მოსკოვი თბილისს ვანდალიზმში ადანაშაულებს
გამოცემა :
17:41 21-12-2009

მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი საბჭოთა მონუმენტის დანგრევას დასავლეთ საქართველოს ქალაქ ქუთაისში, თბილისს და მოსკოვს შორის ურთიერთობების მორიგი დაძაბვა მოჰყვა.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მონუმენტის დანგრევის ფაქტს „სახელმწიფო ვანდალიზმი“ უწოდა, რომელიც „ნებისმიერი ცივილიზებული ადამიანის“ გრძნობებს შეურაცხყოფდა. საქართველოს ოპოზიციამ ორშაბათს ქუთაისში საპროტესტო აქციის ჩატარების მოწოდება გააკეთა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომას მოითხოვენ

მონუმენტის აფეთქების დროს, რომელიც ხელისუფლების დაქირავებულმა ფირმამ განახორციელა, მონუმენტის ნამსხვრევებისგან ქალი და მისი 8 წლის გოგონა დაიღუპა, რამდენიმე ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. უბედური შემთხვევის გამო, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დანიაში ვიზიტი შეწყვიტა და იმერეთის გუბერნიის ხელმძღვანელი, რომლის დედაქალაქიც ქუთაისია, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დასავლეთ საქართველოს დეპოპულაციისგან დაცვის „ბოლო შანსი“

ხელისუფლებამ 46 მეტრის მონუმენტის დანგრევის აუცილებლობა იმით ახსნა, რომ ის აქ საქართველოს პარლამენტის ახალი ნაგებობის მშენებლობას უშლიდა ხელს. აქ პარლამენტის სხდომები 2012 წლიდან უნდა ჩატარდეს. დეპუტატებმა თბილისიდან დაახლოებით 220 კილომეტრში იმ ქალაქში გადასვლა, რომელიც საქართველოში სიდიდით მეორეა და სადაც 180 000 ადამიანი ცხოვრობს, სექტემბერში გადაწყვიტეს. ეს წინადადება, პირველად ზაფხულში გახმოვანდა, როდესაც მმართველი პარტიის „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა ქუთაისიდან განაცხადა, რომ ეს იყო „ბოლო შანსი“ რათა დასავლეთ საქართველო დეპოპულაციისგან ეხსნათ და მხოლოდ დედაქალაქ თბილისში არ დაეშვათ ეკონომიკური განვითარების კონცენტრაცია.

პრეზიდენტი სააკაშვილი ფაქტს მალევე გამოეხმაურა, იმის დასტურად თუ როგორ სწრაფად რეაგირებს მისი მთავრობა მოსახლეობის სურვილებსა და მოთხოვნებზე. მან პარლამენტის გადატანის ფაქტი იმითაც გაამართლა, რომ ეს ქვეყნის რეგიონებში პოლიტიკურ ცხოვრებას ახალ იმპულსს მისცემს. 2007 წელს, თბილისში საპროტესტო აქციების ძალით დაშლის შემდეგ, სააკაშვილმა სახელმწიფო ორგანოების დეცენტრალიზაციის პოლიტიკა გააქტიურა. 2008 წლის მაისში მან განაცხადა, რომ ქუთაისი ქვეყნის „მეორე დედაქალაქი“ უნდა გამხდარიყო. მანამდე კი 2007 წლის ივლისში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლო გადავიდა.

აფეთქების დროს დარღვეულია ტექნიკური უსაფრთხოების დაცვის ნორმების უმრავლესობა

ქართული ოპოზიცია პარლამენტის გადატანის წინააღმდეგია. საკუთარ მოსაზრებას ის პირველ რიგში დიდი ხარჯებით ხსნის. ქართული მედიის ცნობით, ერთ-ერთი ადგილობრივი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, დაახლოებით 60-70 მილიონი ლარი (24-დან 28-მილიონ ევრომდე), რომელიც პარლამენტის ახალი შენობის აგებისთვისაა გათვალისწინებული, ქუთაისის მოსახლეობას წყლით მომარაგების პრობლემას მოუგვარებდა, თუმცა ოპოზიციის ნაწილი შიშობს, რომ თბილისში მოქმედი მთავრობისგან დეპუტატების ეს ფიზიკური დისტანცირება, პარლამენტის მარგინალიზაციასაც გამოიწვევს. სხვა ოპოზიციონერები სახელმწიფო ხელისუფლების დეცენტრალიზაციას მიესალმებიან.

რუსეთმა მონუმენტის შესაძლო დანგრევის ფაქტი უკვე გასულ კვირას გააპროტესტა, თუმცა შაბათამდე, ხელისუფლების გეგმები ბოლომდე გარკვეული მაინც არ იყო და ოფიციალურად წინააღმდეგობრივი განცხადებები კეთდებოდა. ჯერ კიდევ პარასკევს, რუსეთის რეაქციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ საქმე მხოლოდ ძეგლის რესტავრაციას ეხებოდა. იმავდროულად, ვრცელდებოდა ხმები, რომ ძეგლი მიხეილ სააკაშვილის დაბადების დღეს, 21 დეკემბერს უნდა აეფეთქებინათ. საქართველოს ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მან შაბათს ნაადრევად მონუმენტი იმის გამო ააფეთქა, რომ მის დასაცავად ორშაბათს საპროტესტო აქცია იგეგმებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ უსაფრთხოების დაცვის ნორმების დარღვევა, ამ სიჩქარესაც მოჰყვა.

მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა და დაიღუპა დაახლოებით 300 000 ქართველი ჯარისკაცი. კვირას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აფეთქებული მონუმენტის ადგილას მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცებისა და შაბათს დაღუპული ადამიანების ხსოვნის პატივსაცემად ეკლესიის აშენებას მოითხოვენ. ქუთაისში უამრავი ისეთი ადგილია, სადაც ახალი პარლამენტის აშენება შეიძლებოდა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,