საქართველო რუსების მიერ ჩერქეზების გენოციდს აღიარებს
ავტორი :
გამოცემა :
15:56 12-06-2011

საქართველომ ოფიციალურად აღიარა გენოციდად 1860-იან წლებში რუსების მიერ ჩერქეზი ხალხის მკვლელობები და დეპორტაცია, რაც აგრესიული ნაბიჯია მისი ჩრდილოელი მეზობლის მიმართ


საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ემუქრებოდა რუსეთს ასეთი აღიარებით და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომმა, ასევე რუსეთის ქალაქ სოჭისთვის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩატარებაზე უფლების მიცემამ 2010 წელს, თბილისს მოქმედებისკენ უბიძგა. მართალია ეს ნაბიჯი მოსკოვისთვის მკვეთრ დარტყმას არ წარმოადგენს, თუმცა ოლიმპიადის წინ მოსკოვისთვის ეს ძალიან შეუფერებელი დროა და ასეთმა აღიარებამ შეიძლება კავკასიის სხვა ეთნიკური უმცირესობები გაამხნევოს და უბიძგოს მათ იმ კითხვების საჯაროდ დასმისკენ, რაც რუსების მხრიდან სავარაუდო გენოციდთან დაკავშირებით დაუგროვდათ.

ანალიზი:

20 მაისს საქართველომ თამამი ნაბიჯი გადადგა მისი ჩრდილოელი მეზობლის რუსეთის წინააღმდეგ, როდესაც ჩრდილოეთ კავკასიაში მეფის რუსეთის დროს ჩერქეზი ხალხის მკვლელობები და დეპორტაცია გენოციდად აღიარა. საქართველო პირველი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა ამ მოვლენებიდან დაახლოებით 150 წლის შემდეგ. საქართველოს ასეთი ქმედებისკენ უამრავმა პრობლემამ უბიძგა - დაწყებული რუსეთის სამხედრო ძალების გაზრდასთან დაკავშირებული მზარდი შეშფოთებით, დამთავრებული მოსკოვის მხრიდან საქართველოს სეპარატისტული აფხაზეთის რეგიონის მხარდაჭერით.

ჩერქეზები, რომლებიც საკუთარ ენაზე თავს ადიღეელებს უწოდებენ, ერთ-ერთი იმ უმცირესობათაგანია, რომელიც არასტაბილურ მრავალეთნიკურ ჩრდილო კავკასიურ რეგიონში ცხოვრობს. ჩერქეზთა სავარაუდო გენოციდი 1860-იან წლებში მოხდა და როგორც ამბობენ მაშინდელ ომში, ასობით-ათასი ადამიანი მოკლეს. ჩერქეზების უმრავლესობა ოსმანთა იმპერიაში (დღევანდელ თურქეთში) აღმოჩნდა, სადაც მათი ნაწილი გაიქცა, ან იძულებული გახდა გამგზავრებულიყო. დღეს იქ დაახლოებით ორი მილიონი ჩერქეზი ცხოვრობს, თუმცა არსებული შეფასებით, დაახლოებით 800 ათასი ჩერქეზი ძველებურად რუსეთის კავკასიაში, სხვადასხვა ავტონომიური რესპუბლიკის, კერძოდ ადიღეისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

რუსეთის კავკასიის სხვა მსხვილი ეთნიკური ჯგუფების, მათ შორის ჩეჩნების და დაღესტნელების მსგავსად, ჩერქეზები მოითხოვდნენ თითქოსდა მათ მიმართ განხორციელებელი გენოციდის აღიარებას. კრემლი (ცარისტული, საბჭოთა თუ თანამედროვე) ამ საკითხს იშვიათად განიხილავდა ხოლმე, თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის დროს, რომელმაც 1994 წელს ჩერქეზების მდგომარეობას „ტრაგიკული“ უწოდა.

ქართველები დიდი ხნის განმავლობაში იმუქრებოდნენ, რომ აღიარებდნენ ჩერქეზების გენოციდს, იყენებდნენ რა ამ საკითხს რუსეთზე პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის და რუსეთის ქალაქ სოჭისთვის 2014 წელს ზამთრის ოლიმპიადის ჩატარების უფლების მიცემის შემდეგ, ყველა ელოდა რომ თბილისი რუსეთის მისამართით მუქარებს შეწყვეტდა და ბოლოს და ბოლოს ოფიციალურად აღიარებდა ჩერქეზების გენოციდს.

ადრე საქართველოს მხრიდან გენოციდის აღიარებისთვის ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებას ის მოლოდინი წარმოადგენდა, რომელიც სხვა კავკასიურ უმცირესობებს ჰქონდათ, რომ საქართველო გენოციდთან დაკავშირებულ მათ ბრალდებებსაც აღიარებდა. მართლაც ჩერქეზებთან დაკავშირებული ქართული რეზოლუციის შემდეგ, უკვე ჩეჩნეთიც და დაღესტანიც გააქტიურდნენ იმ მიმართულებით, რომ საქართველომ მათ სტატუსთან დაკავშირებითაც ანალოგიური პოზიცია დაიკავოს, თუმცა შედარებით მშვიდობიანი ჩერქეზების მხარდაჭერა რეგიონში ერთი საკითხია, ხოლო ჩეჩნების და დაღესტნელების სულ სხვა საქმეა. ბოლო ოცი წლის განმავლობაში რუსეთი სასტიკ ომებს აწარმოებდა ჩეჩნების და დაღესტნელების წინააღმდეგ, ასევე სასტიკი წარსული აქვს რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. მიუხედავად ამისა, ეს სარისკო პრეცედენტია კავკასიურ რესპუბლიკებში სავარაუდო გენოციდების ირგვლივ დისკუსიებისთვის, ისეთ რესპუბლიკებში როგორიც მაგალითად სომხეთია.

STRATFOR-ის წყაროები კრემლში ამბობენ, რომ ჩერქეზები მოსკოვისთვის სულ უფრო მზარდი შეშფოთების საგანს წარმოადგენენ. 2014 წლის სოჭის ოლიმპიადისთვის ტურისტული ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილის მშენებლობა ჩერქეზულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს და წყაროები აცხადებენ რომ ამ ინფრასტრუქტურული პროცესების საბოტაჟი, მაგალითად ახლახან სათხილამურო გზებისთვის გადაჭიმული გვარლების გადაჭრა, უარი სამუშაოს შესრულებაზე, სამშენებლო მასალების მოპარვა და რუსი მშენებლების დაშინება - ეს ყველაფერი უკიდურესად ართულებს თამაშების დაწყებამდე სამშენებლო პროცესის დასრულების ამოცანას. ქართველების მიერ ჩერქეზთა გენოციდის აღიარება ხელს შეუწყობს სიმტკიცის გაძლიერებას ამ სავარაუდო საბოტაჟის მონაწილეებში, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ამას საქართველოს ფინანსური მხარდაჭერაც დაემატება.

ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი, ის თუ კონკრეტულად რა დრო აარჩია საქართველომ აღიარებისთვის და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის კვლავ ცდილობს იმ პრობლემის ამოთხრას, რომელიც მოსკოვმა დიდი ხნის წინ დამარხა, იმ მომენტში როდესაც ის ცდილობს საკუთარი ძალის და მრავალფეროვნების დემონსტრირებას ოლიმპიადის წინ. ქართველები სულ უფრო მეტი სიფრთხილით ეკიდებიან აფხაზეთის გაძლიერებას, რომელიც ერთ-ერთ იმ სუბიექტად გარდაიქმნება, რომელიც ოლიმპიური ძალისხმევისგან ყველაზე მეტ სარგებელს იღებს. ისევე როგორც ჩერქეზული მიწები, აფხაზეთი ინფრასტრუქტურული მშენებლობის კიდევ ერთი ძირითადი მიმართულებაა, რაც მოიცავს სასტუმროების, სარკინიგზო ხაზების და სავაჭრო ცენტრების მშენებლობას. აფხაზეთის ეკონომიკა ფაქტობრივად ორჯერ გაიზარდა მას შემდეგ, რაც ოლიმპიადისთვის მოსამზადებელი სამუშაოების აქტიური ფაზა დაიწყო. აფხაზებს და ჩერქეზებს დიდი ხანია ახლო ურთიერთობა აქვთ, ჩერქეზები აფხაზების გვერდიგვერდ იბრძოდნენ ქართველების წინააღმდეგ 1992-93 წლის ომებში და 2008 წელს. საქართველოს აღიარებამ ამ ჯგუფების ურთიერთობაში შეიძლება პრობლემა შექმნას და აფხაზები უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენოს, როდესაც ის იძულებული გახდება მისი მჭიდრო კავშირები რუსეთთან ჩერქეზებისადმი სოლიდარობას შეუთავსოს.

საქართველოს არა აქვს ბევრი ბერკეტი იმისთვის, რომ რუსეთს საპასუხო დარტყმა მიაყენოს ან წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვის მხრიდან აფხაზების მხარდაჭერას, მაგრამ თავად რუსეთის უმცირესობებს შორის დაძაბულობის პროვოცირება ტაქტიკაა და ამ კონკრეტული დარტყმისთვის შერჩეული დრო კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს ცალსახად არ არის მკვეთრი და ხელშესახები დარტყმა მოსკოვისთვის, მაგრამ მან შეიძლება კავკასიის უმცირესობები აიყოლიოს, რომლებსაც დიდი ხანია რაც სავარაუდო გენოციდზე კითხვები დაუგროვდათ.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,