიოდს დიფირამბებს უმღეროდა (მე არაფერს შევცვლიდი იქიდან, რაც გავაკეთე – რამდენჯერმე დარწმუნებით განაცხადა მან, ჟურნალისტის წინააღმდეგობის მიუხედავად), საკუთარ პოლიტიკურ მომავალზე კრემლის პოლიტოლოგებს რამდენიმე ფრაზა გადაუგდო.

2012 წლის საპრეზიდენტო კამპანია პუტინს ისევე აინტერესებს „როგორც ყველას… მაგრამ სინამდვილეში, სხვებზე მეტად“ -  აღიარებს იგი, მაგრამ ამტკიცებს რომ ის ამ საკითხს არ „აფეტიშებს“. ღირს კი ეს დღევანდელი პრეზიდენტისთვის ფეხის დადებად მივიჩნიოთ? აღმასრულებელი ხელისუფლების ტანდემი არაფერს ამბობს საპრეზიდენტო არჩევნებისთვის კანდიდატის არჩევაზე, რითაც ექსპერტებს არ უტოვებს სხვა გზას, თუ არა დაკავდნენ ამ ორს შორის არსებული რეალური, თუ მოჩვენებითი კონკურენციის ანალიზით.

მაგალითად პრეზიდენტის აგვისტოს გადაწყვეტილება შეეჩერებინა ავტომაგისტრალის მშენებლობის სადაო პროექტი, რომელსაც მანამდე მხარს ვლადიმერ პუტინი უჭერდა, ზოგიერთების აზრით აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს შორის კონკურენციის დაწყებას მოწმობს. „მათ შორის განხეთქილება ასე მკაფიოდ პირველად იგრძნობა“ – ამტკიცებს პრესაში პოლიტოლოგი დიმიტრი ორეშკინი.

სხვა ანალიტიკოსები კი, მედვედევსა და პუტინში უფრო კარგი და ცუდი პოლიციელის რუსულ ვერსიას ხედავენ. „ისინი უბრალოდ ორ განსხვავებულ აუდიტორიას მიმართავენ“ – მიაჩნია პოლიტოლოგ ალექსეი მაკარკინს. დიმიტრი მედვედევი – უფრო ლიბერალურ ურბანულ ელიტას, ვლადიმერ პუტინი კი – მუშებს, დიასახლისებს და რეგიონების მცხოვრებლებს მიმართავს.

პოპულარობა იზრდება

უდაოა, რომ საზაფხულო ბუნებრივი კატასტროფა პრემიერ-მინისტრის რეიტინგზე პოზიტიურად აისახა და ახლა მედია ეჭვქვეშ აყენებს პრეზიდენტ მედვედევის უნარს ისეთი პიარ-სტრატეგიის შემუშავება შესძლოს, რომელიც მას „ჰიპერ-პრემიერ-მინისტრზე“ უპირატესობის მოპოვებაში დაეხმარებოდა. ამ ზაფხულს სტატისტიკის მსუბუქი გაუარესების შემდეგ, ვლადიმერ პუტინმა პოპულარობის დონით ისევ ნახტომი გააკეთა. ზოგჯერ მაჩვენებლები 80%-ს აღწევს.

თითქოს კრემლის დღევანდელ ბინადარს ხშირად ოპოზიციაც არაფრად აგდებს. ორ თვეში ერთხელ ოპოზიციონერები მშვიდობიანი შეკრების უფლების მხარდასაჭერად იკრიბებიან. 31 აგვისტოს მომიტინგეები გამეტებით გაჰყვიროდნენ ლოზუნგს „რუსეთი პუტინის გარეშე“, პრეზიდენტი მედვედევი კი არც ერთხელ არ უხსენებიათ…

ორიგინალი

ექსპერტები საქართველოს კონსტიტუციის ახალ პროექტში ბევრ ხარვეზზე მიუთითებენ
საქართველოს ხელისუფლება, როგორც სჩანს მონდომებულია რაც შეიძლება მალე მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთაც ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსის რწმენით, ერთი მიზანი აქვთ –  გაახანგრძლივონ საქართველოს პრეზიდენტის  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ვადა მას შემდეგ, რაც 2013 წლის იანვარში მისი პრეზიდენტობის მეორე ვადა ამოიწურება

პროექტის საჯარო განხილვა 10 სექტემბერს დასრულდება, მიუხედავად იმისა რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-Georgia ითხოვენ დებატების გაგრძელებას – 25 და 30 აგვისტოს იტყობინებოდა ”კავკას-პრესი”. 24 აგვისტოს პარლამენტის სპიკერმა დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარლამენტი პროექტის განხილვას მომავალ თვეში დაიწყებს და ალბათ კენჭისყრაზე ოქტომბრის ბოლოს ან ნოემბრის დასაწყისში დააყენებს.

გასულ თვეს ათმა ქართულმა ოპოზიციურმა პარტიამ მთელი ოპოზიციური სპექტრიდან ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ხელისფლებას პროექტის მიღების  გადადება 2012 წლამდე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე სთხოვა, მაგრამ სააკაშვილმა ეს მოთხოვნა დაუყოვნებლივ უარყო.

უთანხმოება ძირითადად პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტს შორის კომპეტენციების გადანაწილების გამო წარმოიქმნა. შესწორებების თანახმად პრემიერ-მინისტრს გადაეცემა იმ უფლებამოსილებათა დიდი წილი, რომელიც ამჟამად პრეზიდენტის ხელშია. თბილისში მიაჩნიათ, რომ ეს სისტემა სააკაშვილს საშუალებას აძლევს გაიმეოროს ”ვლადიმერ პუტინის სცენარი” და  დაიტოვოს ძალაუფლება პრემიერ-მინისტრის სტატუსში ისე, როგორც ეს ორი წლის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააკეთა.

ინტერვიუში, რომელიც 26 აგვისტოს სააკაშვილმა რუსულ რადიოს ”ეხო მოსკვის” მისცა, მან კიდევ ერთხელ სცადა ჩაემშვიდებინა ოპოზიციის ეჭვები. სააკაშვილს ღიად არ უარყვია ის ფაქტი, რომ  ისწრაფვის პრემიერ-მინისტრის თანამდებობისკენ, მაგრამ ის დაჟინებით ამტკიცებდა, რომ შესწორებები ქმნიან: ”ევროპულ მოდელს”, რაც მასაც და ნებისმიერ სხვასაც აღუკვეთს ერთპიროვნული მართვის შესაძლებლობას. მან განაცხადა, რომ ამ კონტექსტში არ იარსებებს ”ძალაუფლების ერთი ცენტრი”.

მისი თქმით, მას სურს პოლიტიკურ სისტემაში ოპოზიციის ინტეგრირება და ”უფრო მეტი ადამიანის ჩართვა მართვის პროცესში”. მან ისიც სთქვა, რომ მისი სურვილია პარლამენტს ”ჰქონდეს მეტი ძალაუფლება და უფრო  გააკონტროლოს აღმასრულებელი შტო”.

მაგრამ ექსპერტები მაინც უსვამენ ხაზს იმ ნაკლოვანებებსა და რისკებს, რომლებსაც საკონსტიტუციო ცვლილბების პროექტი შეიცავს.

ვახტანგ ხმალაძემ, საქართველოს 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთმა ავტორმა ორი  თვის წინ პირველად ჩამოუთვალა Caucasus Knot-ს თავისი შეშფოთებები ჩასწორებების გამო. გასულ კვირას ხმალაძემ ხაზი გაუსვა შემდგომ დამატებით რისკებს, კერძოდ კი იმას, რომ პარლამენტის მიერ უნდობლობის გამოცხადება მთავრობისადმი  ბევრად უფრო რთული და გაჭიანურებული პროცედურა იქნება, ვიდრე ეს დღეს არის. პრეზიდენტმა უნდობლობის გამოცხადების პროცესი შეიძლება 131 დღით გააჭიანუროს.  თუ ამ პერიოდის განმავლობაში მხარდაჭერა  იკლებს და მას საპარლამენტო უმრავლესობაზე ნაკლები მიემხრობა, საკანონმდებლო ორგანომ თვითდაშლა უნდა გამოაცხადოს.

ხმალაძემ შეშფოთება გამოხატა იმიტომაც, რომ უქმდება ”ორგანული კანონის” კონცეპტი, რომელიც მოითხოვს ხმების 3/5-ს ან 2/3-ს კანონის დასამტკიცებლად. ახლა ნებისმიერი კანონი შეიძლება მიღებულ იქნას მხოლოდ 51 ხმით (დეპუტატების ერთი მესამედი პლუს ერთი ხმა). ამ თვალსაზრისით – ამტკიცებს ხმალაძე – ოპოზიციის ყოფნა პარლამენტში აზრს დაკარგავს.

იურისტი ლია მუხაშავრია, თავის მხრივ აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის, კაბინეტის ხელმძღვანელის  ხელში თავს მოიყრის ექსკლუზიური ძალაუფლება, ხოლო მინისტრები უბრალოდ ”ასისტენტების საბჭოდ” იქცევიან.  მას მაგალითად ისიც მოჰყავს, რომ ცვლილებები ძალაში მხოლოდ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შევა, რაც მას ერთი რამის დასტურად მიაჩნია – მათი მიზანი სააკაშვილის ხელისუფლებაში დატოვებაა.

თუმცა ამ თვალსაზრისს ყველა ოპოზიციური პოლიტიკოსი არ ეთანხმება.

”კავკას-პრესი” იტყობინება, რომ 30 აგვისტოს ყოველკვირეული გამოცემა ”მთელი კვირა”  ციტირებდა პაატა ზაქარეიშვილის სიტყვებს, რომელთა თანახმად მთავარი ბენეფიციარი და პრემიერ-მინისტრი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი გახდება, სააკაშვილის შემდეგ მეორე ყველაზე ძლევამოსილი კაცი საქართველოში.

ორიგინალი

ტონი ბლერი: შეიარაღებული ჩარევა გარიყული-ქვეყნების საქმეებში დღეს „იმაზე უფრო აუცილებელია, ვიდრე ოდესმე“
ოუენ ბოიკოტი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი თავის საგარეო პოლიტიკას იცავს. როგორც სჩანს, ერაყის და ავღანეთის გამოცდილებამ მას ბრძოლის ჟინი არ დაუკარგა

გლობალიზაციამ გარიყული-ქვეყნების საქმეებში შეიარაღებული ჩარევა დღეს იმაზე აუცილებელი გახადა, ვიდრე ეს ოდესმე იყო – წერს ტონი ბლერი თავის მოგონებებში. ყოფილი პრემიერ-მინისტრი მხოლოდ იმას ნანობს, რომ ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე არ დაამხო.

მას ასევე აშკარად სჯერა იმის, რომ ირანის ბირთვულ ამბიციებთან დაპირისპირებაა საჭირო, ხოლო ამისთვის ძალის გამოყენება აბსოლუტურად შესაძლებელია. ერაყის და ავღანეთის გამოცდილებამ მას ბრძოლის ჟინი არ დაუკარგა.

ის აღიარებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობებისკენ სწრაფვამ მასში შუამავლის როლი გააძლიერა, რომელსაც ახლო-აღმოსავლეთის კონფლიქტში ასრულებდა. „პირადად მე მანამდე არასდროს მიგვრძნია არც ასეთი უძლურება და არც ასეთი ლტოლვა მართვისადმი“ -  წერს იგი.

თუმცა მისი ლიბერალური ინტერვენციონიზმის პოლიტიკა არა ახლო-აღმოსავლეთში, არამედ ბალკანეთში გაფორმდა. „საგარეო პოლიტიკაში თვალები ამეხილა… მოულოდნელად“ – ხსნის იგი – „ამის საბაბი კოსოვო იყო“.

ბლერი დარწმუნებულია, რომ გლობალიზაციის შედეგად საშინაო და საგარეო პოლიტიკებს შორის ბარიერი ინგრევა. სატელევიზიო ახალი ამბების საშულებით ცნობები უცხოურ კრიზისებზე ყველა ოჯახში აღწევს. „სამყარო გაჟღენთილია არა მხოლოდ ეკონომიკური ან ანგარებიანი, არამედ ემოციური კავშირებით. ეს გულებს ისევე ეხება, როგორც გონებას“.

წარსულის გახსენებისას ის აღიარებს, რომ ამისთვის მზად არ იყო – „1997 წლის კამპანია მთლიანად საგარეო პოლიტიკურ კამპანიას ეძღვნებოდა. იმ მზიან დილით, როდესაც მე პირველად მივაბიჯებდი დაუნინგ-სტრიტზე, ჩემთვის ვინმეს რომ ეთქვა, რომ ჩემი მმართველობის დროს ბრიტანეთი ოთხ ომში ჩაერთვებოდა, შოკირებული დავრჩებოდი“.

„ვიწრო, ეგოისტურ ინტერესებზე“ დაფუძნებული საგარეო პოლიტიკა მოძველდა – ამტკიცებს იგი. „გლობალური ალიანსები… საერთო გლობალურ ღირებულებებს უნდა ეფუძნებოდეს“. ამით წაიშლება ძველი პოლიტიკური ზღვარი  მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის.

„ჩვენ უცნაურ მდგომარეობაში აღმოვჩნდით, როდესაც ლიბერალური დემოკრატიის დამკვიდრების მხარდაჭერა „ნეოკონსერვატიზმად“ ითვლება, ხოლო სხვა ქვეყნების საქმეებში ჩაურევლობა – „პროგრესულად“.

მისთვის პირველი გამოცდა კოსოვო გახდა. „ეთნიკურმა წმენდებმა და მკვლელობებმა აბსოლუტურად შეცვალა ჩემი დამოკიდებულება საგარეო პოლიტიკის მიმართ“ – აღიარებს ბლერი. ვიდრე ევროპა დროს აჭიანურებდა, აშკარად ანიჭებდა რა უპირატესობას დაშოშმინების პოლიტიკას, ბლერმა „საოცრად აქტიურად დაუჭირა მხარი პრობლემის სამხედრო ძალით გადაწყვეტას“.

მისი თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი დაარწმუნა მონაწილეობა მიეღო საჰაერო დაბომბვებში, მიუხედავად იმისა რომ შეეთებულ შტატებს რეგიონში უშუალო დაინტერესება არ გააჩნდა. „სინამდვილეში, ეს ჩემთვის მორალური საკითხი იყო და ასეთმა მიდგომამ, გარკვეულწილად განსაზღვრა ჩემი შეხედულებები ინტერვენციასა და სამხედრო ჩარევაზე“.

ბლერი კლინტონს უწოდებს „ყველაზე შთამბეჭდავ პოლიტიკოსს“ ვისაც კი ოდესმე შეხვედრია. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აღფრთოვანებული წერს მათი ურთიერთგაგების შესახებ და იხსენებს, როგორ შესძლეს მათ ერთხელ ამერიკული აუდიტორიის „მიუზიკ-ჰოლის ვარსკვლავებზე არანაკლები დოზით“ მოხიბვლა.

ბლერის პოზიციას ბევრი აკრიტიკებდა. ის მათ კონტრ-არგუმენტებს ასე აყალიბებს – „ომის დაწყება შედარებით იოლია მაგრამ დასრულება რთული. ომის დროს  უდანაშულო ადამიანები იღუპებიან, წარმოიქმნება არასასურველი შედეგები, ცუდი სიტუაციები უარესდება“.

სამხედრო ოპერაციებისთვის სამიზნეების არჩევაზე მან ასეთი კომენტარი გააკეთა: „მე ხშირად მეუბნებოდნენ: თუკი შენ შეძელი სიერა-ლეონეს ბანდიტებისგან, [სლობოდან] მილოშევიჩისგან, თალიბებისგან და სადამისგან გათავისუფლება, რატომ ვერ შესძლებ მუგაბეს მოშორებას? პასუხი ის არის, რომ მე ამას სიამოვნებით გავაკეთებდი, მაგრამ ეს ნაბიჯი მიზანშეწონილი არ იქნებოდა. საქმე ის არის, რომ ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო, მას მტკიცე მხარდაჭერა ჰქონდა მეზობელი აფრიკული სახელმწიფოებისგან. მათ ჩემი მხრიდან ნებისმიერი ტიპის ჩარევაზე, სასტიკი რეაქცია ექნებოდათ“.

ბლერი იმასაც იხსენებს, თუ როგორ ცდილობდა იგი კოსოვოსთან დაკავშირებით სხვა ევროპელი ლიდერების „ინტერესების მხარდაჭერას“. კოსოვო, მისი მომდევნო სამხედრო ჩარევის მოდელად იქცა. მისი მოგონებების ერთ-ერთი მუდმივი თემა – გენერლებთან მეგობრობაა.

„ლიდერს უწევს იმის გადაწყვეტა, ამართლებს თუ არა მიზანი ხარვეზებს“ – ამტკიცებს იგი – „მეტიც, მას გადაწყვეტილების მიღება ისე უწევს, რომ ზუსტად არ იცის, ეს ხარვეზები როგორი იქნება, მათ შორის იმ შემთხვევისთვისაც კი, თუკი მიზანი მიღწეული ვერ იქნება… სხვათა შორის ამ კონტექსტში,  გადაწყვეტილების მიღებაზე უარიც – გადაწყვეტილებაა… ქმედებასაც და უმოქმედობასაც თავისი შედეგები მოსდევს“.

ბლერი წერს, რომ სიერა-ლეონეში 2000 წელს დემოკრატიის აღდგენის ოპერაცია „ჩემი ათწლიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდის ყველაზე სადაო ეპიზოდია, თუმცა ეს არის ის, რითაც მე ყველაზე მეტად ვამაყობ“. ბლერის მამა ერთ დროს ამ აფრიკული ქვეყნის დედაქალაქის ფრითაუნის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

საკუთარ საგარეო-პოლიტიკურ ღონისძიებებზე საუბრისას, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ყველაზე იშვიათად ახსენებს გაერო-ს რეზოლუციებს ან საერთაშორისო სამართალს, რაც უცნაურია, თუკი მის იურიდიულ განათლებას გავითვალისწინებთ.

ერთ-ერთ ეპიზოდში, ის კურიოზულად უახლოვდება კერენსკის მთავრობის სოციალ-დემოკრატებთან შედარებით, 1917 წლის ბოლშევიკების თამამი ქმედებებით ფარულ აღფრთოვანებას.

„დესპოტური ან დიქტატორული რეჟიმების“ საქმეებში სამხედრო ჩარევის თეორიის სისტემატიზირების მცდელობისას, ის აღნიშნავს – „შესაძლოა ისინი არ ქმნიდნენ მეზობლებისთვის საფრთხეს, ან შეიძლება მარტივად დაექვემდებარონ დიპლომატიურ შეკავებას. ზოგჯერ, როგორც ეს მუგაბეს შემთხვევაში მოხდა, ჩარევა პრაქტიკული თვალსაზრისით, გამართლებული არ არის“.

ასეთ დროს აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება. „თუკი ცვლილებები ევოლუციური გზით არ განხორციელდება, ღირს კი მათი განხორციელება რევოლუციის საშუალებით? ვისაც სამხედრო ძლიერება გააჩნია,  უნდა გამოიყენონ თუ არა მათ სამხედრო ძალა?

ერაყის საკითხის განხილვისას, ის ამტკიცებს რომ ომის მოწინააღმდეგეებს არასდროს მიიჩნევდა „არც სულელებად და არც გონებასუსტებად“.

11 სექტემბერზე საუბრისას, ის აღიარებს – „მე სათანადოდ ვერ შევაფასე პრობლემის სიღრმე… მე რომ იმ დროს მცოდნოდა, რომ ჩვენ ათი წლის შემდეგაც ავღანეთში ვიომებდით, ეს სერიოზულად დამაკარგვინებდა წონასწორობას, თუმცა იმედი მაქვს, რომ მაინც იგივე გადაწყვეტილებებს მივიღებდი როგორც ავღანეთთან, ასევე ერაყთან დაკავშირებით”.

ის ირანის საკითხში უკომპრომისოა. მას მიაჩნია რომ თეირანი საფრთხეა, განსაკუთრებით იმ კონტექსტში, რასაც ბირთვული იარაღის ტერორისტების ხელში მოხვედრის საფრთხე ჰქვია. „ირანს და მის ბირთვულ ამბიციებს პირველ რიგში ამერიკა უპირისპირდება“ – წერს იგი – „მაგრამ მოდით გულწრფელად ვთქვათ: ირანი მისი არაბი მეზობლებისთვის გაცილებით დიდი საფრთხეა, ვიდრე აშშ-სთვის… ამიტომაც არის ის მნიშვნელოვანი. ირანი, რომელსაც ბირთვული ბომბი აქვს იმას ნიშნავს, რომ მის მიღებას სხვებიც შეეცდებიან. ეს  სერიოზულად შეცვლის ძალთა ბალანსს, როგორც რეგიონში, ასევე ზოგადად ისლამურ სამყაროში“.

Guardian-თან ინტერვიუში მან განაცხადა – „მე მზად არ ვარ შევეგუო იმ რისკს, რომ ირანს ბირთვული იარაღი ექნება“.

BBC-სთან ინტერვიუში, ბლერმა ენდრიუ მარის განუცხადა – „ვფიქრობ, აბსოლუტურად მიუღებელი იქნება, თუკი ირანი ბირთვული იარაღის წარმოებას შესძლებს და ვფიქრობ წინააღმდეგობისთვის უნდა მოვემზადოთ – თუ საჭირო გახდა, სამხედრო ძალითაც. დარწმუნებული ვარ, რომ თუკი ირანელები ბირთვული იარაღის წარმოებას განაგრძობენ, ჩვენ სხვა ალტერნატივა არ დაგვრჩება. ეს ირანს მკაფიოდ და გასაგებად უნდა ავუხსნათ“.

ორიგინალი

კავკასიის გამოცანის ამოხსნა: ორი ახალი წიგნი, რომელიც რეგიონის რთულ ისტორიას განიხილავს
Eurasianet-ის “წიგნების მიმოხილვა”

”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი: მოგზაურობა კავკასიის დაუმორჩილებელ ხალხებთან”

ავტორი: ოლივერ ბალა

Basic Books

”კავკასია: შესავალი”

ავტორი: თომას დე ვაალი

Oxford University Press

კავკასიასთან დაკავშირებული პრაქტიკული რჩევა – ”თუ მიგაჩნიათ, რომ რეალობას ჩასწვდით,  წუთით შეიცადეთ”. მერე კი დაჯექით და წაიკითხეთ თომას დე ვაალისა და ოლივერ ბალას ახლად გამოქვეყნებული წიგნები: მათ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე არაპროგნოზირებადი და მოუსვენარი კუთხის არსებით პრობლემებში ჩახედვის საშუალება მოგვცეს.

ჩეჩნეთისა და მთიანი-ყარაბახის ექსპერტი დე ვაალი ლონდონის ომისა და მშვიდობის ინსტიტუტში მუშაობდა (IWPR), შემდეგ კი კარნეგის ცენტრში (Carnegie Endowment for International Peace) გადმოვიდა (ამბობენ, რომ ცენტრში მისი მოწვევა ერთი რამითაა  განპირობებული: მან ვაშინგტონში კავკასიის საკითხების ანალიზი ახალი იდეებით უნდა გაამდიდროს). მისი წიგნი – ”კავკასია: შესავალი” – ბრწყინვალე წყაროა ჟურნალისტებისა და დიპლომატებისთვის, ზოგადად ყველასთვის, ვისაც მოკლე ვადაში სურს საკითხის წვდომა. წიგნი ლაკონური, მაგრამ ყოვლისმომცველია: ილუსტრირებულია რუკებით და ფერადოვანი ჩანართებით, რომლებიც ყველაფერს მოიცავენ დაწყებულს ქართული ღვინიდან, საბჭოთა ფლორიდით დამთავრებულს (ასე უწოდებდნენ ერთ დროს აფხაზეთს).

სამხრეთ-კავკასიაზე, ჩვეულებრივ კონკრეტული ერთეულების ტერმინებში აზროვნებენ: ქართველებით დასახლებული საქართველო, სომხებით დასახლებული სომხეთი   და ა.შ. მაგრამ რეალობა უფრო არაერთგვაროვანია: ისტორიკოსი რონალდ სანი იმ ფაქტზე აჩერებს ყურადღებას, რომ მე-20 საუკუნემდე საქართველოს ურბანულ კულტურაში (განსაკუთრებით დედაქალაქში) სომხები დომინირებდნენ. დე ვაალი კიდევ უფრო შორს მიდის:  უფრო ადრე – წერს ის – თითქმის ნახევარი ათასწლეულის მანძილზე,  თბილისი ფაქტობრივად  არაბულ ცენტრს წარმოადგენდა, ხოლო მე-18 საუკუნეში დღევანდელი სომხეთი ძირითადად ”თათრებით” და ქურთებით იყო დასახლებული. ამავე დროს დე ვაალი აღნიშნავს , რომ ”სპარსელებს კავკასიის დიდი ნაწილი ათასწლეულობით ჰქონდათ დაპყრობილი, ბევრად უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვიდრე რუსებს”. (იყავით ყურადღებით: სპარსული ფაქტორი სამხრეთ-კავკასიაში  კვლავ იჩინეს თავს, პროგნოზირებს დე ვაალი, იმ შემთხვევაში თუ შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობები გამოსწორდება).

დე ვაალი აღწერს  ცენტრიდანულ და  ცენტრისკენულ ძალებს იმ მოვლენის მიღმა, რასაც ანალიტიკოსი პოლ გობლი  კავკასიაში ”ხალხების გადაჯგუფებას” უწოდებს. ტრანსფორმაციები მართლაც  დიდი ხნის მანძილზე მიმდინარეობდა და  ეხებოდა არა მხოლოდ მოსახლეობას, არამედ ენებს, დამწერლობებს, რელიგიებს და კულტურულ იდენტობებს (ამ კონტექსტში  გასაგები ხდება რატომაა მოთავსებული ბიბლიოთეკებში წიგნები საქართველოსა და აზერბაიჯანზე, წიგნებთან რუსეთსა და უკრაინის შესახებ და რატომ  შეიძლება ტომები სომხეთზე ახლო-აღმოსავლეთის განყოფილებაში იყოს გადამალული).

დე ვაალი შესაშური სიცხადითა და ლაკონურობით 1918-1921 წლების ჭაობში მიგვიძღვება: პერიოდში, რომელიც აღსავსე იყო ომებით, მასობრივი მკვლელობებით, რევოლუციებით, გენოციდით, ოკუპაციებით, პოგრომებით, ჯაშუშობით და კონტრაბანდით. მეორე თავი იმ ტურბულენტურ პოლიტიკურ მოვლენებს აღწერს, რომელიც 1991 წლის შემდეგ დაიწყო.

წიგნის ბოლოს მკითხველმა შეიძლება იკითხოს რას შეიძლება ნიშნავდეს ”ტერიტორიული მთლიანობა” და სხვა ამის მსგავსი საერთაშორისო ნორმა ისეთ არეულ-დარეულ სივრცეში, როგორიცაა კავკასია. არაა გასაკვირვი, რომ დღეს საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი განიცდიან იმას, რასაც დე ვაალი დიპლომატიურად ინკულზიური აზროვნების დეფიციტს უწოდებს,  მაგრამ მიუხედავად ამისა, ის ამ ქვეყნებს  გადარჩენისკენ  და რეგიონული ერთიანობის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს, ხოლო  ევროკავშირმა შესაძლოა აქ ფასილიტატორის როლი შეასრულოს. დე ვაალი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი და არ ჰგონია, რომ მგელი და ცხვარი ერთად მოძოვენ კავკასიაში, მაგრამ მას უკეთესობის იმედი აქვს და ამის მიღწევას ღირებულ მიზნად წარმოადგენს.

ოლივერ ბალამ, ასევე ჟურნალისტმა, დე ვაალი IWPR-ში შეცვალა. ის ყოფილ საბჭოთა კავშირში წლების მანძილზე მუშაობდა კორესპონდენტად, სადაც ის რუსეთის ველური სამხრეთით მოიხიბლა. ”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი”  ამაღელვებელი მონათხრობია რუსეთზე და დიდი კავკასიის მთების ჩრდილოეთ ფლანგზე. ანაცვლებს რა ერთმანეთს ისტორიასა და რეპორტაჟს, ბალა ფოკუსს ჩერქეზებისა და სხვა  ჩრდილო კავკასიელი ხალხების (მათ შორის აფხაზების) იმ საგაზე ასწორებს, რომელიც დიდი ხნის მანძილზე უყურადღებოდ იყვნენ მიტოვებულები.

ის  გვთავაზობს ძალიან იშვიათ მონათხრობს კავკასიურ ტრადიციებსა და ეტიკეტზე, ღირსებასა და სოციალურ ჩვევებზე, მათ დღევანდელ მანიფესტაციაზე. ბალას თქმით,  ქცევათა ეს კოდექსი კულტურაში ”მთავრობის, ორგანიზებული რელიგიის ან ფულზე დაფუძნებული ეკონომიკის გარეშე” ვითარდებოდა.  ამ სივრცეში თავშესაფრის მოძიება შეუძლებელი იქნებოდა სტუმართმოყვარეობის მკაცრი კოდექსის გარეშე, ხოლო მოგზაურები, რომელთაც ღამის გასათევი ვერ მოიძიეს,  შეიძლება მძარცველებს ან კიდევ უფრო უარეს შემთხვევას ემსხვერპლონ.

ბალა წიგნში მძლავრ ლიტერატურულ ილეთს იყენებს: თავიდან ის მკითხველს თანამედროვე თვითმკვლელ ტერორისტს, ან მასობრივ ხოცვა-ჟლეტას აღუწერს, შემდეგ დროში უკან გვაბრუნებს, რათა ამ მოვლენების პირველმიზეზები გამოიკვლიოს. ეს ხერხი ეფექტურად მუშაობს, ერთი სული გაქვს ტექსტი უკან მოიტოვო და იყვირო – ”ეს ტრაგედია, ეს პაროდია ახლავე უნდა შეწყდეს” და მხოლოდ მერე აცნობიერებ, რომ ბალა აღწერს იმას, რაც ასწელეულების წინათ მოხდა.

ან კიდევ:

მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას ბალყარების,  მთაში მცხოვრები თურქული წარმომავლობის ეთნიკური ჯგუფის  რამდენიმე სოფელი გაანადგურეს. ივარაუდებოდა რომ ეს ყველაფერი  ყაბარდინო-ბალყარეთში მოთარეშე გერმანელმა სამხედროებმა ჩაიდინეს. ბალა ჰყვება, რომ  საკითხი საბჭოთა სამხედროებმა გამოიძიეს და ძალიან საინტერესო დასკვნაც გამოიტანეს: გერმანელებმა ბალყარელები მას შემდეგ დახოცეს, რაც ამ ხალხმა მათთან თანამშრომლობაზე თანხმობა განაცხადა.

ბალა წერს:

”NKVD-მ განაცხადა, რომ მან უკვე დააპატიმრა 845 ადამიანი 40  909 ბალყარელიდან, რომლებიც  ხუთ ხეობაში ბინადრობდნენ, მაგრამ უამრავი ”ბანდიტი” ჯერ კიდევ აფარებს თავს მთებს და მათ ნათესავები ეხმარებიან…”

ოფიციალური ვერსია აბსურდული იყო. წლები დასჭირა იმას, რომ რეალური ისტორია ამოტივტივებულიყო. ”გერმანელი” მკვლელები საბჭოთა კავალერია აღმოჩნდა, რომელთაც NKVD-მ ბალყარელი ”ბანდიტების” ლიკვიდაციის ბრძანება მისცა.   ეს მოხდა და  ჯარმაც თარეში დაიწყო. იმას, თუ ვინ იყო რეალურად დამნაშავე, დიდი  მნიშვნელობა არ ჰქონდა, რადგან  სტალინს ბალყარელებთან დაკავშირებით საკუთარი  გეგმა ჰქონდა შემუშავებული:

”ღალატის, დანაშაულის  და ძალადობის ნუსხა… დაუმორჩილებლობა საზარლად უნდა დასჯილიყო და  ანგარიშში ერთ-ერთი ასეთი  აღწერილიცაა. ”ზემოთ ჩამოთვილილიდან გამომდინარე, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია, რომ საკითხი გადაწყდეს ბალყარების შესაძლო დეპორტაციის გზით…” – ნათქვამია დოკუმენტში – ”ბალყარელებს პასუხი უნდა ეგოთ იმისთვის, რომ საკუთარ სახლებს მკვლელებისგან იცავდნენ.  დეპორტაცია შორს არ იყო”.

დეპორტაცია დაიწყო და ყველა გადარჩენილი ბალყარელი, დაახლოებით 38 000 ადამიანი ყაზახეთში, ციმბირში და სხვა ადგილებში გადაასახლეს.

ირონიულია, მაგრამ 1990 წ.წ. ერთ-ერთმა ბალყარელმა, რომელიც მასობრივ მკვლელობას გადაურჩა  და  რომელიც სტალინს წააგავდა, საბჭოთა ფილმში სასიკვდილო სარეცელზე მიჯაჭვული სტალინის როლი შეასრულა. ირონიულია ისიც რომ დღემდე მიუხედავად ბალყარელების გამართლებისა, ბევრი რუსი (და არც ისე ცოტა კავკასიელი) მიიჩნევს, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს ბალყარელები გერმანელებთან მართლა თანამშრომლობდნენ.

თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის ოლიმპიადა კავკასიაში უნდა ჩატარდეს, ”კავკასია”  და ”დაე იყოს ჩვენი სახელი დიდი” დროული წიგნებია.  სწორედ ამ ადგილებში მოხდა უკანასკნელი რუსულ-ჩერქეზული ორთაბრძოლა, სწორედ აქედან გაუყენეს თავისი საგვარეულო მამულებიდან აყრილი ათასობით კავკასიელი ოტომანთა იმპერიის გზას. უამრავი გზაში დაიღუპა (შეადარეთ ეს მე-19 საუკუნის აბორიგენი ამერიკელების თავგადასავალს. შეიძლება წარმოიდგინო, რა რეაქცია ექნებოდა მსოფლიოს ამერიკის მთავრობას ოლიმპიური სოფელი მაგალითად Little Bighorn-ში ან Wounded Knee-ში რომ აეშენებინა).

2008 წლის რუსულ-ქართული კონფლიქტის ფონზე,  იმის განცხადება რომ საქართველოს რაიმე მართებს თავისი ჩრდილოელი მეზობლის არასწორი იქნებოდა, მაგრამ ბალა იხსენებს, რომ მე-19 საუკუნეში ქართველებმა რუსეთის ინსტიტუტებში ღირებული განათლება მიიღეს,   უშუალოდ გაიცნეს ახალი ფილოსოფიური და პოლიტიკური მიმდინარეობები.  ისიც მართალია, რომ დასავლელების უმეტესობა კავკასიას პირველად პუშკინის, ლერმონტოვის და ტოლსტოის ტექსტებში შეხვდა. ბალა იმაზეც წერს, რომ მე-19 საუკუნის რუსები აღფრთოვანებულები იყვნენ ალექსანდრე მარლინსკის რომანტიკული და მძაფრსიუჟეტიანი ეპიზოდებით აღსავსე სათავგადასავლო მოთხრობებით. მარლინსკი თავზეხელაღებული დეკაბრისტი იყო,  კავკასიელ ქალებს ეარშიყებოდა და ბრძოლაში სიკვდილს ესწრაფვოდა (ორივე მიმართულებით სასურველს მიაღწია).  სამხრეთ-კავკასიის დამოუკიდებელი ქვეყნები სავსებით სამართლიანად ამტკიცებენ, რომ ისინი ახალ დროებაში ცხოვრობენ, მაგრამ რომანტიკული ნარატივი რეგიონში  მაინც მნიშვნელოვან ძალად რჩება.

რუსების შემდეგ, შესაძლოა ყველაზე მეტად მთის ხალხით ბრიტანელები მოიხიბლნენ. დე ვაალისა და ბალას მკითხველები შეხვდებიან ფრაგმენტებს ჯონ ბედდელის ტექსტებიდან (ის წერდა კლასიკურ ტექტებს, ისეთებს როგორიცაა ”კავკასიის  გაუვალი ფერდობები” და ”რუსების მიერ კავკასიის დამორჩილება), ეგზოტიკურ ფრაგმენტებს 1913 წელს გამოცემული გზამკვლევიდან, 1840 წელს გერმანელი მოგზაურის ბარონ ავგუსტ ჰაქსგაუზენის მიერ დაწერილი წიგნიდან  და ა.შ. და ა.შ.

ამ წიგნებში უამრავი გასაოცარი და ამავე დროს საზარელი ამბავია აღწერილი, მაგრამ ავტორები არასდროს ტკბებიან იმით, რასაც თომას გოლცი (კავკასიით მოხიბლული კიდევ ერთი ექსპერტი) ”ბუმ-ბუმ” რეპორტაჟს უწოდებს. ავტორების მიზანი არასდროს გამხდარა ძალადობის ეპიზოდებით შოკის გამოწვევა. პირიქით, ესაა ღრმა ნაფიქარლი ულამაზეს, მაგრამ  თვითდესტრუქციულ რეგიონზე,  რომელშიც თვითონ თომას დე ვაალს და ოლივერ ბალას უამრავი ხიფათი გადახდენიათ და სადაც მეგობრები და კოლეგები დაუკარგავთ.  მოკლედ, ამ რეგიონმა მათ ცხოვრებას დაღი დაასვა. ეს წიგნები მკითხველს ნამდვილად აღუძრავს კავკასიაზე მეტის შეცნობის სურვილს და შესაძლოა იქ მოგზაურობაც მოანდომოს.

ორიგინალი

კავკასიური მაფია ლაჟვარდოვან სანაპიროზე მკვიდრდება
შარლოტა მენეგო

გასულ კვირა ნიცაში, ქართული ბანდის ორი წევრი დააკავეს

ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დანაშაულებრივი ქსელები, საფრანგეთის ხელისუფლებაში სულ უფრო მეტ შეშფოთებას იწვევს. გასულ კვირას, ნიცას კრიმინალურმა პოლიციამ ბანდიტური დაჯგუფების, ოცდაათწლამდე ასაკის ორი ქართველი მეთაური დააკავა. „ერთ-ერთი მათგანი ესპანეთში ფულის გათეთრების ცნობილი საქმის მონაწილეა და ექსტრადაციის მოლოდინშია, მეორე კი ეჭვმიტანილია სხვა ქართველი ბანდიტის მკვლელობის ორგანიზებაში. ეს ფაქტი    ქალაქ ნიცაში, ერთ-ერთ სახლში მოხდა, დანაშაული მძაფრსიუჟეტიან ფილმს მოგაგონებთ“ – ამბობს გამომძიებელი.

კავკასიური წარმომავლობის (ძირითადად საქართველოდან, ჩეჩნეთიდან და სომხეთიდან) დანაშაულებრივი ქსელი  განსაკუთრებულ მასშტაბებს იძენს ნიცას ლაჟვარდოვან სანაპიროზე, რის გამოც პოლიცია განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენს. „ეს პრობლემა ახლახანს გაჩნდა. დაახლოებით ერთი წელია, რაც ეს ჯგუფები ჩვენს სანაპიროზე გააქტიურდნენ“ – აცხადებენ ნიცას პოლიციაში.

გასულ ხუთშაბათს, კავკასიურმა ბანდამ განსაკუთრებულად გამოიჩინა თავი. ოთხი ჩეჩენისგან შემდგარმა ჯგუფმა პოლიციელი მაშინ სცემა, როდესაც ის სიგარეტს ყიდულობდა. „სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმულ პოლიციელს სახის არეში უამრავი დარტყმა მიაყენეს და შემდეგ მოსაკლავად განწირული, ორ ავტომანქანას შორის ჩააგდეს“ – ჰყვება პოლიციის პროფკავშირების წარმომადგენელი ლორან ლობრი და დასძენს, რომ  ამ ადამიანებს არ გააჩნიათ მორალი, არანაირ წესებს არ ექვემდებარებიან და ხშირად სერიოზულად არიან  შეიარაღებულები“.

თუმცა ამ კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი – კოსნპირაციაა. მარტში ქართული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული მასშტაბური ევროპული ოპერაციის შემდეგ, პოლიციამ აღმოაჩინა რომ კრიმინალები ყოველთვის კარგად ჩაცმულები არიან და პოლიციის ყურადღება რომ არ მიიპყრონ, ყოველთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობენ. მაფიის თავკაცებიც კი საკმაოდ მოკრძალებული ცხოვრების წესს მისდევენ. ოპერაცია „იავას“ წყალობით, 69 პირის დაკავება მოხერხდა, მათგან ოთხი მეთაურის ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში (ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი, ავსტრია, გერმანია და შვეიცარია). მათგან 3 საფრანგეთში დააპატიმრეს. გამომძიებლები დიდი ხნის განმავლობაში სწავლობდნენ ქურდობის, იარაღით და ნარკოტიკებით ვაჭრობის საქმეებს, ფულის გათეთრების ოპერაციებს, ფულის გამოძალვისა და მკვლელობების დაგეგმვის ფაქტებს.

„ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია“

გამოძიებამ იმ დაჯგუფებების შემადგენლობა ამხილა, რომლებსაც კანონიერი ქურდები ხელმძღვანელობენ („კანონიერი ქურდები“ – ქართული და რუსული მაფიის თავკაცები). „ეს არის ერთ-ერთი ყველაზე უკეთ სტრუქტურირებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროპაში, რომელიც თითქმის სამხედრო წესებით მოქმედებს“ – აღნიშნავს კრიმინოლოგი ალენ ბოე. „ჯგუფები ევროპის მრავალ ქვეყანაში არიან გაფანტული. თითოეული ჯგუფი, რეგიონალური ზედამხედველს ექვემდებარება, რომელიც  შემოსავლის 10%-ს იღებს“ – ამბობს იგი – „ამ ფულით საერთო სალარო ივსება საიდანაც შესაბამისი ღონისძიებები ფინანსდება“.

ერთ-ერთი გამომძიებლის აზრით, რეალურად ფული ხშირად სხვადასხვა მომგებიან საქმეში, მაგალითად ნავთობისა და ნარკოტიკების ბიზნესში იდება“. მისი თქმით „მათი საფრთხე  არამხოლოდ იმ სასტიკ მეთოდებშია, რომელსაც იყენებენ, არამედ ეკონომიკურ ძალაუფლებაში, რომელსაც აღწევენ“. მისივე თქმით, ეს კრიმინალური დაჯგუფებები დასავლეთის ქვეყნებში მას შემდეგ გადავიდნენ, რაც მათ ქვეყნებში მათ წინააღმდეგ დიდი წმენდა განხორციელდა“.

ორიგინალი

საქართველოში მაფიოზური პროტექციონიზმი სრულდება?
როშან ნებრაჯანი

ოქტომბერში, საქართველოში სისხლის სამართლის ახალი  კოდექსი ამოქმედდება, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტსაც მოიცავს. 70-წლიანი საბჭოთა მმართველობისა და 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, საქართველო აქტიურად მუშაობს, რათა საკუთარ მოქალაქეებს კანონმდებლობისადმი დაკარგული ნდობა აღუდგინოს

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ბევრი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა მთელი ძალით ცდილობს შექმნას სიცოცხლისუნარიანი და სანდო სამართლებრივი ინფრასტრუქტურა. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგაც კი, 1991-დან 1997-წლამდე, ქართული საზოგადოება საბჭოთა მოდელით იმართებოდა. ამ ხნის განმავლობაში, ბევრ მოქალაქეს კანონის დაცვის ძალის არ სჯეროდა.

შედეგად „კანონიერი ქურდების“ სისტემა განმტკიცდა. ეს ერთგვარი მაფიოზების მსგავსი „კანონიერი ქურდები“, მოქალაქეებს დაცვას სთავაზობდნენ და ბევრ ქართველში  პატივისცემა, მოწონება და ნდობა მოიპოვეს. ზოგიერთებში ეს ნდობა დღემდე შენარჩუნებულია, თუმცა მიმდინარე საკანონმდებლო აქტებით, რომელთა მიზანიც „კანონიერ ქურდებზე“ დამოკიდებულების მოსპობაა, პოსტ-საბჭოთა სივრცეში მათი გამორჩეული მდგომარეობა შემცირდა.

ქართულ საზოგადოებაში „კანონიერი ქურდების“ სისტემის თანდათანობითი დაღმასვლა და ახალ კანონმდებლობაზე გადასვლა ცხადყოფს, როგორც მთავრობის გაძლიერებას, ასევე იმ განცდის განმტკიცებას რომ მთავრობას საკუთარი მოქალაქეების დაცვა შეუძლია. მაგალითად, როგორც საქართველოს სამოქალაქო, ასევე სისხლის სამართლის კოდექსების თავდაპირველ ვერსიებში ბევრი ცვლილება შევიდა.

გაერო-ს დევნილთა სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს დღევანდელი სისხლის სამართლის კოდექსი 1999 წელს ამოქმედდა. „2008 წლის ნოემბერში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესწორება შევიდა, რომლის თანახმადაც გაჩნდა ნაფიც მსაჯულთა ახალი სისტემა“ – განაცხადა ნინო თვალავაძემ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა.

საქართველოს დღევანდელი სამართალწარმოების სისტემა დიდწილად გერმანულ საგამოძიებო მოდელს ჰგავს, რომელშიც მოსამართლეს მოწმის დაკითხვის პროცესში ჩარევის უფლება აქვს. რეფორმის შემდეგ, საქართველო ისეთი მოდელის ჩამოყალიბებას იმედოვნებს, რომელიც შეერთებული შტატების შეჯიბრობითობის პრინციპზე დაფუძნებული სისტემის მსგავსი იქნება, სადაც ბევრად შეზღუდულია მოსამართლის უფლებები. ასეთ სასამართლოში, მოსამართლის მიზანია პროცესმა კარგად ჩაიაროს და მას უფრო არბიტრის ფუნქცია აქვს, ვიდრე ბრალმდებლის.

ახალი მოდელის თანახმად, ქართულ სასამართლოში  ნაფიც მსაჯულთა სისტემაც ამოქმედდება.

2010 წლის პირველი ოქტომბრიდან, პირველი სასამართლო პროცესები ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით თბილისში, ქვეყნის დედაქალაქში გაიმართება. თავდაპირველად ასეთი მოდელის ფარგლებში სასამართლო შეეცდება მხოლოდ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობების საქმეები განიხილოს.

ორი წლის შემდეგ, ნაფიც მსაჯულთა სისტემა საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისშიც ამოქმედდება. ასევე გაიზრდება ამ მოდელის მიერ განსახილველ საქმეთა სპექტრიც, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს ძლიერი ემოციური ზემოქმედების დროს ჩადენილი მკვლელობების (ამერიკაში „არაგანზრახ მკვლელობის“ სახელით ცნობილი დანაშაული) და ძალადობის საქმეებს.

საქართველოს ამ გარდაქმნის განხორციელებაში უამრავი საერთაშორისო ადმინისტრაციული ორგანო ეხმარება, მათ შორის დიდი ბრიტანეთის საელჩო, საქართველოში ნორვეგიის მრჩეველთა მისია კანონის უზენაესობის  საკითხებში, ევროკავშირის მისია საქართველოში კანონის უზენაესობის საკითხებში და ამერიკელ იურისტთა ასოციაციის (ABA) სამართლებრივი ინიციტივა.

„ABA სისხლის სამართლის სფეროს ქართველ ადვოკატებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და სასამართლო უნარ-ჩვევებში ამზადებს და მოთხოვნის შემთხვევაში ტექნიკურ კონსულტაციებსაც იძლევა“ – განაცხადა რონალდ ვულფსონმა, ამერიკელ იურისტთა ასოციაციის, სამართლებრივი ინიციატივის პროგრამის ევროპისა და ევრაზიის განყოფილების სამართლის სპეციალისტმა.

საქართველოს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო სისტემის წარმატებას შეიძლება საფრთხე შეუქმნას ქვეყნის მცირე მასშტაბმა და ტრადიციულმა მენტალიტეტმა – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა  საქართველოს“ ყოველწლიურ ანგარიშში. ორგანიზაცია მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდაზე მუშაობს.

„საქართველო პატარა ქვეყანაა. აქ ნაცნობის მოძებნა არ უჭირთ, სირთულეს არ წარმოადგენს ნაფიც მსაჯულებში ნათესავების პოვნა და მათზე გარკვეული გავლენის მოხდენა“ – ამბობს თვალავაძე.

საკანონმდებლო მუშაობისა და სამართლებრივი მომზადების პროცესში, საქართველოს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მომავლის შეფასება ერთადერთი გზით შეიძლება – შედეგებს უნდა დაველოდოთ.

ორიგინალი

ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარის რუსულ კავშირებზე ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მისი თანაშემწე „MI5-მა დაკითხა“
ლუკ ჰარდინგი

მაიკ ჰენკოკმა განცხადებებს მის საპარლამენტო ასისტენტსა და რუსულ დაზვერვაზე „სისულელე“ უწოდა

დიდი ბრიტანეთის ლიბერალ-დემოკრატი პარლამენტარის მაიკ ჰენკოკის რუსული კავშირები ყურადღების ცენტრში მოექცა. გაჩნდა კითხვები იმის თაობაზე, თუ რა დოზით შეეძლო მას კრემლის ინტერესების ლობირება სტრასბურგში, ევროსაბჭოში.

ჰენკოკის კოლეგები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან იმდენად იყვნენ შეშფოთებულები მისი პრო-რუსული შეხედულებებით, რომ ლიბერალ-დემოკრატების ყოფილი ლიდერი ჩარლზ კენედი პარტიული სკანდალის შესაძლებლობაზე გააფრთხილეს, თუმცა ჰენკოკი ამბობს რომ კენედიმ ამას ყურადღება არ მიაქცია.

ჰენკოკი პარლამენტში სამხრეთ-პორტსმოუთის ოლქიდანაა არჩეული და რუსეთის საკითხებზე მრავალპარტიული საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარეა. როგორც Sunday Times-ი ამ შაბათ-კვირას იუწყებოდა, MI5-ს წარმომადგენლები ჰენკოკის საპარლამენტო თანაშემწის კატია ზატულივეტერის საქმეს იძიებენ, რომელიც რუსულ დაზვერვასთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

გაზეთის ცნობით, 25 წლის ზატულივეტერი სამი კვირის წინ აეროპორტ გეტვიკში დაკითხეს, როდესაც ის ხორვატიიდან დაბრუნდა, სადაც საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა. თითქოს, ოფიცრები, მიკერძოებულად ჰკითხავდნენ მას რუსულ სპეც-სამსახურებთან მიმართებაში და როგორც სჩანს მისი სასიყვარულო ცხოვრების ბევრი დეტალი იცოდნენ, რაც გაზეთის ინფორმაციით იმაზე მიუთითებს, რომ მას მანამდეც უთვალთვალებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზატულივეტერის საქმის ოფიციალური გამოძიების ფაქტი არც დაადასტურა და არც უარყო.

მათიას ერშმა, საპარლამენტო ასამბლეის ლიბერალური ფრაქციის ყოფილმა თავმჯდომარემ – იმ ფრაქციის სადაც შედიან ნიკა კლეგას ”ლიბერალ-დემოკრატები” განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს ხშირად „აოცებდა“ ჰენკოკის კრემლის მხარდამჭერი განცხადებები დებატების და კანონებში შესწორებების შეტანის დროს.

„მე ეს საერთოდ არ მაკვირვებს. არ ვამბობ რომ მაიკლი აგენტია“ – განაცხადა ერშიმ – „მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ რუსები მას მიზანმიმართულად იყენებენ. ის პარლამენტის ყველაზე პრო-რუსი დეპუტატია, დასავლეთ-ევროპის ქვეყნებს შორის. უბრალოდ, წაიკითხეთ მისი გამოსვლები“.

„როდესაც პუტინზე იწყებოდა დებატები, მედიის თავისუფლებასა და საქართველოსთან ომზე, მაიკლი ყოველთვის რუსეთს იცავდა. სტრასბურგში მთელ ლიბერალურ ბლოკს აოცებდა მისი შეხედულებები. მას რომ მოუსმინოთ, რუსეთში აბსოლუტური დემოკრატიაა“.

ჰენკოკი, რომელიც უარყოფს რუსეთისგან რაიმე მატერიალური სარგებლის მიღებას, როგორც პირდაპირ ასევე ნებისმიერი სხვა ფორმით, იმ განცხადებებსაც უარყოფს, რომლის თანახმადაც  მის თანაშემწეს რუსულ დაზვერვასთან რაიმე კავშირი აქვს და მას „აბსოლუტურ სისულელეს“ უწოდებს. მან სთქვა – „ეს ჩემი პრობლემა არ არის. ეს სხვა ადამიანების პირადი პრობლემებია. ის [კატია] მეუბნებოდა, რომ ყოველთვის როდესაც ის ბრიტანეთში ბრუნდება, პრობლემებს უქმნიან. მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

ჰენკოკის თქმით, ის რუსეთს ჩეჩნეთის ომების გამო აკრიტიკებდა, მაგრამ მთელი ძალით უჭერდა მხარს კრემლს საქართველოსთან კონფლიქტის დროს, რადგან საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორგანულად ვერ იტანს. „მე ძალიან არ მსურდა, რომ სააკაშვილს რუსეთი დაედანაშაულებინა. მე ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი სააკაშვილის მიმართ“.

შემდეგ ჰენკოკმა განაცხადა – „ევროსაბჭოში ჩემი პოზიცია იმაში მდგომარეობს, რომ ვერც იქ და ვერც აქ, მე საკუთარ ჭკუაზე ვერავინ მატარებს. ჰენკოკის თქმით, მისი კენჭისყრის შედეგები იმას მოწმობს, რომ იგი გაცილებით ნაკლებად პრო-რუსულადაა განწყობილი, ვიდრე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბევრი კონსერვატორი დეპუტატი. „ტორები მთელი ბლოკით, რუსეთს უჭერენ ხოლმე მხარს“ – სთქვა მან.

უნგრეთის პარლამენტის დეპუტატმა ერშმა, რომელიც 20010-2009 წლებში ასამბლეაში ლიბერალების და დემოკრატების ალიანსს ევროპისთვის (ALDE) ხელმძღვანელობდა, განაცხადა რომ მას რუსეთზე ჰენკოკის პოზიცია, რაც მის მიერ ხმის მიცემის პროცესზეც აისახებოდა, ძალიან აშფოთებდა და სწორედ ამიტომ დააყენა მან ეს საკითხი კენედისთან. „ჩარლზი 2009 წელს გავაფრთხილე, რომ ”ლიბერალ-დემოკრატებში” სკანდალი მოხდებოდა“ – განუცხადა ერშმა Guardian-ს – „მაგრამ ის ძალიან სუსტი იყო იმისთვის რომ ჩარეულიყო“.

კენედის აპარატში ამ თემაზე დღეს კომენტარს არ აკეთებენ.

ერშის თქმით, სტრასბურგში ყველამ კარგად იცის, რომ ჰენკოკი ასამბლეის სხდომებზე რუს თანაშემწეებთან ერთად ჩნდნებოდა. „არავინ იცოდა ვინ იყვნენ ეს ადამიანები“ – აღნიშნა ერშმა, თუმცა აღიარა რომ თავისუფლად შესაძლებელია ისინი ოფიციალური წარმომადგენლები ყოფილიყვნენ, რომლებიც სხდომაზე საქმის გამო ჩამოდიოდნენ.

თემაზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 2008 წლის რუსულ-ქართულ ომზე, სამი განხილვა მოეწყო (2008 წლის ოქტომბერში, 2009 წლის იანვარში და 2009 წლის ოქტომბერში). სამივე დებატის დროს ჰენკოკი რუსეთის დელეგაციასთან ერთად მისი ”ლიბერალ-დემოკრატების” ალიანსის ფრაქციის დანარჩენი წევრების წინააღმდეგ აძლევდა ხმას. მისი სახელი ფიგურირებს დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინე კოსაჩოვის და მთელ რიგ კრემლის სხვა დელეგატების გვერდით.

„ჰენკოკი ფაქტობრივად მხარს უჭერდა ყველა რუსულ შესწორებას. მის თანაშემწესთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბების ფონზე ჩნდება კითხვა: როგორ მოხდა ისე, რომ იგი ყოველთვის მხარს უჭერს რუსეთის გეგმებს და კენჭისყრაში რუსებთან ერთად მონაწილეობს?“ – კითხულობს ერში.

ჰენკოკის თქმით, ერში და ასამბლეის სხვა წევრები ყოფილი კომუნისტური ქვეყნებიდან, რუსეთის მიმართ რეფლექსურად მტრულად არიან განწყობილები და ის საბჭოთა კავშირში ერევათ. მან ერშს მისი კონკურენტი უწოდა, რომელიც ცდილობს როგორმე მას ევროსაბჭო დაატოვებინოს“.

ერშის კენედისთან საუბარზე, ჰენკოკმა სთქვა – „ჩარლზმა ის ერთ ადგილას გაისტუმრა“.

მას შემდეგ რაც რუსეთზე მრავალპარტიული ჯგუფის საპარლამენტო თავმჯდომარე გახდა, ჰენკოკი იანვარში ლონდონს და მოსკოვს შორის ურთიერთობების გადატვირთვის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ჯერ კიდევ დაურეგულირებელი იყო 2006 წელს რუსი დისიდენტის ალექსანდრე ლიტვინენკოს მკვლელობის შემდეგ. როგორც სჩანს, ამ ურთიერთობების სირთულეში ის არა ვლადიმერ პუტინს, არამედ გორდონ ბრაუნის მთავრობას ადანაშაულებდა.

”საჭიროა ამ საყოველთაო პრობლემის გაგება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ევროპაში ყველაზე დიდი სახელმწიფოს იგნორირება, არ შეიძლება“ – განაცხადა ჰენკოკმა საიტზე politics.co.uk – „გერმანელებს, ფრანგებს, იტალიელებს და სკანდინავიის ქვეყნებს სულ სხვა დამოკიდებულება აქვთ. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიმართ ასეთ მკაცრ კურსს ატარებს, გაერთიანებული სამეფოა. მათი იგნორირება არ შეიძლება. მათთან საჭიროა თანამშრომლობა“.

ერთი კვირის შემდეგ, სტრასბურგში დებატების დროს ჰენკოკი ერთ-ერთ გამომსვლელს შეეკამათა, რომელიც იმას ჩიოდა რომ კრემლი არ იძიებს რუსეთში ჟურნალისტების მკვლელობის ფაქტებს და არ ცდილობს „ადამიანის უფლებების სფეროში უზარმაზარი კრიზისის“ დაძლევას. რუსეთის დადანაშაულება, როდესაც „არა გაქვს არანაირი მტკიცებულება“, „დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელია“ – განაცხადა მან სხდომის დროს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ერთადერთი ფორუმია, სადაც დასავლეთ-ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ბლოკის წარმომადგენლებს შეკრება და ერთობლივი დისკუსიების მოწყობა შეუძლიათ. რუსი დელეგატები ხშირად იყენებენ ასამბლეის ტრიბუნას დასავლეთის კრიტიკის (ხშირად არადამაჯერებლად) გაქარწყლებისთვის რუსეთის არჩევნებზე, ადამიანის უფლების სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების გახანგრძივებული ოკუპაციაზე. საქართველოც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრია.

„კომსომოლსკაია პრავდას“ დღევანდელ ნომერში გაჩნდა სტატია, სათაურით „ბრიტანელები საკუთარ პარლამენტში „რუს აგენტებს“ ეძებენ“, რომელშიც რუსულ დაზვერვასთან ზატულივეტერის კავშირებზეა საუბარი. სტატიაში ნათქვამია, რომ ეს გამოძიება აგენეტებთან დაკავშირებული ივლისის დრამატული სკანდალის გაგრძელებაა, როდესაც მოსკოვმა და ვაშინგტონმა აშშ-ში აღმოჩენილი 10 რუსი არალეგალი-აგენტი 4 ორმაგ აგენტზე გაცვალეს. გაზეთი აღნიშნავს, რომ ზატულივეტერმა ეს ყველა ბრალდება უარყო.

როგორც Sunday Times-ი წერს, ამ ეტაპზე MI-5 გამოძიებას აწარმოებს და იმის გარკვევას ცდილობს, რამდენად აქტიურები არიან რუსი არალეგალები ბრიტანეთში.

ზატულივეტერის ერთმა მეგობარმა სთქვა, რომ გეტვიკში 8 აგვისტოს ისიც დაკითხეს, როდესაც ისინი ერთად დაბრუნდნენ სპლიტიდან. „მათ ჰქონდათ ჩვენი სახელები, ალბათ ჩვენს ყველა სატელეფონო ნომერს უსმენდნენ!“ – განაცხადა მეგობარმა.

იმავდროულად, მოსკოვის სპეცრაზმმა გუშინ საღამოს ოცამდე ოპოზიციონერი დემონსტრანტი დააკავა, რომლებიც დედაქალაქის ერთ-ერთ მოედანზე შეკრების თავისუფლების მხარდასაჭერად შეიკრიბნენ. მოსკოვის მთავრობამ აკრძალა ეს ანტი-პუტინური მიტინგი და მოედანზე ხელკეტებით შეიარაღებული მილიციელები შეუშვა, რომლებიც მომიტინგეებს ახლოს მდებარე ავტობუსებში სტენიდნენ.

„საოცარია ის თუ როგორ ეპყრობიან იქ დემოკრატიას, შოკისმომგვრელია“ – განაცხადა ჰოლანდიის პარლამენტის დეპუტატმა თიის ბერმანმა, რომელიც ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრია.

ზატულივეტერმა დღეს მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა.

ორიგინალი