შანსი ახალი მსოფლიო წესრიგისათვის
გამოცემა :
23:40 12-01-2009

რადგან დღეს ახალი ამერიკული ადმინისტრაცია საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას სერიოზული ფინანსური და საერთაშორისო კრიზისის პირობებში იწყებს,

თითქოს არალოგიკურია იმის მტკიცება, რომ დაურეგულირებელი საერთაშორისო ურთიერთობები დიპლომატიის შემოქმედთ უნიკალურ შესაძლებლობებს აძლევს.

ეს შესაძლებლობები გარკვეულ წინააღმდეგობებსაც შეიცავს. ერთი მხრივ ფინანსურმა კრიზისმა ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაციას უმძიმესი დარტყმა მიაყენა. თუკი აშშ-ს პოლიტიკური შეფასებები ხშირად წინააღმდეგობრივი იყო, მსოფლიო ფინანსურ წესრიგთან დაკავშირებულ მის რეკომენდაციებს თითქმის არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს. მაგრამ ამერიკის მიერ ამ წესრიგის მართვამ მსოფლიოს იმედები გაუცრუა.

იმავდროულად, კატასტროფის მასშტაბები მსოფლიოს აღარ უტოვებს იმის საშუალებას, რომ ამერიკის ბატონობას ან მის პრობლემებს ამოეფაროს.

თითოეულ ქვეყანას შექმნილ კრიზისში საკუთარ წვლილზე დაფიქრება მოუწევს. ყველა მათგანი მთელი ძალით შეეცდება აღმოფხვრას ის პირობები, რომელმაც ეს კრახი გამოიწვია. თითოეულს სიმართლისთვის თვალის გასწორება და იმის აღიარება მოუწევს, რომ კრიზისის პრობლემების გადალახვა მხოლოდ ერთობლივი ძალებითაა შესაძლებელი.

ყველაზე მდიდარ ქვეყნებსაც კი არსებული რესურსების შეზღუდვა მოუხდებათ. თითოეული სახელმწიფო იძულებული გახდება გადახედოს საკუთარ ნაციონალურ პრიორიტეტებს. თუკი თანხვედრი პრიორიტეტების სისტემა ჩამოყალიბდება, შეიქმნება ახალი მსოფლიო წესრიგი, მაგრამ თუკი განსხვავებული პრიორიტეტების შეთანხმება და გამოცდა არ მოხდება, კატასტროფას მივიღებთ და არსებული მსოფლიო წესრიგი თვალწინ დაგვენგრევა.

დღევანდელი საფინანსო სისტემის კრახი დროში დაემთხვა პლანეტის სხვადასხვა წერტილებში მრავალრიცხოვან პოლიტიკურ კრიზისებს. ეს პირველი შემხვევაა, როდესაც მსოფლიოს აბსოლუტურად სხვადასხვა კუთხეში ამდენი ცვლილება მოხდა, და რომელთა შესახებაც კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების წყალობით სხვები მომენტალურად იგებდნენ. ახალი მსოფლიო წესრიგის ალტერნატივა ქაოსია.

სინამდვილეში, ორივე, ფინანსურიც და ეკონომიკური კრიზისიც ერთმანეთთანაა დაკავშირებული, რადგან ეკონომიკური აღმავლობის ჟამს მსოფლიოს ეკონომიკური და პოლიტიკური ორგანიზების პროცესში განხეთქილება მოხდა.

ეკონომიკის სამყარო "გლობალიზებული" გახდა. მისმა ინსტიტუტებმა ყველგან შეაღწიეს, ის იმ პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს, რომ გლობალური ბაზარი თვითრეგულირებადი მექანიზმია.

ფინანსურმა კრიზისმა გვიჩვენა, რომ ეს ყველაფერი მოჩვენებითია. მან იმ გლობალური ინსტიტუტების არარსებობის დემონსტრირება მოახდინა, რომელიც მსგავსი დარტყმების შემსუბქებას და ტენდენციების შეცვლას შეძლებდნენ. შესაბამისად, გარდაუვალი ხდება სიტუაცია, როდესაც კრიზისის დარტყმის ქვეშ მყოფი საზოგადოება ნაციონალურ პოლიტიკურ ინსტიტუტებს მიმართავს, რომელიც ძირითადად შიდა და არა მსოფლიო წესრიგის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.

თითოეული მსხვილი ქვეყანა მის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტას ძირითადად დამოუკიდებლად ცდილობს და კოლექტიური ქმედებები იმ დრომდე გადააქვს, ვიდრე კრიზისის ზეწოლა შესუსტდება. ეგრედწოდებული ექსტრემალური დახმარების პაკეტები ცალობით, ყველა ქვეყნაში ცალ-ცალკე ჩნდება. მათი წყალობით ხდება შიდა კრედიტების ჩანაცვლება ერთი შეხედვით ამოუწურავი სახელმწიფო კრედიტებით. მაგრამ ჯერჯერობით ისინი პანიკის შეკავების მეტს ვერაფერს აკეთებენ.

პოლიტიკასა და ეკონომიკაში მსოფლიო წესრიგი მანამდე არ წარმოიქმნება, ვიდრე არ გაჩნდება საერთო წესები, რომელთა მიხედვითაც სხვადასხვა ქვეყნები ორიენტირებას და საკუთარი გზის განსაზღვრას არ შეძლებენ.

საბოლოოდ, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემების ჰარმონიზაციის მიღწევა მხოლოდ ორი საშუალებით შეიძლება: იმავე მასშტაბის საერთაშორისო რეგულირების სისტემის შექმნით, როგორიცაა მსოფლიო ეკონომიკური წესრიგი; ან ეკონომიკური ინსტიტუტების იმგვარი შეზღუდვა, როდესაც ისინი არსებული პოლიტიკური სტრუქტურების მართვას შეძლებენ, რამაც შესაძლოა რეგიონულ დონეზე ახალ მერკანტილიზმამდე მიგვიყვანოს.

ბრეტონ-ვუდის მსგავსი ახალი გლობალური შეთანხმების მიღწევა ყველაზე სასურველი ვარიანტი იქნებოდა და ამერიკის როლი აქ განმსაზღვრელი იქნება. პარადოქსია, მაგრამ ჩვენს მოკრძალებულ ქმედებებთან შედარებით, ამერიკული გავლენა უზარმაზარი იქნება. ჩვენ იმ მაღალ ზნეობრივ და სამართლიან პოზიციებთან დაბრუნება მოგვიწევს, რაც ამერიკის პოზიციისა და ქმედებებისთვის დამხასიათებელი იყო, განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

ამ ეპოქალურმა მოვლენამ და იმ ფაქტობრივად უწყვეტმა ეკონომიკურმა აღმავლობამ, რომელიც მას მოჰყვა, ძალიან ბევრს აიძულა მსოფლიო წესრიგი ამერიკული სქემებისა და ჩანაფიქრებისთვის (ჩვენი შიდა უპირატესობების ჩათვლით) გაეთანაბრებინა.

ამის შედეგად წარმოიქმნა გარკვეული მოუშორებელი უნილატერალიზმი (რაზეც ევროპელი კრიტიკოსები მუდმივად ჩივიან). ეს ერთგვარი დაჟინებული კონსილიუმია, რომელიც ქვეყნებისგან საერთაშორისო სისტემაში გაწევრიანებისთვის მათ ვარგისიანობას ითხოვს - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ამერიკულ დანიშნულებებთან შესაბამისობას.

პრეზიდენტ ჯონ კენედის ინაუგრაციის შემდეგ, რაც ნახევარი საუკუნის წინათ მოხდა, ამერიკის არცერთ ახალ ადმინისტრაციაზე ასეთ იმედებს არ ამყარებდნენ. უპრეცედენტო შემთხვევაა: მსოფლიო სცენის ყველა ძირითადი მოთამაშე ღიად აცხადებს, რომ ცვლილებებისთვის მზადაა, რომელიც მათ თავს მოახვია გლობალურმა კრიზისმა, და თანაც ამ ცვლილებების განხორციელება მათ აშშ-სთან ურთიერთქმედებით სურთ.

არჩეული პრეზიდენტის ექსტრაორდინარული გავლენა კაცობრიობის წარმოდგენებზე - ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. მაგრამ ის მხოლოდ შესაძლებლობას იძლევა და კურსს არ განსაზღვრავს.

საბოლოო ჯამში მთავარი ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ განისაზღვროს და ჩამოყალიბდეს უმეტესი ქვეყნების შეშფოთების საფუძველი, ასევე ეკონომიკურ კრიზისთან მიმართებაში ყველა წამყვანი სახელმწიფოს დამოკიდებულება, სადაც ტერორისტული ჯიხადისადმი შიშიც შევა. შემდეგ ეს ყველაფერი მოქმედებების საერთო სტრატეგიად უნდა გარდაიქმნას, რომელიც იმის გააზრებით გამყარდება, რომ ახალი საკითხები, როგორებიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ენერგეტიკა და კლიმატური ცვლილებები შეუძლებელია ცალკეული ქვეყნის ან რეგიონის ფარგლებში გადაწყდეს.

ყველაზე დიდ შეცდომას ახალი ადმინისტრაცია იმ შემთხვევაში დაუშვებს, თუკი თავს საკუთარი პოპულარობით ტკბობის უფლებას მისცემს. ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის სულისკვეთება, რომელიც დღევანდელ დღეს წარმოიქმნა, მიმართული უნდა იყოს უმაღლესი წესრიგის სტრატეგიის კალაპოტში, რაც გადალახავს უახლოესი წარსულის დავებსა და უთანხმოებებს.

სინამდვილეში, ბრალდებებს ამერიკული უნილატერალიზმის მიმართ გარკვეული საფუძველი გააჩნია. ისინი ევროპისა და ამერიკის საკვანძო უთანხმოებებს ამართლებენ. მთავარი სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ აშშ ისევ ნაციონალური სახელმწიფოს მსგავსად იქცევა, რომელსაც შეუძლია საკუთარ ხალხს მომავლისთვის მსხვერპლი მოსთხოვოს. ხოლო ევროპას, რომელიც ნაციონალური სახელმწიფოსგან პოლიტიკურ მექანიზმად ჩამოყალიბების პროცესშია, არსებულ უპირატესობებსა და სარგებელზე უარის თქმა ბევრად უფრო უჭირს.

სწორედ ეს იწვევს განსაკუთრებულ ინტერესს "რბილი ძალის" მიმართ. ტრანსატლანტიკურ უთანხმოებებს ძირითადად არსობრივი საფუძველი გააჩნია, და მხოლოდ ნაწილობრივ ეხება წესრიგსა და პროცედურებს. კონფლიქტი მაინც წარმოიქმნება და არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ინტენსიურად წარმოებს მოლაპარაკებები. ატლანტიკური პარტნიორობა გაცილებით დიდი დოზით იქნება დამოკიდებული პოლიტიკური კურსის ერთობლიობაზე, ვიდრე შეთანხმებულ პროცედურებზე.

ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნაში თანაბრად მნიშვნელოვანია ჩინეთის როლიც. მხარეთა ურთიერთობები, რომელიც იწყებოდა ძირითადად, როგორც მოწინააღმდეგის შეკავების სტრატეგიული სქემა, წლებთან ერთად საერთაშორისო სისტემის ერთ-ერთ ქვაკუთხედად იქცა.

ჩინეთმა ამერიკული ვალები შეისყიდა, მისცა რა მას შესაძლებლობა ეტრაბახა თავისი უყაირათო მომხმარებლურობით. ამერიკა ჩინურ ეკონომიკას მოდერნიზებასა და რეფორმირებაში დაეხმარა, გაუხსნა რა მის პროდუქციას საკუთარი ბაზრები.

ორივე მხარემ ეს სქემა ზედმეტად მყარადაც კი მიიჩნია. მაგრამ ვიდრე ის მუშაობდა, მსოფლიო ეკონომიკა არნახულ აღმავლობას განიცდიდა. ასეთმა სქემამ გაფანტა შიშები ჩინეთის როლსა და ადგილზე მსოფლიოში, როდესაც ამ ქვეყანამ საკუთარი თავი სუპერსახელმწიფოების კლუბში პასუხისმგებლობის მატარებელ წევრად გამოავლინა. შეიქმნა ზოგადი აზრი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო სისტემის ამ ბანაკებს შორის მტრული ურთიერთობები მიღწეულის ნგრევას გამოიწვევს და არავის სარგებელს არ მოუტანს. ასეთ წარმოდგენას მოფრთხილება და განმტკიცება სჭირდება.

წყნარი ოკეანის სხვადასხვა მხარეს არსებულ ამ ორივე ქვეყანას მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგების ლიკვიდაციისთვის ურთიერთთანამშრომლობა სჭირდება. დღეს, როდესაც გლობალურმა ფინანსურმა კრახმა ჩინეთის საექსპორტო ბაზრები დაანგრია, ამ ქვეყნამ ძალისხმევა საკუთარი ინფრასტრუქტურის და შიდა მოხმარების განვითარებისკენ მიმართა.

ბრუნვის აღდგენა მარტივი არ იქნება. ჩინეთის ეკონომიკის ზრდის ტემპები შესაძლოა დროებით 7.5 პროცენტის მაჩვენებელზე დაბლა დაეცეს. ჩინეთის სპეციალისტები კი ყოველთვის ამბობდნენ, რომ ეს ის ზღვარია, რომლის ქვევითაც შესაძლოა პოლიტიკური არასტაბილურობის საფრთხე შეიქმნას. ამერიკას ჩინეთთან თანამშრომლობა სჭირდება, რათა საკუთარი საბიუჯეტო ბალანსის პრობლემები გადაწყვიტოს და თავიდან აიცილოს ისეთი სიტუაცია, როდესაც ფეთქებადსაშიში დეფიციტი დამანგრეველ ინფლაციას გამოიწვევს.

რა ტიპის გლობალური ეკონომიკური კრიზისი ჩამოყალიბდება მომავალში? ეს მნიშვნელოვნადაა იმაზე დამოკიდებული, თუ როგორ ააგებენ აშშ და ჩინეთი ურთიერთობეებს უახლოეს წლებში. ამერიკით იმედგაცრუებულმა ჩინეთმა შესაძლოა გამორჩეულად აზიურ რეგიონულ სტრუქტურას მიმართოს, რომლისთვის ბაზაც კი უკვე არსებობს სტრუქტურის ASEAN-plus-three (ჩინეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა) სახით.

იმავდროულად, თუკი ამერიკაში პროტექციონიზმი გაძლიერდება, ან თუკი ის ჩინეთს დიდი ხნის განმავლობაში როგორც მოწინააღმდეგეს ისე მიუდგება, შესაძლოა მსოფლიო წესრიგის შექმნის ყველა შანსი დაიკარგოს.

ასეთი დაბრუნება მერკანტილიზმთან - სახელმწიფოს ჩარევით სამეურნეო საქმიანობაში - და 19 საუკუნის დიპლომატიასთან, მსოფლიოს ერთმანეთთან მოქიშპე რეგიონულ ბლოკებად დაყოფს. ამას კი საშიში და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება.

ამერიკულ-ჩინური ურთიერთოებები ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს. დღევანდელი კრიზისის დაძლევა, მხოლოდ იმის გააზრებით შეიძლება, რომ მიზნები საერთოა. ისეთი საკითხები, როგორებიცაა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელება, ენერგეტიკა და კლიმატის ცვლილებები აშშ-ს და ჩინეთს შორის პოლიტიკური კავშირების გამყარებას მოითხოვს.

თანამედროვე ლიდერების თაობას შეუძლია წყნარი ოკეანის ორივე მხარეს არსებული სახელმწიფოს "საერთო ინტერესების პროექტში" ტრანფორმირება, როგორც ეს ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში ომის შემდგომ პერიოდში მოხდა. სხვაობა იმაში მდგომარეობს, რომ დღეს არსებულ გამოწვევებს არა სამხედრო, არამედ დიდწილად პოლიტიკური და ეკონომიკური ხასიათი აქვთ.

ამ პროექტში ისეთი ქვეყნებიც უნდა ჩაერთონ როგორებიცაა იაპონია, კორეა, ინდოეთი, ინდონეზია, ავსტრალია და ახალი ზელანდია, რომლებიც მას წყნარი ოკენის ქვეყნების და რეგიონული სტრუქტურების ფარგლებში მიურთებიან, რომელიც კონკრეტულ საკითხებზე იმუშავებენ, მაგალითად ენერგეტიკაზე, მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობაზე და გარემოს დაცვაზე.

ახალი მსოფლიოს სირთულე, რომლის კონტურებიც უკვე იკვეთება, ამერიკისგან დიდწილად პერსპექტივაზე გათვლილ ისტორიულ მიდგომას მოითხოვს. მან უარი უნდა თქვას თავის მტკიცე შეხედულებაზე, რომ თითოეული პრობლემა აუცილებლად კონკრეტულ ვადებსა და განსაზღვრული პროგრამების ფარგლებში უნდა გადაწყდეს, რაც ხშირად ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ებმება ხოლმე.

ჩვენ მოქმედება რეალურად მიღწევადი მიზნების ფარგლებში უნდა ვისწავლოთ. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ საბოლოო მიზანს ნელ-ნელა მივაღწიოთ, ყველა ნიუანსის გათვალისწინებით.

საერთაშორისო წესრიგი მუდმივი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუკი პროცესის მონაწილეებს არამხოლოდ მის შექმნაში შეაქვთ წვლილი, არამედ მის შენარჩუნებაშიც. ამგვარად, ამერიკას და მის პოტენციურ პარტნიორებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ კრიზისის მომენტი იმედის ჩასახვის მომენტად გარდაქმნან.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა