ბაიდენს მიაჩნია, რომ სახიფათო ტენდენციები რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში უნდა შეჩერდეს
![]()
მიუნჰენი, გერმანია – შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა უნდა დაასრულონ მოსკოვისა და ნატოს ურთიერთობების სახიფათო ”დრეიფი” და მოიძიონ სფეროები, რომლებშიც ისინი თანამშრომლობას შეძლებენ, შაბათს განაცხადა ჯო ბაიდენმა
მაგრამ მან ისიც თქვა, რომ შეერთებული შტატები ვერ მიიღებს იმ ფაქტს, რომ საქართველოს სეპარატისტული რეგიონები რუსეთის ”გავლენის სფეროს” ნაწილად იქცეს.
”შეერთებული შტატები არ ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ნატო რუსეთის მარცხით მოიგებს, ან რომ რუსეთის ძლიერება ნატოს სისუსტეშია” – განაცხადა მან უსაფრთხოების კონფერენციაზე.
”გასული რამდენიმე წლის განმვალობაში ჩვენ თვალს ვადევნებდით რუსეთისა და ჩვენი (ნატო) ალიანსის წევრებს შორის ურთიერთობათა სახიფათო განვითარებას”.
მან განახცადა, რომ რუსეთმა და ნატომ ავღანეთში თალიბებისა და ალ-ქაიდას დამარცხებისთვის უნდა ითანამშრომლონ, ერთად უნდა გაიკვალონ გზა ბირთვული არსენალის შემცირებისკენ.
მაგრამ მან დამატებით აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები რუსეთს ყველაფერში ვერ დაეთანხმება.
”მაგალითად შეერთებული შტატები არ აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. ჩვენ არ ვაღიარებთ გავლენის სფეროებს”.











