საქართველოს შეუსრულებელი დაპირება
გამოცემა :
21:54 07-08-2009

ერთი წლის წინ საქართველომ და რუსეთმა ომი წამოიწყეს. კონფლიქტის წლისთავთან დაკავშირებით მის მიზეზებსა და კავკასიის რეგიონის მომავალზე კამათი განახლდა.


ჩვენმა ქვეყანამ ძირითადი ყურადღება იმას უნდა დაუთმოს, რომ საქართველოს ინსტიტუტების აღდგენაში დაეხმაროს, რომელიც დემოკრატიის განვითარებასა და სტაბილურობის განმტკიცების ხელშემწყობია. გასული წლის განმავლობაში საქართველომ ქვეყნის აღდგენაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია, მაგრამ პოლიტიკური გარემო იქ კვლავ მყიფე და მეტისმეტად პოლარიზებულია. ხელისუფლება პირს უქოლავს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, სამოქალაქო საზოგადოება შესუსტებულია, ქუჩებში დემონსტრაციები მიმდინარეობს.

საქართველო ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციისა და მოდერნიზაციისკენ მისწრაფებას მუდმივად ავლენს, ამერიკის შეერთებული შტატები კი მას ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში ძველებურად სერიოზულ მოკავშირედ მიიჩნევს. წარმომადგენლობითი პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თხოვნით შარშან აგვისტოში კონფლიქტის დასრულებისთანავე მე საქართველოში გავემგზავრე, რათა ქართველი ხალხისადმი სოლიდარობა გამომეხატა და ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარება ჩამეტანა. შეერთებულმა შტატებმა ამის შემდეგ არაერთხელ გამოხატა ამ ქვეყნისადმი ერთგულება, და ომის შემდგომი აღდგენითი საჭიროებებისთვის მას მნიშვნელოვან დახმარებას უწევდა.

ახლახან მოსკოვში ვიზიტის დროს, პრეზიდენტმა ობამამ ხელახლა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და მის უფლებას - თავად აირჩიოს მოკავშირეები. მან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები არ აღიარებს ამ ქვეყნის ორი სეპარატისტული რეგიონის - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას. აშშ-ს სახელით, პრეზიდენტმა ასევე მხარი დაუჭირა ყველა დიპლომატიურ მცდელობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ იქნება მიმართული. გასულ თვეში საქართველოს დედაქალაქ თბილისში, ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ - "ჩვენი პარტნიორობა საერთო დემოკრატიული იდეალების ფუნდამენტს ემყარება... და ჩვენ მომავალშიც მხარს დავუჭერთ თქვენს ძალისხმევას გაამართლოთ ექვსი წლის წინანდელი დემოკრატიული იმედები."

ის რეფორმები, რომელთა განხორციელებაც ახლად ფეხადგმული ქართული დემოკრატიის განმტკიცებისთვისაა აუცილებელი ცნობილია. ესენია - სამართლიანი საარჩევნო პროცესისა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარება, ადამიანის უფლებების დაცვა და კანონის უზენაესობის პატივისცემა, ცოცხალი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შექმნა, გამჭვირვალე და პასუხიმგებელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების გამომუშავება, ასევე მკაცრი ბალანსის დაცვა ხელისუფლების აღმასრულებელსა და საკანონმდებლო შტოებს შორის. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს კარგად ესმის, თუ რისი გაკეთებაა აუცილებელი. ბაიდენის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ის პარლამენტში რეფორმების განხორციელების წინადადებით გამოვიდა, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ სისტემას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.

ეს წინადადებები საოცრად გავდა იმ ზომებს, რომელსაც სააკაშვილი სექტემბერში აღწერდა, როდესაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეას დაჰპირდა, რომ საქართველოში მეორე "ვარდების რევოლუცია" იწყებოდა. ახლა ამ სიტყვების ცხოვრებაში რეალიზების დროა, საჭიროა რეალობა რიტორიკას შეესაბამებოდეს. თითოეულმა ქართველმა ყველაფერი უნდა იღონოს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებამდე, რომელიც 2013 წელს გაიმართება, ყველა ამ რეფორმის რეალიზაცია მოხდეს. სააკაშვილმა და მისმა მთავრობამ ასეთივე ენერგია და ერთგულება უნდა გამოავლინონ დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, როგორიც მათ ეკონომიკისა და სახელმწიფო სექტორის რესტრუქტურიზაციის პროცესში გამოავლინეს, ხოლო ოპოზიცია უნდა მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას და დაიწყოს კონსტრუქციული დისკუსიები. რეფორმები უნდა იყოს მნიშვნელოვანი და რეალური, საგადასახადო კოდექსში შესწორებები და ჩინოვნიკური მექანიზმის სრულყოფა მართალია მნიშვნელოვანია, მაგრამ ცალკე აღებული ეს ჭეშმარიტ დემოკრატიას არ წარმოადგენს.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და დაეხმაროს ქართველებს სერიოზული დიალოგის ორგანიზებასა და საკვანძო გარდაქმნების რეალიზებაში, თუმცა დახმარების იმ მთლიანი მოცულობიდან, რომელიც საქართველოს კონფლიქტის შემდეგ გადაეცა, დღევანდელ დღეს მხოლოდ 4% გამოიყოფა დემოკრატიის განმტკიცებისთვის. დამატებითი სახსრების გამოყოფამ უახლოეს მომავალში შეიძლება გააორმაგოს დემოკრატიისა და სახელმწიფო მართვის სრულყოფის დაფინანსების პროგრამები, მაგრამ მე ვშიშობ, რომ კრიტიკული ეტაპისთვის 2013 წლის არჩევნების წინ, ამ დაფინანსების მოცულობა კვლავ შემცირდება და ვერ უპასუხებს მანამდე არსებული დონის თანამედროვე მოთხოვნებს.

მე არაერთხელ მოვუწოდე ბუშის და ობამას ადმინისტრაციას - მოსმენებზეც და საკანონმდებლო მუშაობის პროცესშიც, ბოლოს კი სახელმწიფო დეპარტამენტის საქმიანობის შესახებ კანონის განხილვისას, რომელიც წარმომადგენლობითმა პალატამ ივლისში მიიღო - ყურადღება გაემახვილებინათ საქართველოს პოლიტიკურ განვითარებაზე. მართალია აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და მისი პარტნიორები მართლაც სერიოზულ შექებას იმსახურებენ საქართველოში გაწეული მუშაობისთვის, მაგრამ მათ იმ კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც ამ გამოუცდელ დემოკრატიას ახლავს, გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავებისთვის საკმარისი თანხა არ გააჩნიათ.

რადგან ადმინისტრაცია ემზადება იმ სახსრების განაწილებისთვის რომელიც კონგრესმა საქართველოსთვის გამოყო, მე მოვუწოდებ ხელმძღვანელობას განიხილოს საკითხი დემოკრატიის განვითარებისა და სახელმწიფო მმართველობის სრულყოფის გრძელვადიანი პროგრამების დაფინანსების წილის გაზრდაზე. ამით ის აჩვენებს, რომ დემოკრატიული განვითარება მისი საკვანძო მიზანია და არა უბრალოდ სასაუბრო თემა. რა თქმა უნდა, სახსრების ინვესტიცია საქართველოს პოლიტიკურ მომავალში გაცილებით მნიშვნელოვანი საქმეა, ვიდრე კიდევ ერთი გზის მშენებლობა.

საქართველო მისთვის კრიტიკული გზის გასაყარზე იმყოფება. საკმარისია თვალი შევავლოთ ამ ქვეყნის რეიტინგის ვარდნას ყოველწლიურ შეფასებაში, რომელსაც Freedom House ევროპასა და ევრაზიაში გარდამავალი პერიოდის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე აკეთებს, რომ მივხვდებით: საქართველო არ ადგას სწორ გზას. ამ დამოუკიდებელი ორგანიზაციის ბოლო შეფასებებში, საქართველოს 2005 წლის შემდეგ დემოკრატიის თვალსაზრისით ყველაზე დაბალი შეფასება აქვს. რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ და მომდევნო ეკონომიკური სირთულეების პირობებში, საქართველოს მთავრობა არ უნდა აჰყვეს ცდუნებას და სტაბილურობის მიღწევას არ უნდა შეეცადოს დემოკრატიის შესუსტების ხარჯზე.

შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მომავალზე სერიოზული გათვლა გააკეთა. ჩვენ უნდა ვისარგებლოდ ჩვენი გავლენით საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელებზე იმისთვის, რომ შემდგომში ვუზრუნველყოთ ქვეყნის სწორი მიმართულებით სვლა, რაც შეეხება საქართველოში პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, ჩვენ ფული იქ უნდა ჩავდოთ, სადაც ეს ყველაზე აუცილებელია. დაე შარშანდელი ომის შედეგები საქართველოსთვის ახალ ვალდებულებად გადაიქცეს, რათა მან შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით, გაამართლოს "ვარდების რევოლუცი”-ის იმედები.

ჰოვარდ ბერმანი - აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან (კალიფორნია); პალატის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა