რეფერენდუმები ძირს უთხრის დემოკრატიას
გამოცემა :
11:36 27-06-2016
საყოველთაო სახალხო გამოკითხვამ, ბრექსიტმა, გამახსენა, რომ არ მიყვარს რეფერენდუმები.

პოპულისტების ჩვეულებრივი ბანდა, რომელიც ამტკიცებს, რომ სწორედ ისინი წარმოადგენენ “უბრალო ადამიანებს”, ახლა აუცილებლად აყვირდება და ბრალს დამდებს რომ ქედმაღალი და ელიტარული ვარ. პირველი შენიშვნა სამართლიანია, მეორეს - კომპლიმენტად მივიღებდი. რადგან, სინამდვილეში, შესანიშნავია, როდესაც შეგიძლია იტრაბახო, რომ ელიტის ნაწილი ხარ. და როდესაც ამ სიტყვას ვიღაცეები საგინებელ სიტყვად იყენებენ, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ისინი საკუთარი არასრულფასოვნების შენიღბვას ცდილობენ.

როდესაც ვამბობ, რომ რეფერენდუმები არ მიყვარს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამომრჩევლებს ამრეზით ვუყურებ და ვამტკიცებ, რომ ისინი ბრიყვები არიან, როგორც ამას ხშირად მოისმენთ.

პირიქით, ეს განპირობებულია იმით, რომ მე მჯერა წარმომადგენლობითი დემოკრატიის, რომელშიც ამომრჩევლები პერიოდულად გამართულ თავისუფალ არჩევნებზე ირჩევენ მათ, ვისაც აკისრებენ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობას. ეს სისტემა კი იმას ეფუძნება, რომ მათ მიერ არჩეულმა ადამიანებმა უნდა შეძლონ უნივერსალური გადაწყვეტილებების მოძიება, რომელსაც თავის მხრივ ამომრჩეველთა უმრავლესობის ნდობა ექნება. თუკი ასე არ მოხდა, ამომრჩევლები უარს ეტყვიან მათ შემდეგ არჩევნებზე. ამიტომ ვხედავთ ჩვენ, რომ მთავრობაში შემავალი პარტიები, მეტნაკლებად ყოველთვის, ცენტრისკენ მიისწრაფვიან. სახალხო რეფერენდუმებზე კი ფრონტები ისე მკვეთრად ისაზღვრება, რომ ამ უნივერსალური გადაწყვეტილბების ძიების შანსი ქრება.

რეფერენდუმის პასუხს ვეღარ შეცვლი. რეფერენდუმის შემთხვევაში (როგორც წესი), განსხვავებით ჩვეულებრივი არჩევნებისგან, არაფერის გადათამაშება აღარ შეიძლება.

რეფერენდუმებზე, როდესაც შესაძლო განსაკუთრებულად რთულ შეკითხვაზე პასუხის მხოლოდ ორი ვარიანტი - “კი” ან “არა” არსებობს, რისკი იმისა, რომ საარჩევნო კამპანია ზედმეტად გამარტივებულ და რთულად განსაჭვრეტ საკითხებზე აიგება, მაღალია. ინგლისში ეს თემა (რაც უცხადესია) იმდენად ცუდად შუქდებოდა, რომ შეკითხვა, რომელზე პასუხსაც ყველაზე ხშირად ეძებდნენ გუგლის საძიებო სისტემაში, თანაც მხოლოდ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, იყო “რა არის ევროკავშირი? (What is EU?)

ბრიტანულ კამპანიაში შემაშფოთებლად ღვივდებოდა ნაციონალისტური გრძნობები - გაცილებით მძლავრად, ვიდრე ნორმალური საარჩევნო კამპანიისას.

ასეთი რამ ანგრევს დემოკრატიას.

ჩვენ არაერთხელ გამოგვიცდია მსგავსი რამ დანიურ რეფერენდუმებზე, რომელიც სამწუხაროდ, არაერთხელ ჩაგვიტარებია. ბოლო შემთხვევის გახსენებაც კმარა: მასში გაიმარჯვეს ადამიანებმა, რომლებიც საკუთარ კამპანიას აგებდნენ საპარლამენტო გზით არჩეული ხელისუფლების მიმართ უზარმაზარ უნდობლობაზე - “შემიძლია ვენდო მათ, ვინც ფოლკეტინგშია?”[1] - ასევე “გარანტიებზე”, რომელიც საბოლოო ჯამში ბლეფი აღმოჩნდა (მაგალითად, ის რომ პარალელური შეთანხმების მიღწევა ევროპოლთან [2] უიოლესი იქნებოდა).

როდესაც ამომრჩევლებს ეკითხებიან, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ ადამიანები, რომლებსაც ენდობიან და რომლებიც შემდეგ მზად იქნებიან პასუხი აგონ იმაზე, რითაც საარცევნო ყუთებთან მივიდნენ.

ძალიან ხშირად რეფერენდუმი ასახავს იმას, რომ არჩეული პოლიტიკოსები პასუხისმგებლობას გაურბიან, რითაც ამომრჩევლებს უსამართლო სიტუაციაში აყენებენ.

[1] დანიის საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, ერთპალატიანი პარლამენტი

[2] ევროპის პოლიციის სამსახური


ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა