ვინ არ იყენებს დღემდე ინტერნეტს?
გამოცემა :
00:10 30-08-2013

ფრანგების და ბელგიელების 15% ქსელით არ სარგებლობს. საინტერესოა, რომ მათ შორის მხოლოდ მარტოხელა მოხუცები არ არიან.



ევროსტატის ბოლო მონაცემებით, ფრანგების 15% ამტკიცებს, რომ ინტერნეტს არასდროს იყნებს. ეს ადამიანთა რაიმე განსაზღვრული ჯგუფია?

ასაკობრივ კრიტერიუმს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს და მთავარი მადისკრედიტებელი ფაქტორია ამ ტექნოლოგიების გამოყენების სფეროში. ერთი მხრივ, ლაპარაკია კოგნიტურ მიზეზებზე: ასაკის მატებასთან ერთად ადამიანს ხელახლა სწავლა უჭირს. მეორე მხრივ, ადამიანთა ამ ჯგუფს მისი ცხოვრების წესიდან გამომდინარე ინტერნეტი განსაკუთრებით არ აინტერესებს. მათი ყოველდღიური ცხოვრება ხშირად საკუთარ ჩვევებზეა აწყობილი. ისინი დიდ დროს სახლში ატარებენ, მჭიდრო ურთიერთობები ჩამოუყალიბდათ, და ინტერნეტი მათთვის განსაკუთრებულ როლს არ თამაშობს.

როდესაც ვლაპარაკობთ ადამიანებზე, რომლებიც ქსელს არ იყენებენ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი კავშირზე საერთოდ არ გამოდიან. ტელეფონით ფაქტობრივად ყველა სარგებლობს, ხოლო მობილური ტელეფონი ყველა მოხუცს აქვს ათვისებული. მოსახლეობის გარკვეული ჯგუფებისათვის ქსელს მომავალშიც მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა ექნება. კვლევების უმრავლესობა პირველ რიგში სოფლების მცხოვრებლებზე მიუთითებს. პირველ რიგში ეს იმ ადამიანებს ეხება, რომელთა საქმიანობას და სანაცნობო წრეს ინტერნეტის გამოყენება არ სჭირდება.

ზოგიერთებს ცხოვრების ტრადიციული მდინარების დარღვევა არ სურთ, სხვები კი შეგნებულად ამბობენ ქსელზე უარს.

ეს ხალხი ქსელს საკუთარი სურვილით არ იყენებს, თუ მათ გარემოებები უბიძგებს ამისკენ? დღეს ინტერნეტთან წვდომა საფრანგეთის მთელ მოსახლეობას აქვს?

არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ინტერნეტთან წვდომა და მაღალი სიჩქარის კავშირი. ADSL ყველა ზონაში არ არის, თუმცა ინტერნეტში შესვლა მარტივი სატელეფონო ხაზითაც შესაძლებელია, თუნდაც ძალიან დაბალი სიჩქარით. მობილურ კავშირზე ცოტა სხვა სიტუაციაა: არსებობს ზონები, სადაც მობილური დაფარვა არ არსებობს, რაც დიდწილად ტექნიკური მიზეზებით აიხსნება.

ინტერნეტკავშირის სფეროში კლასიკური ტექნოლოგიური პროცესი შეიმჩნევა: თანდათანობითი გაუმჯობესება. პრობლემური ზონების მცხოვრებლებს უწევთ შეთანხმებების გაფორმება განსაკუთრებულ პირობებზე. მთლიანობაში, ინტერნეტისაგან მოწყვეტილი ადამიანები შეიძლება სამ კატეგორიად დავყოთ: ისინი, ვინც ქსელის აზრს ვერ ხედავენ და არ მიაჩნიათ ის საკუთარი სამყაროს ნაწილად. სხვათა შორის, მათ სხვა ტექნოლოგიები აქვთ ხელთ: ტელევიზია, ქალაქის და მობილური ტელეფონები; ისინი, ვისაც არ აქვს ქსელთან წვდომა: რთულად ხელმისაწვდომი და ნელი კავშირი; და ისინი, ვინც გადაწყვიტა, რომ ქსელი არ უნდა გამოიყენოს. მათ ინტერნეტთან წვდომა ტექნიკურად შეუძლიათ, მაგრამ არ იყნებენ ქსელს ან იმიტომ, რომ იქ ყველაფერი მობეზრდათ, ან იმიტომ, რომ იქ ორიენტირება უჭირთ.

გარდა ამისა, დღეს ქსელზე უარის თქმის ტენდენციაც შეინიშნება, შეიძლება დროებითი, მაგრამ მაინც. ყველა შემთხვევაში, ეს ადამიანთა შედარებით უმნიშვნელო ფენას ეხება.

ეს 15% ტექნიკური თვალსაზრისით უცოდინარი ადამიანია? ტექნოლოგიების არცოდნა დაბრკოლება ხდება ჩვეულებრივ ყოფაში?

ტექნიკურად უცოდინარი ადამიანები მოსახლეობის 5%-დან 10%-მდე შეადგენენ. ასაკის ან/და არასაკმარისი ცოდნის გამო მათ ინტერნეტის მოხმარება ძალიან უჭირთ. ინტერნეტი ჩვეულებრივ გულისხმობს ტექსტის კითხვას, თუმცა დღეს მასში ვიდეო სულ უფრო დიდ როლს იკავებს. როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ვიდეოს და გამოსახულების ასეთმა მოზღვავებამ შეიძლება ზოგიერთისთვის ქსელის მოხმარება უფრო გააიოლოს. ეს სენსორულ ტექნოლოგიებსაც ეხება. ფოტოგრაფია - მძლავრი მამოძრავებელი ძალაა, რადგან ის ხელს უწყობს კლასიკური უცოდინრობის ბარიერის გადალახვას.

როგორც არ უნდა იყოს, არ შეიძლება ტექნიკური უცოდინრობის მნიშვნელობის გაზვიადება, რადგან ბევრი ისეთ გარემოში ცხოვრობს, სადაც ინტერნეტს შეიძლება ძალიან ზომიერად იყნებენ, ან საერთოდ არ იყენებენ. ჩვეულებრივ და ტექნიკურ უცოდინრობას შორის გარკვეული კავშირია, რადგან კომპიუტერი მოიცავს ცოდნის სასკოლო რესურსს, განხვავებით ტელეფონისაგან, რომელსაც გაცილებით მარტივი ფუნქციები აქვს.

თუკი ადამიანი ქსელს არ იყენებს, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სამყაროსგან მოწყვეტილია?

თუკი ადამიანი ქსელს არ იყენებს, ეს ნიშნავს იმას, რომ სამყაროში, რომელშიც ის ცხოვრობს, ქსელი უმაღლესი ფასეულობა არ არის. და ასეთი სამყაროები დღემდე არსებობს. ისეთი გარემოც არსებობს, რომელშიც ინტერნეტზე უარის თქმა გაცნობიერებული არჩევანია. ჩნდება ადამიანთა მოძრაობები და მიმდინარეობები, რომლებიც ინტერნეტის „დატოვების“ გადაწყვეტილებას იღებენ.

საზოგადოებაში იგრძნობა ძლიერი ზეწოლა ქსელის აქტიური მოხმარების სასარგებლოდ. თუმცა, ის არ არის არც ბედნიერების და არც წარმატების გასაღები, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ საპირისპიროში დაგვარწმუნონ. მთავარ ამოცანად უნდა იქცეს ტექნიკური უცოდინრობის ანალიზი, რადგან ის სასკოლო განათლების მარცხზე მიუთითებს, რაც თავის მხრივ პირდაპირ უკავშირდება ტრადიციულ გაუნათლებლობას.

დომინიკ ბულიე - პარიზის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის სოციოლოგიის ლექტორი

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა