ლინგვისტური პოლიტიკა: საქართველო მალე შვედეთი გახდება?
ავტორი :
გამოცემა :
16:05 26-01-2011
საქართველოს სურს შვედეთი გახდეს. ყოველ შემთხვევაში ინგლისური ენის სწავლების და საზოგადოებაში მისი გავრცელების თვალსაზრისით. 2010 წლის სექტემბრიდან მთავრობამ ინგლისურენოვანი მოხალისეების მოზიდვის პროგრამა დაიწყო.

პროგრამის მიზანი მთელი საქართველოს ტერიტორიაზე შექსპირის ენის სწავლების გაუმჯობესებაა. ამ გზით სახელწიფოს მეთაური მიხეილ სააკაშვილი რუსული ენისთვის ღირსეული ალტერნატივის მოძებნას ცდილობს, რომელიც ქართულის შემდეგ დღეს ქვეყანაში მეორე ენაა. თავის მხრივ კრემლი შეწუხებულია მსგავსი კულტურული და ლინგვისტური პოლიტიკით, რომელიც დამატებით შეზღუდავს კავკასიის ამ ნაწილში მის გავლენას.

„ქართველებს არა აქვთ საკუთარი ნავთობი და გაზი. ინტელექტუალური პოტენციალი ჩვენი ერთადერთი რესურსია“. საქართველოს განათლების მინისტრის დიმიტრი შაშკინის მოსაზრება, რომელსაც New York Times-ი ციტირებს, საკმაოდ მკაფიოა: გათვლა განათლებაზე უნდა გაკეთდეს. 2010 წლიდან უცხო ენების, განსაკუთრებით კი ინგლისურის, სწავლების განვითარების მასშტაბური პროგრამა დაიწყო. შარშან, სექტემბერში განისაზღვრა, რომ ერთი წლის შემდეგ ქართველი პედაგოგების დასახმარებლად 1500-მდე ინგლისურენოვანი მოხალისე დასაქმდებოდა. იმ მომენტიდან ამ მოწოდებას მეტ-ნაკლები წარმატებით ათასამდე ადამიანი გამოეხმაურა. მიზანი - 2014 წლის ბოლომდე 10 000 მოხალისის მოზიდვაა. საქართველოს განათლების მინისტრი სამხრეთ კორეასაც გადაწვდა, სადაც წარსულში პრობლემის გადაწყვეტის ოპტიმალური გზების მოძიებისთვის ანალოგიური პროგრამა ხორციელდებოდა.

საიდან გაჩნდა ეს იდეა? მისი მთავარი ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია. მან განათლება აშშ-ში მიიღო და ცოლად ჰოლანდიელი მოიყვანა, თავად ინგლისურად თავისუფლად საუბრობს. მისი გათვლებით, საქართველოს ჩართვა მსოფლიოს ეკონომიკურ სისტემაში მაშინ მოხდება, რომდესაც მოსახლეობა სხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი დასავლური ქვეყნების კულტურის მიმართ გახსნილი იქნება, თუმცა ინიციატივას საკმაოდ მკაფიო პოლიტიკური შეფერილობაც აქვს: ის დიდწილად პასუხობს დიდი რუსი მეზობლისგან მაქსიმალურად დაშორების სურვილს, რომლის ენაც დღეს ქვეყანაში ფაქტობრივად მეორეა.

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა, რაც ისტორიულად დაძაბულობით ხასიათდებოდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების მომენტიდან საბოლოოდ გაფუჭდა. მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში 2003 წელს მოვიდა და იმ დროიდან მოსკოვის აშკარა მტრის როლშია. დასავლეთზე ორიენტირებული სააკაშვილი დღევანდელი ლინგვისტური პოლიტიკით ქვეყანაში რუსული გავლენის შემცირებას ცდილობს, თუმცა ის მაინც ხვდება ერთგვარ უკმაყოფილებას რუსულენოვანი მოსახლეობის მხრიდან, რომელსაც მიაჩნია რომ საქართველომ პუშკინის ენაზე უარი არ უნდა თქვას.

კრემლს რომელიც საკუთარ გავლენას მისი ენის გავრცელების ხარისხით ზომავს, მსგავსი ინიციატივები აღიზიანებს. ამ თემასთან დაკავშირებით დაძაბულობა ბევრ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაშიც არის, მაგალითად ლიტვასა და უკრაინაში. მეორე მხრივ, თბილისმა საკუთარი რუსულენოვანი საინფორმაციო არხის შექმნა გადაწყვიტა, რომლის მიზანიც მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე ქართული ხედვის გავრცელებაა. მოსკოვისთვის საუბედუროდ, ამ „პირველი კავკასიური საინფორმაციო არხის“ (PIK) საზეიმო გახსნა 25 იანვარს დაიგეგმა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა