საქართველოს მთავრობა ხისტი ფინანსური პოლიციის აღდგენას გეგმავს
![]()
მოლი კორსო
პროექტმა, რომლის თანახმადაც საქართველომ აგრესიული ფინანსური პოლიცია უნდა განაახლოს, ზოგიერთ ქართველ ეკონომისტს წითელი დროშა ააწევინა, რადგან მათი აზრით დაგეგმილი რესტრუქტურიზაცია საქართველოს მთავრობის ლიბერტარიანულ ეკონომიკურ თვალთახედვას ეწინააღმდეგება
საგადასახადო პოლიციის იმიჯი ჯერ კიდევ განისაზღვრება იმ ხისტი ტაქტიკით, რომელსაც სააგენტო 2004-2006 წლებში იყენებდა. მაშინ იმ ადამიანთა ბინებსა და თუ კერძო ოფისებში, ვინც გადასახადის დაგამალვაში იყო ეჭვმიტანილი, კბილებამდე შეიარაღებული ნიღბიანი ოფიცრების შეჭრა ჩვეულებრივი მოვლენა იყო. საგადასახადო პოლიციის ქცევამ საქართველოს მეწარმეთა კლასი გააუცხოვა და ბიზნესის ზოგიერთმა ლიდერმა ისიც კი განაცხადა, რომ მთავრობა სააგენტოს პოლიტიკურ ოპონენტთა წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებად იყენებდა.
2007 წელს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფინანსური პოლიცია საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტებთან გააერთიანა, რათა მთავრობასა და ბიზნეს-საზოგადოებას შორის ურთიერთობების ”დეკრიმინალიზაცია” განეხორციელებინა და იმ შეშფოთებისთვის გაეცა პასუხი, რომელიც სატელევიზიო დაჭერებს უკავშირდებოდა.
მაგრამ ახლა, ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული საგადასახადო კოდექსის თანახმად, ფინანსურ პოლიციას საგამოძიებო სამსახური ეწოდება და ის კვლავ დამოუკიდებლად ოპერირებს. სააგენტო ფინანსთა სამინისტროსთან იქნება ანგარიშვალდებული, მაგრამ მის ხელმძღვანელს პრეზიდენტი დანიშნავს, როგორც მოსალოდნელია 23 ნოემბერს პარლამენტი რეფორმის გეგმისთვის კენჭის ყრის თარიღს დაადგენს.
გეგმის დეტალები ჯერ არ გამოქვეყნებულა, მაგრამ იმ ფაქტმა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელს დანიშნავს, ზოგიერთ ადგილობრივ ანალიტიკოსს იმის რწმენა გაუჩინა, რომ სააგენტოს ფართო უფლებები ექნება. ”სტრუქტურა იგივე დარჩება, მაგრამ ჩემის აზრით, მეტი ძალაუფლება ექნება” – ამბობს დავით ასლანიშვილი, თბილისის საბროკერო საკონსულტაციო კომპანიის ”ქართული საინვესტიციო ჯგუფის” სპეციალისტი – ”ბიზნესი ამით ვერაფერს მოიგებს”.
რეფორმის ჩატარების პერიოდიც ასლანიშვილისთვის შეშფოთების წყაროდ იქცა. ”ბევრი ქართული ბიზნესი თვეების მანძილზე მიმდინარე ეკონომიკური კრიზისის შემდეგ გადარჩენისთვის იბრძვის” – აღნიშნა მან. მთავრობის პროგნოზით, ეკონომიკა 2009 წელს შეიძლება 1.5%-ით შემცირდეს, თუმცა ამ ბოლოდროინდელი გათვლებით მაჩვენებელმა შეიძლება 4%-ს მიაღწიოს. ამავე დროს საგადასახადო შემოსავალი წლის პირველ ნახევარში დაგეგმილზე დაახლოებით 7 მილიონზე დაბალია (დაახლოებით $4.16 მილიონი).
”თუ გარშემო მიმოიხედავთ, გაყიდვები შემცირებულია, ფასები დაცემული” – ამბობს ასლანიშვილი – ”ეკონომიკა მართლა იკვეცება. შესაძლოა ეს მართლა ზეწოლის ინსტრუმენტია (კომპანიებზე საგადასახადო შემოსავლებისთვის)” .
ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი არ მოვიდა EurasiaNet-თან დაგეგმილ ინტერვიუზე, სადაც უნდა განემარტა ფინანსური პოლიციის რეფორმის საკითხი და შემდეგშიც კომენტარის მოთხოვნაზე არ უპასუხა.
11 ნოემბერს ქართული გაზეთისთვის, ”ბანკები და ფინანსები”-სთვის მიცემულ ინტერვიუში, ბაინდურაშვილმა გვერდი აუარა პასუხს კითხვაზე, თუ რა ეფექტს იქონიებდა ბიზნესზე უფრო მკაცრი საფინანსო პოლიტიკა. მან განაცხადა, რომ გადასახადის გადამხდელები მიუხედავად კორპორაციული გადასახადების შემცირებისა მაინც ჩივიან. 2008 წელს კორპორაციული გადასახადები 20%-იდან 15%-მდე შემცირდა, ხოლო 20%-იანი სოციალური გადასახადი გაუქმდა.
”გადასახადის გადამხდელებს უნდა დავრთოთ (მათი ქონების) დაფარვის ნება?” – პასუხობს ბაინდურაშვილი დასმულ კითხვაზე – ”კანონი კანონია და ის უნდა აღსრულდეს”.
საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ანი ქათამაძე ამტკიცებს, რომ უფრო ძლიერი საფინანსო პოლიცია არ არის საუკეთესო გზა საგადასახადო შემოსავლების მოსაგროვებლად. შემოწმება საკმარისი უნდა იყოს იმისთვის, რომ გამოჩნდეს ”კომპანიები აწარმოებენ თუ არა სათანადოდ ბუღალტერიას და არის თუ არა ყველაფერი კანონიერი” – ამტკიცებს ქათამაძე.
თუ ეკონომიკის ”ლიბერალიზაციაში” მთავრობის დამსახურებებს გავითვალისწინებთ, ფინანსური პოლიციის გამაგრება ”ცოტა არ იყოს უცნაურია” – დასძენს ქათამაძე.
ფინანსური პოლიციის რესტრუქტურიზაციის პროექტი სულ რამდენიმე კვირაში გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ლიბერტარიანული ეკონომიკური ზომების გატარებაზე განცხადება გააკეთა. ამ პოლიტიკამ გადასახადების გაზრდა რეფერენდუმის საკითხად უნდა აქციოს და საკონსტიტუციო ზღვარი უნდა დააწესოს ბიუჯეტის დეფიციტზე, სახელმწიფო დანახარჯებზე და ვალებზე.
ამას ბიზნესის მხარდამჭერი სხვა ინიციატივებიც მოჰყვა, მათ შორის იყო პრეზიდენტის გეგმა, რომლის თანახმადაც კომპანიებს ექვსი თვით ადრე დადგენილ თარიღამდე დამატებითი ღირებულების გადასახადის სახით 35 მილიონი ლარი უნდა დაბრუნებოდათ.
პარლამენტის სპიკერის მოადგილე ლევან ვეფხვაძე, პარლამენტის ოპოზიციური ფრთის წევრი, რომელიც მხარს უჭერს ფინანსური პოლიციის გეგმას ლიბერტარიანული ეკონომიკური პოლიტიკისა და უფრო ძლიერი საფინანსო პოლიციის თანაარსებობას, შოლტისა და კვერის მიდგომას ადარებს ”ერთი ხელით (ბიზნესს) შოლტს ვურტყამთ და მეორე ხელით ახალ (ბიზნესის მხარდამჭერ) კანონს ვთავაზობთ” – ამბობს ვეფხვაძე.
ქათამიძე ამტკიცებს, რომ ეს გაორება უფრო დიდ პრობლემას ასახავს – ეკონომიკის გრძელვადიანი ხედვის დეფიციტს. ”ჩვენ ერთი ეკონომიკა გვაქვს. ყველა გადაწყვეტილებას თავისი გავლენა მოაქვს… ეს (საგადასახადო პოლიციის რესტრუქტურიზაცია) ერთი დიდი სურათის ნაწილი უნდა იყოს” – ამბობს ის – ”ჩვენ ვხედვათ ნაწილს, მაგრამ სურათს – ვერა. ჩვენ არ ვიცით როგორია სურათი”.
ქათამიძის თქმით, მას არ მოუსმენია ოფიციალური განმარტება იმისა, თუ რატომ უნდა გარდაიქმნას საფინანსო პოლიცია, ან როგორი იქნება მისი ფუნქციები. ”სტრუქტურული კონტროლის დეფიციტი შეშფოთების საგანს ქმნის” – დასძენს ის.
ფინანსური პოლიციის საქმიანობა არ უნდა იყოს დამოკიდებული ”ერთი პიროვნების გადაწყვეტილებაზე. არა აქვს მნიშვნელობა ეს პრეზიდენტი იქნება, პრემიერ-მინისტრი თუ… პარლამენტის თავმჯდომარე” – ამტკიცებს ქათამაძე – ”აქ წესები და პროცედურები უნდა იყოს”.
პარლამენტის სპიკერის მოადგილე ვეფხვაძე აცხადებს, რომ ფინანსურ პოლიციაზე კონტროლის დაწესება პარლამენტარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხია. ”მე მგონია, რომ ცვლილება გავა და ვფიქრობ, რომ უნდა გავიდეს” – ამბობს ის – ”მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ნაბიჯით არ შევქმნათ ახალი მონსტრი”.











