პოლიტიკური ზეწოლა
გამოცემა :
01:45 30-05-2011

ჩინოვნიკი: პრეზიდენტი ობამა პირადად არის ჩართული რუსეთ-საქართველოს სავაჭრო დავის მოგვარებაში


რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების მცდელობა პრეზიდენტ ბარაკ ობამას და რუსეთის პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს შორის განხილვის მთავარი თემა იყო - განაცხადეს 26 მაისს ორივე ქვეყნის ჩინოვნიკებმა.

ობამას ადმინისტრაციის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა ABC News-ს განუცხადა, რომ ეს ის საკითხია, რომლის მოგვარებაშიც პრეზიდენტი ობამა უკვე რამდენიმე თვეა პირადად არის ჩართული, იმ დონემდეც კი რომ პერსონალურად მიიღო ზომები იმისთვის, რომ შვეიცარიელების შუამავლობით მთავარ დაბრკოლებაზე - რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციაზე - მოლაპარაკებები შემდგარიყო.

რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში (მსო) გაწევრიანებასთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფში საქართველოს წარმომადგენლებიც შედიან, ქვეყნისა რომელსაც სურს, რომ რუსეთის არმიამ დატოვოს სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი - რესპუბლიკები, რომლებიც რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შემდეგ ოკუპირებულია.

იმის გამო, რომ მსო-ს წევრობა კონსესუსით მიიღწევა, საქართველოს უარი დაბრკოლებაა რუსეთისთვის შეუერთდეს ამ სავაჭრო ორგანიზაციას, რისკენაც ის ათ წელიწადზე მეტ ხანს მიისწრაფვის. საქართველო თავის უარს იმით ხსნის, რომ პრობლემები აქვს სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის საბაჟო პუნქტების კონტროლის მხრივ. სინამდვილეში კი პრობლემა რუსეთის არმიის მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობაა.

„მაგრამ მსო ის ადგილი არ არის, რომელიც ამ პრობლემის გადაწყვეტს“ - განაცხადა ობამას ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა „ეს იგივეა, რაც პალესტინელების მხრიდან გაერო-ში კენჭისყრის მიღწევის სურვილი“.

შესაბამისად, ჩინოვნიკის თქმით, შარშან ნოემბერში APEC-ის ფორუმზე იოკაჰამაში, პრეზიდენტი ამ საქმეში პირადად ჩაერთო, ჰკითხა რა მედვედევს მისაღები იყო თუ არა მისთვის შვეიცარიის შუამავლობა ამ საკითხზე შეთანხმებისთვის. მედვედევი დათანხმდა.

რამდენიმე დღეში, ნატო-ს ლისაბონის (პორტუგალია) სამიტზე, პრეზიდენტმა ობამამ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ჰკითხა, მიიღებდა თუ არა ის მონაწილეობას მოლაპარაკებებში. სააკაშვილიც დათანხმდა.

მარტში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ალექსანდრე ლუკაშევიჩმა მოლაპარაკებების შესახებ განაცხადა და აღნიშნა რომ, მედვედევის თქმით „დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზება და ქართველი ჩინოვნიკების მხრიდან ისეთი ელემენტების განხილვის მცდელობები, რომელიც მსო-ს წევრობის პირობებს არ ეხება“.

ორივე ქვეყანამ ისეთი საჯარო პოზიცია დაიკავა, რომელიც შესაძლო კონსესუსისთვის მცირე შესაძლებლობას ტოვებს: საქართველოს რუსეთის არმიის გაყვანა სურს, რუსეთი ამბობს რომ მისი არმია არსად წავა, თუმცა ორივე მხარის მონაწილეობა შვეიცარიის შუამავლობით გულისხმობს პერსონალური პოზიციების შესაძლო განსხვავებულობას. არსებობს საქართველოს მოთაფვლის გზები, რომელსაც სურს რუსეთმა გააუქმოს 2006 წლის ემბარგო ქართულ მინერალურ წყალსა და ღვინოზე და ევროკავშირთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმებისკენ მიისწრაფვის.

ბერნში ორჯერ გაიმართა სამმხრივი მოლაპარაკებები. მესამე შეხვედრა ამ თვის ბოლოს იგეგმება.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის მსო-ში გაწევრიანება კარგი იქნება რუსეთის ეკონომიკისთვის, აშშ-ს ეკონომიკისთვის, ის ასევე კარგი იქნება მსოფლიოს ეკონომიკისთვის“ - განაცხადა დოვილში პრეზიდენტმა ობამამ - „და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამის გაკეთება შეგვიძლია“.

ეროვნული უშიშროების საბჭოს რუსეთის განყოფილების დირექტორმა ჟურნალისტებს დღეს (26 მაისს) განუცხადა, რომ აშშ ჟენევაში რუსეთის გზამკვლევის როლშია, ეხმარება რა ამ ქვეყანას მსო-ში გაწევრიანების პროცესში. სხვა გადაუჭრელი საკითხები მოიცავს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების განხორციელებას და მეთოდს, რომლითაც რუსეთი ღორის და ფრინველის ხორცის იმპორტს განიხილავს.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა