საქართველო ავღანეთში 900 სამხედროს გააგზავნის

თბილისი, საქართველო - საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველო მომავალ წელს ავღანეთში, აშშ-ს ეგიდით დისლოცირებულ კოალიციურ ჯარში, 900-ზე მეტ სამხედროს გააგზავნის

სააკაშვილმა განცხადება ორშაბათს, ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების მეთაურთან, გენერალ როჯერ ბრეიდისთან შეხვედრის დროს გააკეთა. საქართველოს დაუჯერებელი მხარდაჭერის გამო ბრეიდიმ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა.

ამ წლის დასაწყისში საქართველომ ავღანეთში უკვე გააგზავნა 170 სამხედრო. უფრო ადრე მან ერაყში აშშ-ს ეგიდით მოქმედ კოალიციაშიც წარგზავნა თავისი სამხედროები.

სააკაშვილი შეერთებული შტატების მტკიცე მოკავშირე გახდა და სათავეში ჩაუდგა ყოფილი საბჭოთა ქვეყნის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას დასავლეთთან. მისმა პრო-დასავლურმა კურსმა მოსკოვთან შექმნა დაძაბულობა, რაც 2008 წელს რუსულ-ქართულ ომში გადაიზარდა.

AP

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.