საქართველოს ოპოზიცია მთავრობას სატელევიზიო „ომი“-ს გამო ადანაშაულებს
![]()
კვირას საქართველოს ოპოზიციამ მთავრობას ბრალი დასდო იმაში, რომ ის იმ ყალბი „ახალი ამბების“ უკან იდგა, სადაც ითქვა, რომ ოპოზიციის მოწოდებით დედაქალაქისკენ რუსული ტანკები დაიძრა და ამით საყოველთაო პანიკა გამოიწვია
ბევრი იმ ადამიანისთვის, რომელმაც შაბათს საღამოს პრო-სახელისუფლებო არხის „იმედი“-ს ეთერში 20 წუთიან რეპორტაჟს უყურა, გადაცემა ქვეყნის 2008 წლის აგვისტოში რუსეთთან ხუთდღიანი ომის პერიოდში დაბრუნების მცდელობა იყო.
სიუჟეტის სცენარის მიხედვით, მერის არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა ლიდერებმა, რომელიც თბილისში მაისის ბოლოს იგეგმება, დღეს სამხრეთ-ოსეთში დისლოცირებულ რუსეთის არმიას ქვეყანაში დაწყებულ პოლიტიკურ მღელვარებაში ჩარევა სთხოვეს.
„იმედ“-ს, რომელსაც პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო მოკავშირე მართავს, არ დაუმალავს რომ რეპორტაჟი იმ შეხვედრებზე პასუხი იყო, რომლებიც ორმა ოპოზიციურმა ლიდერმა მოსკოვში რუსეთის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინთან გასული წლის ბოლოს და ამ თვეში გამართეს.
არხის განცხადებით, მიზანი მოვლენების შესაძლო განვითარების დემონსტრირება იყო.
ოპოზიცია განრისხდა და განაცხადა, რომ ამ ტრიუკმა ხელახლა გააჩინა კითხვები სააკაშვილის მმართველობის დროს სახელმწიფოს მხრიდან მედია-საშუალებებით მანიპულირებაზე, რაზეც საერთაშორისო დამკვირვებლები საუბრობენ.
მთავრობის ჩინოვნიკები ამ ფაქტთან კავშირს უარყოფენ. კითხვაზე: იყო თუ არა სააკაშვილი საქმის კურსში ამ რეპორტაჟთან დაკავშირებით ვიდრე ის ეთერში გავიდოდა, მისმა პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.
„რეპორტაჟის მომზადებასა და მის შედეგებზე მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, რომელმაც საკუთარი ხალხის მიმართ ტერორის წარმოების მიზნით ფაქტობრივად მთელი სატელევიზიო სივრცის მონოპოლიზაცია მოახდინა“ – ნათქვამია ოპოზიციური მოძრაობა „ალიანსი საქართველოსთვის“ განცხადებაში.
სიმულაცია
რეპორტაჟი რომელიც წამყვანმა წარადგინა როგორც „საქართველოს ისტორიის ყველაზე ცუდი დღის“ იმიტიაცია, ეთერში ისე გადაიცემოდა, რომ მასზე არ იყო ცხადად მითითებული, რომ ის ნამდვილი არ იყო. მობილური ტელეფონების ქსელი გადაიტვირთა, სასწრაფო დახმარების სამსახურებმა კი განაცხადეს, რომ გამოძახებების რიცხვმა იმატა.
ბევრი ქართველი სახლისკენ გაიქცა, ზოგიერთმა რუსულმა მედია-საშუალებამ კი რეგულარული მაუწყებლობა შეწყვიტა.
„იმედ“-მა, რომელიც ერთ დროს ოპოზიციური მაუწყებელი იყო, ვიდრე 2007 წელს ის სააკაშვილის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს პოლიციამ არ დახურა, თავდაპირველად რეპორტაჟის წარდგენის ფორმაზე ბოდიში მოიხადა.
სააკაშვილმა პანიკის გამოწვევის გამო არხი გააკრიტიკა, თუმცა განაცხადა რომ სცენარი რეალობასთან ახლოს იყო.
„ეს მართლაც უსიამოვნო ფილმი იყო, მაგრამ ყველაზე უსიამოვნო ის არის, რომ ეს ყველაფერი ძალიან ახლოსაა სინამდვილესთან, იმასთან რაც შეიძლება მოხდეს და იმასთან რაც საქართველოს მტერს აქვს ჩაფიქრებული“ – სააკაშვილის კვირას გაკეთებული ეს განცხადება ადგილობრივმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს.
რეპორტაჟში აქცენტი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ზურაბ ნოღაიდელის და ნინო ბურჯანაძის ქმედებებზე გაკეთდა, რომლებიც პუტინს შეხვდნენ და განაცხადეს, რომ ორ ქვეყანას შორის კავშირები უნდა აღდგეს.
2008 წელს რუსეთმა დამანგრევლად უპასუხა აშშ-ს მოკავშირე საქართველოს თავდასხმას აჯანყებულ რეგიონზე სამხრეთ-ოსეთზე და ტანკები თბილისთან 45 კილომეტრის დაშორებით განათავსა.
„ისინი, ვინც ხელს ართმევს ადამიანებს, რომლებსაც ეს ხელები ყველა ეროვნების ქართველის სისხლში აქვთ გასვრილი, პატივისცემას ვერასდროს დაიმსახურებენ“ – განაცხადა სააკაშვილმა.










