აშშ საქართველოში სამხედრო ძალის გამოყენებაზე ფიქრობდა
![]()
კონფლიქტთან დაკავშირებული ახალი ვერსიისა და ბუშის ადმინისტრაციის ყოფილი ოფიციალური პირების ინტერვიუებიდან ირკვევა, რომ პრეზიდენტი ბუში და მისი მაღალი რანგის ჩინოვნიკები 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრის გამო განიხილავდნენ და უარი სთქვეს სამხედრო პასუხის შესაძლებლობაზე
კონფლიქტის ახალი ვერსიისა და მაღალჩინოსან ოფიციალურ პირებს დამოუკიდებელი ინტერვიუების თანახმად, საქართველოს სასოწარკვეთილი მუდარის ფონზე, დახმარებოდნენ იმ საკვანძო მარშრუტის ლიკვიდაციაში, რომლითაც რუსი სამხედროები ქვეყანაში შეიჭრნენ, ბუშის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველებმა მოხაზეს შესაძლო პასუხები, მათ შორის იყო ”როკის გვირაბის დაბომბვა და იზოლირება” და ”სხვა სახის ქირურგიული დარტყმები”.
”იმ მძიმე მომენტში ეს საკითხი იმ კომისიის დღის წესრიგში დადგა, რომელშიც შედიოდნენ ბუში, ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი და კაბინეტის სხვა უმაღლესი რანგის წევრები” – ამბობს რონ ასმუსი, კლინტონის ადმინისტრაციის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი, რომლის წიგნიც – ”პატარა ომი, რომელმაც შესძრა მსოფლიო” ამ კვირას გამოიცა.
”აქ იყვნენ ადამიანები (ვიცე-პრეზიდენტ დიკ) ჩეინის და (ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ სტივენ) ჰედლის თანამშრომლები, რომლებიც ამბობდნენ - ”ჩვენ ვერ დავუშვებთ საქართველოს ასეთ დაცემას”.
ჰედლი, წერს ასმუსი ფიქრობდა, რომ ნაბიჯი ზედმეტად სარისკო იყო, მაგრამ 11 აგვისტოს შეხვედრაზე მაინც ოფიციალურად დააყენა საკითხი ბუშთან, ჩეინისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან იმისთვის, რომ ”ღია დისკუსია” წამოეწყო და ჩეინისა და სხვათა პოზიცია გაჟღერებულიყო.
”არც ერთი მაღალჩინოსანი არ უჭერდა მხარს ძალის გამოყენებას” – ამბობს ასმუსი, რომელიც დღეს ბრიუსელში ტრანს-ატლანტიკური ცენტრის დირექტორია.
ჰედლიმ ინტერვიუში კომისიის წევრებს შორის გამართული საუბრის არსზე კომენტირებაზე უარი განაცხადა, მაგრამ დაადასტურა, რომ ძალის გამოყენება განიხილებოდა და უარყოფილ იქნა.
”დისკუსია მიდიოდა იმაზე თუ რამდენად ”უნდა განგვეხილა ჩვენი მიზნების მისაღწევად სამხედრო ქმედებების შესაძლებლობა?” და ჩამოყალიბდა პოზიცია, რომ ეს მიმზიდველი ვარიანტი ვერ იქნებოდა” – ამბობს ის – ”ეს ძალიან შორს წაგვიყვანდა და ეს რუსეთთან პირდაპირ სამხედრო კონფრონტაციას ნიშნავდა”.
მაგრამ ის ფაქტი, რომ საკითხი საერთოდ დადგა დღის წესრიგში, იმის მაჩვენებელია, თუ რა მასშტაბები მიიღო 2008 წლის ზაფხულს სადღაც დაწყებულმა კონფლიქტმა და იმ რისკებმა, რომელსაც დღესაც ქმნის ამერიკული საზოგადოებრივი აზრისთვის ასე უმნიშვნელო რეგიონი.
”აშშ-ს სადაზვერვო რესურსების ყურადღება” – ამბობს ასმუსი – ”კავკასიაზე არ იყო ფოკუსირებული და მიუხედავად რუსეთის ბრდღვინვისა, აშშ საგონებელში ჩავარდა იმით რაც დაიწყო – რუსეთის პროვოკაციების სერია, შემდეგ როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მისთვის ნასროლი ანკესი ჩაყლაპა, ვითარების ესკალაცია, პროცესებში ჯერ სეპარატისტული ძალების, ხოლო შემდეგ აქ ნომინალურად ”მშვიდობისმყოფელების” სტატუსით მყოფი რუსული ძალებიც ჩართვაც.
ამან სათავე დაუდო რუსეთის მასიურ პასუხს, ისეთს როგორსაც მას შემდეგ, რაც რუსმა სამხედროებმა კავკასიის მთებში, ყველაზე იოლი გზით, გვირაბით იწყეს შემოსვლა, საქართველო არსებითად ვერ გაუწევდა წინააღმდეგობას.
მაღალი რანგის ამერიკელი ჩინოვნიკები, რომლებიც იმ დროს ჩართულები იყვნენ დისკუსიაში, იხსენებენ გიჟურ ატმოსფეროს – სააკაშვილისა და სხვა ქართველი ოფიციალური პირების მუდარის მიუხედავად (ისინი, როგორც სჩანს, ელოდებოდნენ ამერიკის სამხედრო დახმარებას, მიუხედავად იმისა, რომ ამის არც ნიშნები ჩანდა და არც პირობა მიუცია არავის), ცხადად გამოჩნდა აშშ-ს შესაძლო ქმედებების ლიმიტები.
“ამ საკითხს განვიხილავდით, ვლაპარაკობდით და ცხადი იყო, რომ ჩვენ რუსეთის შეიარაღებულ ძალებთან მოგვიწევდა პირდაპირი დაპირისპირება – ეს არ იყო ის რეკომენდაცია, რომლის მიცემაც პრეზიდენტისთვის შეგვეძლო“ – იხსენებს დემონ ვილსონი, ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპულ საქმეთა ყოფილი მთავარი დირექტორი. „ჩვენ სწორ გადაწყვეტილებამდე მივედით, მაგრამ ემოციურად ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო“.
ჯო ვუდი, ქორისებრი ჩეინის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების დარგში, ომამდე ცოტა ხნით ადრე იყო საქართველოში, მაგრამ საბოლოოდ მანაც არ დაუჭირა მხარი გვირაბის დაბომბვას. მან განაცხადა, რომ – ”ჯერ არაა დარწმუნებული უნდა განეხილათ, თუ არა ეს საკითხი მეტი სერიოზულობით”.
”ჩვენ ამ კითხვაზე პასუხი 10-20 წელიწადში გვეცოდინება“ – განაცხადა მან – ”თუ რუსეთი განაგრძობს თავის დამკვიდრებას და გავლენის სფეროებზე პრეტენზიის გამოთქმას სამხედრო ან სხვა ძალადობრივი საშუალებებით, ჩვენ ამ დროს გავიხსენებთ, როგორც პერიოდს, როდესაც რუსეთს შეეძლო დიდი საპასუხო რეაქციის გარეშე შეეცვალა საზღვრები ევროპაში“ – ამბობს ის – ”და მაშინ ვიტყვით, რომ უფრო მკაცრი ვარიანტები უნდა განგვეხილა”.
”თუ ასე არ მოხდება სამხედრო ქმედებების გამოუყენებლობა, შეიძლება კარგ ნაბიჯად შეფასდეს”.
ბუშმა უფრო რბილი ვარიანტი არჩია, მაგრამ ისეთი, რომელიც ფარულ მუქარას შეიცავდა: მან საქართველოში ჰუმანიტარული დახმარება სამხედრო და არა სამაქალაქო თვითმფრინავებით გააგზავნა.
”ჩვენ ვიფიქრეთ, რომ ტვირთებისა და სხვა ნივთების გაგზავნა საქართველოში სასარგებლო სიგნალი იქნებოდა და ეს არ დაკარგულა რუსებისთვის” – ამბობს ჰედლი.
ასმუსის წიგნით იხსნება დებატები საქართველოს იმ კონფლიქტის მნიშვნელობაზე, რომელმაც რუსეთის რეალურ კონტროლს სეპარატისტული პროვინციები დაუქვემდებარა და ეს ზუსტად ემთხვევა პერიოდს, როდესაც ობამას ადმინისტრაცია უკვე მიუახლოვდა მოსკოვის ხელისუფლებასთან ბირთვული შეიარაღების შემცირების ხელშეკრულების დადებას.
ასმუსსა და უსაფრთხოების სამსახურების კიდევ სხვა უფრო აგრესიული პოზიციის მქონე თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ კონფლიქტი ამერიკული დიპლომატიის დაუდევრობის შედეგი იყო და ევროპაში არასტაბილურობის პრეცედენტი შექმნა. ჰედლი იცავს ადმინისტრაციის ქმედებებს და ამტკიცებს, რომ ბრალი კონფლიქტის გამო მთლიანად რუსეთს ედება.
ასმუსის მტკიცებით, დასავლეთის შეცდომების მთელმა წყებამ რუსეთს იმაზე მიანიშნა, რომ მას შეეძლო საქართველოში დაუსჯელად შესულიყო. გადამწყვეტი იყო ის, რომ ნატო-ს წევრები ბუქარესტის (რუმინეთი) კონფერენციაზე ვერ შეთანხმდნენ და საქართველოსა და უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების კონკრეტული გეგმა ვერ შესთავაზეს. მისი აზრით, ბუშს არასდროს უცნობებია ცხადად რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობისთვის, რომ საქართველოში შეჭრას სასტიკი შედეგები მოჰყვებოდა.
მოხდა ისე, რომ რუსებმა მიიტაცეს ქვეყნის დიდი ნაწილის კონტროლი და როგორც სჩანს, დედაქალაქისკენ მოდიოდნენ.
ასმუსის მონათხრობში გადამწყვეტ მომენტად სახელდება შეხვედრა, რომელზეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა კონდოლიზა რაისს 10 აგვისტოს სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა – ”ის უნდა წავიდეს”.
ასმუსის ანგარიშის თანახმად, რაისმა ლავროვს განუცხადა – ”ასეთი მოთხოვნები სრულიად მიუღებელია” და არად ჩააგდო მისი პროტესტი იმის თაობაზე, რომ ლავროვის თქმით, ”ეს საუბარი კონფიდენციალური” იყო.
”შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს არ უნდა ჰქონდეთ კონფიდენციალური საუბრები დემოკრატიულად არჩეული მთავრობის ჩამოგდების თაობაზე. მე უნდა შევატყობინო ყველას, ვისაც შესაძლებელია, რომ რუსეთს ომით საქართველოს მთავრობის გადაგდება უნდა” – ციტირებს ასმუსი რაიზს.
საერთაშორისო ზეწოლით, რუსეთი შეჩერდა და აღარ დაასრულა თავისი გეგმა, თუმცა საქართველოს პრეზიდენტი ძალიან იყო დასუსტებული. ადმინისტრაციამ თეთრი სახლი ისე დატოვა, რომ ამტკიცებდა, მან გააკეთა ის რაც შეეძლო.
”ნატო-ს ბუქარესტის შეხვედრის გზავნილი იყო ”შეკავების კარგი გზავნილი, თუ ხმას მისცემდნენ” ნატო-ში გაწევრიანების ოფიციალურ პროცედურას” – ამბობს ჰედლი – ”ვლადიმერ პუტინს არავითარი ილუზია არ ჰქონდა საქართველოსადმი და სააკაშვილისადმი ჩვენს ერთგულებაზე. ჩვენ პუტინს სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ საქართველოზე გზავნილს სულ ვუგზავნიდით”.
მომხდარის გამო ჰედლი ბრალს მთლიანად რუსეთს სდებს და მიაჩნია, რომ ბარაკ ობამას აქცენტი რუსეთთან ურთიერთობების ”გადატვირთვაზე” ცოტა არ იყოს უადგილოა.
”გადატვირთვა უნდა მომხდარიყო არა ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკის გამო” – ამბობს ის – ”გადატვირთვა უნდა მომხდარიყო იმის გამო, რომ რუსეთი შეიჭრა საქართველოში”.










