ქართველ მინისტრს ვანკუვერში, კლუბში გახდაში ადანაშაულებენ
![]()
კატია ჰოლოვეი
ვანკუვერი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პიკანტურმა ფოტომ, რომელიც, როგორც ამბობენ ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული საერთაშორისო მედიაში ფურორი გამოიწვია
28 წლის ვერა ქობალია, რომელიც ვანკუვერში ცხოვრობდა და განათლება BCIT-ში (ბრიტანული კოლუმბიის ტექნოლოგიების ინსტიტუტი) აქვს მიღებული, ნახევრად გახდილი ქალების ჯგუფთან ერთად ვულგარულ პოზაშია გადაღებული.
რუსული მედია შეტევაზე გადავიდა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თავის კაბინეტში ”სტრიპტიზის მოცეკვავის” დანიშვნის გამო აკრიტიკებს.
ბრიტანული Independent-ი იუწყება, რომ სააკაშვილმა შავგვრემანი ლამაზმანი მინისტრის თანამდებობაზე მას შემდეგ დანიშნა, რაც მას თებერვალში ზამთრის ოლიმპიადიაზე ვანკუვერში ვიზიტისას შეხვდა.
ქართველი ქობალია კანადაშია გაზრდილი. საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მისი ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად მან 1999 წელს King George-ის სკოლა დაამთავრა, ხოლო 2004 წელს BCIT.
ვებ-გვერზე ასევე ნათქვამია, რომ ქობალია ვანკუვერში Global TV-ში და CBC-ში ტელეპროდიუსერად მუშაობდა.
მაგრამ Global TV-ის „ნიუსრუმში“ მისი სახელის გახსენება ვერავინ შესძლო, ხოლო პეტრა მენერმა, Global-ის ადამინური რესურსების დეპარტამენტიდან განაცხადა, რომ ქობალიას სახელი უწყისებში არსადაა დაფიქსირებული.
BCIT-ი არც დაადასტურებდა და არც უარყოფდა იმას დაასრულა თუ არა მან სწავლა, რადგან სტუდენტების პრივატულობის დაცვა მისი პოლიტიკაა.
ქობალიას ეს სარისკო ფოტო, რომელიც თან ახლავს წერილს, Facebook-იდან, ქობალიას სახელით რეგისტრირებული გვერდიდანაა აღებული, მაგრამ მინისტრი უარყოფს რუსეთის მედიის განცხადებებს იმის თაობაზე, რომ სურათი ვანკუვერის სტრიპტიზ-კლუბშია გადაღებული.
როგორც Independent-ი იუწყება, ქობალია დაჟინებით ამტკიცებს, რომ სურათი 10 წლის წინაა გადაღებული, როდესაც ის ფლორიდაში არდადეგებს ატარებდა.
მოყვანილია მისი სიტყვები – ”თუ ყველაზე ცუდი რამ, რაც ოპოზციამ ან ნებისმიერმა სხვამ ჩემს შესახებ შეიძლება მოიძიოს, ჩემი კოლეჯის დროინდელი ძველი სურათია, მე ამაში არაფერს ცუდს არ ვხედავ”.










