რუსული ტანკების შესახებ გათამაშებულმა რეპორტაჟმა საქართველოში პანიკა გამოიწვია
![]()
მარგარიტა ანთიძე
თბილისი – შაბათს საქართველო პანიკამ მოიცვა, რადგან პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიამ გათამაშებული რეპორტაჟი გადასცა იმის შესახებ, რომ რუსული ტანკები დედაქალაქში შემოვიდნენ და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოკლულია
ტელეკომპანიამ რეპორტაჟი წარადგინა როგორც „შესაძლო მოვლენათა იმიტაცია“, მაგრამ ეს გაფრთხილება ბევრ მაყურებელს გამორჩა, ქალაქში მობილური ქსელები მწყობრიდან გამოვიდა და ადგილობრივი მოსახლეობა ქუჩაში გაცვივდა.
რეპორტაჟმა ყოფილი ექს-საბჭოთა მეზობლები უკან, 2008 წლის აგვისტოში დააბრუნა, როდესაც რუსეთმა ხუთდღიან ომში გაანადგურა აშშ-ს მოკავშირე საქართველოს თავდასახმა მეამბოხე სამხრეთ-ოსეთის რეგიონზე და ტანკები თბილისიდან 45 კილომეტრის დაშორებით შეიყვანა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რეპორტაჟმა რომელსაც არ ჰქონდა გამაფრთხილებელი ბანერი „დიდი პანიკა“ გამოიწვია. ”კინოთეატრი თბილისში დაცარიელდა, რადგან მშობლებმა შვილებს სახლში მოუხმეს” – განაცხადა ერთგულმა კინომანმა.
რუსულმა საინფორმაციო სააგენტო ”ინტერფაქს”-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია როგორც სავარაუდო, მაგრამ დაუდასტურებელი ცნობა რუსული ტანკების შესვლაზე საქართველოში და სააკაშვილის სიკვდილზე, ხოლო მოსკოვურმა რადიომ „ეხო მოსკვი“-მ თავისი გადაცემები შეწყვიტა და ეთერში ახალი ამბები გაუშვა.
2008 წლის არქივის მასალის გამოყენებით, ”იმედ”-მა შემომავალი რუსული ტანკები აჩვენა.
თოქ-შოუში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა, წამყვანმა ბოდიში მოიხადა პანიკის გამო და განაცხადა – „ჩვენ უბრალოდ გვინდოდა გვეჩვენებინა, როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ყველაზე ცუდი დღე საქართველოს ისტორიაში”.
რეპორტაჟი წარმოადგენდა ოდნავ შენიღბულ დარტყმას სააკაშვილის ოპონენტებზე, რომლებიც ამას წინათ მოსკოვში შეხვდნენ რუსეთის პრემიერ-მინისტრს ვლადიმერ პუტინს და ქვეყნებს გაწყვეტილი კავშირების აღდგენისკენ მოუწოდეს.
გიორგი არველაძემ ”იმედი”-ს მფლობელი ჰოლდინგის ხელმძღვანელმა ”როიტერ”-ს განუცხადა, რომ მიზანი იყო „იმ რეალური საფრთხის ჩვენება, რომელიც მართლაც შეიძლებოდა მომხდარიყო”.
ათობით გაბრაზებული ქართველი ”იმედ”-თან შეიკრიბა, სადაც ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს ხუმრობა საზარელი იყო.











