პოლიტიკური აღორძინება კავკასიაში საქართველოს რეფორმატორის იმიჯს ემუქრება
გამოცემა :
22:30 17-12-2011

იმის გამო, რომ რუსეთი, დუმას გასაოცრად მკაცრი და სადავო არჩევნების შემდეგ, მასობრივმა დემონსტრაციებმა მოიცვა, მეამბოხე რესპუბლიკა სამხრეთ ოსეთი,

ასეთივე სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ - პოლიტიკურმა არეულობამ, ხოლო სეპარატისტულმა აფხაზეთმა ახლახან გადალახა უკიდურესად კონკურენტული არჩევნები, იქნებ იმის დრო მოვიდა, რომ ევრაზიაში ხელახლა გადავაფასოთ პოლიტიკური მეტაფორები. მოვლენათა ეს განვითარება მით უფრო იმსახურებს ყურადღებას, რომ საქართველოში, რომელსაც დასავლელი მხარდამჭერები ხშირად აღწერდნენ რეგიონის საუკეთესო რეფორმატორად, მოულოდნელმა პოლიტიკურმა რეალობამ იჩინა თავი, ისეთმა, რომელმაც ვითომდა დემოკრატიული რესპუბლიკის ავტოკრატულ კონტურებს უფრო მკვეთრი მოხაზულობა შესძინა.

დუმის არჩევნების შემდეგ, რუსეთის პრემიერმინისტრმა, ვლადიმერ პუტინმა გამაოგნებელი საყვედური მიიღო იმის გამო, რომ ძალაუფლების შენარჩუნება მოინდომა - მთელ რუსეთში ქუჩაში საპროტესტოდ ხალხი გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ საყოველთაოდ გაისმოდა ბრალდებები გაყალბებაზე, რუსეთის მმართველმა პარტიამ, ადგილების მხოლოდ უბრალო უმრავლესობა მოიპოვა.

საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს ექსპერტი რუსეთის საკითხებში, სტივენ სესტანოვიჩი ამტკიცებდა, რომ მასობრივი დემონსტრაციები ანტი-პუტინური ტალღის დასტურია და ამას შეიძლება ისტორიული გამოძახილი მოჰყვეს.

„პუტინის პრობლემა ნებისმიერი მოდერნიზატორი ავტოკრატის პრობლემაა,“ - აღნიშნა სესტანოვიჩმა. „თუ თქვენ მოდერნიზატორი ხართ, ლოგიკა ითხოვს იმას, რომ განზე გადგეთ, რადგან ავტოკრატობა თანამედროვე რამ არ არის.“

ამასობაში კი სამხრეთ ოსეთში ასევე არ ჩამცხრალა მწვავე პოსტსაარჩევნო დრამა. მას შემდეგ, რაც ნოემბრის ბოლოს, საპრეზიდენტო არჩევნებში, ყველასთვის გასაოცრად, განათლების ყოფილმა მინისტრმა, ალა ჯიოევამ, კრემლისა და მოქმედი პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის რჩეული, ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა, არჩევნების შედეგები მეამბოხე რეგიონის უმაღლესმა სასამართლომ გაუქმებულად გამოაცხადა. ჯიოევას მხარდამჭერთა გამოსვლები სულ უფრო ინტენსიურ ხასიათს იძენდა და გასული კვირის ბოლოს კოკოითიმ და ჯიოევამ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების თანახმად, ახალი არჩევნები მომავალ გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს. დაითქვა იმის პირობაც, რომ კოკოითი და სამი სხვა მაღალჩინოსანი გადადგებოდნენ. კოკოითი გადადგა, მაგრამ ზოგიერთმა ჩინოვნიკმა იგივე ნაბიჯი არ გადადგა, ეს კი მიღწეულ კომპრომისს საფრთხეს უქმნის.

ორივე ამ მოვლენას წინ უსწრებდა აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნები აგვისტოში. ამ არჩევნებით სეპარატისტული აფხაზეთის პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გახდა. ევრაზიაში არჩევნების ნაკლებობას არ განიცდიან, მაგრამ აფხაზეთის გასაოცრად კონკურენტიანი არჩევნები და ის ფაქტი, რომ არ არსებობდა წინასწარ დადგემილი გამარჯვებული, რეგიონისთვის მართლაც დიდი იშვიათობაა.

მაგრამ აფხაზეთის ბუნდოვანი იურიდიული სტატუსი და ის ფაქტი, რომ დაახლოებით 300 000 ათასი ეთნიკური ქართველი, რომლებიც 1990-იანი წლებისა და ბოლოდროინდელი ეთნიკური წმენდების შედეგად აქედან გააძევეს და სამოქალაქო უფლებები ჩამოართვეს, არჩევნების ლეგიტიმურობას პირქუშ ელფერს აძლევს. თუმცა ის ფაქტი, რომ აფხაზეთმა მშვიდობიანად მოახდინა ძალაუფლების გადაცემა თუნდაც ნომინალურად დემოკრატიული ხასიათის ინსტიტუტების მეშვეობით, რეგიონში გმირობის ტოლფასია.

მოვლენათა ასეთმა განვითარებამ მდგომარეობა გაურთულა საქართველოს, სადაც ერთხლაც არ მომხდარა ძალაუფლების გადაცემა კონსტიტუციური მექანიზმების მეშვეობით. მისსავე სეპარატისტულ ტერიტორიებსა და მოსისხლე მტერ ქვეყანაში, რუსეთში პოლიტიკური დემოკრატიზაციის ნიშნები, კავკასიის ამ ქვეყანას სხვა გზას არ უტოვებს - მან უნდა დაამტკიცოს რომ დემოკრატიზატორის და ლიბერალური ბასტიონის როლი ტყუილად არ მიანიჭეს. პრობლემა ისაა, რომ მაშინ, როდესაც რუსეთში, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში პოლიტიკა, ბევრად უფრო კონკურენტული ხდება (რაც პარადოქსულია), საქართველო პოლიტიკურად ქვავდება.

იმავე დროს, ქართველმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ადრე კამერების წინ გამოჩენა არ უყვარდა, პოლიტიკური ცუნამი წამოიწყო და საქართველოს პოლიტიკური სტატუს ქვო შეცვალა, როდესაც განაცხადა, რომ საქართველოს ოპოზიციის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას აპირებს, რათა საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი 2013 წლის არჩევნების შემდეგ, საქმეს ჩამოაცილოს. საქართველოს მთავრობის პასუხმა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლასთან დაავშირებით, ხაზი გაუსვა მათ ავტოკრატულ მიდრეკილებებს. ივანიშვილს და მის ცოლს (ამ უკანასკნელთან დაკავშირებით ლეგალური საფუძვლები კიდევ უფრო ბუნდოვანია), ქვეყნის მოქალაქეობა ჩამორთვეს. გარდა ამისა, მისი ბანკის აქტივების კონფისკაცია მოახდინეს და, როგორც მოსალოდელი იყო, სახალხოდ დასდეს ბრალი იმაში, რომ რუსეთის მარიონეტია.

იმ დროს, როდესაც ივანიშვილის ახალმა პოლიტიკურმა მოძრაობამ საქართველოს პოლიტიკური ბალანსი შეცვალა, მმართველმა პარტიამ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” გადაწყვიტა თავბრუდამხვევი სისწრაფით ახალი რეგულაციები შემოეტანა. მათ საარჩევნო კამპანიების დაფინანსების განაწესში შეზღუდვები დააწესეს და სხვა ხერხებსაც მიმართეს, იმისთვის რომ მილიარდერის დიდი ფინანსური შესაძლებლობების გავლენა შეემცირებინათ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა და მისმა თანამოაზრე ოპოზიციურად განწყობილმა პოლიტიკოსებმა შეიძლება მონახონ გზა და მომავალ შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებში წარმატებას მიაღწიონ, ერთი რამ აშკარაა - საქართველოს დასავლელ მხარდამჭერებს გაუჭირდებათ იმ ფაქტისთვის თვალის არიდება, რომ ქვეყანაში სახელმწიფოს მიერ ინიცირებული პოლიტიკური რეპრესიების მტკიცებულებების რაოდენობა მატულობს.

ნიკოლას კლეიტონი, Kanal PIK TV -ის ნგლისურენოვანი სერვისის მთავარი რედაქტორი ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა შესაძლოა საკუთარ თავზე იმაზე უკეთესი აზრისაა, ვიდრე იმსხაურებს.

"ყველაფერი იმაზე მიიუთითებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა საკუთარ პიარს ცოტა ზედმეტად უჯერებს”, - თქვა კლეიტონმა. ”დარწმუნებულები არიან, რომ წარსული მიღწევების ხათრით კვლავაც დასავლეთის ფავორიტებად დარჩებიან და ახალი რეფორმები აღარ დასჭირდებათ.”

ისიც შესაძლებელია, რომ პოლიტიკოსები რუსეთში, სამხრეთ ოსეთში და ახაზეთში შეიძლება მალე კვლავ დაუბრუნდნენ ავტორიტარულ მართვას და ”მოდერნიზატორის” მანტია ისევ საქართველოს დაუთმონ. თუმცა ჯერჯერობით, თბილისის მცდელობები ნამდვილი პოლიტიკური კონკურენციის უფლება მიითვისოს, წინააღმდეგობაში მოდის სახალხო ძალაუფლების მოძრაობასთან, რომელიც მთელ სამეზობლოში ხარობს.

პასუხგაუცემელი რჩება ის კითხვაც, აქვს თუ არა საქართველოს მთავრობას ამ მოვლენების უკუქცევის და მიზანსწრაფული პოლიტიკური დემოკრატიზაციისკენ დაბრუნების უნარი. თუ ეს ვერ მოხერხდა, საქართველო დაკარგავს იმ ერთადერთ ასპექტს, რომელიც დასავლეთისთვის მოსაწონია. შედარებით მწირი ეკონომიკის ქვეყანას, საქართველოს, სწორედ მისი თვითიდენტიფიკაცია, როგორც დემოკრატიული და პროდასავლური ქვეყნისა, აძლევდა იმის საშუალებას, რომ დასავლეთის დედაქალაქებში თბილისი უფრო მაღალ სტრატეგიულ წონით კატეგორიაში მიეღოთ.

მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოს წარსული მიღწევები თანდათან ფერმკრთალდება, ქვეყანა შეიძლება თავისთავად გახდეს უფრო მოწყვლადი, იზოლირებული და ნაკლებ დემოკრატიული.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,