ყალბ რეპორტაჟს საქართველოში პანიკა მოჰყვა
![]()
იმის დემონსტრირებისთვის, რომ საქართველოზე რუსეთის თავდასხმა მოსალოდნელია, ქართულმა ტელეკომპანია „იმედ“-მა მოსახლეობას აფიქრებინა, რომ ეს ფაქტი მართლაც მოხდა. ტრამვირებულმა მოსახლეობამ ეს მართლაც დაიჯერა
საქართველოს 2008 წლის აგვისტოში რუსეთის თავდასხმის შედეგად მიღებული ჭრილობები ჯერ არ მოუშუშებია. შაბათს, ქართულმა ტელეარხმა „იმედ”-მა ეთერში თვითნებურად გადასცა ყალბი საინფორმაციო გამოშვება, რომელშიც რუსების ახალი ინტერვენციის შესახებ ირწმუნებოდა. ეთერში 2008 წლის აგვისტოს რუსეთ–საქართველოს ომის ხედებს და სახეებს აჩვენებდნენ. კომენტატორი აცხადებდა, რომ რუსული ტანკები თბილისისკენ მოიწევდნენ და რუსული ავიაცია ხიდებს და აეროპორტებს ბომბავდა. არხმა მაყურებელს მხოლოდ გადაცემის ბოლოს აცნობა, რომ რეპორტაჟი იმიტირებული იყო და ამ ფორმით, მათ მხოლოდ იმის ჩვენება სურდათ, თუ რა შეიძლებოდა მომავალში მომხდარიყო.
განმარტება დაგვიანებული აღმოჩნდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, იმიტირებულმა „ახალმა ამბებმა“ ქალაქში სასწრაფო დახმარების სამსახურების გამოძახების რიცხვი გაზარდა. გორში კი ქალაქში, რომელიც ომის შედეგებით ყველაზე მეტად დაზარალდა, ასობით ადამიანი პირველადი აუცილებლობის პროდუქტის შესაძენად მაღაზიებს მიაწყდა. სასწრაფო დახმარების სამსახურებმა კი გულის შეტევის და გულის წასვლის შემთხვევების ზრდა დააფიქსირა.
ეს იმის მსგავსი ეპიზოდი იყო, რაც ერთხელ ამერიკაში მოხდა, როდესაც ორსონ უელსმა ქვეყნის მოსახლეობა უცხოპლანეტელების შემოსევაში დაარწმუნა. საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გადაცემა დაგმეს. მიხეილ სააკაშვილის პრეს–სპიკერმა აღნიშნა, რომ რეპორტაჟზე მკაფიოდ უნდა ყოფილიყო მითითებული, რომ ის მოდელირებული იყო და დასძინა რომ გადაცემამ ჟურნალისტური ეთიკის ყველა ნორმა დაარღვია.











