ბრექსიტის განმარტება
გამოცემა :
09:40 25-06-2016
ბრექსიტი სამმაგი პროტესტი იყო. თანმიმდევრობა კი ასეთია: მზარდი მიგრაციის, ლონდონური სიტის ბანკირების და ევროკავშირის ინსტიტუტების წინააღმდეგ.

მას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება. ის გახდება სერიოზული ბიძგი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისათვის, ისევე როგორც სხვა ანტიმიგრანტი პოპულისტი პოლიტიკოსისათვის. მეტიც, ევროკავშირიდან გასვლა დააზიანებს ბრიტანულ ეკონომიკას და შეიძლება რეალურად უბიძგოს შოტლანდიას გაერთიანებული სამეფოდან გასვლისაკენ, რომ აღარაფერი ვთქვათ ბრექსიტის შედეგებზე ევროპული ინტეგრაციის მომავლისათვის.

ბრექსიტი სწორედ ის ეპოქალური მოვლენაა, რომელიც ადასტურებს, რომ აუცილებელია გლობალიზაციის ახალი სახეობის ფორმირება, გლობალიზაციისა, რომელიც შეიძლება ბევრად უკეთესი იყოს, ვიდრე სტატუსკვო, რომელსაც ბრიტანელმა ამომრჩევლებმა უარი უთხრეს.

თავისი არსით, ბრექსიტი ასახავს რეალობას, რომელიც გავრცელებულია მაღალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში: მზარდი მხარდაჭერა პოპულისტური პარტიებისადმი, რომლებიც მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრებას ემხრობიან. ევროპისა და შეერთებული შტატების მოსახლეობის თითქმის ნახევარს, დიდწილად ამომრჩევლებს მუშათა კლასიდან, მიაჩნიათ, რომ მიგრაციის პროცესი უკონტროლო გახდა, რითაც საფრთხე ექმნება საზოგადოებრივ წესრიგს და კულტურულ ნორმებს.

მაისში, ბრექსითის კამპანიის აქტიურ ფაზაში, გავრცელდა ცნობა, რომ 2015 წელს დიდ ბრიტანეთში, სუფთა იმიგრაციამ 333 000 ადამიანი შეადგინა, რაც სამჯერ აღემატება მთავრობის მიერ მანამდე გამოცხადებულ მონაცემებს 100 000 ადამიანის შესახებ. ეს ინფორმაცია დაემთხვა სირიელ დევნილებთან დაკავშირებული კრიზისის პიკს, სირიელი მიგრანტების და პირველი მიგრანტების იმედგაცრუებული შვილების მიერ მოწყობილ ტერორისტულ აქტებს, ასევე გერმანიასა და სხვა ქვეყნებში ემიგრანტების მხრიდან ქალებსა და გოგონებზე თავდასხმების შესახებ გახმაურებულ ცნობებს.

ანალოგიურად, ტრამპის მხარდამჭერები ამერიკაში ეწინააღმდეგებიან ქვეყანაში არალეგალების ცხოვრებას, რომლებიც 11 მილიონ ადამიანს შეადგენენ, დიდწილად ლათინოსებს, რომელთა უმრავლესობა მშვიდობიანი და პროდუქტიული ცხოვრებით ცხოვრობს, მაგრამ შესაბამისი ვიზების ან მუშაობის უფლების გარეშე. ტრამპის მხარდამჭერთა უმრავლესობას, ორლანდოში ახლახან მომხდარი თავდასხმის გადამწყვეტ ფაქტორად მიაჩნია ის, რომ დამნაშავე მუსლიმი ავღანელი ემიგრანტების შვილი იყო და ანტიამერიკული სულისკვეთებით მოქმედებდა (თუმცა მასობრივი მკვლელობის მოწყობა ავტომატით ხელში, სამწუხაროდ, ძალიან ამერიკული მოვლენაა)

გაფრთხილებებს იმის შესახებ, რომ ბრექსიტს შემოსავლების დონის ვარდნა მოჰყვებოდა, ან უმალ უარყოფდნენ და შეცდომით აფასებდნენ წაქეზებად, ან სასაზღვრო კონტროლისადმი გაზრდილ ინტერესს უკავშირებდნენ. იმავდროულად, ერთ-ერთ მთავარი ფაქტორი იყო იმპლიციტური კლასობრივი ბრძოლა. მუშათა კლასის ამომრჩევლების იმ ნაწილმა, რომელმაც მხარი დაუჭირა “გასვლას”, გადაწყვიტა, რომ შემოსავლების ვარდნა დიდწილად ან სრულად ყველა შემთხვევაში მდიდრებზე აისახებოდა, ძირითადად ლონდონური სიტის საძულველ ბანკირებზე.

ამერიკელებს ისევე სძულთ უოლ-სტრიტი, მისი ხარბი და ხშირად დანაშაულებრივი ქცევა, როგორ ბრიტანულ მუშათა კლასს ლონდონური სიტი. რაც გულისხმობს ასევე ნოემბერში ტრამპის კამპანიის უპირატესობას მისი მოწინააღმდეგის, ჰილარი კლინტონის კამპანიაზე, რომლის კანდიდატურა დიდწილად უოლ-სტრიტის ხარჯზე ფინანსდება. კლინტონმა უნდა გაითვალისწინოს ეს და დაშორდეს უოლ-სტრიტს.

დიდ ბრიტანეთში ეს ორი მძლავრი პოლიტიკური მიმდინარეობა - უარი მიგრანტებზე და კლასობრივი ბრძოლა - შეერწყა ფართოდ გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ევროკავშირის ინსტიტუტები ქმედუუნაროა. რაც სიმართლეა. ამას მარტო ის მაგალითიც მოწმობს, თუ როგორ არაეფექტურად მართავდნენ ექვსი წლის განმავლობაში ბერძნულ კრიზისს ეგოისტი, ახლომხედველი ევროპელი პოლიტიკოსები. ძალიან გასაგები მიზეზების გამო, მარტო ევროზონაში მიმდინარე დაუსრულებელი აურზაური იყო საკმარისი იმისთვის, რომ მილიონობით ბრიტანელ ამომრჩეველს მათდამი ინტერესი დაეკარგა.

ბრექსიტის მოკლევადიანი შედეგები უკვე აშკარაა: ფუნტი 31 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დაეცა. უახლოესს მომავალში, ლონდონ სიტი აღმოჩნდება სერიოზული გაურკვევლობების, სამუშაო ადგილების დაკარგვის და ბონუსების ჩამოშლის პირისპირ; უძრავი ქონების ფასი ლონდონში დასტაბილურდება; ევროპაში დიდია დომინოს ხანგრძლივი ეფექტის რისკი, მათ შორის შოტლანდიის დამოუკიდებლობა; შესაძლებელია კატალონიის დამოუკიდებლობაც; ევროკავშირის ფარგლებში ადამიანების თავისუფალ გადაადგილებაზე უარი; ანტიიმგრაციული პოლიტიკოსების სწრაფი აღზევება (მათ შორის ტრამპის არჩევა აშშ-ში და მარინ ლე პენის საფრანგეთში). სხვა ქვეყნებმაც შეიძლება ჩაატარონ რეფერენდუმები და ზოგიერთმა მხარი დაუჭიროს ევროკავშირიდან გასვლას.

ევროპაში იზრდება მოწოდებები დასაჯონ დიდი ბრიტანეთი - სიგნალი მათთვის, ვინც მსგავს ნაბიჯზე ფიქრობს. ეს არის ევროპული პოლიტიკის გამოვლინება მისი ყველაზე სულელური სახით (რაც, ასევე გამოხატულია საბერძნეთის მიმართ). ამის ნაცვლად, დანარჩენმა ევროკავშირმა უნდა გაანალიზოს საკუთარი შეცდომები და გამოასწოროს ის. დიდი ბრიტანეთის დასჯა, მაგალითად მისი არდაშვება ერთიან ევროპულ ბაზარზე, მხოლოდ ევროკავშირის ნგრევის გაგრძელებით დასრულდება.

მაშ, რისი გაკეთებაა აუცილებელი? ვფიქრობ, არსებობს რამდენიმე ნაბიჯი იმისთვის, რომ შევასუსტოთ შემდგომი კატასტროფული საპასუხო ჯაჭვური რეაქციები მოკლევადიან პერსპექტივაში და იმავდროულად რეფორმისგან მაქსიმალური სარგებელი მივიღოთ გრძელვადიან პერსპექტივაში.

ეს ნაბიჯებია: პირველ რიგში, სირიაში ომის სასწრაფოდ დასრულება და ამით დევნილების ტალღის შეჩერება; ამერიკის CIA-ს და საუდის არაბეთის ალიანსის შეწყვეტა, რომელიც ბაშარ ასადის დამხობას ისახავს მიზნად, რაც ასადს (რუსეთის და ირანის მხარდაჭერით) საშუალებას მისცემს დაამარცხოს “ისლამური სახელმწიფო” და სირიაში სტაბილურობას მიაღწიოს. ევროპაში დევნილების კრიზისის მნიშვნელოვანი მიზეზია ამერიკის ვნება შეცვალოს რეჟიმები (ავღანეთში, ერაყში, ლიბიასა და სირიაში). ამ ვნებისგან გათავისუფლება ხელს შეუწყობდა ახალი დევნილების სახლებში დაბრუნებას.

მეორე, შეწყდეს ნატოს გაფართოება უკრანასა და საქართველოსკენ. ახალი ცივი ომი რუსეთთან, ამერიკის მიერ მოფიქრებული და ევროპულ გულუბრყვილობასთან ნაზავი, კიდევ ერთი შეცდომაა. ნატოს გაფართოების შეწყვეტა ხელს შეუწყობდა დაძაბულობის შემცირებას და რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, უკრაინის სტაბილიზაციას, ასევე ყურადღების კონცენტრირებას ევროპული ეკონომიკასა და ევროპულ პროექტზე.

მესამე, ბრიტანეთის დასჯაზე უარის თქმა. ამის ნაცვლად, უნდა გამკაცრდეს კონტროლი ევროკავშირის სახელმწიფოების საზღვრებზე არალეგალი მიგრანტების შესაჩერებლად. ეს არ არის არც ქსენოფობია, არც რასიზმი და არც ფანატიზმი. ეს საღი აზრია, როდესაც მსოფლიოს იმ სახელმწიფოებმა (დასავლეთ ევროპა), რომლებსაც სოციალური უზრუნველყოფის უფრო გულუხვი პირობები აქვთ უარი უნდა უთხრან მილიონობით (სინამდვილეში ასობით მილიონ) პოტენციურ მიგრანტს. იგივეს თქმა შეიძლება ამერიკის შეერთებულ შტატებზეც.

მეოთხე, სამართლიანობის და შესაძლებლობების განცდის დაბრუნება უკმაყოფილო მუშათა კლასში და იმ ადამიანებში, რომელთა საარსებო სახსრები განულდა ფინანსური კრიზისებით და სამუშაო ადგილების “აუთსორსინგით”. ეს ნიშნავს სოციალ-დემოკრატიული სულისკვეთებით მოქმედებას, მნიშვნელოვანი სოციალური ხარჯების გაწევას ჯანდაცვაზე, განათლებაზე, პროფესიულ სწავლებაზე და ოჯახის მხარდაჭერაზე, რაც ფინანსდება მდიდრების გადასახადების ხარჯზე და საგადასახადო თავშესაფრების დახურვას, რომელიც მუსრს ავლებს სახელმწიფო სახსრებს და ამწვავებს ეკონომიკურ უსამართლობას. და ბოლოს, ეს ნიშნავს, საბერძნეთისთვის ვალის ტვირთის შემსუბუქებას და ამით ევროზონის გაჭიანურებული კრიზისის დასრულებას.

მეხუთე, რესურსების, მათ შორის დამატებითი დახმარებების მობილიზება ეკონომიკურ განვითარებაზე და არა ომებზე დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში. უკონტროლო მიგრაცია დღევანდელი ღარიბი და კონფლიქტებით მოცული რეგიონებიდან გადაულახავი გახდება მიუხედავად მიგრაციის სფეროში პოლიტიკის წარმოებისა, თუკი კლიმატის ცვლილება, უკიდურესი სიღარიბე, უნარების და განათლების არარსებობა ძირს უთხრის აფრიკის, ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის, ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის განვითარებას.

ეს ყველაფერი ხაზს უსვამს ომის სტრატეგიიდან მდგრადი განვითარების სტრატეგიაზე გადასვლის აუცილებლობას, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. კედლები და ჯებირები ვერ შეაჩერებს მილიონობით მიგრანტს, რომელიც გაურბის ძალადობას, უკიდურეს სიღარიბეს, შიმშილს, დაავადებებს, გვალვას, წყალდიდობებს და ა.შ. ამის გაკეთება მხოლოდ გლობალური მასშტაბის თანამშრომლობას შეუძლია.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა