დანაშაულის და თანამონაწილეობის განცდა
გამოცემა :
03:01 01-10-2009

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსეთთან ომი არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ პოლიტიკურადაც წააგო კავკასიის ხუთდღიანი ომის მიზეზების შემსწავლელმა ევროკავშირის საგამძიებო კომისიის დასკვნამ ოფიციალურად დაადასტურა ის, რაზეც მანამდე მხოლოდ უმნიშვნელო ეჭვები არსებობდა: სააკაშვილი იყო ის, ვინც 2008 წლის აგვისტოში წითელი ხაზი გადაკვეთა, რის გამოც სამხრეთ ოსეთში მრავალრიცხოვანი შეტაკებები ორ სახელმწიფოს შორის ომში გადაიზარდა.


ამით ქართველებსაც და ოსებსაც მან დიდი უბედურება მოუტანა და შესაძლოა ქვეყანას სამუდამოდ დააკარგვინა ორივე აჯანყებული რეგიონი. მისი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის შეფასებისას ამას უკვე არა აქვს დიდი მნიშვნელობა - ტყუოდა ის როდესაც ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ოსეთზე საქართველოს არმიის თავდასხმა მხოლოდ რუსულ ინტერვენციაზე რეაქცია იყო, თუ (რაც აბსოლუტურად შესაძლებელია) საკუთარი თავის დარწმუნებას დაჰყვა?

მუქარა და შანტაჟი

თუმცა სააკაშვილის ბრალი მოსკოვს არ ამართლებს და ამით მისი პოლიტიკა უკეთესი არ ხდება. წლების განმავლობაში კრემლი ამუხრუჭებდა სახელმწიფოთა თანამეგობრობის ძალისხმევას სამხრეთ-კავკასიის რეგიონში სიტუაციის განმუხტვისთვის მიეღწიათ. იმის ნაცვლად, რომ მას თავისი გავლენა გამოეყენებინა, რათა გადაეწყვიტა კონფლიქტები საქართველოს და მის აჯანყებულ რეგიონებს შორის, მან გააძლიერა სეპარატისტები, რომლებსაც სამხრეთ ოსეთის შემთხვევაში უშუალოდ მართავდა. 2008 წლის გაზაფხულზე აფხაზეთში ესკალაცია რუსების პროვოკაციებით დაიწყო.

ამიტომ დასავლეთი ახლა იმის გამო, რომ სააკაშვილი ცუდი ბიჭია, საქართველოს ომს რუსეთთან ურთიერთობაში უბრალოდ სამწუხარო ეპიზოდად ვერ მიიჩნევს. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი სააკაშვილი კვლავ საქართველოს პრეზიდენტად დარჩება, დასავლეთმა ქვეყანას მხარი უნდა დაუჭიროს და ის დასავლურ სტრუქტურებს მაქსიმალურად დაუახლოვოს, თუკი არ სურს კრემლის ქორების წახალისება, რომ მათ მუქარებისა და შანტაჟის არსენალი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიული მისწრაფებებისა და დასავლური ორიენტაციის წინააღმდეგ არ გამოიყენონ, რასაც ისინი თბილისთან დაკავშირებით აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრეც აკეთებდნენ. რა თქმა უნდა, დასავლეთი მოსკოვთან კარგ ურთიერთობაზე უნდა ზრუნავდეს, მაგრამ ნატო-ს და ევროკავშირის აღმოსავლელი წევრებისთვის რუსეთთან დაკავშირებით პრაგმატული პოლიტიკა მისაღები მხოლოდ იმ შემთხვევაში გახდება, თუკი პრინციპულ საკითხებზე ორაზროვნება არ იარსებებს.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,