ერთი რეპორტაჟით აღშფოთებული საქართველო

le figaro

მოსკოვსა და თბილისს შორის წელიწადნახევრის წინ გაჩაღებული ომის შემდეგ, საქართველოში ერთი სატელევიზიო არხის ქმედებას მწვავე კრიტიკა მოჰყვა. ამ არხის ეთერში გასულმა ყალბმა რეპორტაჟმა საქართველოში რუსების შემოჭრის შესახებ, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია

„ბევრმა ადამიანმა ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღო“ – პროტესტს გამოსთქვამს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ერთ დროს თანამდებობიდან გადადგა და ამის მიზეზად მიხეილ სააკაშვილი დაასახელა. „მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაცემის თითოეული წამი სააკაშვილთან იყო შეთანხმებული. აღმაშფოთებელია მოსახლეობის მიმართ ხელისუფლების ასეთი ქცევა” – განუცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ სააგენტო „ფრანს-პრეს“-ს.

ეს რეპორტაჟი „მართლაც უსიამოვნო იყო“ – განაცხადა თავის მხრივ ბატონმა სააკაშვილმა – „მაგრამ ეს ძალიან ახლოსაა იმასთან, რაც საქართველოს მიმართ მის მტრებს აქვთ ჩაფიქრებული“ – სთქვა მან და მინიშნება რუსეთზე გააკეთა.

2008 წლის აგვიტოს ხანმოკლე ომის ფრაგმენტების ჩვენების დროს, დამოუკიდებელი არხის „იმედი“-ს სიუჟეტში ითქვა, რომ რუსული ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ და პრეზიდენტი სააკაშვილი მოკლეს. გადაცემის დასაწყისში გაკეთდა მოკლე განცხადებამ, რომ საქმე „სიმულაციას“ ეხებოდა, თუმცა რეპორტაჟის დროს მას გაფრთხილება თან არ ახლდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ყალბი „ახალი ამბების“ გავრცელებას, სასწრაფო დახმარების სამსახურში გამოძახებების მატება მოჰყვა, ადამიანებში გულის წასვლის და გულის შეტევების შემთხვევები დაფიქსირდა. „იმედ”-მა გადაცემის გამო ბოდიში მოიხადა.

სატელევიზიო არხს ხელისუფლებაში რევოლუციით მოსული მიხეილ სააკაშვილის ახლობელი ხელმძღვანელობს.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.