უაზრო პროვოკაცია
გამოცემა :
20:03 22-12-2009

საქართველოს ქალაქ ქუთაისში საბჭოთა მონუმენტის დანგრევა, რომელიც ომში დაღუპულ ჯარისკაცებს ეძღვნებოდა, უაზრო პროვოკაცია იყო, რომელსაც ტრაგიკული შედეგები მოჰყვა თუმცა, ეს შემთხვევა განსხვავდება ესტონეთის მოვლენებისგან, როდესაც ტალინის (ქვეყნის დედაქალაქის) ცენტრიდან 2007 წლის მაისში ომში დაღუპული მეომრებისადმი მიძღვნილი საბჭოთა ჯარისკაცის ქანდაკება ქალაქის გარეუბანში გადაიტანეს.


მაშინ ესტონეთის მთავრობამ რეაგირება იმაზე მოახდინა, რომ კრემლის მიერ მხარდაჭერილი დემონსტრანტები ქანდაკების გადატანას აპროტესტებდნენ, რომელსაც ესტონელები 1945 წელს საბჭოთა კავშირის მიერ მათი ქვეყნის ოკუპაციის სიმბოლოდ აღიქვამდნენ.

მაგრამ ქანდაკება არავის დაუნგრევია. მას ღირსეული ადგილი მიუჩინეს სასაფლაოზე. ქუთაისის ძეგლის შემთხვევა კი განსხვავებულია. ის მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ 300 000 ათას ქართველს ეძღვნებოდა, რომლებიც მაშინ საბჭოთა არმიაში მსახურობდნენ. არგუმენტი, რომ მონუმენტის ადგილზე ახალი პარლამენტი უნდა აშენდეს, არადამაჯერებლია. ძეგლის დანგრევა მოსკოვის წაქეზების ბავშვურ მცდელობას ჰგავს, რომელიც ასეთ შემთხვევებს პროპაგანდისტული მიზნებისთვის სიამოვნებით იყენებს.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,