პუტინი სოჭის ოლიმპიადის ტერორისტული საფრთხისგან დაცვას ცდილობს
გამოცემა :
11:53 24-08-2013

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ოლიმპიადაზე განსაკუთრებული რეჟიმის შემოღების შესახებ. ეს ნაბიჯი მიმართულია ტერორისტული აქტების პრევენციისკენ, თუმცა ის ასევე კრძალავს პოლიტიკური მიტინგების მოწყობას სოჭში, ქალაქში, რომელიც თებერვალში ზამთრის თამაშებს უმასპინძლებს.



განკარგულება, რომელსაც ხელი პარასკევს მოეწერა, სოჭსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებულ რეჟიმს 7 იანვრიდან - 21 მარტამდე აწესებს, ქმნის რა ქალაქში „სპეცოპერაციების ჩატარების ზონას“, - ასე შეაფასა სიტუაცია ერთ-ერთმა უფლებადამცველმა.

„ოლიმპიური თამაშების მასპინძელი ქალაქებისთვის, უსაფრთხოების სპეციალური პროგრამები უჩვეულო რამ არ არის, თუმცა ეს შემთხვევა გამორჩეულია“, ამბობს ტანია ლოკშინა ორგანიზაციიდან Human Rights Watch და მიუთითებს დროის ხანგრძლივობასა და დრაკონულ შეზღუდვებზე. „ეს ანტიტერორისტულ ოპერაციას ჰგავს“, - დასძინა მან.

განკარგულების ფორმულირება ბუნდოვანია და კრძალავს არა მხოლოდ „ასაფეთქებელი ნივთიერებების გაყიდვას“, არამედ „შეკრებებს, მიტინგებს, დემონსტრაციებს, მსვლელობებს და პიკეტირებას“, რომელიც არ არის დაკავშირებული ოლიმპიური თამაშების ჩატარებასთან.

იმავდროულად, მთელ ტრანსპორტს, რომელიც გადის და შემოდის ქალაქში, უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული აკრედიტაცია ან დარეგისტრირებული უნდა იყოს სოჭში. ავტომანქანების შესვლა და გამოსვლა ქალაქიდან მხოლოდ სპეციალური გამშვები პუნქტებიდან მოხდება.

პუტინის პარასკევის განკარგულება, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ტერაქტების პრევენციისკენაა მიმართული, არამედ განსხვავებული აზრის გამოხატვის ნებისმიერი მცდელობის აღკვეთისკენ. ოპოზიციური ჯგუფები საპროტესტო აქციების გამართვას გეგმავდნენ, კერძოდ „გეი-პროპაგანდის“ ახალი კანონის წინააღმდეგ. ზოგიერთმა დასავლელმა უფლებადაცველმა სპორტსმენებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობისკენ - თამაშების დროს კანონის გაპროტესტებისკენ - მოუწოდა.

ქალაქი სოჭი მეზობელი ჩრდილოეთ კავკასიის ტერორისტული ჯგუფებისგან მუქარების ადრესატიც გახდა. ერთ-ერთმა ლიდერმა, დოკუ უმაროვმა, რომელიც „კავკასიური საიმიროების“ მეთაურია, 3 ივლისს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საკუთარ მომხრეებს მოუწოდა, არ დაიშურონ „მაქსიმალური ძალისხმევა“, რათა თამაშებთან დაკავშირებული გეგმები ჩაშალონ.

„ჩვენ... ვიცით, რომ ჩვენი წინაპრების ძვლებზე, ძალიან, ძალიან ბევრი დაღუპული, შავი ზღვის მიმდებარე მიწებზე დამარხული ჭეშმარიტი მუსლ
მანების ძვლებზე, დღეს ისინი ოლიმპიადის გამართვას გეგმავენ, და ჩვენ, როგორ მოჯაჰედები, ვალდებულნი ვართ არ დავუშვათ ეს ნებისმიერი მეთოდებით, რომლის უფლებაც მონიჭებული აქვს მაღალ ალაჰს“, - თქვა მან.

2010 წლის მარტში, ისლამისტმა ტერორისტებმა აფეთქებები მოაწყვეს, რასაც 39 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; 2009 წლის ნოემბერში ისინი თავს დაესხნენ ასევე მოსკოვი-სანკტ-პეტერბურგის“ მატარებელს. მაშინ 27 ადამიანი დაიღუპა. პასუხისმგებლობა ორივე ამ ტერაქტზე უმაროვმა აიღო, თუმცა „კავკასიური საიმიროების“ სხვა წარმომადგენლებმა ეს განცხადება გააპროტესტეს და აღნიშნეს, რომ მეტროს აფეთქებებში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა