ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოლაპარაკებებისკენ

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ-კავკასიაში, პიტერ სემნები თბილისში 1 მაისს შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს, რომლებიც პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომას ისევ ითხოვენ და პარლამენტის სპიკერს, რომელიც ოპოზიციასთან მოლაპარაკებებსა და პილიტიკურ რეფორმებს ემხრობა
ამ ერთი კვირის განმავლობაში, ეს სემნების მეორე მცდელობა იყო – ის ცდილობს მხარეები პოზიციების კორექტირებაზე დაითანხმოს, რათა სამკვირიანი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, რაიმე კონსესუსის მიღწევა შესაძლებელი გახდეს.
სემნებიმ ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა – “ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვისაც, როგორც საქართველოს მეგობარისა და პარტნიორისთვის, რომ სიტუაცია რომელიც ახლა ქუჩებში გვაქვს პოლიტიკურ პროცესად გარდაიქმნას.”
მან წინადადებებს, რომლებიც ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააკაშვილის გადადგომის ალტერნატივად წამოაყენეს, საინტერესო უწოდა. ეს წინადადებები შეიცავდა საარჩევნო კოდექსის და მმართველობის სისტემის შეცვლას.
სემნები ასევე არ ეთანხმება იმას, რომ ორივე მხარე დიალოგის დაწყებამდე წინაპირობას აყენებს – “არ არის საჭირო იმ ნაბიჯების გაზვიადება, რომლებიც წინაპირობად ჩაითვლება. დიალოგის დაწყებამდე თავი უნდა ავარიდოთ წინაპირობების წამოყენებას. თუ ერთი მხარე დაიწყებს წინაპირობების წამოყენებას და ერთ პრობლემას მეორეს დაამატებს, მაშინ საქმე მოლაპარაკებამდე არასდროს მივა.”
1 მაისს ”რუსთავი 2”-ზე გამოსვლისას, ირაკლი ალასანია “ალიანსი საქართველოსთვის” ლიდერი, დაეთანხმა იმ მოსაზრებას, რომ ოპოზიცია მოლაპარაკებებში წინაპირობების გარეშე უნდა შევიდეს, მაგრამ ამავე დროს განაგრძოს საპროტესტო გამოსვლები.
ოპოზიციის ლიდერებმა თბილისის მერიაში უკვე შეიტანეს ოფიციალური მოთხოვნა 15-მაისამდე გამოსვლების გაგრძელების ნებართვის მისაღებად, ხოლო ”კონსერვატიული პარტი”-ის ლიდერმა 2 მაისს განაცხადა, რომ – ”საჯარო შენობების პიკეტირების ტაქტიკამ თავისი ეფექტურობა დაამტკიცა და ამიტომ არ შეიცვლება.”
კუკავა არ დაეთანხმა ტერმინს “ჩიხური სიტუაცია” და აღნიშნა, რომ – “ჩიხურ სიტუაციაში მთავრობაა და არა ოპოზიცია.”
ალასანიამ 1 მაისს განაცხადა, რომ პოლიტიკური დაპირისპირების გადასალახად რამდენიმე დღეში წამოაყენებს კონკრეტულ წინადადებებს. მან განაცხადა, რომ – ”დარწმუნებულია – თუ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები მართლაც შედგება, შესაძლოა კრიზისიდან გამოსასვლელი გზა გამოჩნდეს.”
ამავე დროს მან სინანული გამოსთქვა იმის თაობაზე, რომ ხელისუფლებამ ვერ შესძლო “კონკრეტული წინადადების” შემოთავაზება და უარყო ბაქრაძის წინადადება, როგორც ულტიმატუმი. ამ წინადადების თანახმად, ოპოზიციამ რამდენიმე დღეში უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა, 26 აპრილს ბაქრაძის მიერ გამოცხადებული რეფორმების პროცესში ჩართვა.
საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ოპოზიციურ პარტიას “საქართველოს გზა”-ს უდგას სათავეში, 1 მაისს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მხოლოდ მაშინ დაეთანხმება ბაქრაძის წინადადების განხილვას, თუ, ან როდესაც სააკაშვილი გადადგება.











