საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში – საქართველო მას ფარსს უწოდებს
![]()
მოსკოვის მხრიდან ამ რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების შემდეგ, აფხაზეთმა შაბათს პრეზიდენტი აირჩია. თბილისი კი ამ არჩევნებს ფარსს უწოდებს
სამხრეთ-ოსეთზე კონტროლის მოპოვების მიზნით, 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთის მიერ აღიარებულ, მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის არჩევნებში მონაწილეობისთვის 131 000 ამომრჩეველს უხმეს. აფხაზეთის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელთა განცხადებით, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა, უბნების დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე 58%-ს შეადგენდა. საარჩევნო უბნები 17 საათზე დაიხურა.
შაბათს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების დროს, კვირას გამოცხადებული წინასწარი მონაცემებით, აფხაზეთის პრეზიდენტად, ხელმეორედ სერგეი ბაღაფში აირჩიეს. რუსმა დამკვირვებლებმა საარჩევნო პროცესი გამჭვირვალედ შეაფასეს. ოპოზიცია კი თავის მხრივ, არჩევნებში არსებულ დარღვევებზე საუბრობს.
საარჩევნო სიაში წარმოდგენილი ხუთი კანდიდატიდან, ყველა, მათ შორის ყოფილი პრეზიდენტი სერგეი ბაღაფშიც, საქართველოსთან გაერთიანების იდეას კატეგორიულად უარყოფდა. საქართველომ დაგმო აფხაზეთში ჩატარებული არჩევნები. ”ეს არჩევნები ”ფარსი” იყო, ის არაკანონიერია” – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა. თავის მხრივ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სინანული გამოსთქვა, რომ – ”აფხაზეთი რუსეთის მხრიდან სრულად ოკუპირებულია” – განაცხადა მისმა პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ.
ოპოზიციამ, რომელიც არჩევნებში ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის რაულ ხაჯიმბას და ორი ბიზნესმენის ზაურ არძინბასა და ბესლან ბუთბას სახით იყო წარმოდგენილი, უკვე ”დარღვევების” შესახებ საუბრობს, რომლებიც საარჩევნო უბნებში გარდაცვლილი პირების ხელმოწერილი ბიულეტინების ჩაყრით გამოიხატებოდა.
გამარჯვების მოსაპოვებლად 50%-ს პლიუს ერთი ხმა იყო საჭირო. თუ რომელიმე კანდიდატი ამ ზღურბლს ვერ გადალახავს, მეორე ტური ორ კვირაში უნდა გაიმართოს.











