ნამდვილი რევოლუცია წინ არის

der_standard_logo1

იოზეფ კირჰენგასტი

რუსეთის შიდა განვითარება – ცენტრალური აზიის სტაბილურობის გასაღები

2003 – „ვარდების რევოლუცია“ საქართველოში; 2004 – „ნარინჯისფერი რევოლუცია“ უკრაინაში; 2005 – „ტიტების რევოლუცია“ ყირგიზეთში. 2010? საქართველოს ყოფილი რევოლუციონერი სააკაშვილი მართავს, რომლის დემოკრატიულ შეხედულებებზე საფუძვლიანი ეჭვები არსებობს და რომელმაც ქვეყანა რუსეთთან კატასტროფულ ომამდე მიიყვანა. თებერვალში, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვთან დაახლოებულმა კანდიდატმა, წარსულში არჩევნების გამყალბებელმა იანუკოვიჩმა გაიმარჯვა და მისი წინამორბედის ჩრდილო-ატლანტიკური ამბიციები თაროზე შემოაწყო.

და ყირგიზეთშიც სისხლიანი არეულობების შემდეგ, მთავრობა ოპოზიციონერმა ოტუმბაევამ ჩაიბარა. რუსეთმა მისი ცნობა არ დააყოვნა. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის პირობებში, რომელიც ძველი ადგილობრივი ისტებლიშმენტის წარმომადგენელია, ორმხრივ ურთიერთობებში არანაირი პრობლემები მოსალოდნელი არ არის.

საერთო ჯამში, რუსეთი მის „ახლო სამეზობლოში“ მიმდინარე პროცესებით კმაყოფილი უნდა იყოს, რევოლუციის ვირუსისადმი შიში უსაფუძვლოა. დასავლეთიც იძულებულია ამ ტიპის სტაბილურობას შეეგუოს. ევროპა ენერგეტიკული პოლიტიკის თვალსაზრისით რეგიონზე გამორჩეულადაა დამოკიდებული. საერთო ჯამში დასავლეთს, ისევე როგორ რუსეთს შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება, კერძოდ ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და ავღანეთში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.

რამდენად მოჩვენებითია ეს სტაბილურობა და რამდენად არის ის დამოკიდებული თავად რუსეთის შიგნით მიმდინარე პროცესებზე იმ ტერაქტების გათვალისწინებით (სავარაუდოდ შურისძიების აქტები, რომლებიც მიმართული იყო ჩრდილოეთ-კავკასიაში ისლამისტი ექსტრემისტების წინააღმდეგ რუსეთის ე.წ. ანტი-ტერორისტული ოპერაციების წინააღმდეგ), რომლებიც ახლახანს მოსკოვის მეტროში განხორციელდა. „სეპარატისტული ტერორიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლა „შანჰაის ორგანიზაციის“ ძირითად მიზანს წარმოადგენს. მასში გაწევრიანებულები არიან რუსეთი, ჩინეთი და შუა აზიის ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები: ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი.

პეკინმა ბიშკეკის მოვლენებთან დაკავშირებით „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა, როგორც სჩანს გაიხსენა რა ყირგიზეთის მოსაზღვრე, ძირითადად მუსულმანებით დასახლებული ქვეყნის დასავლეთ რეგიონი სინცზიანი, სადაც შარშან ანალოგიური სისხლიანი შეტაკებები მოხდა.

შანჰაის ორგანიზაცია – ნახევრად დემოკრატიული და ავტორიტარული სახელმწიფოების კავშირია, სადაც ადამიანის უფლებების სფეროში სერიოზული პრობლემები არსებობს. მისი გაუმჟღავნებელი მიზანი მმართველი სახელმწიფო ელიტების შენარჩუნება და რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების გავლენის შეზღუდვაა, თუმცა ყველა ამ სახელმწიფოს ცენტრალიზებული ავტოკრატიული მმართველობის სისტემა მუდმივი დაბრკოლებაა დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული განვითარებისთვის. შესაბამისად, კავშირი  სტაბილურობის ნაცვლად, არასტაბილურობას უწყობს ხელს.

გეოგრაფიულად, ისტორიულად, კულტურულად და ეკონომიკურად რუსეთი ცენტრალური აზიის ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოა. რეგიონში ხანგრძლივი სტაბილურობის მისაღწევად, ძირითადი ყურადღება რუსეთის განვითარებას უნდა მიექცეს. ამ ქვეყანაში ნამდვილი დემოკრატიზაცია და დეცენტრალიზაცია წამახალისებელ ეფექტს იქონიებდა მეზობლებზეც.

ამის აქტიური ხელშეწყობისთვის (და ანტი-ამერიკული განწყობების ლიკვიდაციისთვის) დასავლეთი საკუთარ აჩრდილს უნდა გადაახტეს და მოსკოვს ნატო-ში გაწევრიანება შესთავაზოს. ახლახანს, ამ მოწოდებით ჟურნალ Spiegel-ის ფურცლებზე უსაფრთხოების სფეროში ცნობილი გერმანელი ექსპერტები გამოვიდნენ. უდაოდ სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ ევრო-აზიურ რეგიონში არსებული პრობლემისთვის ეს აუცილებელია.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.