სინათლე ამ სამყაროზე
გამოცემა :
16:59 04-01-2010

ჰერბერტ კრემპი გრძნობს მას, ის გრძნობს პლურალიზმის ნიავს ევრაზიის იმპერიის თავზე


ვინ გახდება პუტინის შემდეგ სამოქალაქო მეფე? ვალენტინა ივანოვნა მატვიენკო - სანქტ-პეტერბურგის მერი, რომელსაც ”ვალენტინა დიდი” შეარქვეს? ან თუკი პროცესი ცოტათი გახანგრძლივდა, მიხაილ ხოდორკოვსკი - ციხეში გამომწყვდეული ოლიგარქი? მანდელა ციხეში 27 წელი იტანჯებოდა, ვიდრე 1994 წელს პრეზიდენტი არ გახდა.

შანსი კიდევ ორი კლანის მეთაურს ვლადისლავ სურკოვს აქვს - უტოპიური ნაწარმოებების ავტორს და კრემლის მთავარ იდეოლოგს. მისი გავლენა მოიცავს ”გაზპრომს", სახელმწიფო სადაზვერვო განყოფილებას, ასევე ნაციონალისტურ- ახალგაზრდულ მოძრაობა ”ნაში”-ს (600 000 წევრი). მისი კონკურენტი ვიცეპრემიერი იგორ სეჩინია. სეჩინს ისეთი ძალები უმაგრებენ ზურგს, როგორებიცაა ნავთობის კონცერნი ”როსნეფტი”, უსაფრთხოების ფედერალური ბიუროს (უშიშროების სახელმწიფო კომიტეტის მემკვიდრე) საიდუმლო სამსახური, ენერგეტიკული სექტორი, თავდაცვითი წარმოება და რეფორმატორულად განწყობილი ეკონომისტები.

პლურალიზმის ნიავი. თავად, პუტინის და მედვედევის მიერ ადგილების გაცვლა ცხადყოფს, რომ ავტორიტარული სახელმწიფო მოწყობის პირობებშიც კი მემკვიდრეობითობის საკითხის გადაწყვეტას ბალანსის შექმნა შეუძლია. სწორედ ამაშია სიმშვიდის გარანტია, რადგან ადრე მმართველ საფეხურებზე გაბატონებული ქაოსი ამ ევრაზიულ იმპერიას არაპროგნოზირებადს ხდიდა.

ჯერ კიდევ ცოცხალია მოგონებები ელცინის ეპოქაში გაბატონებულ ძალაუფლებისთვის ბრძოლაზე. მისი მმართველობის ბოლოს 2001 წლის ზამთარში, ამ დასუსტებულმა პოლიტიკოსმა, ისრაელში ვიზიტის დროს რუსი მეფესავით გამოაცხადა, რომ ის თავს ”წმინდანად” გრძნობს. პოლკოვნიკი პუტინი მან პრემიერმინისტრად დანიშნა და მემკვიდრედ იმ პირობით შეარჩია, რომ ის მას ამქვეყნად გასამართლებისგან იხსნიდა.

”ვეიმარის" ბედი, რასაც ამ უზარმაზარ იმპერიას ზოგიერთები უწინასწარმეტყველებდნენ, რუსეთმა მხოლოდ უმნიშვნელოდ გაიზიარა (”ვეიმარის რესპუბლიკა” - ლიბერალურ-დემოკრატიული რეჟიმი, რომელიც გერმანიაში პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა). დღევანდელობის უფრო სასიკეთო პერსპექტივები იმითაა განპირობებული, რომ შესაძლებელი გახდა სტაბილურობის მიღწევა, რაც წონასწორობის გლობალური აშლილობის პირობებში ”გეოპოლიტიკურ სიკეთედ” ითვლება. ზოგიერთები ტრაგედიას უწოდებენ იმას, რომ 1990-იანი წლები (პერიოდი, როდესაც ეკონომიკური ლიბერალიზაცია და ადამიანის უფლებები ყურადღების ცენტრში მოექცა) დღეს რუსეთის უახლესი ისტორიის ყველაზე სამწუხარო პერიოდად აღიქმება. რატომ?

რუსულმა ბუნებამ, როგორც უცხო სხეულები ისე განდევნა დასავლური ტრანსპლანტანტები. ტრადიციულად, სუვერენული სახელმწიფოები ცუდად იტანენ ექიმბაშების ჩარევას, ისინი რომ სულ კეთილშობილური მოტივებით ხელმძღვანელობდნენ, რასაც წარმოადგენს კიდეც ფაქტობრივად უნივერსალური დასავლური ღირებულებები. დღესაც გასათვალისწინებელია ის, რომ რუსეთზე როგორც პარტნიორზე, სერიოზულ გავლენას ახდენს ძლიერი და მგრძნობიარე ისტორიული მეხსირება. ამ მხრივ 1945 წლის გამარჯვება აღიქმება როგორც შუალედური მოვლენა, რომელიც ცენტრალური ევროპიდან ორ უკანდახევას შორისაა ”მოქცეული” (ერთხელ ეს მოხდა 1917-დან 1921-წლამდე გერმანიის მოკავშირეების და პოლონური აგრესიის შედეგად და მეორედ 1989-დან 1994-წლამდე წაგებული ცივი ომის შედეგად).

უსაფრთხოებაზე გამძაფრებული შიში ჰაერიდან მოტანილი არ არის და ის აიძულებს რუსეთს, გარკვეული შინაგანი თანმიმდევრობიდან გამომდინარე, მუდმივად იზრუნოს გავლენის ზონებზე - ახლახან ეს მას დიდ ძალისხმევად დაუჯდა და გარკვეულ რისკებსაც უკავშირდებოდა, როდესაც ის შეეცადა აღმოსავლეთით აშშ-ს და ნატო-ს, ასევე ევროკავშირის როგორც ეკონომიკური სააგენტოს ექსპანსია შეეჩერებინა კავკასიის (საქართველო), ბელორუსის, უკრაინის, მოლდოვას, ანტისარაკეტო თავდაცვის შემთხვევაში კი პოლონეთის საზღვრის მიმართულებით. მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე 2007 წელს თავის მკვეთრ გამოსვლაში პუტინი არ იყო რევიზიონიზმით დაკავებული - მას უბრალოდ არ სურდა თვალი ედევნებინა იმისთვის, თუ როგორ უახლოვდებოდა დასავლეთი მისი სახლის ზღურბლს.

გერმანული ყურისთვის უჩვეულოდ ჟღერს, როდესაც კონსოლიდირებულ სახელმწიფოს (ბისმარკი საუბრობდა დაკმაყოფილებულ სახელმწიფოზე) და დაბალანსებულ შეიარაღებას, ნებისმიერი კომპრომისის მიღწევის საშუალებას უწოდებენ. ამგვარი მიდგომა, ზოგიერთი მგრძნობიარე გონებისთვის ზედმეტად რეალისტურია.

თუმცა, ის რომ რუსეთი თავის ნაციონალურ ”რეალიზმში” ასე შორს წავიდა, უპირატესობად უნდა მივიჩნიოთ. მოსაზრება ბალანსის შესახებ, რომელიც ამ ქცევის საფუძველში დევს, დასავლური დიპლომატიის არსენალიდანაა აღებული. (balance of power - ძალთა ბალანსი) მისგან განსხვავებით აღმოსავლური დიპლომატია უფრო უპირატესობისკენ და დომინირებისკენაა მიმართული, რომელიც უსაფრთხოების ყალბ განცდას ბადებს. ეს სხვაობა ცივი ომის დროს ისეთ საკითხებზე მოლაპარაკებებში, როგორებიცაა შეიარაღებაზე კონტროლი და შეიარაღების შემცირება, გარკვეულ როლს თამაშობდა.

დამპყრობლური ომების გამოცდილებას რუსული ტერიტორიების დაცული ბუნებრივი საზღვრების წინააღმდეგ, უკვალოდ არ ჩაუვლია პოლიტიკური წარმოდგენებისა და საფრთხის განცდის ფორმირებაზე, რომელიც ემოციურ ზეგავლენას ექვემდებარება. ამიტომ დიდი სამამულო ომი მეხსიერებაში ფარავს 30-იანი წლების ტერორს, სტალინი კი ალექსანდრე ნევსკის მე-13 საუკუნის ტევტონური ორდენის მფლობელს უთანაბრდება. როდესაც პუტინი ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო, მის სიტყვებს ჯერ კიდევ აპლოდისმენტებით ხვდებიან.

არაერთი თაობის ცვლა დასჭირდება იმას, რომ თავმოყვარეობის განცდა და მასთან დაკავშირებული ძეგლების კულტის მიმზიდველობა გაიფანტოს. ღია მომავალთან დაკავშირებულ ყველაზე დიდ იმედად კვლავ ის ფუნდამენტური გარემოება რჩება, რომ საბჭოთა იმპერია გარედან არ აფეთქებულა, რაც სულიერი განწყობიდან გამომდინარე რეალურიც იყო, არამედ აფეთქდა ”საკუთარ თავში” და ამგვარად ადგილი გაათავისუფლა სხვა პოლიტიკური რეჟიმებისთვის, თუნდაც ზოგიერთი მათგანი დღემდე ავტორიტარული იყოს.

უახლოესი წარსულის ზოგიერთი საჭადრაკო სვლა წინააღმდეგობრივ, მაგრამ მაინც იმედისმომცემ შედეგებზე მიუთითებს. როდესაც ჰენრი კისინჯერი, 2008 წელს არჩეული პრეზიდენტ ობამას დავალებით, ავღანეთში ტვირთის გადაზიდვის ჩრდილოეთის მარშრუტთან დაკავშირებით, მოსკოვის პოზიციის მოსინჯვით იყო დაკავებული, მისი ძალისხმევა წარმატებით დასრულდა. მან მოსკოვისგან თანხმობა მიიღო. საპასუხოდ რუსულმა მხარემ მოისურვა ვაშინგტონს პატივი ეცა მისი გავლენისთვის შუა აზიაში. საბოლოო ჯამში, როგორც ეს ითქვა, პოლიტიკური ისლამის წინააღმდეგ ორთოდოქსალური კედელი შენდება.

დეკემბრის დასაწყისში, მოსკოვმა ევროპული უსაფრთხოების პროექტი გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც კრიზისის პერიოდში პროცესის ხელმძღვანელობა მთლიანად გაერო-ს უსაფრთხოების საბჭოს, როგორც ერთგვარ სახელმწიფოთა თანამედროვე ერთობას გადაეცემა. რა თქმა უნდა, საუბარი არ არის ამ პროცესიდან ნატო-ს გარიცხვაზე, მიუხედავად იმისა რომ მსგავსი მოსაზრება განიხილება, თუმცა ნებისმიერი წესრიგი, ზემოთხსენებულის გარდა, რომელსაც რუსეთი დაექვემდებარება, დიპლომატური შანსია. იგივეს თქმა შეიძლება მომდევნო ნაბიჯებზე, რომელიც ბირთვული და ჩვეულებრივი შეიარაღების შეზღუდვასთან დაკავშირებით უნდა გადაიდგას და აქ ბალანსისკენ სწრაფვაა საჭირო, იმ შემთხვევაშიც კი თუკი საკითხის მხოლოდ ეკონომიკურ შემადგენელს გავითვალისწინებთ.

კარგ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ რუსეთი ცენტრალიზებული მართვის წყალობით, მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებს წარმატებით გაუმკლავდა. პრეზიდენტმა მედვედევმა აღიარა მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ), სავალუტო ფონდების, ასევე ენერგომატარებლების ექსპორტით მიღებული შემოსავლების შემცირება. კრიზისის დროს ამ ქვეყნის მართვა მარტივი არ იყო. საქმე ის არის, რომ რამდენიმე ქალაქის გარეთ, რუსეთი ღარიბი ქვეყანაა, მკაცრი კლიმატით, მისი სატრანსპორტო სისტემა მოძველებულია, მდინარეები იყინება, მოთხოვნა მოდერნიზაციასა და ინოვაციებზე უზარმაზარია.

ამას არ ეწინააღმდეგება ის ფაქტი, რომ რუსეთი გლობალურ ენერგეტიკულ ჰეგემონად გადაიქცა, რომელიც უზარმაზარ გავლენას ახდენს ევროპაზე. რუსეთი, რა თქმა უნდა ენერგიის წიაღისეულის საბადოებით მდიდარია, უფრო ზუსტად კი ისეთი არათანამედროვე წყაროებით, როგორებიცაა ბუნებრივი გაზი, ნახშირი და ნავთობი, თუმცა ციმბირზე, ამ მისტიკურ მსოფლიო საგანძურზე, სიკვდილის ანგელოზი დაფრინავს.

რუსეთის ხელმძღვანელობამ რაციონალურად და კონსტრუქციულად უნდა იმოქმედოს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს. თავისთავად ეს უკვე სასიამოვნოა. შიდა ინტეგრაცია საგარეო ექსპანსიაზე უპირატესი ხდება, ძალაუფლების გონივრულობა კი პოლიტიკური სისტემის აშენებისთვის დასავლური სქემების გადმოღების აუცილებლობას სჭარბობს. დროში გახანგრძლივების გარანტიას, მხოლოდ კულტურული ავტონომია იძლევა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა