როგორ ჩაიშალა რუსეთის წინააღმდეგ მიმართული „თავისუფლებისთვის ბრძოლა“
![]()
დენიელ ლარისონი
წინა პუბლიკაციასთან დაკავშირებით, მხოლოდ იმის დამატება მსურს, რომ დასავლეთში ბაკიევის დამხობა არავის უხარია, არავინ უმღერის ოდებს ყირგიზთა „სახალხო ნებას“, არავინ ქმნის პრემიერ-მინისტრ როზა ოტუნბაევას სადღესასწაულო და ენაწყლიან პრეს-პორტრეტებს
დასავლელი ენთუზიასტები იდიოტებივით ხარობდნენ, როდესაც ყირგიზეთის წინა ავტორიტარული პრეზიდენტის შემდეგ, ქვეყანაში უარესი დიქტატურა დამყარდა, ხოლო დღეს როდესაც ნამდვილი სისხლიანი ტირანი სახალხო აჯანყებით დაამხეს, რატომღაც ყველა დადუმდა.
ერთის მხრივ ეს ძალიან კარგია. შესაძლოა დასავლელმა დამკვირვებლებმა როგორც იქნა გააცნობიერეს, რომ სამყაროს მეორე ბოლოში სისხლიანი შეტაკებები სულაც არ არის ის რაც მათ ეჩვენებათ, უკვე დროა იმის გაგება რომ ამ მოვლენების გამომწვევ მიზეზებს ჩვენთან თითქმის არანაირი ან საერთოდ არანაირი კავშირი არა აქვთ.
ყოველთვის, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ვიღაცის მხარეს დავდგეთ ან მათ მორალური ან პოლიტიკური მხარდაჭერით ვასიამოვნოთ, ეს ხელს გვიშლის იმის გარკვევაში, თუ რა ხდება იქ სინამდვილეში, შესაბამისად არ გვესმის, რეალურად რაში მდგომარეობს ამერიკის ინტერესები. რაც უფრო ნაკლებად შევუწყობთ ხელს პიროვნების კულტის შექმნას ყველასთვის უცნობი უცხოელი ლიდერების ირგვლივ, მით უფრო მაღალი იქნება ჩვენი საგარეო პოლიტიკური საქმიანობისა და ზოგადად პოლიტიკის ხარისხი.
რა თქმა უნდა ეს დუმილიც იმას გვახსენებს, რომ დემოკრატებს და სხვა ენთუზიასტებს არ უყვართ იმ ტირანების დამხობის აღნიშვნა, რომლებიც ვაშინგტონის მოკავშირეები იყვნენ.
და მაინც გაოცებას იწვევს ის რომ ვიღაც ჯერ კიდევ ჩივის კიდეც, რომ რუსეთმა გაბედა აჯანყებაში მონაწილეობა. ბაკიევი ამაზრზენი მმართველი იყო. ახალი მთავრობა კი, როგორც სჩანს, მასზე ოდნავ უკეთესი მაინც არის, ასე რომ არ არსებობს იმაზე ნერვიულობის განსაკუთრებული საფუძველი, რომ ყირგიზეთის ახალი ხელისუფლება აშშ-ს არ მისცემს “მანასის“ გამოყენების უფლებას, იმავდროულად ჩვენ ისეთი იშვიათი სანახაობის მოწმენი გავხდით, როდესაც მოსკოვი უცხოელ ხალხს იმ მთავრობის დამხობაში დაეხმარა, რომელსაც როგორც ის მიიჩნევს მის ინტერესებს ზიანს აყენებს. სწორედ იმ სტანდარტებით, რომლებსაც ჩვეულებრივ დემოკრატები იყენებენ ხოლმე, ეს ყველაფერი ძალიან კარგია.
იმით რომ რუსეთმა მხარი დაუჭირა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყებას, მე მხოლოდ ვრწმუნდები, რომ რუსეთის მთავრობა პრაგმატიკოსების, ავტორიტარების და პოპულისტებისგან შედგება, რომლებიც მზად არიან იმოქმედონ, რათა მოიპოვონ და შეინარჩუნონ მსოფლიოში წამყვანი ზესახელმწიფოს პოზიციები. ასე რომ არანაირი იდეოლოგიური მოსაზრებები მათ ხელს არ შეუშლის ავტორიტარული მთავრობების წინააღმდეგ მებრძოლ ოპოზიციონერებს დაეხმარონ.
როლი რომელიც რუსეთმა ბაკიევის დამხობაში ითამაშა – დამატებითი საბაბია იმისთვის, რომ ეჭვი შევიტანოთ რობერტ კაგანის თეორიის სამართლიანობაში დემოკრატიას და ავტორიტარიზმს შორის (ან ისეთ ცნებებს შორის, რომლებსაც ავტორი თავად აძლევს ავტორიტარიზმის კლასიფიკაციას) ცალსახა წინააღმდეგობის შესახებ, რომ თითქოს მხოლოდ ეს ურთიერთწინააღმდეგობა აყალიბებს 21-ე საუკუნეში ყველა გეოპოლიტიკური პროცესს.
ასევე შესაძლებლია, რომ დემოკრატიზაციის პროცესის გაგრძელებას ახალი დემოკრატიების და განვითარებადი დემოკრატიული სახელმწიფოების იმ ავტორიტარულ სახელმწიფოებთან გაერთიანება მოჰყვეს, რომლებიც სახელმწიფოს სუვერენიტეტის და სტატუს ქვოს შენარჩუნებას ემხრობიან. ასეთი რამ უკვე მოხდა, როდესაც აშშ-ს და ევროპის ქვეყნების წინააღმდეგ მთელი რიგი რთული საერთაშორისო საკითხების ირგვლივ „ბრიკის“ გაერთიანება შეიქმნა. ამ მაგალითს ბაძავენ სხვა მსხვილი დემოკრატიული ქვეყნებიც, ხოლო მსოფლიოს გამოკვეთილად ავტორიტარული სახელმწიფოები უკვე სარგებლობენ იმით, რომ დემოკრატიზაცია კი არ განამტკიცებს, არამედ არყევს აშშ-ს ჰეგემონიას მსოფლიოში და იყენებენ იმ ახალ შესაძლებლობებს, რომლებიც მრავალფეროვანი ინტერესების უფრო თამამი გამოხატვის, შესაბამისად დემოკრატიზაციის პროცესის წყალობით გაჩნდა.
ყირგიზეთში შექმნილი ახალი სიტუაცია აშშ-ს და რუსეთს შესაძლებლობას აძლევს შეთანხმდნენ იმაზე, რომ პოსტ-საბჭოთა სივრცეში რუსეთს ინტერესებიც და გავლენაც გაცილებით მეტი აქვს, თუნდაც იმიტომ რომ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მცხოვრებლებს ეს სჭირდებათ, თუმცა ამან ხელი არ უნდა შეუშალოს კონსტრუქციული ურთიერთობების ჩამოყალიბებას აშშ-ს და ამ რესპუბლიკებს შორის. როგორც Gallup-ის გამოკითხვებმა ცხადყო, თითქმის ყველა პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკაში არსებობენ ამომრჩეველთა თუნდაც უმნიშვნელო ჯგუფები, რომლებიც ემხრობიან კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას როგორც ამერიკასთან, ასევე რუსეთთან.
ვიდრე ჩვენი მთავრობა არ ითხოვს, რომ ამ სახელმწიფოებმა ვაშინგტონთან ურთიერთობები რუსეთთან და რუსული გავლენისადმი მტრულ დამოკიდებულებაზე ააგონ და ვიდრე ვაშინგტონს არ გაუცნობიერებია, რომ უსაფრთხოებისთვის ამ ქვეყნებთან ურთიერთობების ხასიათი შეზღუდული და დროებითია, არ არსებობს გავლენისთვის კონკურენციის აუცილებლობა, რადგან ეს თავად ამ ქვეყნებს აზიანებს და მათთან ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს წამლავს. 2005 წლის მოვლენებამდე აკაევი ვაშინგტონთან და მოსკოვთან ურთიერთოებში ბალანსის შენარჩუნებას კარგად ართმევდა თავს. ხოლო წინა მთავრობის აუხსნელმა, ისტერიის ზღვარზე არსებულმა ანტი-რუსულმა პოზიციამ წინა მთავრობის ეს ბალანსი დაანგრია. შეიძლება ითქვას, რომ ამ შეცდომის გამოსწორების დრო დადგა.
ყველაფერზე თავად ფაქტები მეტყველებენ: გეოგრაფიულად ყირგიზეთი რუსეთთან ახლოს მდებარეობს, დაახლოებით მილიონი ყირგიზი ამ ქვეყანაში მუშაობს, ანუ პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირები მათ შორის ძალიან მტკიცეა. ბუნებრივია, რუსეთი მოახდენს გავლენას ისეთ პატარა და ღარიბ მეზობელზე, როგორიც ყირგიზეთია – ის მსგავს გავლენას ახდენს ყველა სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაზე. იყო თუ არა აჯანყება წინასწარ დადგმული? არსებობს იმის საფუძველი ვიფიქროთ რომ იყო, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა ის წარმატებით დასრულებულიყო, რომ არა მტკიცე ნიადაგი, რომელიც არსებობდა ბაკიევის მმართველობით საყოველთაო უკმაყოფილების სახით.
2008 წლის საქართველოს ომის, 2010 წელს უკრაინის პრეზიდენტად იანუკოვიჩის არჩევის, ახლა კი ბაკიევის დამხობის შემდეგ, მათ ვისაც „თავისუფლებისთვის ბრძოლა“ პოსტ-საბჭოთა სივრცეში აშშ-ს ჰეგემონიის დამკვიდრების ინსტრუმენტად მიაჩნიათ, უნდა აღიარონ რომ მათი მეგობრული ანტი-რუსული კამპანია მთლიანად ჩაიშალა. იმავდროულად ძალიან დაზიანდა აშშ-რუსეთის ურთიერთობები და მათი გამოსწორება მხოლოდ ახლა დაიწყო, არადა აშშ-ს არაფერი ისეთი არ მიუღია რაც მას არ გააჩნდა და ხელისუფლებაში საბოლოო ჯამში სამი დამხობილი რეჟიმი მოიყვანა (მათგან ორი მაინც ნაკლებად სისხლიანი და ავტორიტარული იყო, ვიდრე მათი წინამორბედები და სამივე შემაშფოთებელი არაკომპეტენტურობით გამოირჩეოდა). დროა ამ ნანგრევებიდან ყველაზე ღირებული ნამსხვრევები ავარჩიოთ და იმით დავიწყოთ, რომ ყირგიზეთის მთავრობასთან სრულყოფილი ურთიერთობები დავამყაროთ და მოსკოვს გავაგებინოთ, რომ ჩვენ აღარ შევეცდებით ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მისი ორბიტიდან გამოყვანას.











