რა ალტერნატივა არსებობს?
გამოცემა :
00:23 28-06-2016
რისი ეშინიათ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ?

როგორც კი ბრიტანული რეფერენდუმის შედეგები ევროკავშირიდან გასვლაზე ცნობილი გახდა, იმავე საღამოს საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის ქებას შეუდგა. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული ბრექსიტიც კი “ვერაფერს შეცვლის იმ მხრივ, რომ ევროპის კავშირი სახელმწიფოთა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერი პოლიტიკური და ეკონომიკური ერთობაა მსოფლიოში”. მან განაცხადა, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება და “უახლოეს თვეებში ის წამყვან როლს შეასრულებს მთელ მის მოსაზღვრე სივრცეში”.

თბილისის კომენტარი თვითდამშვიდების მცდელობას ჰგავდა. რადგან სინამდვილეში საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში სწრაფად ვრცელდება შიშები იმის თაობაზე, რომ თვალსაწიერ მომავალში ევროკავშირი მათი ბედისწერის მიმართ გაცილებით ნაკლებ ყურადღებას გამოიჩენს, ვიდრე აქამდე იჩენდა. და არამხოლოდ იმიტომ, რომ ევროპელები საკუთარი პრობლემების მოგვარებით დაკავდებიან, არამედ იმიტომაც, რომ ბრიტანელები მოსაზღვრე რეგიონებთან დაკავშირებული დღევანდელი ევროპული პოლიტიკის გულმხურვალე მხარდამჭერები არიან. ამ ქვეყნებში დიდწილად იზიარებენ რუსეთში გავრცელებულ მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ გაერთიანებული სამეფოს გასვლა ბლოკიდან დაასუსტებს კრემლის კრიტიკოსების პოზიციას ევროკავშირში. სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ მოსკოვში ამის იმედი აქვთ, ამ ქვეყნებში კი ამის ეშინიათ.

რაც შეეხება პროდასავლურ ორიენტაციას, ბრიტანული რეფერენდუმის შემდეგ რა თქმა უნდა არაფერი შეცვლილა არც საქართველოში, არც უკრაინასა და არც მოლდოვაში. “უკრაინისთვის სხვა ვექტორი უბრალოდ არ არსებობს”, წერდა თავის ფეისბუქის გვერდზე უკრაინის პარლამენტის წევრი ირინა გერაშჩენკო ბრექსიტზე რეფერენდუმის მეორე დღეს. უკრაინელი დემოკრატები, დასავლელი ევროსკეპტიკოსებისაგან განსხვავებით, სულაც არ აღიქვამენ ევროკავშირს როგორც მცდარ პროექტს, არამედ როგორც ერთადერთ შანსს თვითგამორკვევისა, რადგან მათი ქვეყნისთვის ერთადერთი ალტერნატივა რუსეთთან დაახლოება იქნებოდა, რომლის პოლიტიკური სისტემა ოპონენტების დევნასა და კორუფციასთან ასოცირდება, და რომელიც ყველა გზებით ცდილობს მეზობელი ქვეყნების საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევას.

იმავდროულად უკრაინაში ყველა თანხმდება, რომ მოსკოვს ბრექსიტი აწყობს: “დასუსტებული, სკეპტიკოსებად და ოპტიმისტებად გაყოფილი ევროპა, ევროპა, რომელსაც ხვალინდელი დღის ეშინია, კრემლის ოცნებაა”, წერს გერაშჩენკო, უკრაინის პროდასავლური ბანაკის ერთ-ერთი წამყვანი წარმომადგენელი. ხოლო უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლა ევროპელი ლიდერების მთავარი ამოცანაა “ევროსკეპტიკოსების მომხრობა, რათა არანაირი შანსი არ დარჩეთ ევროპული ინტერგაციის პროექტის მოწინააღმდეგეებსა და მათ სპონსორებს”.

შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რა შედეგებს მოუტანს ბრექსიტი მათი ქვეყნების პოლიტიკას, კიევში, თბილისსა და კიშინიოვში ჯერჯერობით მშვიდად სვამენ. პოლიტიკოსები დიპლომატიურად თავს არიდებენ შეფასებებს, როგორც ეს მაგალითად უკრაინის პრემიერმინისტრმა გროისმანმა გააკეთა, რომლის პასუხიც ამ თემაზე საკმაოდ აბსტრაქტული იყო: “ჩვენ უამრავი რამ გადავიტანეთ ჩვენი ევროპული არჩევანის გამო და დღემდე მაღალ ფასს ვიხდით მისთვის, ვიცავთ რა არამხოლოდ საკუთარ სუვერენიტეტს, არამედ ევროპის აღმოსავლეთ საზღვრებს. ამიტომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას ძლიერი და ერთიანი ევროპისათვის და ევროპის გაერთიანების პროცესისთვის ახალ ენერგიას გავიღებთ”.

ამ ქვეყნების საზოგადოებები ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდნენ ბოლომდე. უკრაინაში, საქართველოსა და მოლდოვაში “ევროპა” მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში, ერთგვარი კოდური სიტყვაა, მიზანი, რომლისკენაც ისინი მიისწრაფვიან, თანაც არამხოლოდ საგარეო პოლიტიკის, არამედ საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისითაც. ისინი ევროპას აღიქვამენ, როგორც გამჭვირვალობის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სიმბოლოს. კრიზისებს, რომლითაც მოცულია ევროკავშირი თუ მისი ცალკეული წევრები, კიევში, თბილისსა და კიშინიოვში რა თქმა უნდა ხედავენ, მაგრამ ეს კრიზისები უმალ ფერმკთალდება მათი პრობლემების ფონზე. ბრიტანულ რეფერენდუმამდე “კლუბიდან” გასვლაზე, რომელშიც ისინი თავად ცდილობენ მოხვედრას, ამ პრობლემებს უფრო თეორიულად აღიქვმდენენ.

ამიტომ ბოლო პერიოდის კომენტარებში მჭიდროდ ებმის ერთმანეთს ფიქრები ერთი მხრივ გრძელვადიან პერსპექტივაზე და მეორე მხრივ მიმდინარე პრობლემებზე. ჯერ კიდევ ბრიტანულ რეფერენდუმამდე, საქართველოში და უკრაინაში მნიშვნელოვანი შიდაპოლიტიკური წუხილის თემად იქცა, ხომ არ გააჭიანურებდა ევროკავშირი ამ ქვეყნებისთვის მიცემული პირობის შესრულებას მათი მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭებაზე.

და თუკი აქამდე, დღის წესრიგის მთავარ თემებად, პირველ რიგში ისეთი საკითხები განიხილებოდა, როგორიცაა: ხომ არ გადაიქცეოდა ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე დამატებით დაბრკოლებად უკრაინის მთავრობის არასაკმარისი ბრძოლა კორუფციასთან ან ქართველი კრიმინალების ქცევა დასავლეთ ევროპის ტერიტორიაზე, დღეს ამ ყველაფერს კიდევ ერთი, მიგრაციის თემა დაემატა. არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ევროკავშირში წევრობის მოწინააღმდეგე ბრიტანელების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი აღმოსავლეთ ევროპიდან მომავალი მიგრანტების შეჩერება იყო. ორივე ქვეყანაში შესანიშნავად ესმით, რომ ევროპაში, უკრაინელებს და ქართველებს, არც მეტი არც ნაკლები, პოტენციურ გასტარბაიტერებად აღიქვამენ.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა