ქართველ მანიფესტანტებთან დაპირისპირების შედეგები
ავტორი :
გამოცემა :
23:00 29-05-2011

25 მაისს საღამოს თბილისში, პოლიციას და ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის, რომლებმაც საპროტესტო აქცია მოაწყვეს, შეტაკება მოხდა. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმის ჩატარების წინ პოლიციამ ქუჩა დემონსტრანტებისგან გაწმინდა.


საქართველოში საპროტესტო აქცია იშვიათი მოვლენა არ არის და არც მანიფესტანტებისადმი მოპყრობა იყო ყველაზე სასტიკი ბოლო წლების განმავლობაში. საეჭვოა ამ შეტაკებებმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს საქართველოს საშინაო პოლიტიკაზე, ისევე როგორც მის რუსეთთან ურთიერთობაზე (მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აქციების ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა), თუმცა ამ ფაქტის გამო, საქართველომ შეიძლება დასავლეთის ზეწოლა იგრძნოს

ანალიზი:

25 მაისს საღამოს, სულ რაღაც რამდენიმე საათით ადრე მანამ, სანამ ქვეყნის დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი აღლუმი გაიმართებოდა, საქართველოს დედაქალაქ თბილისში პროტესტის ნიშნად ქუჩაში გამოსული ოპოზიციის წარმომადგენლებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების დროს ორი ადამიანი დაიღუპა (მათ შორის ერთი პოლიციელი) და დაახლოებით 90 ადამიანია დაკავებული. პოლიციამ მიტინგი დაშალა და სამხედრო აღლუმი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ესწრებოდა, დათქმულ დროს ჩატარდა.

არეულობები საკმაოდ შეზღუდული ხასიათის იყო და საეჭვოა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდეს სააკაშვილის მმართველობას: მსგავსი აქციები საქართველოში ხშირია, თუმცა იმ ფონზე, როდესაც საეჭვოა ამ შეტაკებებმა თბილისი-მოსკოვის ურთიერთობები გააუარესოს, დემონსტრაციის დაშლის სასტიკი მეთოდების გამო, შესაძლოა საქართველოს მთავრობას და დასავლეთს შორის სიტუაცია დაიძაბოს.

25 მაისს ოპოზიციის მიერ ორგანიზებული საპროტესო აქციების მეხუთე დღე იყო. აქცია რუსთაველის გამზირზე (ქალაქის მთავარი სატრანსპორტო არტერია) მიმდინარეობდა. დემონსტრაცია, რომელიც ოპოზიციის ლიდერის ნინო ბურჯანაძის და სხვა აქტივისტების ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, მორიგ ეპიზოდად იქცა ბრძოლაში იმ ზეწოლის წინააღმდეგ, რომელსაც სააკაშვილი თითქოს ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და სხვა ელემენტებზე ახორციელებს, რომლებიც საქართველოში საპრეზიდენტო მმართველობას აკრიტიკებენ. 21 მაისს, აქციის დაწყების დღეს, მასში დაახლოებით ხუთი-ათი ათასი ადამიანი მონაწილეობდა. შემდეგ დემონსტრანტთა აქტიურობამ იკლო, თუმცა კვლავ გაძლიერდა უშუალოდ სამხედრო აღლუმის წინ, რომლისთვის მზადების პროცესშიც ქართულმა პოლიციამ დემონსტრანტები სასტიკად დაარბია.

მართალია შეტაკებების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ათობით ადამიანი დაშავდა, თუმცა საერთო ჯამში სიტუაცია ნაკლებად მძიმეა, ვიდრე 2007 წელს მომიტინგეებთან ანგარიშსწორების დროს. როგორც ჩანს, საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოში ოპოზიციური მოძრაობის დაქსაქსულობა და სისუსტე, ოპოზიციისა რომელმაც ვერ შეძლო ათობით- ათასი ადამიანის მოგროვება, როგორც ამას 2009 წელს, თავისი გავლენის პიკში ახერხებდა. სააკაშვილმა ოპოზიციის მნიშვნელობის შემცირების მიზნით, დემონსტრაციის ორგანიზებაში გარე ძალები, რუსეთი დაადანაშაულა, რომელსაც საქართველო 2008 წელს ეომებოდა და რომლის არმიაც დღეს საქართველოსგან გამოყოფილ ტერიტორებზე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში არის განთავსებული.

ზოგადად და მთლიანობაში, საპროტესტო დემონსტრაციამ და შემდგომმა რეპრესიებმა, საეჭვოა მნიშვნელოვნად იმოქმედოს შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზე საქართველოში: სააკაშვილი ძველებურად ძალიან პოპულარულია და მის რეჟიმს განსაკუთრებული არაფერი არ ემუქრება. საეჭვოა ასევე ამ მოვლენებმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე, მიუხედავად სააკაშვილის საუბრისა მოსკოვის კვალზე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებისა, რომ მიტინგის დაშლა იქცა „ადამიანის უფლებების არნახულ დარღვევად, რაც მოითხოვს საერთაშორისო დონეზე გამოძიებას“. იმ შემთხვევაშიც, თუკი სააკაშვილზე ზეწოლა ისეთი ხარისხის იქნება, რომ მას გადადგომას აიძულებს, როგორც ჩანს საქართველო ახალი ლიდერის პირობებშიც შეინარჩუნებს საგარეო პოლიტიკაში პროდასავლურ ორიენტაციას - რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის დიდი სურვილი არ იგრძნობა და უმაღლეს პრიორიტეტად აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დაბრუნება რჩება.

თუმცა ეს რეპრესიები დასავლეთს, განსაკუთრებით კი ევროკავშირს აიძულებს საქართველოს მთავრობაზე განახორციელოს ზეწოლა. საქართველო ევროპასთან ინტეგრაციას საკუთარი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად მიიჩნევს, ის დასავლურ ორგანიზაციებში (ევროკავშირსა და ნატო-ში) ინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, სურს რა დასავლეთის ქვეყნებთან მიერთება და რუსეთის წინააღმდეგ უსაფრთხოების გარანტიების მოპოვება. დასავლეთზე ორიენტაციის მისწრაფებაში საქართველო დასავლური სტანდარტების და ადამიანის უფლებების ერთგულია, თუმცა იმავდროულად ამ ქვეყნის მართვის სტილი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მართვის სტილისგან დიდად არ განსხვავდება: ცენტრალიზებული, სახელმწიფო უშიშროების ძლიერი აპარატის მიერ მხარდაჭერილი ნახევრად ავტორიტარული მთავრობა.

რაც იმას ნიშნავს, რომ მართალია სააკაშვილმა ევროპასთან ინტეგრაციაზე ორიენტირებული მთელი რიგი ეკონომიკური და იურიდიული რეფორმები გაატარა, თუმცა ის მაინც ძალიან უფრთხის იმას, რომ დაუშვას ოპოზიციის ძალთა არსებითი ჩართვა სამთავრობო სტრუქტურებში და მზადაა სასტიკად ჩაახშოს ოპონენტები, როდესაც ოპოზიცია ქუჩაში გამოდის. ბოლო დღეებში ოპოზიციის წამომადგენელთა დემონსტრაციის დარბევა იმ რთული სიტუაციის ილუსტრაციაა, რომელშიც საქართველო აღმოჩნდა, როდესაც საქმე მისი დასავლური ამბიციების საგარეო და საშინაო უსაფრთხოებასთან მორიგებაზე მიდგება - გამოწვევა, რომელსაც უახლოეს მომავალში თბილისი ვერ გაუმკლავდება.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,