საქართველომ დაიწყო, მაგრამ რუსეთმა განაგრძო – არაპროპორციულად
![]()
სარედაქციო წერილი
ევროკავშირის დასკვნა ომზე ჭკუის სასწავლებელ გაკვეთილებს მხოლოდ მებრძოლი მხარეებისთვის არ შეიცავს
ვერდიქტი, რომელსაც რუსეთ-საქართველოს ომზე ევროკავშირის ასე ნანატრი დასკვნა შეიცავს, არაერთაზროვანი აღმოჩნდა, თუმცა მისი დასკვნები ისეთია, რომ საქართველო ყველაზე ცოტა ომზე ისევე აგებს პასუხს, როგორც რუსეთი და როგორც სჩანს უფრო მეტადაც. კერძოდ ანგარიში ასკვნის, რომ ომი საქართველოს თავდასხმით დაიწყო და ეს საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა გახლდათ. იმავდროულად, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის მხრიდან ამას წინ უძღოდა რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივი პროვოკაციები. მოსკოვს საპასუხო ქმედებების გამო, საერთაშორისო სამართლის დარღვევაშიც ადანაშაულებენ.
ეს ყაიმს არ ნიშნავს. არამედ იმას უფრო ჰგავს, რომ საქართველოს მისამართით შვიდი ბრალდებაა, მოსკოვის მიმართ კი ხუთი. იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველომ დასაწყისშივე მსოფლიოს დიდი ნაწილის კეთილგანწყობა მოიპოვა და უმრავლესობა მას დაზარალებულ მხარედ აღიქვამდა, ეს დასკვნა რუსეთის ცალსახა მორალურ და საინფორმაციო გამარჯვებას წარმოადგენს. ვინ დაიწყო ომი? – ეს არის კითხვა, რომელიც მოსკოვს პირველ რიგში უჩნდება და ამ კითხვაზე ისეთი პასუხი დაიდო, რომელიც მოსკოვის ქმედებებს გარკვეულწილად ამართლებს კიდეც.
რაც შეეხება უფრო კონკრეტულ ასპექტებს, დასკვნაში ამ მხრივაც ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. ანგარიშში აღნიშნულია, რომ: ჩნდება კითხვა იმის თაობაზე, თუ რამდენად გამართლებულია საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საქართველოს მხრიდან ცხინვალზე (სამხრეთ-ოსეთის დედაქალაქი) შეტევის განხორციელება. ამაზე კატეგორიული პასუხი გაისმის – “არა, არ არის გამართლებული.” წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთი სწორედ ამგვარი დასკვნის მიღწევას ცდილობდა და რა თქმა უნდა, ის ახლა ამას ეკიდება.
ის რომ ან დასკვნის მიხედვით ქართველი ლიდერები ანგელოზებად არ გამოჩნდებოდნენ, უკვე რამდენიმე კვირით ადრე გახდა ცხადი. ამ ქვეყნის დიპლომატებმა ზაფხულში ზიანის მინიმალიზაციისთვის სერიოზული ძალისხმევა გაიღეს და ამ კამპანიამ კულმინაციას ორი დღის წინ მიაღწია, როდესაც ისინი უამრავ სხვა დასკვნაზე აკეთებდნენ აქცენტს და ერთის მიმართ – “ვინ დაიწყო ომი?” – იგნორირებას ახდენდნენ, ხოლო რუსეთი საკვანძო კითხვად, სწორედ ამას მიიჩნევდა.
დასკვნა რუსეთს არა იმდენად იმ ქმედებებისთვის აკრიტიკებს, რომელიც მან სამხრეთ-ოსეთში მისი მოკავშირეების დასაცავად განახორციელა, რამდენადაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში მოწყობილი პროვოკაციებისთვის და ასევე იმისთვისაც, რაც ძალის გადამეტებად შეფასდა. დასკვნაში აღნიშნულია იმ “ხანგრძლივ ნგრევაზეც,” რაც ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ მიმდინარეობდა და რომელზეც დასკვნაში წერია, რომ ეს “არანაირად არ იყო გამართლებული.”
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რუსეთის მკაცრი პასუხი ეჭქვეშ აყენებს (თუმცა არა მთლიანად) იმ ფაქტს, რომ სიმართლე თავიდანვე რუსეთის მხარეს იყო.
ამ დასკვნაში რუსეთიც და საქართველოც საკუთარი თავის გამართლების საბაბს იპოვიან და ამას თავის პლიუსები და მინუსები აქვს. პლუსი – ის არის, რომ ორივე მთავრობას მოქალაქეებისთვის რაღაცის შეთავაზება შეუძლია და მათ არა აქვთ საფუძველი ამ დასკვნებს არ დაეთანხმონ, მინუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ თითოეულ მხარეს შეუძლია პასუხისმგებლობა თავის თავზე არ აიღოს და იმავდროულად უამრავი საბაბი მოძებნოს მოწინააღმდეგის დადანაშაულებისთვის. ეს ყველაფერი ძალიან პროგნოზირებადია და სიტყვების ომი განახლდა. ევროკავშირის, როგორც ომის შემდგომი შუამავლისა და აღნიშნული ანგარიშის მთავარი სპონსორის ღირსებისთვის უნდა ითქვას, რომ ამ მომენტისთვის მტრული საომარი ქმედებების ნიშნები არ არსებობს.
ამ ანგარიშში მოყვანილ დასკვნებს ყურადღება არა მხოლოდ დაპირისპირებულმა მხარეებმა უნდა მიაქციონ. როგორც კი ომი დაიწყო, ბრიტანეთის მთავრობამ და დასავლეთის ზოგიერთმა სახელმწიფომ მომენტალურად დაიწყეს რუსეთის კრიტიკა, მას ბოროტი ძალა უწოდეს და იმავდროულად საქართველოს უდანაშაულო მსხვერპლად წარმოადგენდნენ, რომელსაც დასავლური ორიენტაციისთვის სჯიან. ეს სტერეოტიპული პასუხი გახლდათ, რომლის საფუძველიც საკმარისად არსებობდა და ეს რუსეთს დასავლეთზე გაბრაზების საბაბს აძლევს.
სექტემბერი რუსეთის გარე სამყაროსთან ურთიერობის თვალსაზირისით ცუდი თვე არ იყო. ჯერ ერთი, პრეზიდენტმა ობამამ იმის შესახებ განაცხადა, რომ ის პოლონეთსა და ჩეხეთში ანტი-სარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე უარს ამბობს. შემდეგ ევროკავშირის დასკვნამ მას საქართველოსთან ომის გაჩაღების ბრალდება მოხსნა. ახლა ეს ორი დაბრკოლება აღარ არსებობს და შესაძლოა რუსეთი მხოლოდ ხმამაღალ ზეიმს თავს დაანებებს და მსოფლიოს მის უფრო კეთილგანწყობილ სახეს უჩვენებს.











