ამერიკის პოლიტიკური კლასების ბრძოლა
გამოცემა :
18:01 30-12-2010

ნიუ-იორკი - ამერიკა შიდა დაპირისპირების გზას ადგას. ამ თვეში პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და კონგრესის რესპუბლიკელებს შორის შეთანხმებას გადასახადების შემდგომ შემცირებაზე, რაც ათი წლის წინ უმცროსმა ჯორჯ ბუშმა წამოიწყო, ორპარტიული კონსესუსის ახალ დასაწყისად წარმოაჩენენ, თუმცა ვფიქრობ რომ ამერიკული პოლიტიკური სულისთვის გენერალური ბრძოლის წინ ეს დროებითი არაგულწრფელი ზავია


ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, საზოგადოებრივ მორალსა და ნაციონალურ სტრატეგიასთან დაკავშირებული კონფლიქტები ფულის საკითხებამდე დადის. დღეს ის შეერთებულ შტატებზე ვრცელდება ისე როგორც არასდროს. აშშ-ს ბიუჯეტის წლიური დეფიციტი 1 ტრილიონი ამერიკული დოლარია, რაც გადასახადებთან დაკავშირებული ამ ახალი შეთანხმების შედეგად შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს. ურთიერთსესხების ყოველწლიური დონე ძალიან მაღალია იმისთვის, რომ თავი კომფორტულად იგრძნო. საჭიროა მისი შემცირება, მაგრამ როგორ?

პრობლემა კორუმპირებულ ამერიკულ პოლიტიკასა და სამოქალაქო მორალის დაკარგვაშია. ერთი პოლიტიკური პარტია (რესპუბლიკელები), ძალიან ცოტა რამეს თუ უჭერს მხარს გარდა გადასახადების შემცირებისა, რასაც ყველა სხვა მიზანზე მაღლა აყენებს. დემოკრატების ინტერესთა სფერო შედარებით ფართოა რაც მოიცავს ჯანდაცვას, განათლებას, კადრების მომზადებას და ინფრასტრუქტურას მაგრამ რესპუბლიკელების მსგავსად, დემოკრატებიც ცდილობენ მათი ძირითადი საარჩევნო სპონსორების, დიდწილად კი მდიდარი ამერიკელების სასარგებლოდ გადასახადების შემცირებას.

შედეგად სახიფათო პარადოქსს ვიღებთ. აშშ-ს ბიუჯეტის დეფიციტი უზარმაზარია და ქვეყნის მდგრად განვითარებას ემუქრება. ღარიბები სოციალური პროგრამების შემცირებისა და შრომის სუსტი ბაზრის გამო უმძიმეს ვითარებაში ვარდებიან. რვიდან ერთი ამერიკელი სასურსათო ბარათებზეა დამოკიდებული და მაინც ამ გარემოებების მიუხედავად, ერთ პოლიტიკურ პარტიას საგადასახადო შემოსავლების სრულად გამოფიტვა სურს, მეორე კი ამ პროცესში მარტივად ებმება, მისი უფრო სრულყოფილი ინსტინქტების საწინააღმდეგოდ, უფრთხილდება რა მდიდარი სპონსორების კმაყოფილებას.

გარდა ამისა ეს საგადასახადო შემცირებებთან დაკავშირებული პარანოია აშშ-ს ელიტარული ფინანსური განლაგებიდან, რომელიც მდიდრებს და ძლიერებს უწყობდა ხელს სამი ათწლეულის შემდეგ მიმდინარეობს. მას შემდეგ რაც 1981 წელს პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გახდა, ამერიკის საბიუჯეტო სისტემა შემოსავლების განაწილების რგოლის სათავისთვის უზარმაზარი სიმდიდრეების დაგროვებისკენაა მიმართული. უცნაურია მაგრამ ამერიკული საოჯახო მეურნეობის მდიდარ 1%-ს დღეისთვის იმაზე მაღალი სუფთა კაპიტალი აქვს, ვიდრე ყველაზე დაბალი დონის 90%-ს. ყველაზე მდიდარი 12 000 საოჯახო მეურნეობის წლიური შემოსავალი უფრო მაღალია, ვიდრე უღარიბესი 24 მილიონი საოჯახო მეურნეობის.

რეალურად რესპუბლიკელების თამაში ამ შემოსავლებისა და სიმდიდრის უპირატესობის დაფიქსირების მცდელობაა. მათ სამართლიანად ეშინიათ იმის, რომ ადრე თუ გვიან დანარჩენებიც მოითხოვენ, რომ ბიუჯეტის დეფიციტი ნაწილობრივ მდიდრებისთვის გადასახადების გაზრდის ხარჯზე შეწყდეს. ბოლოსდაბოლოს მდიდრები ხომ დღეს იმაზე უკეთ ცხოვრობენ ვიდრე ოდესმე, მაშინ როდესაც ამერიკული საზოგადოების დანარჩენი ნაწილი იტანჯება. მათთვის გონივრულია გადასახადების გაზრდა.

რესპუბლიკელები იბრძვიან, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ დაუშვან. ამ თვეში მათ წარმატებას მიაღწიეს, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, თუმცა მათ საკუთარი ტაქტიკური გამარჯვების გახანგრძლივება სურთ, რაც რამდენიმე წლით გადაავადებს ბუშამდელი პერიოდის საგადასახადო გარემოს აღდგენას და მომავალი წლის გაზაფხულზე მათ უფრო ხანგრძლივ გამარჯვებას მოუტანს. კონგრესში რესპუბლიკელთა ლიდერები უკვე აცხადებენ, რომ ისინი დეფიციტის შესამცირებლად სახელმწიფო ხარჯებს შეამცირებენ.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს არსებობს ერთი სფერო, სადაც რა თქმა უნდა გარანტირებულია ბიუჯეტის სერიოზული შემცირება: სამხედროები, მაგრამ ეს ერთ-ერთი ის პუნქტია, რომლის ხელის ხლებაც რესპუბლიკელებს არ სურთ. მათ ბიუჯეტის შეკვეცა არა ავღანეთში უაზრო ომის დასრულებით და შეიარაღების უვარგისი სისტემების ლიკვიდაციით სურთ, არამედ განათლების, ჯანდაცვის და ღარიბებისა და მუშათა კლასისთვის სხვა შეღავათების შემცირების ხარჯზე.

არ მჯერა რომ მათ ეს საბოლოო ჯამში გამოუვათ. ამ ეტაპზე ამერიკელების უმრავლესობა, როგორც ჩანს რესპუბლიკელების არგუმენტებს იზიარებს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შეწყვეტა ხარჯების შემცირებით სჯობს, ვიდრე გადასახადების გაზრდით, თუმცა მაშინ როდესაც ბიუჯეტზე კონკრეტული წინადადებები გაკეთდება, რეაქცია საპირისპირო გახდება. ჩემი პროგნოზით, კედელთან მიყენებული ღარიბი ამერიკელები და მუშათა კლასი სოციალური სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნებით გამოვა.

ამას გარკვეული დრო დასჭირდება. ამერიკაში პოლიტიკური კორუფციის დონე უბრალოდ შოკისმომგვრელია. საარჩევნო კამპანიების ჩატარება, რაც არანორმალურად გაძვირდა, ახლა მთლიანად ფულზეა დამოკიდებული. შუალედური არჩევნების ღირებულება შეფასებულია 4.5 მილიარდ ამერიკულ დოლარად და შემოწირულობების დიდი ნაწილი მსხვილი კორპორაციებისა და მდიდარი სპონსორებისგან შემოვიდა. ეს ძლიერი ძალები, რომელთა დიდი ნაწილიც ამერიკის კანონმდებლობის შესაბამისად ანონიმურად მოქმედებს, დაუღალავად იღწვიან იმათ დასაცავად, ვინც შემოსავლების განაწილების რგოლის სათავეშია.

მაგრამ არ შეცდეთ: პროცესში ორივე მხარეა ჩაბმული. უკვე დადის ხმები, რომ ობამა მისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 1 მილიარდ დოლარს ან შესაძლოა მეტსაც მიიღებს. ეს ფული ღარიბებისგან არ შემოვა.

მდიდრებისთვის პრობლემა ის არის, რომ ბიუჯეტის შემცირებისთვის სხვა ხარჯი გარდა სამხედროსი არ არსებობს, გარდა იმ სფეროებისა, რომელსაც ღარიბები და მუშათა კლასი უჭერს მხარს. მართლაც აპირებს თუ არა ამერიკა დახმარებების შემცირებას ჯანდაცვასა და საპენსიო უზრუნველყოფაზე? მართლაც შეეცდება თუ არ ის ბიუჯეტის დაბალანსებას განათლებისთვის განკუთვნილი ხარჯების შემცირებით იმ დროს, როდესაც აშშ-ს სტუდენტები უკვე ჩამორჩებიან მათი აზიელი კოლეგების დონეს? მართლაც დაუშვებს თუ არა ამერიკა საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის გაუარესებას? მდიდრები მსგავსი გადაწყვეტილებების ლობირებას შეეცდებიან, მაგრამ ისინი საბოლოო ჯამში დამარცხდებიან.

ობამა ხელისუფლებაში ცვლილებების დაპირებით მოვიდა. ჯერჯერობით ეს ცვლილებები არ ჩანს. მისი ადმინისტრაცია უოლ-სთრითის ბანკირებითაა სავსე. მისი მაღალჩინოსნები ბანკებში გადადიან, როგორც ეს ბიუჯეტის საკითხების დირექტორმა პიტერ ორზაგმა გააკეთა. ის ყოველთვის მზადაა ემსახუროს მდიდრებისა და ძლიერების ინტერესებს, ყოველგვარი შეზღუდვებისა და „კომპრომისის“ ზღვარის გარეშე.

თუკი ასე გაგრძელდა, გაჩნდება მესამე პარტია, რომლის ამოცანაც იქნება ამერიკული პოლიტიკის გაწმენდა და მასში წესიერებისა და სამართლიანობის ნორმების აღდგენა. ამასაც დრო დასჭირდება. პოლიტიკურ სისტემა დამახინჯებულია ამ ორი სახელისუფლო პარტიის წინააღმდეგ გამოწვევების პირისპირ, თუმცა ცვლილებების დრო მოვა. რესპუბლიკელებს მიაჩნიათ, რომ მათ უპირატესობა აქვთ და მომავალშიც გარყვნიან სისტემას მდიდრების სასარგებლოდ. მჯერა რომ ისინი შეცდებიან.

ჯეფრი საქსი - ეკონომიკის პროფესორი; კოლუმბიის უნივერსიტეტთან არსებული მიწის ინსტიტუტის დირექტორი; გაერო-ს გენერალური მდივნის მთავარი მრჩეველი ათასწლეულის განვითარების ამოცანების საკითხებში

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,