საქართველოს ახალი ლიდერი დასავლეთს ანერვიულებს
გამოცემა :
17:17 25-08-2013

როდესაც ბანკში 6 მილიარდი დოლარი (£3.84 მილიარდი) გაქვს, იოლია ილაპარაკო ის, რასაც ფიქრობ. მაგრამ საქართველოს მილიარდერი ახალბედა პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, უფრო წინდახედული უნდა იყოს.



კაცმა, რომელმაც საქართველოში დაბრუნებამდე თავისი ქონება რუსეთში დააგროვა, საქართველოში დაბრუნების შემდეგ თავის ბრაზიან კოალიციასთან ერთად შარშან მიმავალი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პროდასავლური პარტია დაამარცხა.

ზოგიერთი დასავლური მთავრობა შიშობს, რომ ივანიშვილს სურს ქვეყნის უკან, რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. თუმცა, თავად აცხადებს, რომ მეგობრობა უნდა დასავლეთთანაც და აღმოსავლეთთანაც და დღემდე სურს, რომ საქართველო ევროკავშირის და ნატოს წევრი გახდეს.

იმავდროულად, მისი მთავრობა კორუფციის ბრალდებით სააკაშვილის
ათობით ჩინოვნიკს აპატიმრებს. გუშინ მან განაცხადა, რომ თავად სააკაშვილსაც შეიძლება იგივე ბედი ეწიოს იმ ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის, რომელიც „კორუფციაში იხრჩობოდა“. შეერთებულმა შტატებმა უკვე ღიად გამოხატა შეშფოთება საქართველოში მიმდინარე დაპატიმრებების გამო.

თუკი ის სერიოზულად ფიქრობს დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებაზე, მაშინ უნდა შეწყვიტოს სასამართლოს გამოყენება ოპონენტების გასაჩუმებლად. შესაძლოა, ასეთი ლაპარაკით მან მოსკოვის გული მოიგოს, მაგრამ დასავლურ დედაქალაქებს ამ საკითხზე შეიძლება სხვა შეხედულებები გაუჩნდეთ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა