საქართველოს ოპოზიციური ლიდერი ამბობს, რომ რუსული თავდასხმის საფრთხე არ არსებობს

radioliberty

მოსკოვი – საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ოპოზიციური ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ არ არსებობს საფუძველი გვჯეროდეს, თითქოს  რუსეთი საქართველოს უფრო მეტი ტერიტორიის ანექსიისთვის ემზადება, იუწყება ”რადიო თავისუფლებ”-ის ქართული სამსახური

ბურჯანაძე ”რადიო თავისუფლებ”-ის სამსახურს მოსკოვში, 4 მარტს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ესაუბრა. მან მოლაპარაკებები აღწერა, როგორც ”საინტერესო” და ფოკუსირებული ორმხრივი ურთიერთობების თითქმის ყველა ასპექტზე.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ მოსკოვში მისი გახანგრძლივებული ვიზიტის მთავარი მიზანი იმის გაგება იყო, თუ რა დამოკიდებულება აქვთ სინამდვილეში რუსეთის ლიდერებს საქართველოს მიმართ და ”არსებობს თუ არა მათგან მინიმალური მზადყოფნა მაინც ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის”.

მისი თქმით, ბოლოდროინდელი დაძაბულობის ფონზე ამ ორ ქვეყანას შორის აგვისტოს 2008 წლის ომის შემდეგ სამხრეთ-ოსეთის რეგიონში უმთავრესია იმ გზების ძიება რომლებიც აღადგენენ ურთიერთპატივისცემაზე დამყარებულ ”მეტ-ნაკლებად ცივილიზებულ და ნორმალურ ურთიერთობებს”.

მან განაცხადა, რომ თითოეული ქართველის ვალია თბილისსა და მოსკოვს შორის ამ ბოლოდროინდელი დაძაბული სიტუაციიდან გამოსავლის გზების ძიება.

ბურჯანაძე, რომელიც ოპოზიციურ პარტიას ”დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”-ს ხელმძღვანელია,  აცხადებს რომ საქართველოს მთავრობის შეცვლის შესაძლებლობა პუტინთან არ განხილულა და მოსკოვში მისი გამგზავრების მიზეზი ეს არ იყო. მან სთქვა, რომ მხოლოდ ქართველი ხალხის უფლებაა გადაწყვიტონ როდის უნდა ჩატარდეს არჩევნები და ვინ უნდა უხელმძღვანელოს მათ ქვეყანას.

”მე ეს აქამდეც არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ რეჟიმის შეცვლა საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხის საქმეა” – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძის თქმით მას არ აშინებს მიხეილ სააკაშვილის ”ნაციონალური მოძრაობ”-იდან საქართველოს პარლამენტის ზოგიერთი წევრის არგუმენტები იმის თაობაზე, რომ ნებისმიერი ოპოზიციური ლიდერი, რომელიც მოსკოვში რუსეთის ლიდერებთან შესახვედრად მიემგზავრება მოღალატეა და მათ სამართლებრივად პასუხი უნდა აგონ.

ის ამტკიცებს, რომ პასუხი სწორედ იმ ქართველმა პოლიტიკოსებმა უნდა აგონ, რომელთა ქმედებებმაც 2008 წელს ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტამდე მიიყვანა.

”სწორედ იმ ადამიანებმა უნდა აგონ პასუხი ვისი ქმედებებითაც ქვეყანამ ტერიტორიის 20% დაკარგა” – სთქვა მან.

2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი სამხედრო კონფლიქტის შემდეგ სამხრეთ-ოსეთში და მეორე აჯანყებულ რეგიონში აფხაზეთში, დამატებით ათასობით რუსი სამხედრო შეიჭრა. ბოლო დროს რუსული ძალები ამ ორ რეგიონსა და უშუალოდ საქართველოს ტერიტორიას შორის იცავენ საზღვარს.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ის არ ფიქრობს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ ახალ ომს გეგმავს. მან დასძინა, რომ სასურველია ქართველმა პოლიტიკოსებმა შეწყვიტონ ის ”ანტი-რუსული  ისტერია, რაც ფობიად იქცა”.

ბურჯანაძემ განაცხადა, რომ სააკაშვილმა ”კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში მისი ხანგრძლივი დროით დარჩენის ერთადერთი შანსი ანტი-რუსული ისტერიის გაღვივებაა”. მან დაგმო ეს ტაქტიკა, როგორც ”საშიში” და მას ”ცეცხლთან თამაში” უწოდა.

მან ასევე უარყო ის რომ პრო-რუსია და ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური კარიერის განმავლობაში ის ყოველთვის საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდა.

ბურჯანაძე, სააკაშვილთან და ჟვანიასთან ერთად სათავეში ედგა 2003 წლის ნოემბრის ე.წ. ”ვარდების რევოლუცია”-ს, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლება დაამხო.

პარლამენტის სპიკერად ის 2004 წლიდან 2008 წლის აპრილამდე მუშაობდა და  სააკაშვილის პოლიტიკისადმი პროტესტის ნიშნად გადადგა.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.