ბრიტანელებმა დაკარგეს უფლება ამერიკელებს სულელები ეძახონ
გამოცემა :
06:39 27-06-2016
ბრიტანელები დღეს თავის ტრადიციულ უფლებას გლოვობენ, უფლებას, რომლითაც ამერიკელებს სულელებს ეძახდნენ.

ამერიკელებზე ინტელექტუალური უპირატესობით ტკბობა დიდი ხანია, რაც ბრიტანელების საყვარელ საქმედ იქცა, იმაზე პოპულარულ საქმედ ვიდრე კრიკეტი, “დარტსი” და ბილიარდია.

თუმცა დღეს, როგორც ამას ჩრდილოეთ ლონდონში ერთ-ერთი პაბის მეპატრონე ალისტერ დორინსონი ამტკიცებს, ბრიტანელმა ამომრჩევლებმა აუნაზღაურებელი ზიანი მიაყენეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში ყველაზე დიდ გასართობს. “ჩვენ ვეღარ მოვეპყრობით მათ როგორც იდიოტებს”, დაიჩივლა მან.

“როდესაც გუშინ, თანამემამულეები რეფერენდუმში მონაწილეობდნენ, ეს კრეტინები ვერ აცნობიერებდნენ, რომ ეროვნულ ჰობის ღუპავდნენ”, დასძინა მან.

თუმცა, ეროვნული გონებაშეზღუდულობის ასეთი ცხადი დემონსტრირების პირისპირაც კი, ჩვენი რესპონდენტი ინარჩუნებს ტიპურ ბრიტანულ თავშეკავებულობას და სიმტკიცეს. “ეს შავი დღეა”, თქვა მან. “მაგრამ მაინც იმედი მაქვს, რომ ნოემბერში ამერიკელები სისულელეში კვლავ გაგვასწრებენ”.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი...
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
სიახლეების გამოწერა
23:24 04-01-2018
კლინიკაში, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი მკურნალობს, დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი მივიდა. როგორც ნიკოლეიშვილმა განაცხადა,
23:05 04-01-2018
თურქეთის ერთ-ერთმა კლინიკამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია თემირლან მაჩალიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ,