კლინტონი: რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის საბაზისო უფლებები დაიცვას
![]()
აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი ამბობს, რომ რუსეთისთვის მნიშვნელოვანია ადამიანის საბაზისო უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა, მათ შორის პოლიტიკურ პროცესებში ღიად მონაწილეობის უფლებისაც
კლინტონმა მოსკოვის სახელმწიფო უნოვერსიტეტის სტუდენტებს ოთხშაბათს განუცხადა, რომ – “მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ უფლება” აირჩიონ რა კანონების თანახმად იცხოვრებენ.
მან განაცხადა, რომ არაპოპულარული პოზიციის გაზიარება და “მიღებულ თვალთახედვასთან დაპირისპირება ინოვაციური საზოგადოების” მახასიათებელია.
კლინტონმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ ღირებულებების გამო გახდა ჟურნალისტებსა და უფლებადაცვით აქტივისტებზე ბოლოდროინდელი თავდასხმები რუსეთში ვაშინგტონისთვის “დიდი შეშფოთების” საგანი. ოთხშაბათს დილით ადგილობრივ რადიოსტუდიაში გამოსვლისას, კლინტონმა 2006 წელს მოკლულ ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიაზე ისაუბრა.
აშშ-ს უმაღლესი რანგის დიპლომატმა ისიც სთქვა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკან მოიტოვის “ცივი ომის” მწვავე დაპირისპირება.
კლინტონი მოსკოვის ორდღიან ვიზიტს მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრითა და თათრეთში, მოსკოვის აღმოსავლეთით მდებარე, ეთნიკურად განსხვავებულ რესპუბლიკაში სტუმრობით ასრულებს. აქ მუსლიმთა დიდი პოპულაცია ბინადრობს.
სამსაბათს კლინტონმა, პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევთან შეხვედრის შემდეგ რუსეთთან ახლო კავშირებისკენ მოუწოდა. მან ხაზი გაუსვა საკვანძო პრობლემებზე აშშ-სა და რუსეთის ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას, მათ შორის ირანთან, ჩრდილო- კორეასთან და ბირთვული შეიარაღების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე. მედვედევმა შენიშნა, რომ შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობა “უმაღლეს დონეზეა.”
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კლინტონს სამშაბათს დილით შეხვდა. მან განაცხადა, რომ აშშ-მ და რუსეთმა ბირთვული არსენალების შემცირებაში “მნიშვნელოვან” პროგრესს მიაღწიეს.
კლინტონის თქმით, მომლაპარაკებლების მიზანია START-ის (სტრატეგიულ შეიარაღებათა შემცირების სტრატეგიული ხელშეკრულება) შემცვლელ შეთანხმებას დეკემბრისთვის, მისი მოქმედების ამოწურვის მომენტისთვის მიაღწიონ.
კლინტონმა ისიც განაცხადა, რომ შეერთებული შტატები რუსეთთან ახალ სარაკეტო თავდაცვით გეგმასთან დაკავშირებით თანამშრომლობაშია დაინტერესებული. ახალი სისტემა ირანიდან მომავალ საფრთხეს უნდა დაუპირისპირდეს.
რუსეთი მიესალმა აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას უარი ეთქვა ბუშის ადმინისტრაციის გეგმაზე, რომელიც პოლონეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკაში სარაკეტო სისტემის განთავსებას გულისხმობდა.











