უსაფრთხოების არქიტექტურა ევროპისთვის
![]()
მას შემდეგ, რაც 2008 წელს რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი უსაფრთხოების ახალი ხელშეკრულების – ”ვანკუვერიდან-ვლადივოსტოკამდე” – შექმნის ინიციატივით გამოვიდა, მას განუცხადეს რომ მოსკოვს ჯერ ამ დოკუმენტის პროექტი უნდა წარმოედგინა და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლებოდა დაწყებულიყო მისი განხილვა მაშინ კრემლმა ნოემბრის ბოლოს დასავლურ მთავრობებს მოთხოვნილი დოკუმენტი გადაუგზავნა და წინასწარი გაფრთხილების გარეშე ეს ტექსტი ინტერნეტშიც განათავსა, თუმცა მას ცოცხალი დისკუსია არ მოჰყოლია. მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი ჯერ კიდევ მანამდე ურჩევდა კოლეგებს რუსული წინადადების განხილვას და ახლა მოქმედებს რა თანმიმდევრულად, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის მომავალთან დაკავშირებულ საკითხს, ამ წლის კონფერენციის მთავარ თემად აქცევს. ამგვარად, მიუნჰენში რუსული გეგმის საჯარო განხილვა პირველად გაიმართება.
ეს თემა კი ნამდვილად არის განსახილველი. მოსკოვის წინადადების ცენტრში ახალი საერთაშორისო ინსტიტუტის შექმნაა. მისმა წევრებმა – ურღვევი უსაფრთხოების პრინციპის თანახმად – უარი უნდა სთქვან ნებისმიერ ქმედებაზე, რომელიც ”არსებითად შეეხება” სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოებას. იგულისხმება თუ არა აქ მაგალითად საქართველოს და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაც? ხომ არ მიიღებს რუსეთი ამით ალიანსის გადაწყვეტილებებზე ვეტო-ს უფლებას? შეეხება თუ არა ეს პუნქტი ამერიკული ჯარის იმ სახელმწიფოებში განთავსებას, რომლებიც ერთ დროს ვარშავის პაქტის წევრები იყვნენ? შეიძლება კი საუბარი ანტი-სარაკეტო სისტემაში ევროპული კომპონენტების შექმნაზე ზონისთვის ნატო-ს მთლიან პერიმეტრზე? რუსულ პროექტში ხაზგასმულადაა აღნიშნული, რომ არც ერთმა ქვეყანამ საკუთარი ტერიტორია არ უნდა შესთავაზოს არავის ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც სხვა სახელმწიფოს უსაფრთხოებას შეეხება.
გაურკვეველია ისიც, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ახალი ხელშეკრულების და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციის ჰარმონიზაცია უკვე არსებულ სტრუქტურებთან და ხელშეკრულებებთან. ტრანს-ატლანტიკური და ევრაზიული სივრცის სხვა ქვეყნებთან ერთად, ამ ხელშეკრულების მონაწილეები უნდა გახდნენ ევროკავშირი, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ან კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრები და შესაძლოა ნატო-ც? როგორ გადანაწილდება ვალდებულებები? როგორ უნდა განისაზღვროს კომპეტენციის ფარგლები? იგივეს თქმა შეიძლება იმ პუნქტზეც, რომელშიც დახმარებაზეა საუბარი. რუსეთს სურს ახალი ორგანიზაციის წევრებისთვის (ისევე როგორც ეს ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების მე-5 პუნქტითაა გათვალისწინებული) ორგანიზაციის წევრისთვის დახმარების გაწევის უფლება მათ შორის სამხედრო დახმარებისაც. იქნება თუ არა ასეთ სიტუაციებში გაერო-ს თანხმობა აუცილებელი? ყველა ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეუძლია. ამგვარად მიუნჰენში შესაძლოა ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ნაყოფიერი დისკუსია დაიწყოს.










