იგი გადარჩა და შიდა სახელისუფლებო განხეთქილებით ისარგებლა

financial times

სტეფან უეგსთილი, რომან ოლეარჩიკი

ეს საბოლოო პოლიტიკურ დაბრუნებას ჰგავს. ხუთი წლის წინ, ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკური კარიერა თითქოს დასრულდა ის ”ნარინჯისფერმა რევოლუცია”-მ მოსპო. 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იგი ვიქტორ იუშჩენკომ სასტიკად დაამარცხა, მოსკოველემა მოკავშირეებმა კი მიატოვეს. მან სასტიკი დამცირება განიცადა, როდესაც გაირკვა, რომ მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერები აშკარა ფალსიფიკატორები იყვნენ. ნებისმიერ სხვა ევროპულ ქვეყანაში ეს დასასრული იქნებოდა

თუმცა გუშინ ღამით, იანუკოვიჩი მისი უდიდესი წარმატების ზღვარზე გახლდათ. ეგზითპოლების შედეგებით ჩანდა, რომ ის მტკიცედ მიიწევდა წინ და მის ორ მთავარ კონკურენტზე ”ნარინჯისფერი რევოლუცი”-იდან – ვიქტორ იუშჩენკოსა და იულია ტიმოშენკოზე – უპირატესობა მოიპოვა.

მოსალოდნელი ტრიუმფი იანუკოვიჩს სიმტკიცისა და გამძლეობისთვის ერგო. ამ ადამიანს მძიმე ბავშვობა ჰქონდა, ახალგაზრდობაში ციხეში იჯდა ქურდობისა და ფიზიკური ძალადობისთვის, ასევე დიდხანს მუშაობდა მექანიკოსად, ვიდრე გზას გაიკაფავდა მაღალი ჩინოვნიკური საფეხურებისკენ საკუთარ ინდუსტრიულ რეგიონში უკრაინის აღმოსავლეთით.

თუმცა ამ 59 წლის პოლიტიკოსის დაბრუნება მხოლოდ მისი ძლიერი ხასიათის დამსახურება არ არის. მისი დამარცხება სულაც არ იყო ისეთი საბოლოო და სრული როგორც შეიძლება გვეფიქრა, როდესაც მისი ქმედებების საერთაშორისო გაკიცხვას ვუცქერდით. 2004 წლის არჩევნების მეორე ტურში, რომელსაც დამკვირვებლებმა სამართლიანი უწოდეს, იანუკოვიჩმა ხმების 44% მოაგროვა იუშჩენკოს 52%-ის წინააღმდეგ. მას აღმოსავლელმა უკრაინელებმა უერთგულეს და იანუკოვიჩს დაუჭირეს მხარი იუშჩენკოს წინააღმდეგ.

ამ ქვეყნის ტრადიციული დაყოფა დასავლეთზე ორიენტირებულ და უკრაინულად მოსაუბრე დასავლეთ რეგიონებად და რუსულენოვან აღმოსავლეთად უფრო მნიშვნელოვნად და არსებითად ითვლებოდა, ვიდრე ზნეობრივი უღირსობა. ტრაიბალიზმმა გაიმარჯვა.

უკრაინული ბიზნესის მაგნატებმა, ამ ქვეყნის ყველაზე მდიდარი ადამიანის რინატ აჰმეტოვის ხელმძღვანელობით გადალახეს ყოყმანი და იანუკოვიჩთან ერთად დარჩნენ. ის თავისი შეზღუდული ინტელექტითა და სუსტი იდეოლოგიით იყო და რჩება ძალიან სასარგებლო პოლიტიკურ შირმად.

რუსეთის ხელმძღვანელები არ მალავენ თავიანთ ნეგატიულ განცდებს იანუკოვიჩის მიმართ. ”კაგებე”-ს ყოფილ ოფიცერს, დღევანდელ პრემიერ-მინისტრ პუტინს ცოტა აქვს საერთო ამ ჩაფსკვნილ ყოფილ პატიმართან, მაგრამ მოსკოვს იანუკოვიჩზე უარი არ უთქვამს. სანაცვლოდ, ის განაგრძობდა მუშაობას მასთანაც და ტიმოშენკოსთანაც და ამ ორი კანდიდატის რბოლაში ფსონი ორივეზე დადო. პუტინისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო პრო-დასავლური იუშჩენკო დაემარცხებინა.

განხეთქილებამ ტიმოშენკოს და იუშჩენკოს შორის იანუკოვიჩს ხელისუფლებაში დასაბრუნებელი გზა გაუხსნა. 2004 წელს, გამარჯვებიდან რამდენიმე კვირაში, იუშჩენკომ იანუკოვიჩის მოსინჯვა დაიწყო, ეძებდა რა გზებს ტიმოშენკოს პოზიციების შესარყევად. 2006 წლისთვის იანუკოვიჩის რეგიონების პარტიამ საკმარისად აღიდგინა პოზიციები იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებში გაემარჯვა. იუშჩენკოს მხარდაჭერით იანუკოვიჩი პრემიერ-მინისტრი გახდა.

ის სასწრაფოდ შეუდგა საკუთარი ხელისუფლების კონსოლიდაციას და მან ეს იმდენად სწრაფად გააკეთა, რომ იუშჩენკოს შეეშინდა, შესაძლო შეთქმულებაზე ალაპარაკდა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა. ამჯერად, პრემიერ-მინისტრი ტიმოშენკო გახდა, რომელმაც საკუთარი თავის პოზიციონირება იუშჩენკოს მემკვიდრედ დაიწყო, მაგრამ საქმეში ეკონომიკური კრიზისი ჩაერია და კიევი იძულებული გახდა გაწვდილი ხელით საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მიემართა. საერთაშორისო ურთიერთობებზე ევროპული საბჭოს ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენელი ენდრიუ უილსონი დღეს ამბობს, რომ 2008 წელს ტიმოშენკოს რომ მთავრობა დაეტოვებინა, დღეს ის შეიძლება გამარჯვებული ყოფილიყო, მაგრამ როგორც მოქმედმა პრემიერმა, მან ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილო ამომრჩევლებისგან დარტყმა საკუთარ თავზე მიიღო.

და ბოლოს, იანუკოვიჩმა მოიგო საკუთარ მიმდევრებში იუშჩენკოს და ტიმოშენკოს მუდმივად წარუმატებელი ბრძოლებით კორუფციასთან. ყოველწლიურად ზნეობრივი განხეთქილება, რომელიც ცხადად ჩანდა 2004 წელს, სულ უფრო რთულდებოდა. არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ის, რომ იუშჩენკომ ვერ შესძლო 2004 წლის არჩევნების ფალსიფიკაციასა და მის მოწამვლაზე ბრალდებების წარმოდგენა.

იანუკოვიჩის კრიტიკოსებისთვის მისი პრეზიდენტად არჩევა ზნეობრივი კატასტროფაა. 57 წლის ბიზნესმენი ვლადიმერ ოგორევიჩი ამბობს – ”მე ხმა იულიას მივეცი, რადგან არ მსურს, რომ ქვეყანას ბანდიტი ხელმძღვანელობდეს. მე ჩემს შვილებსა და შვილიშვილებზე ვნერვიულობ”.

მაგრამ ეგზით პოლებს თუ დავუჯერებთ, ამომრჩევლების უმრავლესობა საპირისპიროდაა განწყობილი. ყოფილი მეცნიერი 75 წლის ანატოლი მელნიკი ამბობს – ”მე ხმა იანუკოვიჩს მივეცი, რადგან ის ქვეყანაში წესრიგის აღდგენას შესძლებს”.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.