როგორ მოიქცეოდა რეიგანი საქართველოს კონფლიქტის დროს
ავტორი :
გამოცემა :
18:54 28-08-2008

როდესაც დიპლომატია საკმარისი არ არის, ხოლო ძალის გამოყენება ძალიან სახიფათოა, კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის პოლიტიკა საუკეთესო გამოსავალია.


როგორ უნდა ვირეაგიროთ რუსეთის საქართველოში შეჭრაზე და დუმას მიერ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ორი სეპარატისტული რეგიონის აღიარებაზე? მხოლოდ დიპლომატია ცოტა შედეგს თუ მოგვიტანს, ძალის გამოყენება კი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის რისკს ზრდის.

კითხვა იმის თაობაზე, თუ რა ტიპის პასუხი იქნებოდა ყველაზე ეფექტური სხვა ქვეყნების მხრიდან მსგავსი "გამოწვევების" დროს, როდესაც საქმე თავისუფლების გავრცელებას ეხება - დიპლომატია თუ ძალა - ამერიკის საგარეო პოლიტიკისთვის ახალი არ არის. პასუხი ორ ტრადიციულ საგარეო პოლიტიკურ კონცეფციაშია.

ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მიზანი, რომელიც ვუდრო ვილსონის ფიგურასთან ასოცირდება - არის ძალის გამოყენების შემცირება მშვიდობიანი დიპლომატიის პრიორიტეტის ხარჯზე, რომელიც მრავალმხრივი ინსტიტუტების საშუალებით ხორციელდება. ამ კონცეფციას საფუძვლად უდევს თეზისი, რომლის მიხედვითაც ვაჭრობას და მოდერნიზაციას ნელ-ნელა საერთაშორისო დაძაბულობის განმუხტვა და თავისუფლების გავრცელება მოჰყვება.

კლასიკური რეალიზმის საპირისპირო ტრადიცია, რომელმაც მეტნაკლებად დასრულებული ფორმით ასახვა ჰპოვა თეოდორ რუზველტის საგარეო პოლიტიკურ კურსში, გულისხმობს დიდი სამხედრო "ხელკეტის" არსებობას და უცხოეთის ზესახელმწიფოების ურთიერთ დაბალანსებით თავისუფალი ქვეყნების დაცვას. ამ კონცეფციის მიმდევრებში მოდერნიზაცია, პირიქით, შეშფოთებას იწვევს, რადგან, მათი აზრით, ის არა იმდენად დაძაბულობას ხსნის, რამდენადაც აძლიერებს ოპონენტებს, რომლებიც თავისუფლებისთვის წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობენ.

ორივე ამ ტრადიციის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ძალის და დიპლომატიის ინტეგრირების საშუალებას არ იძლევიან.

ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მიზნები საუკეთესოდ მიესადაგება აშშ-ს საგარეო პოლიტიკას, რადგან ამერიკელები ძალის გამოყენებისადმი ნეგატიურად არიან განწყობილი. მეორე მხრივ, კლასიკური რეალიზმის კონცეფცია სამართლიანად აკეთებს აქცენტს სამხედრო მეთოდებზე. ტირანები არსებობენ, და ვინაიდან ისინი საკუთარი ერების მიმართ ძალას იყენებენ, თვლიან რომ ანალოგიური საშუალებები სხვა ქვეყნებთან მიმართებაშიც ჭრის.

თუმცა არსებობს კიდევ ერთი საგარეოპოლიტიკური ტრადიცია, რომლის ფარგლებშიც ძალის და დიპლომატიის ურთიერთშეთავსებას უფრო მეტი ყურადღება ეთმობა. ვუწოდოთ მას კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი. "კონსერვატიული" იმიტომ, რომ კლასიკური რეალიზმის მსგავსად ამ კონცეფციაშიც ძალას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. "ინტერნაციონალიზმი" კი იმავე მიზანს ემსახურება რასაც ლებერალურის ინტერნაციონალიზმი - თავისუფლების გავრცელებას. ამერიკის ისტორიაში კონსერვატიული რეალიზმის პრინციპებს პრაქტიკაში წარმატებულად ახორციელებდა ოთხი პრეზიდენტი: თომას ჯეფერსონი, ჯეიმს პოლკი, გარი ტრუმენი და რონალდ რეიგანი.

კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი პრიორიტეტების განაწილების გზით ძალის და დიპლომატიის ინტეგრირების საშულებას იძლევა. ვილსონის კონცეფციის მიზანი - მთელ მსოფლიოში ტირანიის დამარცხება - ძალიან ამბიციური იყო, განსაკუთრებით იმიტომ, რომ მისი რეალიზაცია ძალის გამოყენების გარეშე შეუძლებელია. თავისუფლების გავრცელება ყველაზე უკეთ - და მინიმალური ადამიანური დანაკარგებით - ხდება უკვე არსებული დემოკრატიული სივრცის საზღვრებთან და არა მოშორებულ რეგიონებში, სადაც დემოკრატიული სახელწმიფოების რაოდენობა არც თუ დიდია.

ტრუმენს და რეიგანს ეს კარგად ესმოდათ. ტრუმენმა ამერიკული არმია დასავლეთ ევროპაში პირელ რიგში იმისთვის განათავსა, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ კონტინენტზე თავისუფლება გაემყარებინა და განევითარებინა.

დღეს, როგორც ეს საქართველოს კონფლიქტის მაგალითზე გამოჩნდა თავისუფლების ძირითადი საზღვარი გადის რუსეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების, უკრაინისა და კავკასიის საზღვარზე. მეორე ასეთი ზღურბლი - თურქეთია, რომელიც ევროპის განვითარებულ დემოკრატიებს ესაზღვრება. მესამე ინდოეთსა და პაკისტანზე გადის. კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის მიმდევრებისთვის ამ ქვეყნებში დემოკრატიის განვითარება გაცილებით მნიშვნელოვანი ამოცანაა, ვიდრე ერაყის და ავღანეთის დემოკრატიზაცია, რომლებიც ისეთ რეგიონში მდებარეობენ, სადაც ძირითადად ტირანიაა გაბატონებული.

თუმცა, კონსერვატიული ინტერნაციონალიზმი დიპლომატიის და ძალის შეთავსებას სხვა მეთოდითაც ახდენს. ამ კონცეფციით ძალის გამოყენება უკიდურეს ზომად არ განიხილება, თუკი დიპლომატიას შედეგი არ მოქვს (რაშიც მდგომარეობს ლიბერალური ინტერნაციონალიზმის მთავარი გაუთვლელობა). ძალა არ მიიჩნევა არც დიპლომატიის შემცვლელ საშუალებად, რითაც კლასიკური რეალიზმის ზოგიერთი წარმომადგენლები სცოდავენ. კონსერვატიული რეალიზმის მიხედვით, ძალა დიპლომატიის შესაძლებლობებს აფართოვებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც 2002 წლის შემოდგომაზე სპარსეთის ყურეში უზარმაზარი სამხედრო ძალები განლაგდა, შესაძლებელი გახდა ერაყში გაეროს ინსპექტორების დაბრუნება და ამ ქვეყნაში დიპლომატიის მეთოდებით მასობრივი განადგურების იარაღზე მონიტორინგის დაწესება. და პირიქით, დიპლომატია, ძალის გამოყენების შედეგებს ამყარებს. ის "მშვიდობის მოგების" საშუალებას იძლევა მას შემდეგ, რაც სამხედრო ძალები ომს მოიგებენ.

ბუშის ადმინისტრაციას ამ თეზისის სამართლიანობაში დარწმუნება მწარე გამოცდილებით მოუხდა, როდესაც ის ერაყში წარმატებული შეჭრის შემდეგ დიპლომატიის მეთოდებს უგულებელყოფდა.

ჯეფერსონი და პოლკი ძალას და დიპლომატიას ერთმანეთს ოსტატობით უთავსებდნენ. ყველა ჯერზე, როდესაც კი ძალას იყენებდნენ, ისინი თავიანთ დიპლომატიურ პოზიციებს ამყარებდნენ, და როდესაც კომპრომისის დრო დგებოდა, ორივე პრეზიდენტი ამაზე ძალის პოზიციიდან მიდიოდა. ჯეფერსონმა შეძლო ნაპოლეონის დარწმუნება, რომ ვიდრე ის ევროპულ ომებში ჩაეფლობოდა, აშშ და ინგლისი მოილაპარაკებდნენ და ლუიზიანას დაიპყრობდნენ. ამიტომ ფრანგმა იმპერატორმა არჩია და ლუიზიანა ამერიკელებს მიეყიდა, რომ ის ინგლისს არ რგებოდა. პოლკმა მექსიკასთან ომი ამ ქვეყნის სრულ ანექსიაზე უარის თქმით დაასრულა, რადგან მეხიკოში ის საკუთარ ემისრებს სისტემატიურად აგზავნიდა და ბოლოს კომპრომისულ გადაწყვეტილებას დათანხმდა, რომელზეც ერთ-ერთ მათგანთან მოილაპარაკა - მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტს ამ დიპლომატთან მწვავე უთანხმოებები ჰქონდა.

და ბოლოს, კონსერვატიულ რეალიზმში მესამე მეთოდიც არსებობს, რომელიც ძალის და დიპლომატიის ინტეგრირების საშუალებას იძლევა. კლასიკური რეალიზმის ადაპტებისგან განსხვავებით, მისი მომხრეები არ ფიქრობენ, რომ ქვეყნის მატერიალური რესურსები მის საგარეოპოლიტიკურ აქტივობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. გარდა ამისა, ისინი არ ეთანხმებიან ლიბერალ ინტერნაციონალისტებს იმაში, რომ საერთაშორისო კონსენსუსი საბოლოო ჯამში საგარეოპოლიტიკური "მუხრუჭის" როლს თამაშობს.

კონსერვატიული ინტერნაციონალიზმის მიხედვით, ქვეყნის შესაძლებლობა - გავლენა მოახდინოს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე - თავისუფალი ხალხების უმრავლესობის ნებით იზღუდება. თუკი პრეზიდენტს არ ძალუძს შეინარჩუნოს, როგორც საკუთარი, ასევე სხვა თავისუფალი ხალხების უმრავლესობის მხარდაჭერა, მაშინ ის თავისუფლების დამკვიდრებას არადემოკრატიულ ქვეყნებში არც უნდა შეეცადოს.

ჩვენი შემდეგი პრეზიდენტის ყველაზე სერიოზული გამოცდა კონსენსუსის შენარჩუნების უნარი გახდება, როგორც თავად აშშ-ს შიგნით, ასევე სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, თუკი მას ძალის გამოყენება მოუწევს. ვიდრე ავტორიტეტული რეჟიმები არსებობს, საერთაშორისო ურთიერთობებში ძალისმიერი მეთოდების გამოყენება გაგრძელდება და ამაზე რეგირების ყველაზე საუკეთესო ხერხი ძალის და დიპლომატიის შეთავსებაა, და არა ძალის გამოყენება უკიდურესი ზომის სახით, ან პირიქით, დიპლომატიის ნაცვლად.

ჰენრი ნაუ - ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ელიოტის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის პროფესორი.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა