ამერიკული პოლიტბიურო
გამოცემა :
15:10 11-08-2011

ამერიკული პოლიტბიურო ჩვენ თვალწინ ჩამოყალიბდა. დიახ, ჩვენი კონგრესი ორპარტიული სისტემის პროდუქტია (რესპუბლიკელები და დემოკრატები) და ერთი შეხედვით, იოლად ვერ მიამსგავსებთ სსრკ-ს ერთპარტიულ სისტემას, მაგრამ მოდი ისეთ აბეზარ რამეს გადავხედოთ, რასაც ფაქტები ჰქვია.


ადმინისტრაციული ქმედებები უკვე ანაცვლებენ საკანონმდებლო აქტებს და მართვის უმთავრეს მექანიზმად იქცევიან. უბრალოდ დაითვალეთ ის ნორმატიული აქტები, რომელიც გამოსცა გარემოს დაცვის სააგენტომ, იუსტიციის დეპარტამენტმა, სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა, ჯანმრთელობისა და მომსახურების დეპარტამენტმა და ა.შ. და ა.შ. არავის მიერ არჩეული ჩინოვნიკები (რომლებიც ანგარიშვალდებულები არ არიან მოქალაქეებთან) მთელ ქვეყანაში ქმნიან კანონებს, რომელთა მორჩილებაც გვევალება და რაღაც სახის სასჯელითაც კი გვემუქრება. გარდა ამისა, ისინი აღარ საჭიროებენ იმ პირთა ზედამხვედლობას, რომლებიც ჩვენი ინტერესებისა და ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის დაცვისთვის ავირჩიეთ. სხვათა შორის, მმართველობა არ ნიშნავს მთავრობას (ისე, როგორც ეს ამერიკელებს ესმით). მმართველობა, ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, მმართველობაა.

ბევრ პატარა და საშუალო ამერიკულ ქალაქში შექმნილია მდგრადობის საბჭოები, ურბანული განვითარების საბჭოები, ტრანსპორტის საბჭოები, ეკონომიკური განვითარების საბჭოები და საბჭო და კიდევ საბჭო და კიდევ საბჭო. ჰმმმმ... ამ საბჭოების უმეტესობა დანიშნულია და არა არჩეული, აქ ამერიკაში.

მაინც ზუსტად რა არის საბჭო? საბჭოთა კავშირში, კანონებს ადგილობრივი საბჭოები, რეგიონული საბჭოები და ნაციონალური საბჭოები ქმნიდნენ. უნდა აღინიშნოს, რომ არავინ ახსენებდა სახელმწიფო საბჭოებს. საბჭოები (საბჭოთა) პასუხს აგებდნენ რეგიონებზე. რეგიონებს პოლიტიკური საზღვრები არ გააჩნდა, ასე რომ ყველა შემთხვევისთვის თქვენ გქონდათ პოლიტიკური სტრუქტურის მიღმა არსებული რეგიონული მმართველობა, არავის მიერ არჩეული და არა ანგარიშვალდებული.

დღეს ჩვენ იმის მოწმენი ვხდებით, რომ კანონმდებლობისა და ადმინისტრაციული დადგენილებებით ამერიკაში რეგიონალიზმს უწევს ლობირებას. საბჭოები ამერიკაში რეალურად არსებობს და ისინი თქვენს მახლობელ რეგიონსაც უახლოვდებიან, არავის მიერ არჩეული ეს საბჭოები.

ჩვენი ხელისუფლების აღმასრულებელმა შტომ ”ცარივით” შემოიკრიბა თავის გარშემო პოლიტიკური მრჩევლებისა (არავის მიერ არჩეული, არა ანგარიშვალდებული ჩინოვნიკები) და ლობისტური ჯგუფების ჯარი, ხოლო ისინი წარმოადგენენ არა ძირითადი მოქალაქეების, არამედ სხვათა ინტერესებსა და შეხედულებებს. ჩვენ ვაშინგტონის ძალაუფლების ბროკერების მუდმივი ცვალებადობის მძევლებად ვიქეცით. ეს ხალხი ცივი ომის დროინდელ წარმონაქმნს მოგვაგონებს - ნომენკლატურას. ძველ, კარგ საბჭოურ რუსეთში ნომენკლატურა ”კომუნისტური პარტიის” ყველა სიკეთით სარგებლობდა. ამერიკული ნომენკლატურა დიდი ადმინისტრაციული აპარატის პირმშოა და იმით არსებობს, რომ არ არჩეული ხალხის გადაწყვეტილებებზე ახდენს გავლენას. ლობისტები, ექსპერტ-აკადემიკოსები და ბიუროკრატები, რომლებიც არასოდეს სწუხან ჯანმრთელობის დაზღვევაზე, პენსიებზე ან უმუშევრობაზე, მაგრამ ქვეყნის კორპორაციებს უყურადღებოდ არ სტოვებენ. ისინი კარგად იცნობენ სისტემას და შოულობენ სულ უფრო მეტ სამთავრობო კონტრაქტს, სულ უფრო ხშირად ჩვენი გადასახადების ხარჯზე (რომელიც მზის გარშემო დედამიწის თითოეული ბრუნით სულ უფრო ცოტა ღირს). ”ლუის ფრიმ (FBI-ის ყოფილი დირექტორი), ადმირალმა ლოიმ (ტრანსპორტის უსაფრთხოების ყოფილი თავი), ჯორჯ ტენეტმა (CIA-ს ყოფილი დირექტორი), ფრენკ მოსმა (სახელმწიფო დეპარტამენტის საპასპორტო სამსახურის პროგრამის ყოფილი მენეჯერი) და კიდევ უამრავმა სხვამ, ვისაც ოდესღაც ფედერალურ მთავრობაში საკვანძო პოზიციები ეკავა, ახლა Viisage/L-1-ში მოიყარა თავი, ან როგორც დირექტორთა ბორდის წევრმა ან როგორც დაქირავებულმა ჩინოვნიკმა. Viisage/L1-ი ბიომეტრიული ინდუსტრიის გიგანტია.

2011 წლის 1 აგვისტოს, ჩვენმა ფედერალურმა კანონმდებლებმა დეფიციტის შემცირების ერთობლივი კომიტეტი შექმნეს. კონგრესმა (ცენტრალურმა კომიტეტმა, მათთვის, ვინც ადევნებს თვალს სტატიაში მოყვანილ ანალოგიებს) შექმნა ის, რასაც სუპერ-კონგრესი უწოდეს, რადგან ამერიკული დეფიციტის გადაუდებელი საკითხი ვერ დაელოდება იმას, თუ როდის დაიწყებს კონგრესი მთლიანობაში. ქალბატონებო და ბატონებო, ამერიკის მთავრობამ პოლიტბიურო შექმნა.

1919 წლის მარტში პარტიის მე-8 ყრილობაზე, ცენტრალურ კომიტეტს მიეცა დავალება აირჩიოს საკუთარი შემადგენლობიდან 5 კაცი ახალი ინსტიტუტის, პოლიტბიუროსთვის. მისი ოფიციალური დანიშნულება იყო, გადაეწყვიტა ისეთი გადაუდებელი საკითხები, რომელიც ვერ ითმენდა ცენტრალური კომიტეტის მდორე ტემპს. პოლიტბიურომ მალე პარტიაში და სახელმწიფო ადმინისტრაციაში მთავარი პოზიცია დაიკავა და საბოლოოდ დაჩრდილა ცენტრალური კომიტეტი. 1990-იან წლებამდე მასში 12-15 წევრი შედიოდა. Britannica

ჩვენი ფუნდამენტური პრინციპები უარყოფილია. დიახ, ყოველ კონგრესს შეუძლია დააწესოს თავისთვის მუშაობის წესები...მაგრამ... ეს წესები არ მთავრდება ამ კონგრესთან ერთად და ისინი ზღუდავენ მოქალაქეების მიერ არჩეული უმეტესი წარმომადგენლის წვლილს. ჩვენს პოლიტიბიუროს რეალურად ისეთივე შეზღუდვები აქვს, როგორიცაა ვაჭრობაში, ანუ არანაირი. ყველაფერი და ყველა შეიძლება ისე შექმნა, რომ მას დეფიციტის შემცირების პოლიტიკისთვის ხელშემწყობი უწოდო.

უილიამ ფოსტერმა აშშ-ს ”კომუნისტური პარტიის” თავმჯდომარემ 1932 წელს დაწერა ნაშრომი ”საბჭოთა ამერიკისკენ”, სადაც აღწერა მისი მოსაზრებები შეერთებული შტატების სოციალისტურ სისტემად გარდაქმნის შესახებ. 1958 წელს კლეონ სკოუსენმა გამოაქვეყნა ”შიშველი კომუნისტი”, რათა დაესახელებინა ის 45 მიზანი, რომელსაც ამერიკა უნდა გარდაექმნა. მაიკლ პეტრო ჯუნიორმა, ფლოტის ვეტერანმა, 2010 წელს დაწერა ”კეთილი იყოს თვენი მობრძანება საბჭოთა ამერიკაში” და აქ იმსჯელა იმაზე, თუ რამდენად შესრულდა ფოსტერის, მარქსისა და კლეონ სკოუსენის გეგმები.

დო სვიდანია, ტოვარიშჩი!

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა