შემდეგი მიმართულება?
ავტორი :
გამოცემა :
06:53 15-04-2009

პრეზიდენტმა ობამამ, რომელიც 3-4 აპრილს ნატო-ს სამიტს ესწრებოდა, ცხადად გამოხატა ის მიმართულება, რომელიც ნატო-ს სამომავლოდ უპირატესობას ანიჭებს.


ობამას მომძლავრებულ, ავტორიტარულ რუსეთთან დაპირისპირებულ ალიანსს, აღმოსავლეთ ევროპაში თავისუფლების გამავრცელებელ ლიგას ურჩევნია ნატო, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციასავით იმოქმედებს და რუსეთთან ერთად ისეთ საერთო საფრთხეებს შეებრძოლება, როგორიცაა ტერორიზმი და ბირთვული იარაღის გავრცელება.

ამ ბოლოდროინდელ შეხვედრაზე ნატო თავისი დაარსების 60 წელს აღნიშნავდა. ყველა საზომით ნატო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კავშირია ისტორიაში. 1949 წელს, ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური რეკონსტრუქციის მხარდასაჭერად შექმნილი ეს ალიანსი, სამხედრო კავშირად გარდაიქმნა, რათა ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კავშირიდან მომავალი სამხედრო საფრთხე შეეკავებინა. მისი ინიციატივით დაიწყო ბირთვული შეკავების სტრატეგიის ჩამოყალიბება. ეს იყო სახიფათო, თუმცა აუცილებელი დიპლომატიური სვლა, რომელსაც საბჭოთა კავშირი უნდა დაეშინებინა, რათა მას, უპირველეს ყოვლისა, ნებისმიერი დონის ესკალაციისგან და თავდასხმისაგან თავი შეეკავებინა.

რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ ომით მუქარას, რომელიც შეზღუდული სახით ბირთვულ ომსაც გულისხმობდა (ე.წ. კონტრმოქმედების სტრატეგია), თავიდან უნდა აეცილებინა ომი. ზოგიერთ ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ მსგავსი სტრატეგია საჭირო არასდროს იყო. მათ გამორჩათ ის ფაქტი, რომ ბირთვული იარაღი ფართოდ იყო გავრცელებული, ხოლო მათი გამოყენების საშიშროება ცივი ომის მსვლელობისას რამდენჯერმე შეიქმნა. საპასუხოდ ისინი იმის მტკიცებას დაიწყებენ, რომ რეალურად არასდროს არავის განუზრახავს ბირთვული იარაღის გამოყენება, მათ შორის საბჭოთა კავშირის პრემიერს, ნიკიტა ხრუშჩოვს და პრეზიდენტ კენედის კარიბის კრიზისის დროსაც კი, მაგრამ მათი შეხედულებები უფრო რწმენას ეფუძნება, ვიდრე ფაქტებს, ხოლო ფაქტები ადასტურებს, რომ ხრუშჩოვი გარისკავდა ბირთვული ომის დაწყებას მაშინაც კი, თუ ეს თვითონ არ ენდომებოდა. საპასუხოდ ასევე მოიქცეოდა კენედიც.

კარიბის კრიზისმა მეტოქეები გამოაფხიზლა, მაგრამ მიუხედავად ამისა სამხედრო განგაში მომდევნო კრიზისის დროს 1973 წელსაც, ახლო აღმოსავლეთის ომშიც გაისმა. საბოლოოდ კონფლიქტი დიპლომატიით, საშინაო პოლიტიკური და ეკონომიკური მეთოდების პრობლემების მოგვარებით გადაიჭრა.

1991 წელს საბჭოთა ეკონომიკა და სახელმწიფო დაიშალა, ხოლო საბჭოთა კავშირი გაქრა, მაგრამ ეს ყველაფერი ნატო-ს თავდაცვითი და შეკავებითი სტრატეგიის გამოცოცხლების ფონზე მოხდა, იმ ფონზე, რომელსაც პრეზიდენტი რონალდ რეიგანი ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრის შემდეგ დაჟინებით მოითხოვდა. რეიგანი ფიქრობდა, რომ მშვიდობის გადარჩენა შესაძლებელი გახდებოდა მხოლოდ მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირი დარწმუნდებოდა რომ - ის ვერასდროს მოიგებს ომს და შეიარაღების რბოლას ამერიკასთან.

ცივი ომის დასრულების შემდეგ, ნატო-მ მისიის ძიება დაიწყო. არის კი ის ისევ ალიანსი ისეთი მტრის წინააღმდეგ, როგორიც იყო მაგალითად საბჭოთა კავშირი? თუ ის დემოკრატიის ლიგაა, რომელიც ცივი ომის შემდეგ დაიბადა და ახლა აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის გავრცელება ევალება, მათ შორის პოტენციურად ახალი დემოკრატიისაც რუსეთში? თუ ის გაერო-ს მსგავსი კოლექტიური უსაფრთხოების ინსტიტუტია, რომელშიც ყველა ქვეყანა მონაწილოებს მიუხედავად იმისა, არის თუ არ ის დემოკრატიული, აღარც ერთ ქვეყანას არ განიხილავს საფრთხედ და მხოლოდ ყველა ქვეყნის საერთო საფრთხეების გადაწყვეტისთვის უნდა იმოქმედოს?

ცივი ომი დასრულების მომენტისთვის, ნატო-ს თითქოს მიზანი აღარ დარჩა და არა მარტო იმიტომ, რომ მტერი გაქრა, არამედ იმიტომაც, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის მისია იკისრა. 1991 წელს გაერო-მ პირველი წარმატებული ოპერაცია ჩაატარა და ერაყი კუვეიტიდან გამოაძევა, მაგრამ მოგვიანებით კრიზისებმა ბოსნიასა და კოსოვოში დაადასტურა, რომ გაერო-ს როლი სადისკუსიოა. რუსეთმა ვეტო დაადო გაერო-ს აქციებს, ნატო-მ ახალ დანიშნულებას მიაგნო და ყოფილ იუგოსლავიაში ეთნიკური და რელიგიური ძალადობა ჩაახშო.

აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-მ, როგორც დემოკრატიის ლიგამ, დემოკრატიის კონსოლიდაციისა და მშვიდობის გავრცელების მიზნით გაფართოვება დაიწყო. პოლონეთი, უნგრეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა ნატო-ს 1999 წელს მიურთდნენ. 2004 წელს კიდევ 7 ქვეყანა, მათ შორის სამი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა - ესტონეთი, ლიტვა და ლატვია. ხორვატია და ბოსნია ალიანსში 2009 წელს გაწევრიანდნენ.

შეერთებულმა შტატებმა დემოკრატიული საზოგადოებების მოწვევა 2000 წელს ჩაატარა. ყოველ შემდგომ წელს ის კონსოლიდირებას უკეთებდა, აძლიერებდა და ახალ ჟღერადობას ანიჭებდა თავისუფლების ხმას მთელ მსოფლიოში.

ამასობაში ნატო-ს მძიმე დღეები დაუდგა. მან ვერ შეძლო ტერორისტული საფრთხისა და მომძლავრებული ნაციონალისტური რუსეთის პრობლემის გადაჭრა. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა, ავღანეთში თალიბების წინააღმდეგ საბრძოლველად, უარი თქვა ნატო-ს მეხუთე მუხლზე - ერთზე თავდასხმა, ყველაზე თავდასხმას ნიშნავს. ორი წლის შემდეგ შეერთებულმა შტატებმა, ერაყში ინტერვენციასთან დაკავშირებით, ნატო-ში კიდევ უფრო დიდი დაპირისპირება გამოიწვია.

ამასობაში კი რუსეთი, რომელიც სულაც არ იყო ნასიამოვნები ნატო-ს აქტიურობით ბოსნიასა და კოსოვოში და არც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების გაწევრიანებით ალიანსში, ნატო-ს უკან დაახევინეს. ის აფრთხილებდა დასავლეთს არ შემოეპატიჟებინათ უკრაინა და საქართველო ნატო-ში და არც სარაკეტო სისტემა დაეყენებინათ აღმოსავლეთ ევროპაში ირანული საფრთხის მოსაგერიებლად. ამ ბოლო წლებში რუსეთმა აგრესიულად გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები და უკრაინისა და ბალტიისპირეთის საშინაო პოლიტიკაში ჩაერია, ხოლო გასულ წელს საქართველოს სადავო ტერიტორიაზეც შეიჭრა.

ასე რომ ნატო, როგორც ალიანსი, ბეწვზე ჰკიდია. ის მეთაურობს დასავლეთის ჯარებს ავღანეთში, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ გაიღო საომარი ძალა ან ისეთი უკიდურესად საჭირო აღჭურვილობა, როგორიცაა ვერტმფრენები.

ამიტომ ნატო-ს სამიტი მკაცრი არჩევანის პირისპირ აღმოჩნდა. უნდა გადაჯგუფდეს თუ არა ნატო ისეთ რეალურ მტერთან საბრძოლველად, როგორიცაა ალ ქაიდა და გათამამებულ რუსეთს შეუქმნას კონტრბალანსი? უნდა გააგრძელოს, თუ არა მშვიდობის გავრცელება და უკრაინა და საქართველო თავის რიგებში მისაღებად მოამზადოს? თუ უნდა დაეთანხმოს რუსული ჯარების ყოფნას საქართველოში (ის არ გამოსულა საქართველოს არასადავო ტერიტორიებიდან, როგორც ამას საზავო ხელშეკრულება ითხოვდა), აღარ განათავსოს სარაკეტო ფარი ირანის წინააღმდეგ და რუსეთთან ერთად იმუშაოს საერთო საფრთხეების გადასაწყვეტად? ეს საფრთხეებია ტერორიზმი და ბირთვული გაუვრცელებლობა.

ობამამ ეს მეორე გზა აირჩია. მან ალიანსის საკითხები უკანა პლანზე გადასწია, არაფერი თქვა რუსეთის ჯარზე საქართველოში, არც უკრაინისა და ნატო-ს გაწევრიანებაზე და ვერ მიიღო დამატებითი საბრძოლო ჯარები ავღანეთისთვის.

მან დაასუსტა ისეთი ახალი დემოკრატიები, როგორიცაა პოლონეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა, როდესაც დასთანხმდა, რომ თავს შეიკავებს სარაკეტო ფარის განთავსებისგან, თუ რუსეთი აშშ-ს ირანის მიერ ბირთვული იარაღის მიღების აღკვეთაში დაეხმარება. და მანვე წამოიწყო შეიარაღებათა კონტროლის ნაჩქარევი მოლაპარაკებები რუსეთთან, რათა ამ წლის ბოლოს ახალ ხელშეკრულებას მოეწეროს ხელი.

ობამამ სახიფათო თამაში წამოიწყო, მან ნატო როგორც უპრეცედენტოდ წარმატებული ალიანსი და დემოკრატიული საზოგადოება, კოლექტიური უსაფრთხოების საკითხებზე რუსეთთან სარისკო თანამშრომლობას შესწირა. არადა მოსკოვს სულ უფრო და უფრო ცოტა რამ აკავშირებს დასავლურ დემოკრატიულ საზოგადოებებთან, თუ რუსეთი შესაბამისად არ იმოქმედებს, რაც ძალზე სავარაუდოა, ობამამ შესაძლოა ინანოს, რომ სხვა არჩევანი არ გააკეთა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა