რუსეთი და შეერთებული შტატები იარაღდებიან და კიბერ-ომი რეალობად იქცა
![]()
მეთიუ მური
ანგარიშის თანახმად, კიბერ-ომი უკვე რეალობად იქცა, რადგან სულ ცოტა ხუთი ქვეყანა, მათ შორის შეერთებული შტატები და რუსეთი უკვე ვირტუალური იარაღით იარაღდებიან
წელს პოლიტიკურად მოტივირებული კიბერ-თავდასხმების ტალღამ, ისეთებმა როგორიც იყო თავდასხმა თეთრ სახლსა და აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების დეპარტამენტზე, დაადასტურა რომ საერთაშორისო არენაზე შეიარაღების რბოლამ ახლა ონლაინ გადაინაცვლა, აცხადებს კვლევა.
კველავში ნათქვამია, რომ კიბერ-ბრძოლებმა შეიძლება ”კატასტროფული” გავლენა იქონიოს ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე, რადგან ელექტრომომარაგება, წყლის მიწოდება და საფინანსო ბაზრები, რისკის ქვეშ არიან. მიუხედავად იმისა, რომ პოტენციურ ონლაინ-ომზე კარგა ხანია ლაპარაკობენ, ვირტუალური კრიმინალური ანგარიში, რომელიც ვებ-უსაფრთხოების ფირმამ
McAfee გამოსცა აცხადებს, რომ ეს სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიდან რეალურ ფაქტად იქცა.
პოლ კურტცის, თეთრი სახლის მრჩევლისა და კვლევის შემსრულებლის განცხადებით, (კვლევა 20-ზე მეტ ექსპერტთან ინტერვიუს საფუძველზე ჩატარდა) საფრანგეთი, ისრაელი და ჩინეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, რომელთაც უკვე აქვთ კიბერ-საომარი პროგრამები.
”McAfee გლობალური კიბერ-შეიარაღების რბოლაზე ორი წლის წინ გაფრთხილებდათ, მაგრამ ჩვენ სულ უფრო მეტი მტკიცებულება გვაქვს იმისა, რომ ეს რეალობად იქცევა” – განაცხადა დევიდ დილტმა, McAfee-ის პრეზიდენტმა.
”მსოფლიოში რამდენიმე სახელმწიფო აქტიურადაა ჩართული კიბერ-ომისა და თავდასხმების მსგავს სამზადისში. დღეს იარაღი ბირთვული კი არ არის, არამედ ვირტუალურია და ყველა უნდა ადაპტირდეს ამ საფრთხის გათვალისწინებით”.
”ყველაზე უფრო განვითარებული ქვეყნების ინფრასტრუქტურა ინტერნეტთანაა დაკავშირებული და არასაკმარისი კონტროლის გამო მოწყვლადია ჰაკერებისთვის” – გვაფრთხილებს ანგარიში.
მთავრობათა შორის მომავალ კიბერ-ომებში კომპანიებიც ორმხრივ ცეცხლში მოხვდებიან, რადგან ბევრი უმნიშვნელოვანესი მომსახურება კერძო ბიზნესის სახით ფუნქციონირებს. გასულ თვეს კონგრესის მრჩეველთა ჯგუფმა აშშ-ში განაცხადა, რომ როგორც სჩანს, ჩინეთი მზარდ ტექნიკურ შესაძლებლობებს იმისთვის იყენებს, რომ დახვეწილი და გრძელვადიანი კომპიუტერული თავდასხმების მეშვეობით აშშ-ს სადაზვერვო მასალა მოაგროვოს.
საქართველომ ასევე ბრალი დასდო მთავრობასთან დაკავშირებულ რუს ჰაკერებს, ქართული საიტების გამორთვაში ამ ორ ქვეყანას შორის 2008 წლის ომის მიმდინარეობისას.











