დიპლომატი: საქართველო აშშ-ს „წარმატებულ პარტნიორად“ რჩება

afp

თბილისი –  იმ ვარაუდების ფონზე, რომელთა თანახმადაც კავშირები საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის პრეზიდენტ ბარაკ ობამას მმართველობისას შესუსტდა, აშშ-ს მაღალი რანგის ჩინოვნიკი პარასკევს ამტკიცებდა, რომ საქართველო შეერთებული შტატების აყვავებულ პარტნიორად რჩება

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ჯეიმს სტეინბერგმა თბილისში ვიზიტისას განაცხადა, რომ საქართველო რეგიონში აშშ-ს საკვანძო მოკავშირედ რჩება და ვაშინგტონი განაგრძობს მის დახმარებას, რათა მხარი დაუჭიროს მის ეკონომიკას.

“საქართველო შეერთებული შტატების წარმატებული პარტნიორია, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობდით” – განაცხადა მან პრეს-კონფერენციაზე.

სტეინბერგმა აღნიშნა, რომ აშშ საქართველოს დაახლოებით ერთმილიარდიანი დახმარების ბოლო ნაწილს აწვდიდა. ამ დახმარებას აშშ საქართველოს რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაჰპირდა.

მან სთქვა, რომ დახმარება დაიხარჯება ”ეკონომიკურ რეკონსტრუქციაზე… და ის ასევე უნდა დაეხმაროს სამოქალაქო საზოგადოებას და კიდევ უფრო მტკიცე დემოკრატიის აშენებას”.

მან განაცხადა, რომ აშშ ”განსაკუთრებულად მადლიერია” იმისთვის, რომ საქართველომ ნატო-ს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციისთვის დაახლოებით 1 000 სამხედრო გააგზავნა და მან წაახალისა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ის წინადადება, რომლის თანახმადაც საქართველომ პენტაგონისთვის ავღანეთში ტვირთების მიწოდების სატრანზიტო ქვეყნის როლი უნდა შეასრულოს.

მან განაცხადა, რომ რიჩარდ ჰოლბრუკი, აშშ-ს სპეციალური ელჩი ავღანეთსა და პაკისტანში თბილისის ”მალე” ესტუმრება რათა განიხილოს საქართველოს წვლილი.

სტეინბერგი ასევე შეხვდა საქართველოს ოპოზიციის ლიდერებს, რომლებმაც მიხეილ სააკაშვილი სულ უფრო მზარდ ავტორიტარიზმში დაადანაშაულეს და აშშ-ს მოუწოდეს ბიძგი მისცეს დემოკრატიულ რეფორმებს.

აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სააკაშვილის მთავარი მხარდამჭერი იყო და  საქართველოს მისი მმართველობისას ”დემოკრატიის შუქურა” უწოდა.

მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, რუსეთთან ვაშინგტონის ურთიერთობათა გადატვირთვის მცდელობის ფონზე  ურთიერთობები გაცივდა, რადგან რუსეთს აღაშფოთებდა საქართველოს ძალისხმევა დაემყარებინა ახლო კავშირები დასავლეთთან და ნატო-ში გაწევრიანებულიყო.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.