საქართველო: თბილისი ცდილობს სვანეთი შვეიცარიად აქციოს

EurAsiaNet NEW

მოლი კორსო

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაცია თამამი გეგმის განხორციელებას ცდილობს  და  საქართველოს მთების ყველაზე მაღალი მწვერვალები უნდა რომ მსოფლიო კლასის დასასვენებელ  სივრცედ აქციოს. პროექტის განხორციელება მიმდინარეობს, თუმცა კვლევა რომელმაც უნდა შეაფასოს გარემოს მდგრადობა, ჯერ არ დასრულებულა

სვანეთის რთულად მისაღწევი რეგიონი, რომელიც ჩრდილოეთით რუსეთს ესაზღვრება, ხოლო დასავლეთით  სეპარატისტულ აფხაზეთს, უკვე კარგადაა ცნობილი მისი ტრადიციებისა და გამაოგნებელი ხედების გამო.  მიუხედავად იმისა, რომ დაგებული გზები (პირველი 1950 წელს აშენდა), ჯერ კიდევ მიტოვებულია, რეგიონი სულ უფრო პოპულარული ხდება მოგზაურებსა და თავგადასავლების მაძიებელ ტურისტებს შორის.  ტურიზმის დეპარტამენტის გათვლით,  სვანეთს  2010 წელს 10 000 ადამიანი ეწვია, ანუ 40%-ით მეტი ვიდრე შარშან.

სააკაშვილის ადმინისტრაციის ჩინოვნიკები ახლა იმედოვნებენ, სვანეთი კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწიონ და ის ”კავკასიის შვეიცარიად აქციონ”, სადაც იქნება ყველაფერი: სათხილამურო ტრასები და საჰაერო მიმოსვლა შავი ზღვის კურორტებთან. პროექტმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკვე შექმნა 200 სამუშაო ადგილი.

დაიწყო 182 კილომეტრიანი ტრასის მშენებლობა, რომელიც ადგილობრივ დედაქალაქამდე მესტიამდე მიდის, ხოლო მესტიის აეროპორტი განახლდება ისე, რომ მან კომერციული რეისების მიღება შესძლოს. პროექტი, რომლის მთლიანი ღირებულება შეფასებულია 45 მილიონი ლარის ზევით (დაახლოებით $25მილიონი), 2011 წლისთვის უნდა დასრულდეს. დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტიდან მოდის, მათ შორისაა  აზიის განვითარების ბანკის სესხი – $300 მილიონი.

ამ ბოლო დროს მესტიაში მოგზაურობისას, მე-12 საუკუნის იმ თავდაცვითი კოშკების ჩრდილქვეშ, რომლებიც მთელს ხეობაშია მიმოფანტული, ხმაურიან მშენებლობებს  იხილავდით. ახალი გზის 40 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დასრულებულია. დამთავრებულია  აეროპორტის მთავარი კონტურებისა და მისი ახალი ასაფრენი ბილიკის მშენებლობაც. პირველი სათხილამურო ბილიკი დეკემბერში გაიხსნება.

პროექტის განხორციელების საწყის ეტაპზე მშენებლები ერთ უჩვეულო პრობლემას შეეჯახნენ: მთის მოსახლეობაში საკუთრების ფარგლები ცუდადაა აღრიცხული, რადგან საკუთრება სვანეთში თაობების განმავლობაში ოჯახებს ეკუთვნოდა და დოკუმენტების გარეშეც ამოიცნობოდა. საკუთრების ეს  ბუნდოვანება, სულ ცოტა ერთ შემთხვევაში მაინც, მიწის საკუთრებასთან დაკავშირებით თაღლითობის ბრალდების მიზეზი გახდა.

ივლისში მესტიის საკრებულოს წევრი ნელი ნავერიანი, მმართველი პარტიის ”გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური ოპონენტი,  იმ ბრალდებით დააპატიმრეს, რომ კანადელ ინვესტორს ნაკვეთის სანაცვლოდ ფულს სძალავდა, რომელიც ნავერიანის მტკიცებით მის ოჯახს ეკუთვნოდა.   ნავერიანის სამი ნათესავი ამავე ბრალდებით დააკავეს. ამ დაპატიმრებებმა პროტესტი გამოიწვია, რადგან ნავერიანის მხარდამჭერების აზრით, ინციდენტი პოლიტიკურად იყო მოტივირებული.

ნინა ხატისკაცი Transparency International Georgia-ს პროგრამის დირექტორი აღნიშნავს, რომ ნავერიანი ერთ-ერთი იყო მცირერიცხოვან ადამიანებს შორის, რომლებიც მაისში ადგილობრივი არჩევნებიდან ოპოზიციური კანდიდატების იძულებით ჩამოშორების მცდელობას დაუპირისპირდნენ. კიდევ ერთ აქტივისტს ემუქრებოდნენ და მისი ნათესავიც  აგვისტოში დააპატიმრეს.

”ეს ძალიან ცხადი გზავნილია – ადამიანებს, რომლებიც თავის აზრს ღიად გამოსთქვამენ და კრიტიკულად არიან განწყობილები – ყველა მათგანს პრობლემები შეექმნება”. მთავრობა უარყოფს იმას, რომ დაპატიმრებები პოლიტიკურადაა მოტივირებული.

მესტიის მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი შმაგი ნაგანი აღიარებს, რომ ადგილობრივები ”არ არიან ბედნიერები” ნავერიანის დაპატიმრების გამო, მაგრამ დაჟინებით ამტკიცებს რომ ინციდენტს პროექტით გამოწვეული ენთუზიაზმი არ შეუმცირებია.  ”ადამიანები არ არიან კმაყოფილები მაგრამ დამშვიდდნენ, რადგან ეგონათ, რომ მიწას კომპენსაციის გარეშე კარგავდნენ” – ამბობს ის.

ცენტრალური მთავრობა ერთ კვადრატულ მეტრში სამ ლარს (დაახლეობით $1.66) იხდის, არის ეს ნაკვეთი დარეგისტრირებული თუ არა. მშენებლობამ ფასებზე გავლენა მოახდინა -  ფასები დაახლოებით ოთხჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც სამუშაოები დაიწყო.

ამასობაში კი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები კურორტის ეკოლოგიურ მდგრადობაზე სვამენ კითხვებს. გარემოსდამცველები იმაზე მიუთითებენ, რომ სვანეთში ხშირია მეწყერი, ზვავი და ზოგადად ბუნებრივი კატასტროფები. ნაგანი დაჟინებით ამტკიცებს, რომ არც ერთი ობიექტი არ მდებარეობს ტრადიციულად  სახიფათო მიდამოების ახლოს. სამწუხაროდ ნაგანს მისი განცხადებების დამადასტურებელი  სარწმუნო მონაცამები არ გააჩნდა. ეს იმიტომ რომ გარემოზე ზემოქმედების შესწავლის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. შედეგების შესწავლას ქართული ორგანიზაცია Geographic და კანადური კომპანია Ecosign-ი აწარმოებენ.  გიორგი გოცირიძე, Geographic-ის თანადამფუძნებელი, რომლის შედგენილიცაა სათხილამურო ტრასების გენერალური გეგმა, ამბობს რომ კვლევა თითქმის დასრულებულია.

მაგრამ იმის გამო, რომ პირველი სათხილამურო ბილიკის გახსნამდე დეკემბერში, სულ რამდენიმე კვირაა დარჩენილი, როგორც სჩანს შესაძლო ეკოლოგიურ საფრთხეებზე საჯარო დისკუსიისთვის ცოტა დრო რჩება. მშენებლები ჯერ იმასაც კი ვერ ამბობენ, საბოლოოდ რამდენი სათხილამურო ბილიკი იარსებებს.

იმ იმედით რომ მშენებლობა რეგიონში შემოსავლების ნაკადს გააჩენს,  დაინტერესებული ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ მათ საშინაო დავალება შეასრულეს. ”ჩვენ სათხილამურო ბილიკების მშენებლობა შარშან დავიწყეთ” – ამბობს თეზო ჯაფარიძე, სასტუმროს თანამფლობელი, რომელსაც სათხილამურო კურორტის აშენების ინიციატივას მიაწერენ. ”(ოფიციალურმა პირებმა) ერთი კვირით ექსპერტები გამოაგზავნეს. მათ უნდა ენახათ, სად არის შესაძლებელი სათხილამურო ბილიკების მშენებლობა და სად  არა. მათ სთქვეს, რომ ჩვენი ადგილმდებარეობა საუკეთესოა ბილიკებისთვის”.

ადგილობრივ ოფიციალურ პირებს კურორტის კონცეფცია სვანეთის კეთილდღეობისთვის საუკეთესო შესაძლებლობად მიაჩნიათ. ”ტურიზმი, როგორც ასეთი, ერთადერთი გზაა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის”.

ორიგინალი

Print:
  • Print this article!
  • E-mail this story to a friend!

Comments are closed.