დევნილი პარტიის ბოსი საპრეზიდენტო არჩევენების მოგების ზღვარზეა

san_francisco_chronicle_logo

ფილიპ პენი, ჯონ ფენქეიკი

პარტიული ბოსი, რომელიც საარჩევნო თაღლითობაში იყო დადანაშაულებული და   უკრაინის მშვიდობიანი ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის მიერ განიდევნა, როგორც სჩანს, აღსანიშნავი გამარჯვების ზღვარზეა. ეგზითპოლების ვარაუდით ის უმწვავეს საპრეზიდენტო რბოლაში იგებს თანამდებობას, რომელზეც მასობრივი საპროტესტო აქციებით მას ხუთი წლის წინ უარი ეთქვა

ვიქტორ იანუკოვიჩი  ყოფილი ზორბა ელექტრიკოსი, რომელიც ოდესღაც უარყვეს, როგორც კრემლის კორუმპირებული ლაქია, ამარცხებს პრემიერ-მინიტრ იულია ტიმოშენკოს რბოლაში, რომელიც ორივემ პრო-დასავლური, პრო-დემოკრატიული ამბოხის რეფერენდუმად წარმოაჩინეს, იმ ამბოხისა რომელმაც 2004 წელს მსოფლიოს ყურადღება მიიტაცა.

უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს დილით განაცხადა, რომ იანუკოვიჩი ტიმოშენკოს თანაფარდობით უსწრებს 49%-45%-ზე, იმ დროს, როდესაც დათვლილია ხმების 62%.

ტიმოშენკო ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის ენამოსწრებული გმირი ქალი, როგორც სჩანს, დამარცხებას მალე არ აღიარებს. ის კვირების მანძილზე იძლეოდა გაფრთხილებებს იმის თაობაზე, რომ იანუკოვიჩი კვლავ  ეცდება მოიპაროს პრეზიდენტობა და მისი კამპანიის წარმმართველმა გუნდმა განაცახდა, რომ ის გააპროტესტებს არჩევნების შედეგებს 1 000-ზე მეტ საარჩევნო უბანში, სადაც მათ დარღვევები აღმოაჩინეს. ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, ამან შეიძლება შედეგი 3%-ით შეცვალოს.

ალექსანდრე ტორჩნოიმ, პრემიერ-მინისტრის მოადგილემ და ტიმოშენკოს კამპანიის ხელმძღვანლმა იანუკოვიჩს ბრალი დასდო იმაში, რომ მან დაბლოკა ტიმოშენკოს მომხრეთა მონაწილეობა ადგილობრივ საარჩევნო კომისიებში. ის ასევე აცხადებდა, რომ ადგილი ჰქონდა  ამომრჩეველთა მოსყიდვას და განმეორებით ხმის მიცემას.

სადაო არჩევნები გაახანგრძლივებს პოლიტიკურ არასტაბილურობას, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში უკვე 5 წელია მიმდინარეობს. ამან ასევე შეიძლება კიდევ ერთი დარტყმა მიაყენოს გლობალური ფინანსური კრიზისით ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ უკრაინის დაუძლურებულ ეკონომიკას და შეაფერხოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ $16.4 მილიარდი საგანგებო სესხის გაცემა.

ისე რომ არ უღიარებია და არ მოუხდია ბოდიში წინა საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი რაოდენობით აღნუსხული დარღვევების გამო, 59 წლის  იანუკოვიჩმა ანტი-სახელისუფლებო კამპანია წარმართა და ქვეყნის პრობლემების გამო ბრალი 49 წლის ტიმოშენკოს დასდო.

წამსვლელი პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო, ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-ის ლიდერი, რომლის სახეც დასახიჩრებული იყო შხამით, რაშიც რუსულ საიდუმლო სამსახურებს სდებდნენ ბრალს, გასულ თვეს არჩევნების პირველსავე ტურში დამარცხდა.

2004 წლის დემოკრატიულ ამბოხში ტიმოშენკო და იანუკოვიჩი პარტნიორები იყვნენ, მაგრამ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ერთმანეთს მალევე დაუპირისპირდნენ. მწვავე დაპირისპირებამ ხუთ წელზე მეტია ქვეყნის პარალიზება გამოიწვია და იუშჩენკომ უარი სთქვა ტიმოშენკოსთვის მეორე რაუნდში მხარდაჭერაზე, რაც ანალიტიკოსების აზრით შეიძლება მას გამარჯვებად დაუჯდეს.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.