საქართველო-რუსეთი: არასტაბილურობის პოტენციალი სამხრეთ ოსეთში
ავტორი :
გამოცემა :
02:50 03-12-2011

საქართველოს აჯანყებული რეგიონის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე დაძაბულობის ესკალაცია მას შემდეგ შეიმჩნევა, რაც 30 ნოემბერს საპრეზიდენტო კანდიდატის, ალა ჯიოევას მხარდამჭერები სამთავრობო შენობის შტურმით აღებას შეეცადნენ.


პროტესტი ახლახან ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოჰყვა, რომელშიც ჯიოევამ გაიმარჯვა, ასევე იმას, რომ ჯიოევას ხელახლა დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. პოლიტიკურ დავას რეგიონში, რომელიც ისედაც არასტაბილურია და რომლითაც რუსეთიც დაინტერესებულია და საქართველოც, შეიძლება პროტესტის და ძალადობის ზრდა მოჰყვეს.

ანალიზი

30 ნომბერს, სამხრეთ ოსეთის საპრეზიდენტო კანდიდატის, ალა ჯიოევას მხარდამჭერები, მთავრობის სახლის შტურმით აღებას შეეცადნენ მას შემდეგ, რაც ჯიოევას გამარჯვება პრომოსკოველ კანდიდატ ანატოლი ბიბილოვზე გაუქმებულად გამოცხადდა, ხოლო თავად ჯიოევას ხელახლა დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს. მოვლენების ასეთმა განვითარებამ საქართველოსგან გამოყოფილ ამ რეგიონში შიდა დაძაბულობა გამოიწვია, რასაც რეგიონში შეიძლება ახალი საპროტესტო გამოსვლები და შესაძლოა ძალადობის ესკალაციაც მოჰყვეს. მართალია, სამხრეთ ოსეთს და რუსეთს შორის სტრატეგიული ურთიერთობების საერთო კურსს არცერთი კანდიდატი არ შეცვლის, თუმცა ის მოშლილი რუსულ-ქართული ურთიერთობების ზღვარზე გადის და ამიტომ უსაფრთხოების თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

სამხრეთ ოსეთი, საქართველოსგან გამოყოფილი პატარა მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია, სადაც დაახლოებით 70 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ის რუსეთმა (აფხაზეთთან ერთად) 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა. ამ რეგიონში სიტუაციის გამწვავება 13 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ დაიწყო. მოქმედ პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის ორი საპრეზიდენტო ვადა ამოეწურა და მან არჩევნებში მონაწილეობისუფლება არ მისცეს. ეს არჩეწვნები მეზობელმა საქართველომ, ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა არ აღიარეს. არჩევნების პირველ ტურში ხმათა უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა, ამიტომ 27 ნოემბერს მეორე ტური ჩატარდა, სადაც ერთმანეთს ორი წამყვანი კანდიდატი - რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციათა მინისტრი ბიბილოვი და განათლების ყოფილი მინისტრი ჯიოევა დაუპირისპირდნენ. ბიბილოვი ფავორიტი კანდიდატი იყო, მას მოსკოვი და კოკოითი უჭერდნენ მხარს და მისი კანდიდატურა რუსეთის პრემიერმინისტრმა ვლადიმერ პუტინმა და მისმა პარტიამ „ერთიანმა რუსეთმა“ მოიწონა.

საპრეზიდენტო რბოლის შედეგად ჯიოევამ ნომინალური გამარჯვება მოიპოვა (ხმების დაახლოებით 57%, ბიბილოვის 40%-თან შედარებით), მაგრამ სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა სასამართლომ არჩევნების შედეგები მას შემდეგ გააუქმა, რაც ბიბილოვმა იჩივლა და ჯიოევა არჩევნებში დარღვევებში დაადანაშაულა. 29 ნოემბერს სასამართლომ არჩევნების ახალ თარიღად 25 მარტი დანიშნა, და ბიბილოვის განაცხადის საფუძველზე ჯიოევას მასში მონაწილეობა აუკრძალეს. ამან ჯიოევას დაახლოებით ათასამდე მხარდამჭერს (მომიტინგეთა რაოდენობაზე ინფორმაცია სხვადასხვაგვარია) ცხინვალში საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ უბიძგა, ხოლო 30 ნოემბერს ჯიოევას მომხრეები ხელისუფლების დასამხობად, მთავრობის სახლში შეჭრას შეეცადნენ. ეს ქმედება აღიკვეთა, მასების გასაფანტად შენობის დაცვა იძულებული გახდა ჰაერში გაესროლა, მაგრამ სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება, ხოლო ჯიოევამ სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად თავი პრეზიდენტად გამოაცხადა.

ჯიოევა-ბიბილოვის დავის შედეგები სამხრეთ ოსეთის სტრატეგიულ ურთიერთობებზე რუსეთთან, შედარებით შეზღუდულად აისახება. არ აქვს მნიშვნელობა ვინ გახდება პრეზიდენტი, რუსეთი მაინც შეინარჩუნებს იქ თავის სამხედრო წარმომადგენლობას და გამოყოფილ ტერიტორიას ფინანსურად კვლავაც დაეხმარება.

ორივე კანიდადატს პრორუსული პლატფორმა ჰქონდა, იმავდროულად ბიბილოვი მოსახლეობას მოსკოვთან კავშირების გაძლიერებისკენ მოუწოდებდა, ხოლო ჯიოევა აქცენტს კორუფციასთან ბრძოლაზე აკეთებდა და რეგიონის ხელმძღვანელობას იმ სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებდა, რომელსაც სამხრეთ ოსეთი მოსკოვისგან იღებს.

ის, რაც დავის შედეგად შეიცვალოს, ეს რეგიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციაა. თუკი პროტესტი გაგრძელდება და სამხრეთ ოსეთში ძალადობა იფეთქებს, ის შეიძლება საზღვარზე გადავიდეს და საქართველოშიც შეაღწიოს, სადაც სასაზღვრო ინციდენტები და თავდასხმები მანამდეც ხდებოდა. პროტესტის და ძალადობის ზრდამ შეიძლება სამხრეთ ოსეთში ზოგიერთებს საზღვრზე პროვოკაციებისკენ უბიძგოს, იქნება ეს განპირობებული შიდა დაძაბულობისგან ყურადღების გადატანის მიზნით თუ უბრალოდ კონფლიქტის შექმნის სურვილით. იმავდროულად, შეიძლება ამ დაძაბული სიტუაციის გამოყენებას ზოგიერთები ქართული მხრიდანაც შეეცადონ.

ამ შესაძლებლობების გამო, რუსეთის ქმედებებისთვის თვალის მიდევნება მნიშვნელოვანია. ამ კონკრეტულ მომენტში მოსკოვმა სთხოვა „ყველა პოლიტიკურ მხარეს პატივი სცენ გადაწყვეტილებებს, რომელიც უმაღლესმა ხელისუფლებამ კანონის თანახმად მიიღო“, მაგრამ ესკალაციამ რუსეთი შეიძლება კიდევ უფრო ჩაითრიოს მოვლენებში უსაფრთხოების თვალსაზრისით. მართალია, მოსკოვი კმაყოფილია საქართველოსთან დღევანდელი სტატუსკვოთი და ძალადობისა ან არასტაბილურობის ზრდა რუსეთის ინტერესებში არ შედის, მაგრამ მოსკოვს სასაზღვრო ინციდენტების სრული პრევენცია გაუწირდება. იმავდროულად, ეს დაძაბულობა იმ დროს მწვავდება, როდესაც რუსეთი მოლაპარაკებებს ასრულებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან (მსო), რომელიც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე რუსეთთან, სავაჭრო დერეფნების დაწყების პუნქტებში საერთაშორისო დამკვირვებლების განთავსებისკენ მოუწოდებს. ასეთი ვარიანტი თავად სამხრეთ ოსეთსაც არ ხიბლავს, რადგან ამ ზონებზე კონტროლს კარგავს. სწორედ ამის გამო, სამხრეთ ოსეთში განვითარებული ბოლოდორინდელი მოვლენები მხოლოდ ხელს უწყობს დაძაბულობის ზრდას რეგიონში, რომელიც ისედაც არასტაბილურია. დიდ დაძაბულობას შეიძლება ძალადობა მოჰყვეს, რომელიც საზღვარზე გავრცელდება - ეს კი საქართველოსთვის არასახარბიელო პერსპექტივაა.

ორიგინალი

 

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,