საქართველო: რუსეთის თავდასხმის გამოცხადებით ერთი ტელევიზია მოსახლეობაში პანიკას თესავს

lepoint_jur

შაბათს, ყალბ საინფორმაციო გამოშვებაში გასულ ცნობას  საქართველოზე რუსეთის თავდასხმის შესახებ, მოსახლეობაში პანიკა მოჰყვა

დამოუკიდებელმა ტელეკომპანია „იმედ“-მა 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომის ფრაგმენტები აჩვენა და განაცხადა, რომ რუსული ტანკები დედაქალაქისკენ დაიძრნენ, რუსული ავიაცია ქვეყნის აეროპორტებს და ხიდებს ბომბავდა და მხოლოდ რეპორტაჟის დასრულების შემდეგ განმარტა, რომ ამით არხს მოსალოდნელი რეალობის ჩვენება სურდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ყალბი „ახალი ამბების“ გამოშვების დროს, სასწრაფო დახმარების სამსახურების გამოძახების რიცხვმა იმატა.

სააგენტო „ინტერ-პრესი“ იუწყება, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების თქმით, ცრუ ინფორმაციის გავრცელების შედეგად მოსახლეობაში გულის შეტევის და გულის წასვლის შემთხვევები დაფიქსირდა. სააგენტო დასძენს, რომ ქალაქ გორში, რომელიც 2008 წლის ომის შედეგებით ყველაზე მეტად დაზარალდა, ასობით მოქალაქე პირველადი პროდუქტის შესაძენად მაღაზიებს მიაწყდა.

მობილური სატელეფონი ქსელი გადატვირთვის გამო გაითიშა.

საქართველოს მთავრობის პასუხისმგებელმა პირებმა მომხდარი ფაქტის გამო აღშფოთება გამოხატეს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პრეს–სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, რომ საინფორმაციო გამოშვების დროს მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ახალი ამბები მოდელირებული იყო და დასძინა, რომ ეს გადაცემა ყველანაირ ჟურნალისტურ ეთიკას გასცდა.

2008 წელს, რუსეთის არმია საქართველოში მას შემდეგ შეიჭრა, რაც ქართული შეიარაღებული ძალები მოსკოვის მხარდაჭერილ თვითგამოცხადებულ რეგიონზე სამხრეთ–ოსეთზე კონტროლის აღდგენას შეეცადა.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.