ახალი, საქართველოსთვის უჩვეულო სტანდარტი
გამოცემა :
08:00 24-10-2013

პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში, საპრეზიდენტო არჩევნები დიდ სახელებს არ უკავშირდება



27 ოქტომბერს ქართველები ახალი პრეზიდენტის ასარჩევად არჩევნებზე წავლენ. და ყველაფერი იმას ადასტურებს, რომ ისინი ზუსტად ამას გააკეთებენ. განსხვავებით გასული წლის საპარლამენტო არჩევნებისგან, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს აკლია ინტრიგა, სკანდალი, მიმზიდველი, შესანიშნავი პერსონები - სწორედ ამის გამოა ეს არჩევნები საინტერესო. გასული წლის არჩევნების შედეგად, საქართველოში პირველად თანამედროვე ისტორიაში განხორციელდა ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გადაცემა. ახლა საპრეზიდენტო არჩევნები მოუტანს საქართველოს მოწიფულობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციისკენ გადადგმულ შემდეგ მნიშვნელოვან ნაბიჯს: რაციონალურ, არადრამატულ პროგნოზირებადობას.

იმ დროს როდესაც უმეტესობა მუდმივად ლაპარაკობს სასტიკ ქართულ პოლიტიკურ მტრობაზე, ამ არჩევნების რეალური მნიშვნელობა მის შედეგშიც კი არ მდგომარეობს. წელს ყველა ელის, რომ არჩევნები ჩატარდება თავისუფლად და სამართლიანად და ამომრჩეველს რეალურ არჩევანს შესთავაზებენ, რაც ჯერ კიდევ გასულ წელს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. შოკისმომგვრელი პოლიტიკური იმედგაცრუება გამორიცხავს რა შოკისმომგვრელ პოლიტიკურ რყევებს, ორივე მთავარი კანდიდატის გამარჯვებამ უნდა შეუნარჩუნოს საქართველოს პოლიტიკური პროცესის უწყვეტობა. მაგრამ ჩვენ პროცესის მაინც ადრეულ ეტაპზე ვიმყოფებით და ეს არჩევნები იმიტომაა ამაღელვებელი, რომ დემოკრატიული პრაქტიკები ბოლოს და ბოლოს ფეხს იკიდებს ამ ქვეყანაში. თუ გავიხსენებთ წლევანდელ მანკიერ არჩევნებს მეზობელ ერევანში, უფრო მოგვიანებით ასეთსავე არჩევნებს აზერბაიჯანში, რომ აღარაფერი ვთქვათ რუსეთზე, სადაც ტრადიციულად მიდრეკილნი არიან ავტორიტარული მმართველობისაკენ, ეს არ არის პატარა მიღწევა.

მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოიპოვა, საქართველოს პოლიტიკაში მნიშვნელოვნება ჰქონდა არა პოლიტიკურ პლატფორმებს, არამედ დიდ პიროვნებებს, პოლიტიკურ ტიტანებს. საქართველოს ულტრანაციონალისტმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ ქვეყანა სამოქალაქო ომამდე მიიყვანა. ის შემდეგ საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ედუარდ შევარდნაძემ შეცვალა, რომელმაც ქვეყნის რუდიმენტების შეკოწიწება საგარეო დახმარების, ქსოვილის ტრანსპლანტაციისა და ცოტაოდენი წებოვანი ლენტის საშუალებით მოახერხა. მერე კი შევარდნაძე „ვარდების რევოლუციით“ დაამხეს მისმა ძველმა მოკავშირეებმა, რომელთა შორის იყო მიხეილ სააკაშვილი, მისი იუსტიციის მინისტრი. სააკაშვილისა და მისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, მოწმენი გავხდით თანამედროვე ქვეყნის აშენებისა, თუმცა ეს ქვეყანა არ იყო განსაკუთრებულად დემოკრატიული. მაგრამ საჭირო გახდა კიდევ ერთი დიდი პიროვნება, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი კოალიცია „ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ ის ხელისუფლებიდან წასულიყო. 2014 წლისათვის საქართველოს, როგორც ჩანს, ეყოლება ტექნოკრატი პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი და ცოცხალი, კონკურენტუნარიანი პარლამენტი. არცთუ ისე დიდი ხნის წინ, მოვლენათა ასეთი განვითარება საქართველოში სრულიად წარმოუდგენელი იყო.

კანდიდატების ვინაობას, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა ისე, როგორც ეს აქ სჩვევიათ. მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატების ვინაობა ხაზს უსვამს არჩევნების შედარებით ღიაობას. ანალიტიკოსთა უმრავლესობის მოლოდინით გაიმარჯვებს მმართველი კოალიციის, „ქართული ოცნების“ კანდიდატი, უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი, რომელიც შემდეგ განათლების მინისტრიც იყო - გიორგი მარგველაშვილი. მაგრამ კანდიდატებმა, რომელთაც მეორე და მესამე ადგილი უკავიათ, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით ბაქრაძემ და პარლამენტის ყოფილმა სპიკერმა, გამძლე ნინო ბურჯანაძემ (Nino "Nine lives" Burjanadze), როგორც ჩანს, გადალახეს უთანხმოება, რათა მარგველაშვილს კონკურენცია გაუწიონ.

უფრო მეტიც, კანდიდატები, როგორც ჩანს, წარმატებას აღწევდნენ თავიანთი რაციონალური, პოლიტიკურად მოტივირებული დამოკიდებულებით არჩევნებისადმი და არა - მიუხედავად ამისა. მარგველაშვილს ზურგს არც ძალიან დიდი პოპულარობა და არც დამოუკიდებელი პარტაპარატი უმაგრებდა, მაგრამ ის, როგორც ჩანს, ნაწილობრივ მაინც იმიტომ აირჩიეს, რომ არ ჯდება ქართულ პოლიტიკურ არქეტიპში და მისი პიროვნება პროცესებზე არ დომინირებს. ასევე ბაქრაძეს, თავის მხრივ, თავშეკავებული და კოლეგიალური კაცის რეპუტაცია აქვს. ბურჯანაძეც კი, რომელიც ძველ საბჭოთა ნომენკლატურულ ოჯახში გაიზარდა, ის გამონაკლისია, რომელიც ადასტურებს ახალ წესებს. განსხვავებით მარგველაშვილისგან და ბაქრაძისგან, ის წარმოადგენს „პატრონის პოლიტიკის“ ძველ გვარდიას, სადაც კლიენტი-პატრონის ურთიერთდამოკიდებულება დიდად გადასწონის რეალურ პოლიტიკურ სტრატეგიას. მაგრამ ამ არჩევნებში თავს ანტინაციონალურად განწყობილი ამომრჩევლის კანდიდატად წარმოადგენდა, იმ ამომრჩევლისა, რომელიც აპროტესტებს „ქართული ოცნების“ ზედმეტად რბილ დამოკიდებულებას, იმას, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია გაამართლეს რამდენიმე ბრალდებასთან დაკავშირებით, დასაჯეს ისინი, ვინც ძალა გამოიყენა უმცირესობის წინააღმდეგ და ატარებენ პროდასავლურ საგარეო პოლიტიკას. საინტერესოა, მაგრამ ბურჯანაძემ მცირეოდენი მხარდაჭერა მოიპოვა არა იმიტომ, რომ ის შესაძლო პატრონაჟის წყაროა, არამედ იმიტომ, რომ ძალიან განსხვავებული პოლიტიკური პლატფორმა აქვს.

გარდა ამისა, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ის ჩაიბარებს უფლებებში ბევრად შემცირებულ პოსტს, ვიდრე ეს აქვს მოქმედ პრეზიდენტს, რომელიც არჩევნებში იმის გამო ვეღარ იღებს მონაწილეობას, რომ კონსტიტუციით დადგენილი ლიმიტი ამოეწურა.

საკონსტიტუციო ცვლილება გასული წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე შემოიღეს. ამ ცვლილებით, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, ძალაუფლების დიდი ნაწილი პრემიერმინისტრის ხელში გადავა. ამ ცვლილებას, ბევრი ადამიანის ინტერპრეტაციით, უნდა გაედვილებინა სააკაშვილისთვის პრემიერმინისტრის პოსტზე გადასვლა, პოსტზე, რომელსაც მეტი ძალაუფლება მიენიჭა. მაგრამ ბედისწერა სააკაშვილის გეგმებს არ დაჰყვა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა პრემიერმინისტრის დანიშვნის უფლება, მას შემდეგ რაც საპარლამენტო არჩევნებში მოულოდნელად და დამაჯერებლად გაიმარჯვა. უკან დარჩა ის დღეები, როდესაც სააკაშვილი და მისი მეგობრების ვიწრო წრე, თავისი კაპრიზების კარნახით თავს ახვევდა ქვეყანას გრანდიოზულ პროექტებს, პოლიტიკასა და ეკონომიკაში.

რაც შეეხება ივანიშვილს, მან განაცხადა (დიდი ხნის წინ დადებული პირობის შესაბამისად), რომ ახალ წლამდე გადადგება თანამდებობიდან. ყველაზე პოპულარული კაცი ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილი ამბობს, რომ მისი ერთადერთი მიზანი პოლიტიკური კურსის ცვლილების ინიცირება იყო. ივანიშვილის თქმით, მისი გადადგომა იმასაც შეუწყობს ხელს, რომ ქვეყანაში დასრულდება პიროვნებებზე დაფუძნებული პოლიტიკა. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის მემკვიდრე პრემიერმინისტრის პოსტზე ჯერ უცნობია (თუმცა პრემიერმინისტრმა უკვე თქვა, რომ ფიქრობს ვიღაცაზე), ის ალბათ იმავე ყაიდისა იქნება, როგორიცაა პრეზიდენტობის კანდიდატი მარგველაშვილი: განათლებული და პატივსაცემი, მაგრამ არა გრანდიოზული ინდივიდუალობა.

ბორტს მიღმა არა მხოლოდ ბალასტი მოისროლეს, არამედ, როგორც ჩანს, ქართველებმა მართლაც მიაღწიეს პროგრესს დემოკრატიის დამკვიდრებასა და კანონის უზენაესობაში. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი გამოხატავს შეშფოთებას, დამკვირვებელთა უმეტესობა აღიარებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით მიდის. ანგარიშში, რომელსაც ბევრი ელოდა და რომელიც საქართველოში ევროპის კავშირის წარმომადგენელმა თომას ჰამარბერგმა შეადგინა, კარგად არის შეფასებული „ქართული ოცნების“ მთავრობის რეფორმები, კონკრეტულად კი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარებისა და ელიტური კორუფციის დაძლევის კონტექსტში.

მაგრამ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია. საჭიროა განმტკიცდეს კონტროლისა და ბალანსის ინსტიტუტები, დაგვიანებულია დეცენტრალიზაციის რეფორმა, დაახლოებით 300,000 იძულებით გადაადგილებული ადამიანის პრობლემა ჰაერშია ჩამოკიდებული, ფართომასშტაბიანი ეკონომიკური განვითარება ჯერ კიდევ ძალიან შორსაა სრულყოფისაგან. ამასობაში კი, სკეპტიკოსები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილი ქართულ პოლიტიკურ სისტემაში დიდ ძალაუფლებას თავისი უზარმაზარი ქონებისა და ეკონომიკური ინტერესების წყალობით შეინარჩუნებს. სააკაშვილის ოპონენტები კი ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტი კვლავ შეინარჩუნებს დიდ გავლენას მისი „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მანქანის მეშვეობით.

ქვეყნის შიგნით სხვა პრობლემებიც რჩება. მიუხედავად ახალი ქართული მთავრობის ფრთხილი დამოკიდებულებისა რუსეთისადმი, მოსკოვი კვლავ არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ფრანგების შუამავლობით დადებული სამშვიდობო შეთანხმების პუნქტებს. ამ შეთანხმებამ დაასრულა რუსეთის 2008 წლის ინტერვენცია საქართველოში. იმ დროს, როდესაც საქართველო აპირებს ხელი მოაწეროს ასოცირების შეთანხმებას ევროპის კავშირთან ამა წლის ნოემბრის ვილნიუსის სამიტზე (რასაც, პოტენციაში, მომავალ გაზაფხულზე საბოლოო ხელმოწერა უნდა მოჰყვეს), რუსეთი დღემდე დიდ ძალისხმევას სწევს იმისთვის, რომ მოუსპოს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას სწრაფვა ევროატლანტიკური ინტეგრაციისაკენ. მოსკოვიდან ზეწოლამ უკვე მიაყენა დარტყმა სომხეთის პროდასავლურ სწრაფვას.

იქით იყოს ეს არაუმნიშვნელო პრობლემები და საქართველო მაინც წინ მიიწევს. თუ შარშანდელი არჩევნები ქვეყნის პოტენციური პროდასავლური, დემოკრატიული მომავლის ტესტი იყო, წლევანდელმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს, რომ ეს არ იყო ბედნიერი შემთხვევითობა. ნებისმიერი ეტაპობრივი გადასვლა იმ მდგომარეობიდან, რასაც პოლიტოლოგი ილია რუბანისი „ქართულ პლურალისტურ ფეოდალიზმს“ უწოდებს, იდეებზე კონცენტრირებული პოლიტიკისკენ, მნიშვნელოვანი ნაბიჯია დემოკრატიზაციისკენ. ეს საშუალებას აძლევს ამომრჩეველს რეალურად ეთქმოდეს სიტყვა უსუფთაო თანამედროვე საპარლამენტო პოლიტიკაში. საქართველოს მთავრობა შეიძლება არაა საკმაოდ ეფექტური ან ისეთი, რომელიც დასავლურ სენსიტიურობას დააკმაყოფილებდა, მაგრამ ის იქნება უფრო წარმომადგენლობითი და ქართული საზოგადოების განწყობების უფრო საიმედო ანარეკლი.

ქართული პარტიული ბრძოლები ალბათ კვლავაც იქნება დამახასიათებელი ამ ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტისთვის, მაშინაც კი, როდესაც სააკაშვილი და ივანიშვილი დატოვებენ სცენას, მაგრამ ეს მოხდება უფრო მტკიცე დემოკრატიულ სისტემასა და კულტურაში. რა თქმა უნდა, ივანიშვილმა შეიძლება იქონიოს თავისი პირადი გავლენის, თავისი სიმდიდრის იმედი მაშინაც კი, როდესაც პრემიერმინისტრი აღარ იქნება. ასევე შენარჩუნდება სააკაშვილის, პარტიით განპირობებული გავლენაც. ივანიშვილი და სააკაშვილი გარკვეული დროით კიდევ დარჩებიან პოლიტიკურ ძალად, მაგრამ ის ფაქტი, რომ მათი წასვლით დიდი პიროვნებების ერა პოლიტიკაში ძლიერ დარტყმას მიიღებს, კითხვის ნიშნის ქვეშ აღარ დგება. როგორიც არ უნდა იყოს წლევანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები, მათ მართლაც აქვთ მნიშვნელობა და არა იმიტომ, რომ მათზე ყველაფერია დამოკიდებული, არამედ იმიტომ, რომ პირველად, მათზე დამოკიდებული, ალბათ, არაფერია.

ორიგინალი

FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,