ნატომ უნდა მიიღოს საქართველო თავის რიგებში
გამოცემა :
22:25 25-08-2013

ნატოს გაფართოების ირგვლივ მიმდინარე დავებს შორის, ყველაზე საინტერესოა ის, თუ როგორ ცდილობენ ნატოს მოწინააღმდეგეები საკუთარი დასკვნების ფორმულირებას, დასკვნებისა, რომელიც ეხება იმას, თუ რატომ ეწინააღმდეგება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოება ორგანიზაციის მიზნებს, რომლის პრაქტიკული ღირებულების განსაზღვრა, აშკარად არ შეუძლიათ. არ არის გასაკვირი, რომ ამ რიტორიკულ ტანვარჯიშს, როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის არასწორი ინტერპრეტაცია მოსდევს, რადგან ასეთი წინააღმდეგობების გადაწყვეტა, საკმაოდ რთულია. სწორედ ასე მოხდა კატონის უნივერსიტეტის თანამშრომლის დუგ ბენდოუს შემთხვევაში, რომელმაც National Interest-ში გამოქვეყნებულ თავის სტატიაში ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივები გააპროტესტა.



მოიყვანა რა ფრაგმენტი ჩემი სტატიიდან, რომელიც აპრილში World Politics Review-ში გამოქვეყნდა, ბენდოუმ რატომღაც დაასკვნა, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია ადასტურებს იმას, რომ ნატოს უსაფრთხოების გარანტიები თბილისს იაფი დაუჯდება. სინამდვილეში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს რეფორმები მიმართულია იქითკენ, რომ ამ ქვეყანამ საკუთარი საზღვრების დაცვა შეძლოს. შეიარაღებული ძალები, რომლის საფუძველიც წვევამდელები და მძიმე შეიარაღებაა, პოსტსაბჭოთა ეპოქის გადმონაშთია, როგორც ბენდოუ ხშირად უწოდებს ხოლმე ნატოს. ამ ქაოტურ სისტემაზე უარის თქმა პროფესიული, მობილური და დასავლური სტანდარტებით გაწრთვნილი არმიის სასარგებლოდ, რომელიც გამობრძმედილი იქნება ერაყისა და ავღანეთის ჰელმანდის პროვინციის ბრძოლებში, საქართველოსთვის ტერიტორიული უსაფრთხოების გაზრდის შანსია. ის, რომ საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო, ზოგიერთებს აფიქრებინებს, რომ ამ მისიის პრაქტიკული ღირებულების ეჭვქვეშ დაყენება აუცილებელია (თუმცა ასეთები ბევრნი არ არიან). მიუხედავად ამისა, ეს, როგორც ჩანს, უფრო იმაზე მიუთითებს, რომ საქართველო იმედგაცრუებულია იმით, რომ ნატო არ ჩქარობს ამ ქვეყნის სერიოზული დამსახურების და მსხვერპლის აღიარებას. 2013 წლის ივლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 73% მხარს უჭერს ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, ხოლო 73% - ევროკავშირში. საქართველო არის ქვეყანა, რომელსაც სეროზულად სურს ევროატლანტიკური თანამეგობრობის წევრობა.

ბენდოუს დასკვნების საპირისპიროდ, არსებობს აშშ-ის ინტერესებზე ორიენტირებული მთელი რიგი არგუმენტებისა იმის სასარგებლოდ, რომ საქართველო ნატოში უნდა მიიღონ. ჯერ ერთი, ლიბერალური, მკაცრ ნორმებზე დაფუძნებული სისტემის აღმოსავლეთით გავრცელება, აშშ-ს მხოლოდ აწყობს, რადგან ის კიდევ უფრო დაცული და მდიდარი გახდება, თუკი მისი შეხედულებები მთელ მსოფლიოში გავრცელდება. და მიუხედავად ევროატლანტიკური ინსტიტუტების მთელი რიგი ხარვეზებისა, ნატოს და ევროკავშირის მსგავსი ბლოკები, ამ პროგრამის ევრაზიაში გავრცელების ყველაზე დამაჯერებელი და წარმატებული ინსტრუმენტებია.

ნატოს კრიტიკოსები, როგორიც ბენდოუა, ამ ორგანიზაციას მიზნის არარსებობაში ადანაშაულებენ, რომელიც მან თითქოს საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ დაკარგა, მაგრამ ისინი უარს ამბობენ აღიარონ ის, რომ ნატოს წარმატება ცივ ომში არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკურ-სოციალურიც იყო. მართალია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უდავოდ იყო საბჭოთა იმპერიალიზმისგან დამცავი მძლავრი სამხედრო იარაღი, თუმცა ის არანაკლებ წარმოადგენდა პოლიტიკურ ორგანიზაციას, რომელსაც სწამდა და ხელს უწყობდა საერთო ევროატლანტიკური დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას (თუმცა, ამას ყოველთვის უზადოდ ვერ აკეთებდა). საბჭოთა კავშირი აღარ არის, მაგრამ ავტორიტარული ძალები კვლავ მოქმედებენ და, გარკვეული თვალსაზრისით, ისინი პოზიციებსაც იძლიერებენ.

შუა აზიის და კავკასიის ინსტიტუტის ექსპერტი მამუკა წერეთელი სამართლიანად აღნიშნავს, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერა სერიოზულ გავლენას მოახდენს მის მეზობლებზე კავკასიის, შავი ზღვის და კასპიის რეგიონებში. მოდერნიზაციის და ლიბერალური მომავლის მხარდამჭერები ამ რეგიონებში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოს მცდელობას, მიაღწიოს ბლოკში ინტეგრაციას. თუკი საქართველო, რომელიც დღეს პოლიტიკური განვითარების პოზიტიურ ტრაექტორიას უბრუნდება და ძალას არ იშურებს რეგიონში ურთიერთობების სტაბილიზირებისთვის, ამ კლუბში ვერ მოხვდება, ეს სერიოზულ დაბრკოლებად გადაიქცევა დემოკრატიზაციისათვის, ასევე თანამშრომლობისათვის ეკონომიკის და უსაფრთხოების სფეროებში.

ეს მძლავრი დარტყმა იქნება შეერთებული შტატების და ევროპის ინტერესებზე. კავკასიაში ენერგეტიკული მარშრუტები გადის, რომლის საშუალებითაც ენერგორესურსები დასავლეთს მიეწოდება მოსკოვის გვერდის ავლით. მართალია, კავკასიური ნახშირწყალბადით მომარაგების მნიშვნელობა ზოგჯერ გადაჭარბებულია, თუმცა ამ ალტერნატიული მარშრუტების შენარჩუნებას გარკვეული გეოპოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ნებისმიერი ეკონომიკის სიჯანსაღე ენერგორესურსებით მომარაგებაზეა დამოკიდებული. რუსეთის მიერ მონოპოლიზებული ევროპული ენერგეტიკული სექტორი პერსპექტივაში შეიძლება გახდეს მოსკოვის შეუზუღუდავი გეოპოლიტიკური გავლენის წყარო კონტინენტზე, რომელთანაც აშშ-ს მჭიდრო ეკონომიკური და დიპლომატიური ურთიერთობები აკავშირებს.

რუსეთ-უკრაინის ბოლოდროინდელი ენერგეტიკული ომების გათვალისწინებით, რომლის პროვოცირებაც, როგორც ჩანს, იმან მოახდინა, რომ კიევმა ევროკავშირის სტრუქტურები არჩია მოსკოვთან კავშირებს, მსგავსი, დამატებითი მარშრუტების არსებობა, დიდწილად ამცირებს ანალოგიური საფრთხეების წარმოქმნის რისკს. საეჭვოა, კავკასიურმა ენერგეტიკულმა დერეფნებმა რუსეთს ენერგეტიკის სფეროში უპირატესობა დააკარგინოს, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში ის დაეხმარება ევროპას სული მოითქვას, რათა იმედისმომცემი და ნაკლებად ტრადიციული სცენარები შეისწავლოს.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება ამერიკის ნაციონალური ინტერესების სიაში იმ დღეს მოხვდა, როდესაც 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე ნატოს წევრები თბილისს დაჰპირდნენ, რომ ადრე თუ გვიან ის ალიანსის წევრი გახდებოდა. ასეთ მრავალმხრივ დაპირებაზე უარის თქმა, არა მხოლოდ საფრთხეს შეუქმნის პრ
დასავლურ ძალებს მთელ მსოფლიოში, არამედ უამრავ შეკითხვას გააჩენს ნატოს და შეერთებული შტატების საერთაშორისო ვალებულებებისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაზე. მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, დღეს ნატო ვალდებულია აჩვენოს საქართველოს, თუ კონკრეტულად როგორ უნდა გახდეს ის ბლოკის წევრი. თუკი თბილისი გამოავლენს შეთანხმების საკუთარი ნაწილის შესრულების უნარს, რომელიც გულისხმობს ქართული საზოგადოების დემოკრატიზაციას და რუსეთთან და სეპარატისტულ რეგიონებთან კონფლიქტის მოგვარების სერიოზულ მცდელობებს, მაშინ უარის თქმა თბილისის ალიანსში მიღებაზე საკმაოდ ლეგიტიმური გადაწყვეტილება იქნება. სხვა შემთხვევაში, საქართველოს უნდა მიეცეს ალიანსის წევრობის შესაძლებლობა.

ჯერჯერობით საქართველო წინ მიიწევს. თბილისის სამხედრო რეფორმა და სულ უფრო გაწონასწორებული ურთიერთობები რუსეთთან, ერთდროულად ზრდის როგორც საქართველოს თავდაცვით სიძლიერეს, ასევე მკვეთრად ამცირებს კონფლიქტის ხელახლა წარმოქმნის რისკებს. და მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძალიან დაზარალდა რუსეთისგან 2008 წელს, დღეს მოსკოვს უფრო ნაკლები გავლენა აქვს შავი ზღვის რეგიონზე. განსხვავებით წარსული რეპუტაციისგან, დღეს საქართველო ერთგვარი მასტაბილიზირებელი ძალაა ამ არეულ რეგიონში. მას მჭიდრო კავშირები აქვს თურქეთთან, უსაფრთხო ადგილია აზერბაიჯანელების და სომხების თანამშრომლობისათვის, ხოლო მისი პრა
მატული წინადადებები, რომლის მიზანიც რუსეთთან ურთიერთიერთობის დალაგებაა, როგორც ჩანს, უკვე ისხამს ნაყოფს, მიუხედავად პერიოდული პროვოკაციებისა. პირიქით, წარსულში საქართველოს უკანონო ქმედებები არა მხოლოდ მიზეზი იყო შიდა არასტაბილურობის ზრდისათვის, არამედ უშუალოდ უწყობდა ხელს ეთნიკური კონფლიქტების გაღვივებას 1990-იან წლებში, ეხმარებოდა რუსეთს, ეწარმოებინა ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩრდილოეთ კავკასიაში, მოამზადა ნიადაგი 2008 წლის ომისთვის და ეს რეგიონი გადააქცია სატრანზიტო მარშრუტად ნარკოტიკებით მოვაჭრეებისა და ბირთვული ნივთიერებებით მომმარაგებლებისათვის. საქართველოს ნატოში გაწევრიანება შემდგომშიც ხელს შეუწყობს მისი მასტაბილიზირებელი გავლენის გამტკიცებას.

ლიბერტარიანელები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. თუმცა ნაციონალური ინტერესების შეზღუდული ინტერპრეტაცია, რომელიც ძალიან ახასიათებს ინსტიტუციონალური ლიბერტარიანელობის საგარეოპოლიტიკურ დისკურსს, არაეფექტურია. მონაწილეობა სულაც არ ნიშნავს სრულ ჩართულობას, ხოლო ძალის მიღწევა მილიტარიზმის ჩარჩოებს მიღმაც შეიძლება. ამიტომ რბილი მოწოდებები თავისუფლებისაკენ მთელ მსოფლიოში, არ უნდა იყოს აღქმული თავისუფლების საფრთხედ საკუთარ ქვეყანაში.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა